კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარიამ საჯაიას მოგზაურობა "ველურ პირობებში" გრძელდება: 150 ლარად შემოვლილი ქვეყანა - ნაწილი მეორე
მარიამ საჯაიას მოგზაურობა "ველურ პირობებში" გრძელდება: 150 ლარად შემოვლილი ქვეყანა - ნაწილი მეორე

სულ ცოტა ხნის წინ, ახალ­გაზ­რდა დე­პუ­ტა­ტის, მა­რი­ამ სა­ჯა­ი­ას მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ დავ­წე­რეთ სტა­ტია, რო­მელ­შიც სა­უ­ბა­რი იყო, თუ რო­გორ აპი­რებს ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა 150 ლა­რი­ა­ნი ბი­უ­ჯე­ტით სა­ქარ­თვე­ლოს შე­მოვ­ლას. მა­რი­ა­მის მოგ­ზა­უ­რო­ბამ საკ­მა­ოდ დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰპო­ვა, რის გა­მოც, მის ახალ თავ­გა­და­სავ­ლებს გთა­ვა­ზობთ:

August 19 at 2:13pm •

წუ­ხელ კა­რა­ვი ზედ გო­დერ­ძის უღელ­ტე­ხი­ლის თავ­ზე გა­მიშ­ლია. სიბ­ნე­ლე­ში აბა რას გა­ვარ­ჩევ­დი, მხო­ლოდ დი­ლით რომ გა­მოვ­ყა­ვი თავი, მერე მივ­ხვდი - უმაგ­რე­სი ად­გი­ლი შე­მირ­ჩე­ვია.

თა­ვი­სი უარ­ყო­ფი­თი მხა­რეც ჰქონ­და - მთე­ლი ღამე ქარი მყი­ნავ­და... წინა დღეს დი­ლის 6-ზე გაღ­ვი­ძე­ბულს და მთე­ლი დღე ამ­დენ ნა­სი­ა­რუ­ლებს, მა­ინც რომ არ გა­ძი­ნებს ისე ცი­ო­და. თუმ­ცა ძი­ლის ძალა უფრო აღ­მა­ტე­ბუ­ლია, გო­ნე­ბა გა­ი­თი­შა, ფი­ზი­კუ­რი შეგ­რძნე­ბე­ბი და­ა­დუ­მა.

თვალს ვა­ხელ და თურ­მე გა­თენ­და. კა­რავ­ში თბი­ლა, მზე ანა­თებს. თუმ­ცა ძვლე­ბი გა­ყი­ნუ­ლი მაქვს, თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი მტკი­ვა. ძვლებ­ში მამ­ტვრევს, ად­გო­მა მე­ზა­რე­ბა. მაგ­რამ... მაგ­რამ სხვა გზა არაა, უნდა ადგე, გზა გა­ნაგ­რძო. ძალა მო­იკ­რი­ბე! გა­ვა­ღე კარ­ვის კარი და

უა­ა­აჰ... აღ­მომ­ხდა.

დიდი და დი­ა­დი სივ­რცე წინ... მთის წვე­რე­ბი ჰა­ე­რის ლურჯ პერ­სპექ­ტი­ვა­ში ჩაფ­ლუ­ლი. და­მა­ვი­წყდა ყვე­ლა­ნა­ი­რი ტკი­ვი­ლი. გა­მოვ­ცო­ცხლდი, მოვ­ღო­ნი­ერ­დი. აბა კარ­ვი­დან გა­ვი­დე...

უი, ფეხ­საც­მე­ლი სა­დაა? ჰმმ, ალ­ბათ ძაღ­ლმა წა­ი­ღო. გად­მო­ვი­ღე სა­თა­და­რი­გო და გა­მო­ვე­დი. კარ­ვის თავ­ზე დამ­ხვდა შე­მო­წყო­ბი­ლი, მერე დი­ა­სახ­ლის­მა მი­თხრა, ძაღლს მარ­თლა წა­უ­ღია, თვი­თონ კი იზ­რუ­ნა და მო­მი­ტა­ნა

სა­უზ­მით და "მო­წეს­რი­გე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­თაც" გა­მი­მას­პინ­ძლდნენ, სა­ნა­ხა­ო­ბე­ბიც მი­მას­წავ­ლეს. ვემ­შვი­დო­ბე­ბი მას­პინ­ძლებს, ერ­თერ­თი ვაშ­ლა­ტა­მებს მი­წყობს ჩან­თა­ში

მო­ვუყ­ვე­ბი გზას, ხან­ში­შე­სულ აჭარ­ლებს სა­ლა­მი შევ­ძა­ხე, კი­თხვაც მი­ვა­ყო­ლე ხომ სწორ გზას ვად­გა­ვარ. მარ­ტო რად და­დი­ხა­რო, კე­თი­ლი გზაო, სი­კე­თეო, ბედ­ნი­ე­რე­ბაო ☺

მშვი­დო­ბით ბე­შუ­მო, ჩვენ ისევ შევ­ხვდე­ბით

August 19 at 4:17pm •

ესეც ხუ­ლოს და თა­გოს სა­ბა­გი­როს ამ­ბე­ბი ☺

აქ გი­ორ­გი, თორ­ნი­კე, ჯეი და თა­მუ­ნას­თან ერ­თად ჩა­მო­ვე­დი, გო­დერძზე შემ­ხვდნენ. ბა­თუმ­ში მი­დი­ოდ­ნენ. გზად მა­თაც თა­გოს სა­ბა­გი­რო­ზე ას­ვლა უნ­დო­დათ და და­მიმ­გზავ­რეს. სა­ბა­გი­რო 2 სა­ათ­ში იქ­ნე­ბაო, გან­გვი­ცხა­დეს. მი­უ­ხე­და­ვად აჭა­რე­ლი ბა­ბუს გა­და­რეკ­ვა-გად­მო­რეკ­ვის მცდე­ლო­ბი­სა, მა­ინც 2 სა­ა­თიო... წა­ვე­დი მუ­ზე­უმ­ში. და­ნარ­ჩე­ნე­ბი - ბა­თუმ­ში.

სა­ინ­ტე­რე­სო კი არის მუ­ზე­უ­მი, მაგ­რამ დი­დად ინ­ფორ­მა­ცი­ას ვერ მი­ი­ღებ, ექ­სპო­ნა­ტებს არა­ფე­რი აწე­რია.

მო­ხუც ქალ­ბა­ტონს შა­ვებ­ში აშ­კა­რად არ მოვ­წონ­ვარ, ტე­ლე­ფო­ნის და­ტენ­ვა­ზე უარს მე­უბ­ნე­ბა.

სა­მა­გი­ე­როდ, იქვე არის ბუდ­რუ­გა­ნა კაფე-ბარი ანრი, ძა­ლი­ან გუ­ლი­ა­ნი და თბი­ლი მას­პინ­ძლე­ბით, ქა­ლი­ან-კა­ცი­ა­ნად. ვი­ლა­პა­რა­კეთ, გა­მომ­კი­თხეს მოგ­ზა­უ­რო­ბის ამ­ბე­ბი, აღ­ფრთო­ვან­დნენ, ტე­ლე­ფო­ნიც და­მი­ტე­ნეს, დარ­ჩე­ნა შე­მომ­თა­ვა­ზეს სახ­ლში, მა­ი­კო დატ­რი­ალ­დე­ბა და სუფ­რა­საც გაგ­ვიშ­ლი­სო, აქ ასე მარ­ტო - სა­ში­შია ახალ­გაზ­რდა გო­გოო... ზრუნ­ვა

მაგ­რამ მე ხომ ჩემს გზას მივ­ყვე­ბი ☺ სიყ­ვა­რუ­ლით და­ვემ­შვი­დო­ბე.

მე თა­გოს ნახ­ვა მინ­და, ძვე­ლისძვე­ლი სა­ბა­გი­როს გავ­ლით. ევ­რო­პა­ში რომ სი­დი­დით მე­ო­რეა უსაყ­რდე­ნო სა­ბა­გი­რო­ებ­ში.

აი, ჩა­ირ­თო კი­დეც, მო­ვი­და და ჩავ­სხე­დით.

იშ­ლე­ბა სი­ლა­მა­ზე. ერთი მთი­დან მე­ო­რე­ზე საყ­რდე­ბე­ნის გა­რე­შე გაბ­მუ­ლი სა­ბა­გი­რო ხე­ვის და მდი­ნა­რის თავ­ზე გა­და­დის. ერთი მთის უკან მე­ო­რე, კი­დევ მე­სა­მე და ასე ჩამ­წკრი­ვე­ბუ­ლი ყვე­ლა მხრივ. სა­ოც­რე­ბა!

გამ­ცი­ლე­ბე­ლი ბა­ტო­ნი ოთა­რი გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი უყუ­რებს ჩემს მო­წყო­ბი­ლო­ბას და მე­კი­თხე­ბა. რომ ვუხ­სნი რა არის gopro. კაი მერე ჩა­მო­მი­ტა­ნე მაი ფო­ტო­ე­ბიო, მერე გავ­თა­მამ­დი და კა­რის გა­ღე­ბაც ვთხო­ვე, გა­და­სულ­ზე კიდე რომ ვი­ღებ­დი ცო­ტაც და­მე­ლო­და და უკა­ნაც წა­მო­მიყ­ვა­ნა. ესეც მისი წილი სი­კე­თე ☺

გა­ვუდ­გე­ბი ახლა ისევ გზას

დრო­ე­ბით

August 19 at 11:01pm •

ამ­ბა­ვი ალი ბე­გი­სა

რომ და­ვი­ძა­რი სხალ­თის­კენ, კარ­გა ხნის შემ­დეგ მან­ქა­ნამ ჩა­მო­ი­ა­რა. მომ­ღი­მა­რი ქალი და კაცი (თუ უფრო ბაბუ) იყ­ვნენ. წამო ჯერ ერთ სო­ფელ­ში ავ­დი­ვარ­თო, ფე­თე­ლურ­ში. მაყ­ვა­ლა უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ იქ. ბაბუ არის თა­მა­ზი, იგი­ვე ალი ბეგი. ლა­მა­ზია ფე­თე­ლუ­რი, წამო, ნახე რა სას­წა­უ­ლე­ბი გა­ნა­ხოო. თან მე­კი­თხე­ბა, გა­თხო­ვი­ლი თუ ვარ. გა­შო­რე­ბუ­ლი ვარ-მეთ­ქი რომ ვუ­თხა­რი, მე­ხუმ­რე­ბა, მე მე­ცხრე ცოლი მყავს, ვერ და­მე­წე­ვიო

ფე­თე­ლურ­ში დავ­ტო­ვეთ მაყ­ვა­ლა სახ­ლში, შე­ვავ­სე მა­თა­რა წყა­როს წყლით და წა­მო­ვე­დით მე და ალი ბეგი.

თა­ვის სო­ფელ­ში ფურ­ტი­ო­ში შე­მა­ტა­რა. მისი სახ­ლი შორ­საა, გზის გას­წვრივ კი მე­ო­რე სახ­ლი აა­შე­ნა შვი­ლის­თვის. ყვე­ლა­ფე­რი მაქვს, გაჭ­მე­ვო. ეზო­შიც ყვე­ლა­ფე­რი­აო თუთა, თხი­ლი, ქლი­ა­ვი, ლეღ­ვი, ყუ­რძე­ნი. ქლი­ა­ვი და­ბერ­ტყა და შე­ვაგ­რო­ვეთ. აქ სულ მუს­ლი­მე­ბი ვარ­თო, თუ გინ­და ქარ­თუ­ლად ყუ­რანს გა­ჩუ­ქებ თუ მაქვს ამ სახ­ლშიო. ვთან­ხმდე­ბი, ცხა­დია. თუმ­ცა ამ სახ­ლში, ხოჯა შვი­ლის­თვის აშე­ნე­ბულ­ში, ქარ­თუ­ლად არ არის, არა­ბუ­ლა­დაა. ალა­ლი და არა­მი მა­ჩუ­ქა ქარ­თუ­ლად ☺

მე­ჩე­თი თუ არის სო­ფელ­ში-მეთ­ქი?წა­მო­დიო. თავ­სა­ფა­რი წა­ვი­კა­რი, შორ­ტებ­ზე ზედ პე­რან­გი მო­ვი­ხუ­რე კა­ბად. ფეხ­ზე სად გა­ვი­ხა­დო-მეთ­ქი, ვი­კი­თხე. რა ჭკვი­ა­ნი ქალი ხარ შენო, სა­სი­ა­მოვ­ნოდ გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი მე­უბ­ნე­ბა, მათ წე­სებს რომ პა­ტივს ვცემ

მხი­ა­რუ­ლი ვინ­მეა ალი ბეგი. გზად ყვე­ლას უსიგ­ნა­ლა, მი­ე­სალ­მა, ხა­ლი­სით მო­ი­კი­თხა, ბავ­შვებს მო­უ­ბო­დი­შა კან­ფე­ტე­ბი დღეს არ მაქ­ვსო.

თან ჭკვი­ა­ნია. ტო­ლე­რან­ტულ აზ­რებს გა­მოთ­ქვამს: ჩემ­მა ღმერ­თმა ადა­მი­ა­ნე­ბი შექ­მნა, რო­გორ არ უნდა გიყ­ვარ­დეს, რა ჯუ­რი­საც უნდა ის იყო­სო. ია­ღო­ვე­ლი გო­გო­ე­ბი წიგ­ნებს მაძ­ლევ­დნენ, ვუ­თხა­რი არ მინ­და, ისე მიყ­ვარ­ხარ­თო. ქრის­ტი­ა­ნო­ბა­საც გა­ვე­ცა­ნი, ბუ­დიზმსაც, იეჰო­ვა­საც. ჩემი ის­ლა­მი მირ­ჩევ­ნი­აო.

და ამ სა­უბ­რე­ბით დამ­ტო­ვა ბო­ლოს სხალ­თის მო­ნას­ტერ­თან. ბევ­რი ჩემი მად­ლო­ბის და ჩან­თის მო­კი­დე­ბის მერე მი­თხრა არ გა­თხოვ­დე, თა­ვი­სუფ­ლე­ბას არა­ფე­რი ჯო­ბი­აო. იმან რა­ღაც და­გი­შა­ლოს, რად გინ­დაო. კაცი თუ სა­ჭი­რო გახ­და, რა გა­მო­ლევს, არ გა­გი­ჭირ­დე­ბაო

ასე­თი ჭკვუ­ა­ნუ­რი ბო­ლოს ვინ რა მირ­ჩია, არც მახ­სოვს

ვბა­ნაკ­დე­ბი სხალ­თა­ში.

ჩემი მას­პინ­ძლის, ლა­მა­ზი გოგო ლა­ნას ამ­ბე­ბი უკვე ხვალ იყოს

August 20 •

არა­ფე­რი სჯობს იმ დი­ლას, კა­რავ­ში მზე რომ სით­ბო­თი გაღ­ვი­ძებს, ლა­მაზ გოგო ლა­ნას რომ ყავა და შო­კო­ლა­დე­ბი მო­აქვს, მერე მთის ცივ მდი­ნა­რრ­ში ბა­ნა­ობ და სრუ­ლად გაკ­რი­ა­ლე­ბუ­ლის შეგ­რძნე­ბა გაქვს

August 20 at 11:51am •

ჩემი მე­გო­ბა­რი ლანა

ლანა 17 წლი­საა. სხალ­თა­ში ცხოვ­რობს, სკო­ლის გვერ­დზე ჩა­მონ­გრე­ულ და სა­ნა­ხევ­როდ დან­გრე­ულ შე­ნო­ბა­ში.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ გად­მო­ვი­და მისი ოჯა­ხი აქ, როცა წყალ­დი­დო­ბამ მისი სახ­ლი გა­რე­სამ­ყა­როს მო­წყვი­ტა.

წუ­ხელ სხალ­თის მო­ნას­ტრი­დან სო­ფელ­ში რომ დავ­ბრუნ­დი, იქი­დან წა­მიყ­ვა­ნა თა­ვი­სი სახ­ლის ეზო­ში, ანუ სკო­ლის ეზო­ში. დავ­ბა­ნაკ­დი. მდი­ნა­რის პი­რას

კარ­ვის გაშ­ლის შემ­დეგ მდი­ნა­რეს­თან ჩა­მოვ­სხე­დით, ვარ­სკვლა­ვებს ვუ­ყუ­რებ­დით, შორს ელავ­და, ჩვენ ვსა­უბ­რობ­დით.

ბავ­შვებს დი­დად ვერ უგებს, ჭო­რიკ­ნე­ბი არი­ა­ნო. მე რა­საც მინ­და იმას რომ ვა­კე­თებ, ოდ­ნავ გან­სხვა­ვე­ბუ­ლად რომ მო­ვიქ­ცე­ვი, მა­შინ­ვე ზურგს უკან ლა­პა­რა­კი იწყე­ბაო. ძა­ლი­ან ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მსურ­ვე­ლი მეჩ­ვე­ნა.

წელს აბი­ტუ­რი­ენ­ტია. სკო­ლა­ში რამ­დე­ნი­მე საგ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი არ გვყავ­სო. ამი­ტომ ფიქ­რობს რაზე ჩა­ა­ბა­როს, რომ იმ საგ­ნე­ბის უცო­დინ­რო­ბამ ხელი არ შე­უ­შა­ლოს.

ასე­ვე ფიქ­რობს სად ჩა­ა­ბა­როს. მშობ­ლე­ბი ბა­თუმს ურ­ჩე­ვენ, ახ­ლოს უნ­დათ ჰყავ­დეთ. თვი­თონ თბი­ლი­სი ურ­ჩევ­ნია, აქ სწავ­ლა არ არის, მე სწავ­ლა მინ­დაო.

სწავ­ლა რომ უნდა, ინ­გლი­სურ­ზეც ეტყო­ბა. მშვე­ნივ­რად სა­უბ­რობს. TLG პროგ­რა­მით ამე­რი­კე­ლი დე­ნი­ე­ლი იყო ერთი წლით ჩა­მო­სუ­ლი და მერე აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ რამ­დე­ნი რამე გვცოდ­ნია არას­წო­რა­დო, შეგ­ვის­წო­რაო, გვა­მე­ცა­დი­ნაო.

ჭკვი­ა­ნი გო­გოა. მუ­შა­ო­ბას აპი­რებს, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა უნდა. არ უნდა ისე­თი ქალი იყოს, მთა­ვარ ამო­ცა­ნად გა­თხო­ვე­ბამ­დე "მიღ­წე­ვა" რომ აქვთ

29-ში და­ბა­დე­ბის დღე აქვს. ბა­თუმ­ში იხ­დის. უნდა რომ დავ­რჩე, მაგ­რამ ალ­ბათ ვერ მო­ვა­ხერ­ხებ.

მო­მა­ვალ წელს ბა­თუმ­ში რომ ჩა­მოხ­ვალ, ჩემს ბი­ნა­ში დაგ­ტო­ვე­ბო. მის­მა მშობ­ლებ­მა შე­ი­ტა­ნეს მშე­ნებ­ლო­ბა­ზე, მას შემ­დეგ რაც ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უარი უთხრა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ შე­პი­რე­ბუ­ლი კომ­პენ­სა­ცი­ის - სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თის გა­და­ცე­მა­ზე.

დიდი მო­ლო­დი­ნი­თაა რო­დის გა­და­ვა. მშე­ნებ­ლო­ბის სრუ­ლად დამ­თავ­რე­ბამ­დე მო­ვა­წყობ­თო, ჩვენს ზე­მოთ სარ­თულს რომ გა­ა­კე­თე­ბე­ნო. არ უნდა შე­მო­ხიზ­ნუ­ლად ცხოვ­რე­ბა, თა­ვი­სი სა­კუ­თა­რი და მშვი­დი, მყუდ­რო უნდა. შევ­პირ­დი, ახა­ლი სახ­ლის­თვის რა­ღა­ცებს გა­მო­გიგ­ზავ­ნი მეთ­ქი. მა­ნამ­დე თან რაც მო­მე­პო­ვე­ბო­და სახ­სოვ­რად და­ვუ­ტო­ვე. თვი­თონ ჯვა­რი მა­ჩუ­ქა. მუს­ლი­მია, უნდა რომ მო­ი­ნათ­ლოს.

დი­ლით იზ­რუ­ნა, ყავა, ტკკბი­ლე­უ­ლი

ახლა წყლის წის­ქვილ­თან გა­და­ვეხ­ვი­ეთ და და­ვემ­შვი­დო­ბეთ ერ­თმა­ნეთს.

მე სავ­სე და აღ­სავ­სე ვარ... რო­გორ მი­ხა­რია ასე­თი კე­თი­ლი და თან სუ­ლით, გუ­ლით ნა­თე­ლი, გო­ნე­ბით მო­მა­ვა­ლი ხალ­ხი

August 20 at 1:42pm •

რო­გორ შე­უძ­ლი­ათ დაგ­ძა­ბონ ან და­ი­ძა­ბო მარ­ტი­ვად:

აჭა­რის კენ­წე­რო­ში რომ კა­ხელ დის­ტრი­ბუ­ტორს იპო­ვი, დიდი მო­ხერ­ხე­ბაა. მაგ­რამ უფრო სას­წა­უ­ლია მძი­მე კა­ხე­ლი რომ აღ­მოჩ­ნდე­ბა.

ასეა ჩემი საქ­მე. საჭ­მე­ლად გა­ჩერ­და, ორი კა­თხა ლუდი და­ლია და მერე ლა­მის ორ ბორ­ბალ­ზე ატა­რა ამ ვიწ­რო გზებ­ზე. ერთცელ ლა­მის თხრილ­ში ბერ­ტყა. ორმო გა­და­უვ­ლე­ლი არ და­უ­ტო­ვე­ბია.

აქ მუ­შა­ობს და აქა­უ­რებ­ზე იმ­დე­ნი აუგი იძა­ხა, შავი ღრუ­ბე­ლი და­მად­გა თავ­ზე... სა­სა­დი­ლო­ში ვი­ღაც აქა­ურს აუ­ხირ­და უაზ­როდ.

ერ­თგან, ამ ად­გი­ლას არ იჭერ­სო და გა­ა­ჩე­რა მან­ქა­ნა. რატო გა­ჩერ­დი მეთ­ქი. მა­ინ­ტე­რე­სებს იქ­ნებ გა­გე­თი­შო­სო

მა­ნამ­დე ვუ­თხა­რი აქა და აქ მივ­დი­ვარ მეთ­ქი. შე­მიჩ­ნდა, წა­ვი­დეთ ერ­თა­დო. ამა­ღამ სას­ტუმ­როს ნო­მერს აგი­ღე­ბო.

ხო დე­ტა­ლე­ბი ქმნის წარ­მოდ­გე­ნას, მერე კი წარ­მოდ­გე­ნა გან­სა­ზღვრავს შენს ქცე­ვას. ჰოდა ამ (და სხვა) დე­ტა­ლებ­მა ისე­თი წარ­მოდ­გე­ნა შე­მიქ­მნა ამ კაც­ზე, ჩა­ვი­კე­ტე, ხმას არ ვი­ღებ­დი, კი­თხვებ­ზე მოკ­ლედ ვპა­სუ­ხობ­დი... ზუს­ტად იმის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გავ­ხდი, რაც ამ დღე­ებ­ში ვარ - ლაღი, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი, მხი­ა­რუ­ლი, ენა­წყლი­ა­ნი.

რო­გორც იქნა ჩა­მო­ვაღ­წიე შუ­ა­ხევს, ძლივ­ძლივ და­ვი­თან­ხმე გა­ე­ჩე­რე­ბი­ნა.

ახლა ვიკ­რებ ისევ იმ ძა­ლას, რაც გა­მა­ცა­ლეს...

დღეს დი­ა­დი გეგ­მე­ბი მაქვს

August 20 at 4:48pm •

მო­ვაღ­წიე დან­და­ლოს ხიდს. გახ­ვით­ქულ­მა. თა­კა­რა შუ­ა­დღის მზე­ში რომ მო­წან­წა­ლებ. პატ­რუ­ლი­ან, მო­სახ­ლე­ო­ბი­ა­ნად ყვე­ლა რომ გე­უბ­ნე­ბა ვინ­მეს გა­გა­ყო­ლებ­თო და მად­ლი­ერ ღი­მი­ლი­ან უარ­ზე რომ ხარ.

ეს IX-X სა­უ­კუ­ნე­ე­ბის თა­ღო­ვა­ნი ხი­დია. მა­ლის სიგ­რძე 20 მეტ­რია, სი­გა­ნე - 3, წყლი­დან ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი წერ­ტი­ლი - 14 მეტ­რი. მშვე­ნი­ე­რია!

დრო რომ მქონ­დეს აქვე ჩავ­ხტე­ბო­დი, თუმ­ცა მე ხომ დი­ა­დი გეგ­მე­ბი მაქვს დღეს ^^

გზას ვაგ­რძე­ლებ. ისევ ცხე­ლა. ისევ აჭერს.

არ და­ა­ყოვ­ნა და მალე გამ­ვლელ­მა მან­ქა­ნა­მაც ჩა­მო­ი­ა­რა. ცივი წყა­ლიც­და­მა­ლე­ვი­ნეს, სი­მინ­დიც მა­ჭა­მეს, შე­ი­ცხა­დეს ასე მარ­ტოო, მერე მიც­ნეს და ამ­გვა­რად გაგ­რძელ­და ცნო­ბის შე­სა­ბა­მი­სი სა­უ­ბა­რი, გო­დერძზე მშე­ნებ­ლო­ბას ეხე­ბო­და. ამა­ზე მერე

ქე­დას ჩა­ვუ­ა­რე. შემ­დე­გი ჩარ­თვა მა­ხუნ­ცე­თი­დან

August 20 at 6:23pm •

პირ­ვე­ლი გრძნო­ბა, ემო­ცია, შეგ­რძნე­ბა, იმე­დი, მის­წრა­ფე­ბა თუ რაც გინ­დათ, როცა მა­ხუნ­ცეთ­ზე მო­ვე­დი:

გავგრილ­დი!!! უუუ იე­ე­ეჰჰჰ!!!

მცნო­ბელ­მა ხალ­ხმა ჩანჩქე­რის­კენ გა­და­სახ­ვევ­თან დამ­ტო­ვა. და­სი­ცხუ­ლი ვფიქ­რობ, ამა­ღამ აქ ხომ არ გავ­შა­ლო სად­მე კა­რა­ვი, და­ვის­ვე­ნო... იქვე ვი­კი­თხე, რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა. არ გინ­დაო, სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო გვაქ­ვსო. ოღონდ ეგ მი­პა­ტი­ჟე­ბა კი არ იყო, უნდა გა­და­მე­ხა­და. ბი­უ­ჯეტ­ზე კი მო­გახ­სე­ნეთ მოგ­ზა­უ­რო­ბის და­სა­წყის­ში. ამ ეტაპ­ზე კი სულ 19 ლარი, 20 თეთ­რი დავ­ხარ­ჯე (5 რა­ბა­თის ბი­ლე­თი, 10 გო­დერძზე სა­უზ­მე, 4 ხუ­ლო­ში წვე­ნი, 20 თეთ­რი ხულო-თა­გოს სა­ბა­გი­რო).

ჰო, სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ზევ­ყვე­ბო­დი - გა­მე­ცი­ნა და გა­ვაგ­რძე­ლე გზა...

თით­ქმის ავე­დი ჩანჩქერ­ზე და აჩე­რებს მან­ქა­ნა. ხომ არ წა­გიყ­ვა­ნო­თო ნათ­ქვა­მი არ ჰქონ­და ბო­ლომ­დე, ვა­ა­ა­აჰჰჰ მა­რი­ამ??? ნაც­ნო­ბი

მე­ზა­რე­ბა დაჯ­დო­მა მან­ქა­ნა­ში-მეთ­ქი, ჩან­თის მოხ­სნა ამ­ბა­ვი, ფე­ხით ავუ­ყე­ვი.

ჩანჩქე­რი კია მა­ღა­ლი და მაგ­რამ მე უფრო ვარ­დნილს ვე­ლო­დი... ეს სულ კლდეს ჩა­მოყ­ვე­ბა. გაგ­რი­ლე­ბა! რაც მთა­ვა­რია! ამის­თვის იდე­ა­ლუ­რია

ჰოდა მომ­ცა ძალი, ღონე, ნირი და ნი­ა­თი... ასე იცის ბუ­ნე­ბის ძა­ლამ ზე­გარ­და­მოს­ვლა

აქე­და­ნაც წა­ვე­დი მალე შე­გეხ­მი­ა­ნე­ბით

p.s. ფო­ტო­ზე არ და­ი­წყოთ ახლა ვა­ი­მე, ნა­ხევ­რად შიშ­ვე­ლი, სა­ცუ­რაო კოს­ტუ­მი, ვაი ვუი... არა­ბი­ჭო ჩო­ხით ჩა­ვი­დო­დი

August 20 at 8:52pm •

გი­ნა­ხავთ ბა­თუ­მის თე­ატ­რში ასე­თი პერ­ფორ­მან­სი? ასე­თი აჩან­ჩხლუ­ლი გოგო იქ?

ხო, კი ვარ უგუ­ლო და უე­მო­ციო. ამ­დენ მიწ­ვე­ვას ბა­თუმ­ში ასე რომ ზურ­გი ვაქ­ციე და ჩა­ვუ­ა­რე.

მაგ­რამ...

უცებ რუზ­რუზ­ში, მან­ქა­ნე­ბის გრი­ალ­ში, მო­ცი­ვი­ლი­ზა­ციო ელე­მენ­ტში რომ აღ­მოვ­ჩნდი, ვერ ვიგ­რძე­ნი თავი კარ­გად... რამ­დე­ნი­მე მან­ქა­ნამ არ გა­მი­ჩე­რა. თვა­ლე­ბი კი რჩე­ბო­დათ გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი. იყო შე­ნე­ლე­ბე­ბი და თვა­ლის ჩაკ­ვრე­ბი. არც ამი­წე­ვია ამ­გვა­რე­ბის­თვის... ცოტა იმედ­გაც­რუ­ე­ბის წამი იყო. ვი­ნატ­რე ისევ მთა­ში, კარგ ხალ­ხში.

ბო­ლოს კე­თილ­მა ქუ­თა­ი­სელ­მა ტაქ­სის­ტმა გა­ა­ჩე­რა, ოღონდ თა­ვი­სით. გამ­ცდა, გა­ა­ჩე­რა, მე არ და­მი­ნა­ხავს, მე­ლო­დე­ბო­და და და­მი­ძა­ხა წა­მოო. ჩაქვში მი­დი­ო­და, ზა­ფხულ­ში აქ ვმუ­შა­ობ, თან ვის­ვე­ნე­ბო. ჩემი ძმა­კა­ცე­ბიც აქ არი­ან, წამო მო­სა­წე­ვი გვაქ­ვსო

ვი­უ­ა­რე, და­ნიშ­ნუ­ლე­ბის პუნ­ქტი ვუ­თხა­რი. ჩაქვს იქი­თაა. დამ­ტო­ვე ჩაქვში, სხვას გავ­ყვე­ბი მეთ­ქი. არა მო­ი­ცა, სად ჩა­მო­გაგ­დოო. ცივი ყავა მი­ყი­და და ად­გილ­ზეც მო­მიყ­ვა­ნა. ნო­მე­რი ჩა­მა­წე­რი­ნა, გა­მა­გე­ბი­ნე თუ გა­გი­ჭირ­დე­სო. ჯი­გარ-მეთ­ქი და და­ვემ­შვი­დო­ბე...

ახლა ბედ­ნი­ე­რე­ბის წამი ახ­ლოვ­დე­ბა

გე­ტყვით ცოტა ხან­ში რა ხდე­ბა

August 20 at 9:56pm •

ესეც ჩემი სან­სე­ტი

ნა­ნატ­რი სახ­ლი მაქვს ზღვის პი­რას და ვარ ბედ­ნი­ე­რი... ემო­ცი­უ­რად დატ­ვირ­თუ­ლი, ცუ­დის­გან დაც­ლი­ლი, ზღვის ენერ­გი­ით სავ­სე, უკან მთით ზურგგა­მაგ­რე­ბუ­ლი. ეს ცი­ხის­ძირ­შია. ზე­მო­დან ჩემი საყ­ვა­რე­ლი პეტ­რას ძვე­ლი ციხე. ჩუმი, მდუ­მა­რე, ბევ­რის მნახ­ვე­ლი. ბა­თუ­მის­კენ გზად არ ჩა­ვივ­ლი, რამე რომ არ ვუ­თხრა.

მე­გო­ნა აქ მარ­ტო ვიქ­ნე­ბო­დი, მი­ხა­რო­და სი­ჩუ­მე და მხო­ლოდ ზღვის ხმა. გვერ­დზე კარ­ვე­ბით მე­ზობ­ლე­ბი მყავს. გი­ტა­რით. კო­ცო­ნის და­სან­თე­ბად რომ ემ­ზა­დე­ბი­ან. მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მი­ხარ­და ხალ­ხიც. იმი­ტომ, რომ სცოდ­ნი­ათ რას ნიშ­ნავს აქ კარ­ვით მოს­ვლა.

ჩა­ვი­და მზეც. დაბ­ნელ­და. მთვა­რეა. ვარ­სკვლა­ვე­ბი. ზღვი­დან ამო­ვე­დი. ზღვის ნა­პირ­ზე დავ­დი­ვარ. კარ­გი ხმა ტალ­ღე­ბი­საა, იმა­თი, ფე­ხებ­ზე რომ მიდ­გა­ფუ­ნე­ბენ. ნა­პირ­ზე კარ­ვე­ბია გა­ნა­თე­ბუ­ლი, ფე­რად წერ­ტი­ლე­ბად ჩანს. კო­ცონ­თან გი­ტა­რის ხმაც ის­მის, მაგ­რამ ზღვას­თან სი­ახ­ლო­ვე ახ­შობს.

წინ უსა­ზღვრო სივ­რცეა. ზღვას და ცას რომ აერ­თი­ა­ნებს. უკან - დიდი სიმწვა­ნე, უამ­რა­ვი ხე. ყვე­ლა­ფერს სურო აქვს მო­დე­ბუ­ლი, დიდ ერთ სივ­რცედ რომ კრავს ყვე­ლა­ფერს.

ეს წა­მია ბედ­ნი­ე­რე­ბა და ამ წამ­შია ბედ­ნი­ე­რე­ბა.

წამს და­ჭე­რა უნდა, შეგ­რძნო­ბა და და­ფა­სე­ბა. მერე წავა ეს წა­მიც და დარ­ჩე­ბა ამ წა­მის სით­ბო. ყო­ველ გახ­სე­ნე­ბა­ზე რომ ჩა­გეღვრე­ბა გულ­ში.

ეს არის სიყ­ვა­რუ­ლი ჩემ­თვის. წარ­მა­ვა­ლი, მაგ­რამ მუ­დამ ჩემ­ში მყო­ფი.

ანუ მე ახლა მიყ­ვარს. ეს ყვე­ლა­ფე­რი მიყ­ვარს...

August 21 at 12:23pm •

დღე მშვე­ნი­ე­რი!

მგო­ნი მალე და­ვას­რუ­ლებ თხრო­ბას.

ცოტა მრცხვე­ნი­ა­სა­ვით. თით­ქოს მკი­თხვე­ლი გა­მიჩ­ნდა, ინ­ტე­რე­სი გაჩ­ნდა და ახლა ვტო­ვებ. იმას ჰგავს, როკს­ტა­რე­ბი ყვე­ლა­ზე აღ­მა­ტე­ბულ დროს რომ ტო­ვე­ბენ კა­რი­ე­რას და მსმე­ნე­ლი გაბ­რა­ზე­ბულ-იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი რომ რჩე­ბა, ჩემი ნა­წე­რე­ბი იმას­თან აბა რა მო­სა­ტა­ნია, მაგ­რამ გან­ვი­თა­რე­ბის ხა­ზით სი­ტუ­ა­ცი­ას ჰგავს. მე თით­ქოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ვიგ­რძე­ნი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ ვინც აქ­ტი­უ­რად კი­თხუ­ლობ­და ჩემი მოგ­ზა­უ­რო­ბის დღი­უ­რებს... "ვე­ლო­დე­ბი შემ­დეგ პოსტს"; "ვმოგ­ზა­უ­რობ შენ­თან ერ­თად"; "სე­რი­ა­ლი­ვით ჩა­ვუ­ჯე­ქი".

მად­ლო­ბა თქვენ ყვე­ლას უსა­ზღვრო, თქვე­ნით მარ­ტო არას­დროს არ ვი­ყა­ვი. თქვენ გა­მამ­ხნე­ვეთ, გა­მა­ყო­ჩა­ღეთ

მაგ­რამ ასეა საქ­მე.

გა­ურ­კვევ­ლად (თუ გარ­კვე­უ­ლად) რა­ღაც ფიქ­რე­ბი გაჩ­ნდა. ისე­თი, რომ ვერ გად­მოს­ცემ და თუ ეც­დე­ბი, ვერ გა­გი­გე­ბენ, უმე­ტე­სო­ბას აბდა-უბდა ეგო­ნე­ბა.

თან ჯერ ვერ გა­დავ­წყვი­ტე საით წა­ვი­დე...

სა­დაც ვარ - ძა­ლი­ან კარ­გად ვარ... ზღვა ყვე­ლა­ფე­რია ჩემ­თვის. არის მე. თუმ­ცა ერთ ად­გი­ლას დიდ­ხანს გა­ჩე­რე­ბა არ შე­მიძ­ლია.

მთა­ში თით­ქოს მი­მი­წევს გული. იქ თავ­გა­და­სა­ვა­ლია, ჩემი ბუ­ნებ­რი­ვი ნარ­კო­ტი­კი, რო­მელ­ზეც და­მო­კი­დე­ბუ­ლი ვარ და ურომ­ლი­სო­დაც ცხოვ­რე­ბა ხავ­სი­ა­ნი ჭა­ო­ბია ჩემ­თვის. ვა­პი­რებ­დი ას­ვლას. რა­ღაც მოხ­და ზღვას­თან სი­ახ­ლო­ვი­სას...

ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის­კენ მიხ­მო­ბენ. ბევ­რი თბი­ლი გული მე­ლო­დე­ბა. ესეც მი­ზი­დავს - იქ მშვი­დად ვარ. მარ­ტო უცხო მხა­რე­ში გა­ფა­ცი­ცე­ბუ­ლი უნდა იყო, ყვე­ლა დე­ტალს ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ციო. ცოტა ხნით ესეც კარ­გი იქ­ნე­ბა.

არ ვიცი, არ ვიცი...

მე ჩემ­თვის ვა­კე­თებ­დი ამ ჩა­ნა­წე­რებს, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი რომ შე­მომ­რჩე­ნო­და დე­ტა­ლე­ბი­ა­ნად. ახლა კი თით­ქოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და­მე­კის­რა აქ აქ­ტი­ვო­ბით. ასე ვერ... გა­ვურ­ბი­ვარ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბას იმ სა­კი­თხში, სა­დაც ჩემი პი­რა­დი სურ­ვი­ლის და ნე­ბის სივ­რცეა.

თუ რამე სა­ინ­ტე­რე­სო, გა­გი­ზი­ა­რებთ

ცი­ხის­ძირ­ში მალე ჩანჩქერ­თან უნდა გა­დავ­ცუ­რო. ვნა­ხოთ რო­გო­რი იქ­ნე­ბა

August 21 at 6:04pm •

თქვენ­თვის არა­ვის უთ­ქვამს რომ გაჭ­რი­ლი ვაშ­ლი­ვით გავ­ხართ მა­რი­ამ სა­ჯა­ი­ას? მე­კი­თხე­ბა სა­ნა­ტო­რი­უმ­ში სა­შუ­ა­ლო­ზე მეტი ასა­კის მა­მა­კა­ცი. ტე­ლე­ფო­ნის და­სა­ტე­ნად ამო­ვე­დი დი­ლის­კენ. ვე­რან­და­ზე ვდგა­ვარ, ვწერ და სწო­რედ ამ დროს მო­დის.

ბი­ჭოო, ეს რა რო­მან­ტი­კუ­ლი სუ­ლის პატ­რო­ნი ყო­ფი­ლა; თან მარ­ტო, ა? აგ­რძე­ლებს გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, როცა ვუ­თხა­რი რომ მე ვარ ის, ვი­საც ვგა­ვარ

ამის შემ­დეგ იყო შუ­ა­დღე, მწვე­ლი მზე, ზღვა ზღვა, ზღვის მო­ნა­ბე­რი, ზღვა­ზე ლივ­ლი­ვი, ზღვა­ში ყუ­რე­ბი და იქ გა­გო­ნი­ლი ტალ­ღე­ბის დგა­ფუ­ნი, ქვე­ბის ჩხრი­ა­ლი, მერე წინ და უკან სი­ა­რუ­ლი ტალ­ღე­ბის გას­წვრივ. ანუ დიდი არა­ფე­რი... მაგ­რამ ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი. იმუხ­ტე­ბი უბ­რა­ლოდ ნა­ტუ­რა­ლუ­რი ენერ­გი­ით: მზის და ზღვის. მერე ყუ­რებს ტალ­ღე­ბის მუ­სი­კის და აი­პო­დის გა­მოჟ­ღე­რე­ბუ­ლი ხმა ავ­სებს.

ბი­ჭებ­მა მე­ზო­ბე­ლი კარ­ვი­დან ცივი ყა­ვაც და­მა­ლე­ვი­ნეს, მოგ­ზა­უ­რო­ბის ამ­ბე­ბი გა­მომ­კი­თხეს. სა­დი­ლი მალე იქ­ნე­ბა, დაგ­ვეწ­ვი­ეო.

მზე გა­და­ვი­და. მე უკვე ვე­ღარ ვის­ვე­ნებ. წას­ვლა მინ­და. სა­დი­ლამ­დე ვერ ვით­მენ და კარ­ვის აშ­ლას ვი­წყებ. დავ­შა­ლე, დავ­კე­ცე, შევ­კა­რი, ავი­ბარ­გე და ავი­ხორხლე. მო­ვი­კი­დე ჩემი ბუ­კას წო­ნის ზურგჩან­თა და ჰეჰ! უნდა ავუყ­ვე ახლა უსას­რუ­ლო კი­ბეს ისევ სა­ნა­ტო­რი­უ­მის­კენ. ტე­ლე­ფო­ნი ჯდე­ბა და პირ­ვე­ლი გა­ჩე­რე­ბა ეს უნდა იყოს. მა­ტა­რე­ბელ­მა ზედ ცხვირ­წინ ჩა­მიქ­რო­ლა. გა­და­ვი­ა­რე ლი­ან­და­გე­ბი.

1,2,3,...10,...100,...200,...500... არ ვიცი რამ­დე­ნი სა­ფე­ხუ­რი. ცხე­ლა. დამ­ძიმ­და. უფრო ამ­ძი­მებს ჩამ­სე­ირ­ნე­ბელ­თა რე­აქ­ცი­ე­ბი. ახალ­გაზ­რდა ბი­ჭე­ბი თით­ქოს ქედ­მაღ­ლუ­რი ჩა­ცი­ნე­ბით. შუ­ახ­ნის ქა­ლებს უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტი ვგო­ნი­ვართ და შლი­ან ჭო­რა­ო­ბის ფრთებს. რას და­ათ­რევს ნე­ტავ... თუ მა­გის­თვი­საა ჩა­მო­სუ­ლი, კი­ბე­ებ­ზე რას და­დის...

ეჰჰჰ, ქალ­ბა­ტო­ნე­ბო... მე თქვენს და­სა­ნა­ხად და თა­ვის მო­სა­წო­ნებ­ლად რომ ვა­კე­თებ­დე რა­ღა­ცებს, აქ არ ვიქ­ნე­ბო­დი

ახლა ისევ გა­ვე­დი ავ­ტოს­ტოპ­ზე. ჯერ მივ­სე­ირ­ნობ და მი­სახ­ვევ-მო­სახ­ვე­ვე­ბი­დან გა­მოჭყე­ტილ ზღვას ვუ­ყუ­რებ, იქამ­დე რომ უხვი, ტრო­პი­კუ­ლად ხში­რი სიმწვა­ნეა.

ავ­წევ მალე

წა­ვე­დი ბა­თუმ­ში...

მორ­ჩა კინო

August 22 at 1:20am •

დავ­დი­ვარ ბა­თუ­მის ქუ­ჩებ­ში. აღარ ვიცი ჩემს თავ­ზე ვი­ცი­ნო თუ გამო-გა­დაპ­რან­ჭუ­ლებ­ზე. მა­გის ფიქ­რის დრო არაა. გაწ­ვიმ­და. გამჭვირ­ვა­ლე ქოლ­გე­ბით მე­დე­ას ძეგლის ქვეშ ვსხედ­ვართ და... უჰ შუქი ჩაქ­რა. გა­იტ­რუ­ნა ბა­თუ­მი

უელ­ქამ თუ სი­ვი­ლა­ი­ზე­ი­შენ

მა­რი­ამ სა­ჯა­ია მარ­ტო, "ვე­ლურ პი­რო­ბებ­ში": დე­პუ­ტა­ტის მიერ ფე­ხი­თა და 150 ლა­რი­ა­ნი ბი­უ­ჯე­ტით შე­მოვ­ლი­ლი სა­ქარ­თვე­ლო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

მარიამ საჯაიას მოგზაურობა "ველურ პირობებში" გრძელდება: 150 ლარად შემოვლილი ქვეყანა - ნაწილი მეორე

მარიამ საჯაიას მოგზაურობა "ველურ პირობებში" გრძელდება: 150 ლარად შემოვლილი ქვეყანა - ნაწილი მეორე

სულ ცოტა ხნის წინ, ახალგაზრდა დეპუტატის, მარიამ საჯაიას მოგზაურობის შესახებ დავწერეთ სტატია, რომელშიც საუბარი იყო, თუ როგორ აპირებს ახალგაზრდა გოგონა 150 ლარიანი ბიუჯეტით საქართველოს შემოვლას. მარიამის მოგზაურობამ საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა, რის გამოც, მის ახალ თავგადასავლებს გთავაზობთ:

August 19 at 2:13pm •

წუხელ კარავი ზედ გოდერძის უღელტეხილის თავზე გამიშლია. სიბნელეში აბა რას გავარჩევდი, მხოლოდ დილით რომ გამოვყავი თავი, მერე მივხვდი - უმაგრესი ადგილი შემირჩევია.

თავისი უარყოფითი მხარეც ჰქონდა - მთელი ღამე ქარი მყინავდა... წინა დღეს დილის 6-ზე გაღვიძებულს და მთელი დღე ამდენ ნასიარულებს, მაინც რომ არ გაძინებს ისე ციოდა. თუმცა ძილის ძალა უფრო აღმატებულია, გონება გაითიშა, ფიზიკური შეგრძნებები დაადუმა.

თვალს ვახელ და თურმე გათენდა. კარავში თბილა, მზე ანათებს. თუმცა ძვლები გაყინული მაქვს, თითქოს ყველაფერი მტკივა. ძვლებში მამტვრევს, ადგომა მეზარება. მაგრამ... მაგრამ სხვა გზა არაა, უნდა ადგე, გზა განაგრძო. ძალა მოიკრიბე! გავაღე კარვის კარი და

უაააჰ... აღმომხდა.

დიდი და დიადი სივრცე წინ... მთის წვერები ჰაერის ლურჯ პერსპექტივაში ჩაფლული. დამავიწყდა ყველანაირი ტკივილი. გამოვცოცხლდი, მოვღონიერდი. აბა კარვიდან გავიდე...

უი, ფეხსაცმელი სადაა? ჰმმ, ალბათ ძაღლმა წაიღო. გადმოვიღე სათადარიგო და გამოვედი. კარვის თავზე დამხვდა შემოწყობილი, მერე დიასახლისმა მითხრა, ძაღლს მართლა წაუღია, თვითონ კი იზრუნა და მომიტანა

საუზმით და "მოწესრიგების საშუალებებითაც" გამიმასპინძლდნენ, სანახაობებიც მიმასწავლეს. ვემშვიდობები მასპინძლებს, ერთერთი ვაშლატამებს მიწყობს ჩანთაში

მოვუყვები გზას, ხანშიშესულ აჭარლებს სალამი შევძახე, კითხვაც მივაყოლე ხომ სწორ გზას ვადგავარ. მარტო რად დადიხარო, კეთილი გზაო, სიკეთეო, ბედნიერებაო ☺

მშვიდობით ბეშუმო, ჩვენ ისევ შევხვდებით

August 19 at 4:17pm •

ესეც ხულოს და თაგოს საბაგიროს ამბები ☺

აქ გიორგი, თორნიკე, ჯეი და თამუნასთან ერთად ჩამოვედი, გოდერძზე შემხვდნენ. ბათუმში მიდიოდნენ. გზად მათაც თაგოს საბაგიროზე ასვლა უნდოდათ და დამიმგზავრეს. საბაგირო 2 საათში იქნებაო, განგვიცხადეს. მიუხედავად აჭარელი ბაბუს გადარეკვა-გადმორეკვის მცდელობისა, მაინც 2 საათიო... წავედი მუზეუმში. დანარჩენები - ბათუმში.

საინტერესო კი არის მუზეუმი, მაგრამ დიდად ინფორმაციას ვერ მიიღებ, ექსპონატებს არაფერი აწერია.

მოხუც ქალბატონს შავებში აშკარად არ მოვწონვარ, ტელეფონის დატენვაზე უარს მეუბნება.

სამაგიეროდ, იქვე არის ბუდრუგანა კაფე-ბარი ანრი, ძალიან გულიანი და თბილი მასპინძლებით, ქალიან-კაციანად. ვილაპარაკეთ, გამომკითხეს მოგზაურობის ამბები, აღფრთოვანდნენ, ტელეფონიც დამიტენეს, დარჩენა შემომთავაზეს სახლში, მაიკო დატრიალდება და სუფრასაც გაგვიშლისო, აქ ასე მარტო - საშიშია ახალგაზრდა გოგოო... ზრუნვა

მაგრამ მე ხომ ჩემს გზას მივყვები ☺ სიყვარულით დავემშვიდობე.

მე თაგოს ნახვა მინდა, ძველისძველი საბაგიროს გავლით. ევროპაში რომ სიდიდით მეორეა უსაყრდენო საბაგიროებში.

აი, ჩაირთო კიდეც, მოვიდა და ჩავსხედით.

იშლება სილამაზე. ერთი მთიდან მეორეზე საყრდებენის გარეშე გაბმული საბაგირო ხევის და მდინარის თავზე გადადის. ერთი მთის უკან მეორე, კიდევ მესამე და ასე ჩამწკრივებული ყველა მხრივ. საოცრება!

გამცილებელი ბატონი ოთარი გაკვირვებული უყურებს ჩემს მოწყობილობას და მეკითხება. რომ ვუხსნი რა არის gopro. კაი მერე ჩამომიტანე მაი ფოტოებიო, მერე გავთამამდი და კარის გაღებაც ვთხოვე, გადასულზე კიდე რომ ვიღებდი ცოტაც დამელოდა და უკანაც წამომიყვანა. ესეც მისი წილი სიკეთე ☺

გავუდგები ახლა ისევ გზას

დროებით

August 19 at 11:01pm •

ამბავი ალი ბეგისა

რომ დავიძარი სხალთისკენ, კარგა ხნის შემდეგ მანქანამ ჩამოიარა. მომღიმარი ქალი და კაცი (თუ უფრო ბაბუ) იყვნენ. წამო ჯერ ერთ სოფელში ავდივართო, ფეთელურში. მაყვალა უნდა დაეტოვებინათ იქ. ბაბუ არის თამაზი, იგივე ალი ბეგი. ლამაზია ფეთელური, წამო, ნახე რა სასწაულები განახოო. თან მეკითხება, გათხოვილი თუ ვარ. გაშორებული ვარ-მეთქი რომ ვუთხარი, მეხუმრება, მე მეცხრე ცოლი მყავს, ვერ დამეწევიო

ფეთელურში დავტოვეთ მაყვალა სახლში, შევავსე მათარა წყაროს წყლით და წამოვედით მე და ალი ბეგი.

თავის სოფელში ფურტიოში შემატარა. მისი სახლი შორსაა, გზის გასწვრივ კი მეორე სახლი ააშენა შვილისთვის. ყველაფერი მაქვს, გაჭმევო. ეზოშიც ყველაფერიაო თუთა, თხილი, ქლიავი, ლეღვი, ყურძენი. ქლიავი დაბერტყა და შევაგროვეთ. აქ სულ მუსლიმები ვართო, თუ გინდა ქართულად ყურანს გაჩუქებ თუ მაქვს ამ სახლშიო. ვთანხმდები, ცხადია. თუმცა ამ სახლში, ხოჯა შვილისთვის აშენებულში, ქართულად არ არის, არაბულადაა. ალალი და არამი მაჩუქა ქართულად ☺

მეჩეთი თუ არის სოფელში-მეთქი?წამოდიო. თავსაფარი წავიკარი, შორტებზე ზედ პერანგი მოვიხურე კაბად. ფეხზე სად გავიხადო-მეთქი, ვიკითხე. რა ჭკვიანი ქალი ხარ შენო, სასიამოვნოდ გაკვირვებული მეუბნება, მათ წესებს რომ პატივს ვცემ

მხიარული ვინმეა ალი ბეგი. გზად ყველას უსიგნალა, მიესალმა, ხალისით მოიკითხა, ბავშვებს მოუბოდიშა კანფეტები დღეს არ მაქვსო.

თან ჭკვიანია. ტოლერანტულ აზრებს გამოთქვამს: ჩემმა ღმერთმა ადამიანები შექმნა, როგორ არ უნდა გიყვარდეს, რა ჯურისაც უნდა ის იყოსო. იაღოველი გოგოები წიგნებს მაძლევდნენ, ვუთხარი არ მინდა, ისე მიყვარხართო. ქრისტიანობასაც გავეცანი, ბუდიზმსაც, იეჰოვასაც. ჩემი ისლამი მირჩევნიაო.

და ამ საუბრებით დამტოვა ბოლოს სხალთის მონასტერთან. ბევრი ჩემი მადლობის და ჩანთის მოკიდების მერე მითხრა არ გათხოვდე, თავისუფლებას არაფერი ჯობიაო. იმან რაღაც დაგიშალოს, რად გინდაო. კაცი თუ საჭირო გახდა, რა გამოლევს, არ გაგიჭირდებაო

ასეთი ჭკვუანური ბოლოს ვინ რა მირჩია, არც მახსოვს

ვბანაკდები სხალთაში.

ჩემი მასპინძლის, ლამაზი გოგო ლანას ამბები უკვე ხვალ იყოს

August 20 •

არაფერი სჯობს იმ დილას, კარავში მზე რომ სითბოთი გაღვიძებს, ლამაზ გოგო ლანას რომ ყავა და შოკოლადები მოაქვს, მერე მთის ცივ მდინარრში ბანაობ და სრულად გაკრიალებულის შეგრძნება გაქვს

August 20 at 11:51am •

ჩემი მეგობარი ლანა

ლანა 17 წლისაა. სხალთაში ცხოვრობს, სკოლის გვერდზე ჩამონგრეულ და სანახევროდ დანგრეულ შენობაში.

რამდენიმე წლის წინ გადმოვიდა მისი ოჯახი აქ, როცა წყალდიდობამ მისი სახლი გარესამყაროს მოწყვიტა.

წუხელ სხალთის მონასტრიდან სოფელში რომ დავბრუნდი, იქიდან წამიყვანა თავისი სახლის ეზოში, ანუ სკოლის ეზოში. დავბანაკდი. მდინარის პირას

კარვის გაშლის შემდეგ მდინარესთან ჩამოვსხედით, ვარსკვლავებს ვუყურებდით, შორს ელავდა, ჩვენ ვსაუბრობდით.

ბავშვებს დიდად ვერ უგებს, ჭორიკნები არიანო. მე რასაც მინდა იმას რომ ვაკეთებ, ოდნავ განსხვავებულად რომ მოვიქცევი, მაშინვე ზურგს უკან ლაპარაკი იწყებაო. ძალიან ჩამოყალიბებული და დამოუკიდებლობის, თავისუფლების მსურველი მეჩვენა.

წელს აბიტურიენტია. სკოლაში რამდენიმე საგნის მასწავლებელი არ გვყავსო. ამიტომ ფიქრობს რაზე ჩააბაროს, რომ იმ საგნების უცოდინრობამ ხელი არ შეუშალოს.

ასევე ფიქრობს სად ჩააბაროს. მშობლები ბათუმს ურჩევენ, ახლოს უნდათ ჰყავდეთ. თვითონ თბილისი ურჩევნია, აქ სწავლა არ არის, მე სწავლა მინდაო.

სწავლა რომ უნდა, ინგლისურზეც ეტყობა. მშვენივრად საუბრობს. TLG პროგრამით ამერიკელი დენიელი იყო ერთი წლით ჩამოსული და მერე აღმოვაჩინეთ რამდენი რამე გვცოდნია არასწორადო, შეგვისწორაო, გვამეცადინაო.

ჭკვიანი გოგოა. მუშაობას აპირებს, დამოუკიდებლობა უნდა. არ უნდა ისეთი ქალი იყოს, მთავარ ამოცანად გათხოვებამდე "მიღწევა" რომ აქვთ

29-ში დაბადების დღე აქვს. ბათუმში იხდის. უნდა რომ დავრჩე, მაგრამ ალბათ ვერ მოვახერხებ.

მომავალ წელს ბათუმში რომ ჩამოხვალ, ჩემს ბინაში დაგტოვებო. მისმა მშობლებმა შეიტანეს მშენებლობაზე, მას შემდეგ რაც ახალმა ხელისუფლებამ უარი უთხრა წინა ხელისუფლების მიერ შეპირებული კომპენსაციის - საცხოვრებელი ფართის გადაცემაზე.

დიდი მოლოდინითაა როდის გადავა. მშენებლობის სრულად დამთავრებამდე მოვაწყობთო, ჩვენს ზემოთ სართულს რომ გააკეთებენო. არ უნდა შემოხიზნულად ცხოვრება, თავისი საკუთარი და მშვიდი, მყუდრო უნდა. შევპირდი, ახალი სახლისთვის რაღაცებს გამოგიგზავნი მეთქი. მანამდე თან რაც მომეპოვებოდა სახსოვრად დავუტოვე. თვითონ ჯვარი მაჩუქა. მუსლიმია, უნდა რომ მოინათლოს.

დილით იზრუნა, ყავა, ტკკბილეული

ახლა წყლის წისქვილთან გადავეხვიეთ და დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

მე სავსე და აღსავსე ვარ... როგორ მიხარია ასეთი კეთილი და თან სულით, გულით ნათელი, გონებით მომავალი ხალხი

August 20 at 1:42pm •

როგორ შეუძლიათ დაგძაბონ ან დაიძაბო მარტივად:

აჭარის კენწეროში რომ კახელ დისტრიბუტორს იპოვი, დიდი მოხერხებაა. მაგრამ უფრო სასწაულია მძიმე კახელი რომ აღმოჩნდება.

ასეა ჩემი საქმე. საჭმელად გაჩერდა, ორი კათხა ლუდი დალია და მერე ლამის ორ ბორბალზე ატარა ამ ვიწრო გზებზე. ერთცელ ლამის თხრილში ბერტყა. ორმო გადაუვლელი არ დაუტოვებია.

აქ მუშაობს და აქაურებზე იმდენი აუგი იძახა, შავი ღრუბელი დამადგა თავზე... სასადილოში ვიღაც აქაურს აუხირდა უაზროდ.

ერთგან, ამ ადგილას არ იჭერსო და გააჩერა მანქანა. რატო გაჩერდი მეთქი. მაინტერესებს იქნებ გაგეთიშოსო

მანამდე ვუთხარი აქა და აქ მივდივარ მეთქი. შემიჩნდა, წავიდეთ ერთადო. ამაღამ სასტუმროს ნომერს აგიღებო.

ხო დეტალები ქმნის წარმოდგენას, მერე კი წარმოდგენა განსაზღვრავს შენს ქცევას. ჰოდა ამ (და სხვა) დეტალებმა ისეთი წარმოდგენა შემიქმნა ამ კაცზე, ჩავიკეტე, ხმას არ ვიღებდი, კითხვებზე მოკლედ ვპასუხობდი... ზუსტად იმის საწინააღმდეგო გავხდი, რაც ამ დღეებში ვარ - ლაღი, კომუნიკაბელური, მხიარული, ენაწყლიანი.

როგორც იქნა ჩამოვაღწიე შუახევს, ძლივძლივ დავითანხმე გაეჩერებინა.

ახლა ვიკრებ ისევ იმ ძალას, რაც გამაცალეს...

დღეს დიადი გეგმები მაქვს

August 20 at 4:48pm •

მოვაღწიე დანდალოს ხიდს. გახვითქულმა. თაკარა შუადღის მზეში რომ მოწანწალებ. პატრულიან, მოსახლეობიანად ყველა რომ გეუბნება ვინმეს გაგაყოლებთო და მადლიერ ღიმილიან უარზე რომ ხარ.

ეს IX-X საუკუნეების თაღოვანი ხიდია. მალის სიგრძე 20 მეტრია, სიგანე - 3, წყლიდან ყველაზე მაღალი წერტილი - 14 მეტრი. მშვენიერია!

დრო რომ მქონდეს აქვე ჩავხტებოდი, თუმცა მე ხომ დიადი გეგმები მაქვს დღეს ^^

გზას ვაგრძელებ. ისევ ცხელა. ისევ აჭერს.

არ დააყოვნა და მალე გამვლელმა მანქანამაც ჩამოიარა. ცივი წყალიცდამალევინეს, სიმინდიც მაჭამეს, შეიცხადეს ასე მარტოო, მერე მიცნეს და ამგვარად გაგრძელდა ცნობის შესაბამისი საუბარი, გოდერძზე მშენებლობას ეხებოდა. ამაზე მერე

ქედას ჩავუარე. შემდეგი ჩართვა მახუნცეთიდან

August 20 at 6:23pm •

პირველი გრძნობა, ემოცია, შეგრძნება, იმედი, მისწრაფება თუ რაც გინდათ, როცა მახუნცეთზე მოვედი:

გავგრილდი!!! უუუ იეეეჰჰჰ!!!

მცნობელმა ხალხმა ჩანჩქერისკენ გადასახვევთან დამტოვა. დასიცხული ვფიქრობ, ამაღამ აქ ხომ არ გავშალო სადმე კარავი, დავისვენო... იქვე ვიკითხე, რამდენად უსაფრთხოა. არ გინდაო, საოჯახო სასტუმრო გვაქვსო. ოღონდ ეგ მიპატიჟება კი არ იყო, უნდა გადამეხადა. ბიუჯეტზე კი მოგახსენეთ მოგზაურობის დასაწყისში. ამ ეტაპზე კი სულ 19 ლარი, 20 თეთრი დავხარჯე (5 რაბათის ბილეთი, 10 გოდერძზე საუზმე, 4 ხულოში წვენი, 20 თეთრი ხულო-თაგოს საბაგირო).

ჰო, საოჯახო სასტუმროზევყვებოდი - გამეცინა და გავაგრძელე გზა...

თითქმის ავედი ჩანჩქერზე და აჩერებს მანქანა. ხომ არ წაგიყვანოთო ნათქვამი არ ჰქონდა ბოლომდე, ვააააჰჰჰ მარიამ??? ნაცნობი

მეზარება დაჯდომა მანქანაში-მეთქი, ჩანთის მოხსნა ამბავი, ფეხით ავუყევი.

ჩანჩქერი კია მაღალი და მაგრამ მე უფრო ვარდნილს ველოდი... ეს სულ კლდეს ჩამოყვება. გაგრილება! რაც მთავარია! ამისთვის იდეალურია

ჰოდა მომცა ძალი, ღონე, ნირი და ნიათი... ასე იცის ბუნების ძალამ ზეგარდამოსვლა

აქედანაც წავედი მალე შეგეხმიანებით

p.s. ფოტოზე არ დაიწყოთ ახლა ვაიმე, ნახევრად შიშველი, საცურაო კოსტუმი, ვაი ვუი... არაბიჭო ჩოხით ჩავიდოდი

August 20 at 8:52pm •

გინახავთ ბათუმის თეატრში ასეთი პერფორმანსი? ასეთი აჩანჩხლული გოგო იქ?

ხო, კი ვარ უგულო და უემოციო. ამდენ მიწვევას ბათუმში ასე რომ ზურგი ვაქციე და ჩავუარე.

მაგრამ...

უცებ რუზრუზში, მანქანების გრიალში, მოცივილიზაციო ელემენტში რომ აღმოვჩნდი, ვერ ვიგრძენი თავი კარგად... რამდენიმე მანქანამ არ გამიჩერა. თვალები კი რჩებოდათ გაფართოებული. იყო შენელებები და თვალის ჩაკვრები. არც ამიწევია ამგვარებისთვის... ცოტა იმედგაცრუების წამი იყო. ვინატრე ისევ მთაში, კარგ ხალხში.

ბოლოს კეთილმა ქუთაისელმა ტაქსისტმა გააჩერა, ოღონდ თავისით. გამცდა, გააჩერა, მე არ დამინახავს, მელოდებოდა და დამიძახა წამოო. ჩაქვში მიდიოდა, ზაფხულში აქ ვმუშაობ, თან ვისვენებო. ჩემი ძმაკაცებიც აქ არიან, წამო მოსაწევი გვაქვსო

ვიუარე, დანიშნულების პუნქტი ვუთხარი. ჩაქვს იქითაა. დამტოვე ჩაქვში, სხვას გავყვები მეთქი. არა მოიცა, სად ჩამოგაგდოო. ცივი ყავა მიყიდა და ადგილზეც მომიყვანა. ნომერი ჩამაწერინა, გამაგებინე თუ გაგიჭირდესო. ჯიგარ-მეთქი და დავემშვიდობე...

ახლა ბედნიერების წამი ახლოვდება

გეტყვით ცოტა ხანში რა ხდება

August 20 at 9:56pm •

ესეც ჩემი სანსეტი

ნანატრი სახლი მაქვს ზღვის პირას და ვარ ბედნიერი... ემოციურად დატვირთული, ცუდისგან დაცლილი, ზღვის ენერგიით სავსე, უკან მთით ზურგგამაგრებული. ეს ციხისძირშია. ზემოდან ჩემი საყვარელი პეტრას ძველი ციხე. ჩუმი, მდუმარე, ბევრის მნახველი. ბათუმისკენ გზად არ ჩავივლი, რამე რომ არ ვუთხრა.

მეგონა აქ მარტო ვიქნებოდი, მიხაროდა სიჩუმე და მხოლოდ ზღვის ხმა. გვერდზე კარვებით მეზობლები მყავს. გიტარით. კოცონის დასანთებად რომ ემზადებიან. მოულოდნელად გამიხარდა ხალხიც. იმიტომ, რომ სცოდნიათ რას ნიშნავს აქ კარვით მოსვლა.

ჩავიდა მზეც. დაბნელდა. მთვარეა. ვარსკვლავები. ზღვიდან ამოვედი. ზღვის ნაპირზე დავდივარ. კარგი ხმა ტალღებისაა, იმათი, ფეხებზე რომ მიდგაფუნებენ. ნაპირზე კარვებია განათებული, ფერად წერტილებად ჩანს. კოცონთან გიტარის ხმაც ისმის, მაგრამ ზღვასთან სიახლოვე ახშობს.

წინ უსაზღვრო სივრცეა. ზღვას და ცას რომ აერთიანებს. უკან - დიდი სიმწვანე, უამრავი ხე. ყველაფერს სურო აქვს მოდებული, დიდ ერთ სივრცედ რომ კრავს ყველაფერს.

ეს წამია ბედნიერება და ამ წამშია ბედნიერება.

წამს დაჭერა უნდა, შეგრძნობა და დაფასება. მერე წავა ეს წამიც და დარჩება ამ წამის სითბო. ყოველ გახსენებაზე რომ ჩაგეღვრება გულში.

ეს არის სიყვარული ჩემთვის. წარმავალი, მაგრამ მუდამ ჩემში მყოფი.

ანუ მე ახლა მიყვარს. ეს ყველაფერი მიყვარს...

August 21 at 12:23pm •

დღე მშვენიერი!

მგონი მალე დავასრულებ თხრობას.

ცოტა მრცხვენიასავით. თითქოს მკითხველი გამიჩნდა, ინტერესი გაჩნდა და ახლა ვტოვებ. იმას ჰგავს, როკსტარები ყველაზე აღმატებულ დროს რომ ტოვებენ კარიერას და მსმენელი გაბრაზებულ-იმედგაცრუებული რომ რჩება, ჩემი ნაწერები იმასთან აბა რა მოსატანია, მაგრამ განვითარების ხაზით სიტუაციას ჰგავს. მე თითქოს პასუხისმგებლობა ვიგრძენი იმ ადამიანების მიმართ ვინც აქტიურად კითხულობდა ჩემი მოგზაურობის დღიურებს... "ველოდები შემდეგ პოსტს"; "ვმოგზაურობ შენთან ერთად"; "სერიალივით ჩავუჯექი".

მადლობა თქვენ ყველას უსაზღვრო, თქვენით მარტო არასდროს არ ვიყავი. თქვენ გამამხნევეთ, გამაყოჩაღეთ

მაგრამ ასეა საქმე.

გაურკვევლად (თუ გარკვეულად) რაღაც ფიქრები გაჩნდა. ისეთი, რომ ვერ გადმოსცემ და თუ ეცდები, ვერ გაგიგებენ, უმეტესობას აბდა-უბდა ეგონება.

თან ჯერ ვერ გადავწყვიტე საით წავიდე...

სადაც ვარ - ძალიან კარგად ვარ... ზღვა ყველაფერია ჩემთვის. არის მე. თუმცა ერთ ადგილას დიდხანს გაჩერება არ შემიძლია.

მთაში თითქოს მიმიწევს გული. იქ თავგადასავალია, ჩემი ბუნებრივი ნარკოტიკი, რომელზეც დამოკიდებული ვარ და ურომლისოდაც ცხოვრება ხავსიანი ჭაობია ჩემთვის. ვაპირებდი ასვლას. რაღაც მოხდა ზღვასთან სიახლოვისას...

ცივილიზაციისკენ მიხმობენ. ბევრი თბილი გული მელოდება. ესეც მიზიდავს - იქ მშვიდად ვარ. მარტო უცხო მხარეში გაფაციცებული უნდა იყო, ყველა დეტალს ყურადღება მიაქციო. ცოტა ხნით ესეც კარგი იქნება.

არ ვიცი, არ ვიცი...

მე ჩემთვის ვაკეთებდი ამ ჩანაწერებს, შთაბეჭდილებები რომ შემომრჩენოდა დეტალებიანად. ახლა კი თითქოს ვალდებულება დამეკისრა აქ აქტივობით. ასე ვერ... გავურბივარ პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ საკითხში, სადაც ჩემი პირადი სურვილის და ნების სივრცეა.

თუ რამე საინტერესო, გაგიზიარებთ

ციხისძირში მალე ჩანჩქერთან უნდა გადავცურო. ვნახოთ როგორი იქნება

August 21 at 6:04pm •

თქვენთვის არავის უთქვამს რომ გაჭრილი ვაშლივით გავხართ მარიამ საჯაიას? მეკითხება სანატორიუმში საშუალოზე მეტი ასაკის მამაკაცი. ტელეფონის დასატენად ამოვედი დილისკენ. ვერანდაზე ვდგავარ, ვწერ და სწორედ ამ დროს მოდის.

ბიჭოო, ეს რა რომანტიკული სულის პატრონი ყოფილა; თან მარტო, ა? აგრძელებს გაკვირვებული, როცა ვუთხარი რომ მე ვარ ის, ვისაც ვგავარ

ამის შემდეგ იყო შუადღე, მწველი მზე, ზღვა ზღვა, ზღვის მონაბერი, ზღვაზე ლივლივი, ზღვაში ყურები და იქ გაგონილი ტალღების დგაფუნი, ქვების ჩხრიალი, მერე წინ და უკან სიარული ტალღების გასწვრივ. ანუ დიდი არაფერი... მაგრამ ჩემთვის ყველაფერი. იმუხტები უბრალოდ ნატურალური ენერგიით: მზის და ზღვის. მერე ყურებს ტალღების მუსიკის და აიპოდის გამოჟღერებული ხმა ავსებს.

ბიჭებმა მეზობელი კარვიდან ცივი ყავაც დამალევინეს, მოგზაურობის ამბები გამომკითხეს. სადილი მალე იქნება, დაგვეწვიეო.

მზე გადავიდა. მე უკვე ვეღარ ვისვენებ. წასვლა მინდა. სადილამდე ვერ ვითმენ და კარვის აშლას ვიწყებ. დავშალე, დავკეცე, შევკარი, ავიბარგე და ავიხორხლე. მოვიკიდე ჩემი ბუკას წონის ზურგჩანთა და ჰეჰ! უნდა ავუყვე ახლა უსასრულო კიბეს ისევ სანატორიუმისკენ. ტელეფონი ჯდება და პირველი გაჩერება ეს უნდა იყოს. მატარებელმა ზედ ცხვირწინ ჩამიქროლა. გადავიარე ლიანდაგები.

1,2,3,...10,...100,...200,...500... არ ვიცი რამდენი საფეხური. ცხელა. დამძიმდა. უფრო ამძიმებს ჩამსეირნებელთა რეაქციები. ახალგაზრდა ბიჭები თითქოს ქედმაღლური ჩაცინებით. შუახნის ქალებს უცხოელი ტურისტი ვგონივართ და შლიან ჭორაობის ფრთებს. რას დაათრევს ნეტავ... თუ მაგისთვისაა ჩამოსული, კიბეებზე რას დადის...

ეჰჰჰ, ქალბატონებო... მე თქვენს დასანახად და თავის მოსაწონებლად რომ ვაკეთებდე რაღაცებს, აქ არ ვიქნებოდი

ახლა ისევ გავედი ავტოსტოპზე. ჯერ მივსეირნობ და მისახვევ-მოსახვევებიდან გამოჭყეტილ ზღვას ვუყურებ, იქამდე რომ უხვი, ტროპიკულად ხშირი სიმწვანეა.

ავწევ მალე

წავედი ბათუმში...

მორჩა კინო

August 22 at 1:20am •

დავდივარ ბათუმის ქუჩებში. აღარ ვიცი ჩემს თავზე ვიცინო თუ გამო-გადაპრანჭულებზე. მაგის ფიქრის დრო არაა. გაწვიმდა. გამჭვირვალე ქოლგებით მედეას ძეგლის ქვეშ ვსხედვართ და... უჰ შუქი ჩაქრა. გაიტრუნა ბათუმი

უელქამ თუ სივილაიზეიშენ

მარიამ საჯაია მარტო, "ველურ პირობებში": დეპუტატის მიერ ფეხითა და 150 ლარიანი ბიუჯეტით შემოვლილი საქართველო

"ისეთი მაზალო კატო მყავს..." - რუსკა მაყაშვილი სამშობიაროდან ახალშობილის ფოტოს აქვეყნებს

"გეფიცებით, მსგავსი სილამაზე სხვა ქვეყნებშიც თუ მენახოს..." - ულამაზესი კადრები დავით გარეჯას ნახევარუდაბნოდან

"ვარლამ, მეგობარო, შენი უფლებების დასაცავად მოსული ჩემი მეგობრები გამოუგდიათ შენს ბნელ მეგობრებს..." - გიგა მაქარაშვილი გოლეთიანს მიმართავს