საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საბურთალოს გამგებელი სკანდალად ქცეულ "სელფზე" - "ალბათ, ბოდიში უნდა მოვიხადო სურათისთვის მომღერალთან, რომელიც მომწონს"
საბურთალოს გამგებელი სკანდალად ქცეულ "სელფზე" - "ალბათ, ბოდიში უნდა მოვიხადო სურათისთვის მომღერალთან, რომელიც მომწონს"

სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბელ­მა ბექა მი­ქა­უ­ტა­ძემ, სა­კუ­თა­რი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე რუს მომ­ღე­რალ მი­ხე­ილ შუ­ფუ­ტინ­სკის­თან გა­და­ღე­ბულ სელ­ფი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რის გა­მოც, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთი ნა­წი­ლის მძაფ­რი რე­აქ­ცი­ე­ბის პა­სუ­ხად სა­ბურ­თა­ლოს გამ­გე­ბელს გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა მო­უ­წია.

"არ ვიცი, რა გან­მარ­ტე­ბა უნდა გა­ვა­კე­თო ამ აჟი­ო­ტაჟ­ზე. ალ­ბათ უნდა მო­ვუ­ბო­დი­შო სა­ზო­გა­დო­ე­ბას იმის­თვის, რომ 70-იან წლებ­ში და­ვი­ბა­დე. ალ­ბათ იმის­თვი­საც ბო­დი­ში უნდა ვთქვა, რომ ბავ­შვო­ბი­დან ვუს­მენ შუ­ფუ­ტინ­სკის (პრინ­ციპ­ში იმ დროს ბევ­რი არ­ჩე­ვა­ნიც არ იყო). ალ­ბათ იმის­თვი­საც ბო­დი­ში უნდა მო­ვი­ხა­დო, რომ სუ­რა­თი გა­და­ვი­ღე იმ მომ­ღე­რალ­თან, რო­მე­ლიც მომ­წონს. შე­საძ­ლოა, ბევ­რი შე­მო­მე­და­ვოს გე­მოვ­ნე­ბა­ში, თუმ­ცა მგო­ნი ვერ არის სწო­რი, რო­დე­საც პი­რად შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც არც კი იც­ნობ და არ იცი რა ცხოვ­რე­ბით უცხოვ­რია.

მარ­თლა არ ვა­პი­რებ რა­ი­მე გან­მარ­ტე­ბე­ბის გა­კე­თე­ბას ან თა­ვის მარ­თლე­ბას, უბ­რა­ლოდ ერთ რა­მეს ვი­ტყვი: კო­მუ­ნის­ტუ­რი მენ­ტა­ლი­ტე­ტი სამ­წუ­ხა­როდ, ახალ­გაზ­რდებ­შიც ბლო­მა­დაა დარ­ჩე­ნი­ლი და ვერ გავ­თა­ვი­სუფ­ლდით ამ ცენ­ზის­გან. ეს ნა­ცის­ტურ/კო­მუ­ნის­ტუ­რი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი თუ არ ამო­ვი­შა­ლეთ გო­ნე­ბი­დან, მარ­თლა ვერ წა­ვალთ შორს. ჯერ კო­მუ­ნის­ტე­ბი გვიდ­გენ­დნენ სიას, ვის­თვის უნდა გვეს­მი­ნა და გვე­ყუ­რე­ბი­ნა (სხვა­თა­შო­რის შუ­ფუ­ტინ­სკი აკ­რძა­ლუ­ლი იყო იმ დროს), მერე მი­შამ გა­ავ­ლო წი­თე­ლი ხა­ზე­ბი. ეხლა სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბაა, თუმ­ცა ალ­ბათ დროა სა­ჭი­რო, რომ ამ­დენ­წლი­ა­ნი წნე­ხის­გან გავ­თა­ვი­სუფ­ლდეთ.

მზად ვარ ყვე­ლას­თან ვი­კა­მა­თო და ვი­სა­უბ­რო, ოღონდ კო­რექ­ტუ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში", - წერს ბექა მი­ქა­უ­ტა­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე".

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რუ­სუ­ლი შან­სო­ნის შემ­სრუ­ლებ­ლის კონ­ცერ­ტი ბა­თუმ­ში 16 აგ­ვის­ტოს გა­ი­მარ­თა. ბა­თუ­მის კორ­ტებ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კონ­ცერ­ტის ბი­ლე­თის ფასი 30, 50, 90 და 130 ლა­რის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობ­და. კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი კომ­პა­ნია Music promotion-ი იყო.

საბურთალოს გამგებელი სკანდალად ქცეულ "სელფზე" - "ალბათ, ბოდიში უნდა მოვიხადო სურათისთვის მომღერალთან, რომელიც მომწონს"

საბურთალოს გამგებელი სკანდალად ქცეულ "სელფზე" - "ალბათ, ბოდიში უნდა მოვიხადო სურათისთვის მომღერალთან, რომელიც მომწონს"

საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ, საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე რუს მომღერალ მიხეილ შუფუტინსკისთან გადაღებულ სელფი გამოაქვეყნა, რის გამოც, საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია.

საზოგადოების ერთი ნაწილის მძაფრი რეაქციების პასუხად საბურთალოს გამგებელს განმარტების გაკეთება მოუწია.

"არ ვიცი, რა განმარტება უნდა გავაკეთო ამ აჟიოტაჟზე. ალბათ უნდა მოვუბოდიშო საზოგადოებას იმისთვის, რომ 70-იან წლებში დავიბადე. ალბათ იმისთვისაც ბოდიში უნდა ვთქვა, რომ ბავშვობიდან ვუსმენ შუფუტინსკის (პრინციპში იმ დროს ბევრი არჩევანიც არ იყო). ალბათ იმისთვისაც ბოდიში უნდა მოვიხადო, რომ სურათი გადავიღე იმ მომღერალთან, რომელიც მომწონს. შესაძლოა, ბევრი შემომედავოს გემოვნებაში, თუმცა მგონი ვერ არის სწორი, როდესაც პირად შეურაცხყოფას აყენებ ადამიანს, რომელსაც არც კი იცნობ და არ იცი რა ცხოვრებით უცხოვრია.

მართლა არ ვაპირებ რაიმე განმარტებების გაკეთებას ან თავის მართლებას, უბრალოდ ერთ რამეს ვიტყვი: კომუნისტური მენტალიტეტი სამწუხაროდ, ახალგაზრდებშიც ბლომადაა დარჩენილი და ვერ გავთავისუფლდით ამ ცენზისგან. ეს ნაცისტურ/კომუნისტური სტერეოტიპები თუ არ ამოვიშალეთ გონებიდან, მართლა ვერ წავალთ შორს. ჯერ კომუნისტები გვიდგენდნენ სიას, ვისთვის უნდა გვესმინა და გვეყურებინა (სხვათაშორის შუფუტინსკი აკრძალული იყო იმ დროს), მერე მიშამ გაავლო წითელი ხაზები. ეხლა სრული თავისუფლებაა, თუმცა ალბათ დროა საჭირო, რომ ამდენწლიანი წნეხისგან გავთავისუფლდეთ.

მზად ვარ ყველასთან ვიკამათო და ვისაუბრო, ოღონდ კორექტულობის ფარგლებში", - წერს ბექა მიქაუტაძე "ფეისბუქზე".

შეგახსენებთ, რომ რუსული შანსონის შემსრულებლის კონცერტი ბათუმში 16 აგვისტოს გაიმართა. ბათუმის კორტებზე ჩატარებული კონცერტის ბილეთის ფასი 30, 50, 90 და 130 ლარის ფარგლებში მერყეობდა. კონცერტის ორგანიზატორი კომპანია Music promotion-ი იყო.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს