ავიაბილეთების იაფად შეძენა მრავალ მოგზაურსა თუ უბრალოდ მგზავრობის მსურველს გაუმარტივებს ცხოვრებას. ასეთ შემთხვევაში წელიწადში არა მხოლოდ 1-ელ ან 2-ჯერ, არამედ გაცილებით ხშირად შეძლებთ მგზავრობას. ავიაბილეთის ფასი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული - კვირის დღეზე, სეზონზე, გაფრენამდე არსებული დღეების რაოდენობაზე და ა.შ. სასურველია, ამ ფაქტორებში მანამდე გაერკვეთ, ვიდრე ბილეთის დაჯავშნას გადაწყვეტთ. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას ავიაბილეთების იაფად შეძენის მსურველებს:
1. შეიძინეთ ავიაბილეთები ღამით ან დილით ადრე სამუშაო დღის დაწყებამდე. ამ დროს ბილეთებზე ფასები უფრო დაბალია და არჩევანი მეტი.
2. შეარჩიეთ მოქნილი თარიღები. გაეცანით უახლოესი დღეების განმავლობაში (± 3 დღე) დაგეგმილი ფრენების სრულ განრიგს.
3. ავიაბილეთების საუკეთესო ფასად შეძენას რეისის შესრულებამდე 2 თვით ადრე (50-60 დღით ადრე) შეძლებთ. რაც უფრო ნაკლები თავისუფალი ადგილია სალონში, მით უფრო მაღალია ფასი.
4. გამოიწერეთ ავიაკომპანიის გზავნილები და პირველმა შეტყვეთ მისი აქციებისა და სპეცშეთავაზებების შესახებ. ავიასეილების შესახებაც პირველი შეიტყობთ.
5. შეიძინეთ გაფრენა/ჩამოფრენის ავიაბილეთები შუა კვირაში. ყველაზე იაფად ბილეთებს სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს ყიდიან, ყველაზე ძვირი კი ისინი დასვენების დღეებში და დღესასწაულებზე ღირს. შეეცადეთ შაბათი ღამე უკვე დანიშნულების ადგილზე გაატაროთ.
6. ავიაბილეთები საღამოს ან ღამის რეისებზე უფრო იაფი ღირს, ვიდრე დილის ან დღის ბილეთები. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია დამატებითი ხარჯები ტაქსისთვის (სხვა სახის ტრანსპორტი შეიძლება ასეთ დროს არც იყოს ხელმისაწვდომი).
7. იფრინეთ არასეზონურ პერიოდში (მკვდარ სეზონზე). ასეთ პერიოდში ავიაკომპანიები ბილეთებს ფასდაკლებებით ყიდიან. მკვდარი სეზონი აუცილებლად ცუდ ამინდს არ ნიშნავს - უბრალოდ ასეთ დროს უფრო ნაკლები ადამიანი მგზავრობს, შესაბამისად, ფასები არა მხოლოდ ავიაბილეთებზე, არამედ სასტუმროებზეც იკლებს.
8. უმჯობესია, ორივე მიმართულების ბილეთის (წინ და უკან, RT – Round Trip) თავიდანვე ყიდვა. ერთი მიმართულების ბილეთი (OW – One Way) შესაძლოა, უფრო ძვირი ღირდეს.
9. ეძებეთ "ცხელ-ცხელი" ბილეთები ჩარტერულ რეისებზე. ჩარტერულ რეისებზე გაუყიდავი ადგილები ტურისტულ სააგენტოებს გაფრენამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაქვთ. ფრენის მიმართულება, როგორც წესი, კურორტები და პოპულარული ქალაქებია, სადაც ტურები იყიდება. ჩარტერულ რეისებზე "ცხელ-ცხელი" ავიაბილეთების მოძიება ტუროპერატორების ვებ-გვერდებზე სჯობს.
10. იფრინეთ გადაჯდომით. ხელსაყრელი გაჯადომის საშუალებით, ერთი ავიაკომპანიის ავიაბილეთები საგრძნობლად დაზოგავს თქვენს ფინანსებს. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება რეისების შორის დროს და გადაფრენის საერთო ხანგრძლივობას.
11. იფრინეთ ლოუკოსტერებით. საბიუჯეტო ავიაკომპანიები (ლოუკოსტერები, დისკაუნტერები) ბილეთებზე ყოველთვის ყველაზე დაბალ ფაებს გთავაზობენ. ბილეთის ფასი განსაკუთრებით მომგებიანი იქნება, თუ დამატებით მომსახურებაში ფულის გადახდა არ მოგიწევთ: ჩასაბარებელი ბარგი, კვება, რეგისტრაცია... ყველა ქვეყანას საკუთარი ლოუკოსტერები ჰყავს.
12. ავიაბილეთების შეძენისას საძიებო სისტემით ისარგებლეთ, სადაც ავიაკომპანიების, სააგენტოების დაჯავშნის სისტემის, თარიღებისა და ფასების შესახებაა ინფორმაცია. მეტასაძიებო სისტემები საჭირო მიმართულებით ყველა რეისის სწრაფად მოძებნაში დაგეხმარებათ და თქვენ მხოლოდ არჩევა მოგიწევთ.