მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასმა 2.39 ლარს მიაღწია
სავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასმა 2.39 ლარს მიაღწია

თბი­ლის­ში, სა­ვა­ლუ­ტო ჯი­ხუ­რებ­ში დო­ლა­რის ფას­მა ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში 2.39 ლარს მი­აღ­წია. ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლელ ჯი­ხუ­რებ­ში დო­ლა­რის ყიდ­ვა 2.36 - 2.39 ლა­რის ფარ­გლებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა გა­სა­ყიდ ფასს, სა­ვა­ლუ­ტო ჯი­ხუ­რე­ბი დო­ლარს 2.35 - 2.36 ლა­რის ფარ­გლებ­ში იბა­რე­ბენ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლელ ჯი­ხუ­რებ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მათი მუ­შა­ო­ბა საკ­მა­ოდ შემ­ცი­რე­ბუ­ლია, რად­გა­ნაც მო­სახ­ლე­ო­ბა ვა­ლუ­ტის გა­დაც­ვლის­გან თავს იკა­ვებს. მა­თი­ვე თქმით, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი დო­ლა­რის კურ­სის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბას ელო­დე­ბი­ან. სა­ვა­ლუ­ტო ჯი­ხუ­რე­ბის ნა­წილ­ში იმა­საც აცხა­დე­ბენ, რომ ბა­ზარ­ზე დო­ლა­რის დე­ფი­ცი­ტი შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ლა­რის კურსს ევ­როს­თან მი­მარ­თე­ბა­ში, სა­ვა­ლუ­ტო ჯი­ხუ­რებ­ში ერთი ევ­როს ყიდ­ვა 2.73 -2.75 ლა­რად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა გა­სა­ყიდ ფასს, ევ­როს 2.69 ლა­რად იბა­რე­ბენ. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ დად­გე­ნი­ლი, ოფი­ცი­ა­ლუ­რი გაც­ვლი­თი კურ­სი დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში დღე­ის­თვის 2,3336 ლარს, ევ­როს­თან მი­მარ­თე­ბა­ში კი 2.6342 ლარს შე­ად­გენს. ახა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი კურ­სი დღეს დად­გინ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

სავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასმა 2.39 ლარს მიაღწია

სავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასმა 2.39 ლარს მიაღწია

თბილისში, სავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასმა ლართან მიმართებაში 2.39 ლარს მიაღწია. ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.36 - 2.39 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, სავალუტო ჯიხურები დოლარს 2.35 - 2.36 ლარის ფარგლებში იბარებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში განუცხადეს, მათი მუშაობა საკმაოდ შემცირებულია, რადგანაც მოსახლეობა ვალუტის გადაცვლისგან თავს იკავებს. მათივე თქმით, მოქალაქეები დოლარის კურსის დასტაბილურებას ელოდებიან. სავალუტო ჯიხურების ნაწილში იმასაც აცხადებენ, რომ ბაზარზე დოლარის დეფიციტი შეინიშნება.

რაც შეეხება ლარის კურსს ევროსთან მიმართებაში, სავალუტო ჯიხურებში ერთი ევროს ყიდვა 2.73 -2.75 ლარად არის შესაძლებელი. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, ევროს 2.69 ლარად იბარებენ. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში დღეისთვის 2,3336 ლარს, ევროსთან მიმართებაში კი 2.6342 ლარს შეადგენს. ახალი ოფიციალური კურსი დღეს დადგინდება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია