სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პანკისი 2"-ის საფრთხე! - რა მისიას ასრულებენ უცხოელი ემისრები ქვემო ქართლში?!
"პანკისი 2"-ის საფრთხე! - რა მისიას ასრულებენ უცხოელი ემისრები ქვემო ქართლში?!

"წვე­რი­ა­ნი ვა­ჰა­ბი­ტის" ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ფი­გუ­რა დღე­ვან­დელ მსოფ­ლი­ო­ში ბევრ საფრ­თხის შემ­ცველ თე­მას ფა­რავს, რო­მელ­თა გრძე­ლი სიის სა­თა­ვე­ში ექ­სპერ­ტე­ბი­ ერ­თხმად პან­თურ­ქიზმს (პან­თუ­რა­ნიზმს) მო­ი­აზ­რე­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხი­ფა­თო ის შე­იძ­ლე­ბა კავ­კა­სი­ის­თვის აღ­მოჩ­ნდეს. პან­თურ­ქის­ტუ­ლი იდე­ე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბით ბოლო დროს აზერ­ბა­ი­ჯა­ნი გა­მო­ირ­ჩე­ვა. სო­ლი­დუ­რი, მაგ­რამ გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის ფი­ნან­სე­ბის მქო­ნე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი "დიდი თუ­რა­ნის" იდე­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბას­ არა მხო­ლოდ აზერ­ბა­ი­ჯან­ში, არა­მედ მე­ზო­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის იმ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ცდი­ლო­ბენ, სა­დაც თურ­ქუ­ლე­ნო­ვა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა ცხოვ­რობს. არ­ცთუ ისე დიდი ხნის წინ პან­თურ­ქის­ტუ­ლი დრო­შე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­შიც გა­მოჩ­ნდა. ამ იდე­ე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სა­მიზ­ნე, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, კარ­გა ხა­ნია, ქვე­მო ქარ­თლი, ანუ რო­გორც თა­ვად უწო­დე­ბენ, "ბორ­ჩა­ლოა".

ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო ერთი შე­ხედ­ვით უწყი­ნა­რი, ე.წ. სა­ხალ­ხო დღე­სას­წა­უ­ლის, "ელა­თის" (მწყემ­სის დღის) აღ­ნიშ­ვნით, რო­მელ­საც უკვე მე­სა­მე წე­ლია, დმა­ნის­ში არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია""ბორ­ჩა­ლო" მარ­თავს. ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია ბა­ქო­შია და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და ოფი­ცი­ა­ლუ­რად "ბორ­ჩა­ლო­ე­ლი" აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­სა და საქ­არ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის კულ­ტუ­რუ­ლი ურთი­ერ­თო­ბის გაღ­რმა­ვე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბული. მისი ხელ­მძღვა­ნე­ლი ზე­ლიმ­ხან­ მამ­ედლი წარ­სულ­ში მე­ჯლის­ში ოპო­ზიც­იურ პარ­ტია "კლა­სი­კურ სა­ხალ­ხო ფრონტს" წარ­მო­ად­გენ­და.

2009 წლის 13 ივ­ნისს "ბორ­ჩა­ლოს" მო­რიგ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მა­მედ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლად აირ­ჩი­ეს, მისი პირ­ვე­ლი მო­თხოვ­ნა იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში 31 სოფ­ლის­თვის­ შე­ეც­ვა­ლათ სა­ხე­ლი და და­ერ­ქმი­ათ "ის­ტო­რი­უ­ლი" (თურ­ქუ­ლი სა­ხე­ლე­ბი) (?!).

2012 წლის 20 მარტს ზე­ლიმ­ხან მა­მედ­ლის­ ინი­ცი­ა­ტი­ვით "თურ­ქთა კონ­ფე­დე­რა­ცი­ის" პრეზ­იდენ­ტმა სა­ქარ­თვე­ლო­ში, და­შ­გინ გი­უ­ლი მა­მე­დოვ­მა "ბორ­ჩა­ლოს" სა­ზო­გად­ო­ებ­რი­ვი პარ­ლა­მენ­ტის და­არ­სე­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა და ყვე­ლა აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას მო­უ­წო­და, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ და პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­სო­ლი­და­ცი­ის ძლი­ე­რი ბირ­თვი შე­ექ­მნათ(?!).

ორ­გა­ნი­ზა­ცია "ბორ­ჩა­ლოს" თა­ოს­ნო­ბით­ "მწყემ­სის დღე" დმა­ნის­ში ყო­ველ წე­ლი­წადს (26 ივ­ლისს) აღი­ნიშ­ნე­ბა (1989 წლის 26 ივ­ლისს გა­ი­მარ­თა შეკ­რე­ბა, რომ­ლის მონა­წი­ლე­ე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ თურ­მე ქვე­მო ქარ­თლი "ბორ­ჩა­ლოა" და შე­სა­ბა­მი­სად აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მი­წაა. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ 26 ივ­ლი­სი "მწყემ­სის დღედ" სწო­რედ ამი­ტომ შე­ირ­ჩა).

მალ­ხა­ზი, დმა­ნი­სის მკვიდ­რი: - ჩვენ­თან ახ­ლოს არის პან­ტი­ა­ნის ტბა. სწო­რედ აქ ტარ­დე­ბა ეს ზე­ი­მი. არ ვიცი, ვისი ზე­ი­მია­ - აქა­უ­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი ახ­ლოს არ ეკა­რე­ბი­ან. კონ­ცერ­ტიც იმარ­თე­ბა, მთე­ლი დღე ის­მის მო­წო­დე­ბე­ბი. ჩა­მო­დი­ან გარ­დაბ­ნი­დან, მარ­ნე­უ­ლი­დან, კა­ხე­თი­და­ნაც, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან... ჩა­მო­სუ­ლე­ბი აქა­უ­რო­ბას "ბორ­ჩა­ლოს" ეძა­ხი­ან და ამ­ბო­ბენ, ეს მი­წე­ბი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი­სა­აო. ამ დღე­სას­წა­ულ­ზე ერთხელ ერთი ბიჭი დაჭ­რეს "სპი­ცით", მა­გა­თი­ა­ნიც და­იხ­რჩო ტბა­ში - ეტყო­ბა, მთვრა­ლი შე­ვი­და. ყვე­ლამ იცის, რომ მა­გათ სხვა მიზ­ნე­ბი აქვთ, მაგ­რამ ხმას არა­ვინ იღებს." დმა­ნი­სის რა­ი­ო­ნი 55 სო­ფელს მო­ი­ცავს, მო­სახ­ლე­ო­ბის 67% აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლია, რომ­ლე­ბიც "ბორ­ჩა­ლოს" საქ­მი­ა­ნო­ბით კმა­ყო­ფი­ლე­ბი სუ­ლაც არ არი­ან.

რა­ფა­ელ ის­კან­და­რო­ვი, დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლი: "წელს ზე­იმ­ზე გა­მო­ვიდ­ნენ და და­ი­წყეს - სა­ქარ­თვე­ლოს პრობ­ლე­მა აქვს ცხინ­ვალ­ში, პრობ­ლე­მა აქვს აფხა­ზეთ­ში, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში... ეტყო­ბა, მი­ნიშ­ნე­ბა უნ­დო­დათ, რომ აქაც პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბაო. ეგ ჩვე­ნი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბის ზე­ი­მი არ არის, თუ ქარ­თვე­ლი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ხალ­ხე­ბის მე­გობ­რო­ბის ზე­ი­მი გვინ­და, ჩვენ­ვე ჩა­ვა­ტა­რებთ, თუნ­დაც "დმა­ნი­სო­ბას" - ვინ გვიშ­ლის ხელს?

ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობთ, ქარ­თულ მი­წა­ზე და ქარ­თვე­ლე­ბის ძმე­ბი ვართ. ახლა გვინ­და, ხელ­მო­წე­რე­ბი შე­ვაგ­რო­ვოთ, რომ ეს ზე­ი­მი აქ აღარ ჩა­ტარ­დეს, ან თუ ჩა­ტარ­დე­ბა, ნამ­დვი­ლად ჩვე­ნი და ქარ­თვე­ლე­ბის მე­გობ­რო­ბის ზე­ი­მი იყოს"...

გოგა ბარ­ბა­ქა­ძე, დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბე­ლი: "წელს 10 000-მდე

კაცი იყო ჩა­მო­სუ­ლი შუა აზი­ი­დან, ირა­ნი­დან, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან, იყ­ვნენ გარ­დაბ­ნი­დან და მარ­ნე­უ­ლი­და­ნაც... ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის 2%-ც კი არ მი­დის იქ. ოფი­ცი­ა­ლუ­რად ეს ზე­ი­მი ქარ­თულ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მე­გობ­რო­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბაა, მაგ­რამ ნელ-ნელა ქვე­დი­ნე­ბე­ბი თვალ­ში სა­ცე­მი ხდე­ბა...

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"პანკისი 2"-ის საფრთხე! - რა მისიას ასრულებენ უცხოელი ემისრები ქვემო ქართლში?!

"პანკისი 2"-ის საფრთხე! - რა მისიას ასრულებენ უცხოელი ემისრები ქვემო ქართლში?!

"წვერიანი ვაჰაბიტის" ვირტუალური ფიგურა დღევანდელ მსოფლიოში ბევრ საფრთხის შემცველ თემას ფარავს, რომელთა გრძელი სიის სათავეში ექსპერტები­ ერთხმად პანთურქიზმს (პანთურანიზმს) მოიაზრებენ და აცხადებენ, რომ განსაკუთრებით სახიფათო ის შეიძლება კავკასიისთვის აღმოჩნდეს. პანთურქისტული იდეების პოპულარობით ბოლო დროს აზერბაიჯანი გამოირჩევა. სოლიდური, მაგრამ გაურკვეველი წარმომავლობის ფინანსების მქონე ორგანიზაციები "დიდი თურანის" იდეების გავრცელებას­ არა მხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ მეზობელი სახელმწიფოების იმ ტერიტორიებზე ცდილობენ, სადაც თურქულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. არცთუ ისე დიდი ხნის წინ პანთურქისტული დროშები საქართველოშიც გამოჩნდა. ამ იდეების მატარებელი ორგანიზაციების სამიზნე, როგორც აღმოჩნდა, კარგა ხანია, ქვემო ქართლი, ანუ როგორც თავად უწოდებენ, "ბორჩალოა".

ყველაფერი დაიწყო ერთი შეხედვით უწყინარი, ე.წ. სახალხო დღესასწაულის, "ელათის" (მწყემსის დღის) აღნიშვნით, რომელსაც უკვე მესამე წელია, დმანისში არასამთავრობო ორგანიზაცია""ბორჩალო" მართავს. ეს ორგანიზაცია ბაქოშია დაფუძნებული და ოფიციალურად "ბორჩალოელი" აზერბაიჯანელების უფლებების დაცვასა და საქ­ართველო-აზერბაიჯანის კულტურული ურთი­ერთობის გაღრმავებაზეა ორიენტირე­ბული. მისი ხელმძღვანელი ზელიმხან­ მამ­ედლი წარსულში მეჯლისში ოპოზიც­იურ პარტია "კლასიკურ სახალხო ფრონტს" წარმოადგენდა.

2009 წლის 13 ივნისს "ბორჩალოს" მორიგ კონფერენციაზე მამედლი ორგანიზაციის ხელმძღვანელად აირჩიეს, მისი პირველი მოთხოვნა იყო საქართველოში 31 სოფლისთვის­ შეეცვალათ სახელი და დაერქმიათ "ისტორიული" (თურქული სახელები) (?!).

2012 წლის 20 მარტს ზელიმხან მამედლის­ ინიციატივით "თურქთა კონფედერაციის" პრეზ­იდენტმა საქართველოში, დაშგინ გიული მამედოვმა "ბორჩალოს" საზოგად­ო­ებრივი პარლამენტის დაარსებაზე განცხადება გააკეთა და ყველა აზერბაიჯანულ ორგანიზაციას მოუწოდა, გაერთიანებულიყვნენ და პოლიტიკური კონსოლიდაციის ძლიერი ბირთვი შეექმნათ(?!).

ორგანიზაცია "ბორჩალოს" თაოსნობით­ "მწყემსის დღე" დმანისში ყოველ წელიწადს (26 ივლისს) აღინიშნება (1989 წლის 26 ივლისს გაიმართა შეკრება, რომლის მონა­წილეები აცხადებდნენ, რომ თურმე ქვემო ქართლი "ბორჩალოა" და შესაბამისად აზერბაიჯანული მიწაა. არ არის გამორიცხული, რომ 26 ივლისი "მწყემსის დღედ" სწორედ ამიტომ შეირჩა).

მალხაზი, დმანისის მკვიდრი: - ჩვენთან ახლოს არის პანტიანის ტბა. სწორედ აქ ტარდება ეს ზეიმი. არ ვიცი, ვისი ზეიმია­ - აქაური აზერბაიჯანელები ახლოს არ ეკარებიან. კონცერტიც იმართება, მთელი დღე ისმის მოწოდებები. ჩამოდიან გარდაბნიდან, მარნეულიდან, კახეთიდანაც, აზერბაიჯანიდან... ჩამოსულები აქაურობას "ბორჩალოს" ეძახიან და ამბობენ, ეს მიწები აზერბაიჯანელებისააო. ამ დღესასწაულზე ერთხელ ერთი ბიჭი დაჭრეს "სპიცით", მაგათიანიც დაიხრჩო ტბაში - ეტყობა, მთვრალი შევიდა. ყველამ იცის, რომ მაგათ სხვა მიზნები აქვთ, მაგრამ ხმას არავინ იღებს." დმანისის რაიონი 55 სოფელს მოიცავს, მოსახლეობის 67% აზერბაიჯანელია, რომლებიც "ბორჩალოს" საქმიანობით კმაყოფილები სულაც არ არიან.

რაფაელ ისკანდაროვი, დმანისის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი: "წელს ზეიმზე გამოვიდნენ და დაიწყეს - საქართველოს პრობლემა აქვს ცხინვალში, პრობლემა აქვს აფხაზეთში, სამცხე-ჯავახეთში... ეტყობა, მინიშნება უნდოდათ, რომ აქაც პრობლემა იქნებაო. ეგ ჩვენი აზერბაიჯანელების ზეიმი არ არის, თუ ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხების მეგობრობის ზეიმი გვინდა, ჩვენვე ჩავატარებთ, თუნდაც "დმანისობას" - ვინ გვიშლის ხელს?

ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, ქართულ მიწაზე და ქართველების ძმები ვართ. ახლა გვინდა, ხელმოწერები შევაგროვოთ, რომ ეს ზეიმი აქ აღარ ჩატარდეს, ან თუ ჩატარდება, ნამდვილად ჩვენი და ქართველების მეგობრობის ზეიმი იყოს"...

გოგა ბარბაქაძე, დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი: "წელს 10 000-მდე

კაცი იყო ჩამოსული შუა აზიიდან, ირანიდან, აზერბაიჯანიდან, იყვნენ გარდაბნიდან და მარნეულიდანაც... ადგილობრივი მოსახლეობის 2%-ც კი არ მიდის იქ. ოფიციალურად ეს ზეიმი ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობის ღონისძიებაა, მაგრამ ნელ-ნელა ქვედინებები თვალში საცემი ხდება...

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია