საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როცა გლეხს "ვაზის ცრემლების" არ სჯერა - კლიმატის შეცვლა ვენახის სხვაგვარად მოვლას მოითხოვს
როცა გლეხს "ვაზის ცრემლების" არ სჯერა - კლიმატის შეცვლა ვენახის სხვაგვარად მოვლას მოითხოვს

რამ­დე­ნი­მე ხნის წინ შემ­თხვე­ვით სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს გურ­ჯა­ა­ნის სა­ინ­ფორ­მა­ციო-სა­კონ­სულ­ტა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, ივა­ნე ბა­სი­ლაშ­ვი­ლის სა­უ­ბა­რი მო­ვის­მი­ნე. აღელ­ვე­ბუ­ლი იყო: ზო­გი­ერ­თმა ჩვენ­მა გლეხ­მა თა­ვი­სი სი­ჯი­უ­ტით ყუ­რძნის მო­სა­ვა­ლი გა­ა­ფუ­ჭა, თა­ვად ხომ და­იკ­ლო და და­იკ­ლო, ქვე­ყა­ნა­საც და­აკ­ლოო. გა­მიკ­ვირ­და, კა­ხე­ლი კაცი ვაზს შვი­ლი­ვით უვ­ლის და ასე­თი რა მოხ­და-მე­თქი. ვთხო­ვე, აეხ­სნა, რაზე სა­უბ­რობ­და. ეს რჩე­ვე­ბი უკვე გა­ფუ­ჭე­ბულ ყუ­რძენს ვერ წა­ად­გე­ბა, მაგ­რამ იმე­დი გვაქვს, მო­მა­ვალ­ში­ გა­მოგ­ვად­გე­ბა...

ივა­ნე ბა­სი­ლაშ­ვი­ლი:

- პრო­ფე­სი­ით აგ­რო­ნო­მი ვარ, ჩემი პრო­ფე­სი­ის ორ­გა­ნუ­ლი ნა­წი­ლია, მცე­ნა­რე­თა ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბა კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვი­თაც შე­ვის­წავ­ლო. არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლის­თვის, ალ­ბათ, ძნე­ლია გა­აზ­რე­ბა, რამ­დე­ნი რამ შეც­ვა­ლა კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბამ მცე­ნა­რე­თა მოვ­ლი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის წე­სებ­ში. მცე­ნა­რე ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია და ადა­მი­ან­მა ისე უნდა წარ­მარ­თოს საქ­მი­ა­ნო­ბა, რომ ეს ორ­გა­ნიზ­მი შეც­ვლილ გა­რე­მო პი­რო­ბებს შე­ა­გუ­ოს. ბოლო წლებ­ში ზა­ფხულ­ში პა­პა­ნა­ქე­ბაა, აAმი­ტომ ასეთ კლი­მატ­ზე უნდა გა­და­ვე­წყოთ და მინ­და, ეს ჩვენს გლეხ­საც გა­ვა­გე­ბი­ნო. ბევ­რი რჩე­ვას­ ით­ვა­ლის­წი­ნებს, მაგ­რამ ბევ­რის­თვის ჩვე­უ­ლე­ბა რჯულ­ზე უმ­ტკი­ცე­სია და არაფ­რის შეც­ვლას არ აპი­რებს ვა­ზის მოვ­ლი­სას. ეს კი საქ­მეს ღუ­პავს.

ბევ­რი რამ არის შე­საც­ვლე­ლი, მაგ­რამ ამ­ჯე­რად თქვენს ყუ­რა­დღე­ბას ვა­ზის ახალ­გაზ­რდა ყლორ­ტის ქვე­და 2-3 არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი ფოთ­ლის შეც­ლა­ზე შე­ვა­ჩე­რებ. ეს ფოთ­ლე­ბი ფო­ტო­სინ­თე­ზის და­ბალპ­რო­დუქ­ტი­უ­ლო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა, რის გა­მოც ხში­რად ისი­ნი მცე­ნა­რის ღე­რო­სა თუ ყლორ­ტის­თვის კი არა, თვით ამ ფოთ­ლე­ბის­თვის სა­ჭი­რო საკ­ვებ ნივ­თი­ე­რე­ბებ­საც ვერ გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ. ამი­ტომ ისი­ნი ზედ­მე­ტია და უნდა შე­მო­ე­ცა­ლოს. გარ­და ამი­სა, მათი მოც­ლით გა­ნა­თე­ბი­სა და აე­რა­ცი­ის პი­რო­ბე­ბიც უმ­ჯო­ბეს­დე­ბა.

ეს თე­ო­რი­უ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი მრა­ვალ­წლი­ა­ნი პრაქ­ტი­კი­თაც დამ­ტკიც­და.

ზედ­მე­ტად გა­ფურჩნუ­ლი ვაზი პირ­ვე­ლი 2-3 ფოთ­ლის გარ­და, დან­არ­ჩე­ნი ფოთ­ლე­ბის შეც­ლა და­უშ­ვე­ბე­ლია, ზოგ­ჯერ ჩვე­ნი გლე­ხე­ბი 2-3 ფო­თოლს კი არა, ყლორ­ტს 6-7 ფო­თოლს და ხან­და­ხან­ მე-8 ფო­თოლ­საც კი აც­ლი­ან. ეს გზას უხ­სნის მტე­ვან­ზე მზის სხი­ვე­ბის პირ­და­პირ ზე­მოქ­მე­დე­ბას, რაც მარ­ცვლებს წვავს.­ ამას არუ­ჯვა ჰქვია. შარ­შან მტევ­ნის არუ­ჯვით გურ­ჯა­ა­ნელ­მა გლეხ­მა 4-5 ათა­სი ტონა ყუ­რძე­ნი და­კარ­გა.

- ჩვენ­მა გლეხ­მა, რო­მე­ლიც სა­უ­კუ­ნე­ე­ბია ვაზს უვ­ლის, ნუთუ არ იცის, ისე რო­გორ გა­ფურჩნოს, რომ ვაზი არ გა­ა­ფუ­ჭოს?

- სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მზის ასე­თი რა­დი­ა­ცია არ ყო­ფი­ლა, რო­გო­რიც ბოლო წლებ­ში გვაქვს. გვინ­და თუ არა, ეს უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ. მცე­ნა­რე ისე­თი­ვე ცო­ცხა­ლია, რო­გო­რიც ადა­მი­ა­ნი. განა ადა­მი­ა­ნი მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ მზეს მთელ დღეს შე­უშ­ვერს თავს? არც ვა­ზის მტე­ვანს შე­უძ­ლია პა­პა­ნა­ქე­ბა მზე­ში მთე­ლი დღის გა­ტა­რე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ დროს, როცა მზე ზე­ნი­ტშია - 3-4 სა­ათ­ზე. სწო­რედ ამ სა­ა­თებ­ში ხარ­შავს და კლავს მზე მას, ანუ არუ­ჯავს. გული მო­გიკ­ვდე­ბა, ასე­თი მტე­ვა­ნი რომ ნახო: ცალ მხა­რეს, რო­მე­ლიც მზის­გან მო­ფა­რე­ბუ­ლია, მარ­ცვლე­ბი საღი აქვს, მე­ო­რე მხა­რეს კი, რო­მე­ლიც მზე­ზეა, ყა­ვის­ფრდე­ბა და მერე ხმე­ბა. არა­ერ­თხელ გვი­ნა­ხავს ისე­თი მტე­ვა­ნი, რო­მელ­ზეც მარ­ცვლე­ბის ნა­წი­ლი გამ­ხმარ-გა­შა­ვე­ბუ­ლია. ეს სწო­რედ არუ­ჯვის შე­დე­გია. ადა­მი­ა­ნი გა­რუ­ჯვას რო­გორ­ღაც უძ­ლებს, თუ მეტი მო­უ­ვი­და, მა­ლა­მო­საც წა­ის­ვამს, მაგ­რამ ვაზ­მა რა ქნას?

- ნუთუ ასეძ­ნე­ლია, რომ ეს გლეხ­საც გა­ა­გე­ბი­ნოთ, ჩვე­ნი გლე­ხი ხომ ძა­ლი­ან გო­ნი­ე­რია...

- გო­ნი­ე­რია, მაგ­რამ სი­ახ­ლის მი­ღე­ბა უჭირს. 3 წე­ლი­წა­დია დავ­დი­ვარ და ასე­თი გა­ფურჩვნის მე­თოდს ვებ­რძვი. ხან სოფ­ლის გზებ­ზე ვხვდე­ბი გლე­ხებს, ხან კონ­ფე­რენ­ცი­ებს ვა­წყობ, ხა­ნაც ჟურ­ნა­ლის­ტებს ვეხ­ვე­წე­ბი, ეს და­წე­რეთ-მეთ­ქი, მაგ­რამ უმე­ტე­სო­ბა არ მეხ­მა­უ­რე­ბა, გარ­და ჩვე­ნი გურ­ჯა­ა­ნის გა­ზე­თი­სა. რო­გორც ჩანს, აქ­ტუ­ა­ლურ თე­მად არ მი­აჩ­ნი­ათ, არა­და, მე­დი­ამ გან­გა­ში რომ ატე­ხოს, ასე­თი დიდი ზა­რა­ლი არ გვექ­ნე­ბა.

წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი მა­ინც ჩვე­ვაა. ჩვე­ნი გლე­ხე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, მამა-პა­პი­დან ასე ვფურჩნი­დი­თო... ზო­გიც ამ­ბობს, ყლორტზე და­ტო­ვე­ბუ­ლი ამ­დე­ნი ფო­თო­ლი შე­წამ­ვლი­სას მტე­ვანს გა­და­ე­ფა­რე­ბა და შე­უ­წამ­ლე­ლი დარ­ჩე­ბაო. ასე არ არის, უკვე არ­სე­ბობს ძლი­ე­რი შე­მას­ხუ­რე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ვაზს ყველ­გან სწვდე­ბა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

როცა გლეხს "ვაზის ცრემლების" არ სჯერა - კლიმატის შეცვლა ვენახის სხვაგვარად მოვლას მოითხოვს

როცა გლეხს "ვაზის ცრემლების" არ სჯერა - კლიმატის შეცვლა ვენახის სხვაგვარად მოვლას მოითხოვს

რამდენიმე ხნის წინ შემთხვევით სოფ­ლის მეურნეობის სამინისტროს გურჯაანის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსის, ივანე ბასილაშვილის საუბარი მოვისმინე. აღელვებული იყო: ზოგიერთმა ჩვენმა გლეხმა თავისი სიჯიუტით ყურძნის მოსავალი გააფუჭა, თავად ხომ დაიკლო და დაიკლო, ქვეყანასაც დააკლოო. გამიკვირდა, კახელი კაცი ვაზს შვილივით უვლის და ასეთი რა მოხდა-მე­თქი. ვთხოვე, აეხსნა, რაზე საუბრობდა. ეს რჩევები უკვე გაფუჭებულ ყურძენს ვერ წაადგება, მაგრამ იმედი გვაქვს, მომავალში­ გამოგვადგება...

ივანე ბასილაშვილი:

- პროფესიით აგრონომი ვარ, ჩემი პროფესიის ორგანული ნაწილია, მცენარეთა ზრდა-განვითარება კლიმატური პირობების მიხედვითაც შევისწავლო. არაპროფესიონალისთვის, ალბათ, ძნელია გააზრება, რამდენი რამ შეცვალა კლიმატის ცვლილებამ მცენარეთა მოვლისა და განვითარების წესებში. მცენარე ცოცხალი ორგანიზმია და ადამიანმა ისე უნდა წარმართოს საქმიანობა, რომ ეს ორგანიზმი შეცვლილ გარემო პირობებს შეაგუოს. ბოლო წლებში ზაფხულში პაპანაქებაა, აAმიტომ ასეთ კლიმატზე უნდა გადავეწყოთ და მინდა, ეს ჩვენს გლეხსაც გავაგებინო. ბევრი რჩევას­ ითვალისწინებს, მაგრამ ბევრისთვის ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია და არაფრის შეცვლას არ აპირებს ვაზის მოვლისას. ეს კი საქმეს ღუპავს.

ბევრი რამ არის შესაცვლელი, მაგრამ ამჯერად თქვენს ყურადღებას ვაზის ახალგაზრდა ყლორტის ქვედა 2-3 არასრულფასოვანი ფოთლის შეცლაზე შევაჩერებ. ეს ფოთლები ფოტოსინთეზის დაბალპროდუქტიულობით ხასიათდება, რის გამოც ხშირად ისინი მცენარის ღეროსა თუ ყლორტისთვის კი არა, თვით ამ ფოთლებისთვის საჭირო საკვებ ნივთიერებებსაც ვერ გამოიმუშავებენ. ამიტომ ისინი ზედმეტია და უნდა შემოეცალოს. გარდა ამისა, მათი მოცლით განათებისა და აერაციის პირობებიც უმჯობესდება.

ეს თეორიული მოსაზრებები მრავალ­წლიანი პრაქტიკითაც დამტკიცდა.

ზედმეტად გაფურჩნული ვაზი პირველი 2-3 ფოთლის გარდა, დან­არჩენი ფოთლების შეცლა დაუშვებელია, ზოგჯერ ჩვენი გლეხები 2-3 ფოთოლს კი არა, ყლორტს 6-7 ფოთოლს და ხანდახან­ მე-8 ფოთოლსაც კი აცლიან. ეს გზას უხსნის მტევანზე მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას, რაც მარცვლებს წვავს.­ ამას არუჯვა ჰქვია. შარშან მტევნის არუჯვით გურჯაანელმა გლეხმა 4-5 ათასი ტონა ყურძენი დაკარგა.

- ჩვენმა გლეხმა, რომელიც საუკუნეებია ვაზს უვლის, ნუთუ არ იცის, ისე როგორ გაფურჩნოს, რომ ვაზი არ გააფუჭოს?

- საუკუნეების განმავლობაში მზის ასეთი რადიაცია არ ყოფილა, როგორიც ბოლო წლებში გვაქვს. გვინდა თუ არა, ეს უნდა გავითვალისწინოთ. მცენარე ისეთივე ცოცხალია, როგორიც ადამიანი. განა ადამიანი მომაკვდინებელ მზეს მთელ დღეს შეუშვერს თავს? არც ვაზის მტევანს შეუძლია პაპანაქება მზეში მთელი დღის გატარება, განსაკუთრებით იმ დროს, როცა მზე ზენიტშია - 3-4 საათზე. სწორედ ამ საათებში ხარშავს და კლავს მზე მას, ანუ არუჯავს. გული მოგიკვდება, ასეთი მტევანი რომ ნახო: ცალ მხარეს, რომელიც მზისგან მოფარებულია, მარცვლები საღი აქვს, მეორე მხარეს კი, რომელიც მზეზეა, ყავისფრდება და მერე ხმება. არაერთხელ გვინახავს ისეთი მტევანი, რომელზეც მარცვლების ნაწილი გამხმარ-გაშავებულია. ეს სწორედ არუჯვის შედეგია. ადამიანი გარუჯვას როგორღაც უძლებს, თუ მეტი მოუვიდა, მალამოსაც წაისვამს, მაგრამ ვაზმა რა ქნას?

- ნუთუ ასეძნელია, რომ ეს გლეხსაც გააგები­ნოთ, ჩვენი გლეხი ხომ ძალიან გონიერია...

- გონიერია, მაგრამ სიახლის მიღება უჭირს. 3 წელიწადია დავდივარ და ასეთი გაფურჩვნის მეთოდს ვებრძვი. ხან სოფლის გზებზე ვხვდები გლეხებს, ხან კონფერენციებს ვაწყობ, ხანაც ჟურნალისტებს ვეხვეწები, ეს დაწერეთ-მეთქი, მაგრამ უმეტესობა არ მეხმაურება, გარდა ჩვენი გურჯაანის გაზეთისა. როგორც ჩანს, აქტუალურ თემად არ მიაჩნიათ, არადა, მედიამ განგაში რომ ატეხოს, ასეთი დიდი ზარალი არ გვექნება.

წინააღმდეგობის მთავარი მიზეზი მაინც ჩვევაა. ჩვენი გლეხები მეუბნებიან, მამა-პაპიდან ასე ვფურჩნიდითო... ზოგიც ამბობს, ყლორტზე დატოვებული ამდენი ფოთოლი შეწამვლისას მტევანს გადაეფარება და შეუწამლელი დარჩებაო. ასე არ არის, უკვე არსებობს ძლიერი შემასხურებელი საშუალებები, რომლებიც ვაზს ყველგან სწვდება.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია