საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ასე გააგრძელებთ, ვერეს გაცოფებაზე არანაკლებ კატასტროფას მიიღებთ"
"თუ ასე გააგრძელებთ, ვერეს გაცოფებაზე არანაკლებ კატასტროფას მიიღებთ"

თბი­ლის­ში კი­დევ ერთხელ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვად შე­ამ­ცი­რეს გამ­წვა­ნე­ბუ­ლი არე­ა­ლი - ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩის 19 ნო­მერ­ში 20-მდე საღი ფიჭ­ვის ხე მო­იჭ­რა. "ამ ქა­ლაქ­ში არა­ვის ეპა­ტი­ე­ბა ხე­ე­ბის უკა­ნო­ნო ჭრა. ყვე­ლა მკაც­რად და­ის­ჯე­ბა. ეს იქ­ნე­ბა ჩვე­ნი შე­უ­ვა­ლი და უც­ვლე­ლი პო­ზი­ცია", - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ, ისე­ვე, რო­გორც შარ­შან თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ხე­ე­ბის გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­დეგ.

ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ხე­ე­ბი ეკო­ლო­გი­ი­სა და გამ­წვა­ნე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, ბი­ძი­ნა გი­ორ­გო­ბი­ა­ნის თან­ხმო­ბით მოჭ­რეს. თუმ­ცა, მე­რი­ის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­ცე­მულ დო­კუ­მენ­ტში გარ­კვე­ვით წე­რია, რომ მხო­ლოდ ათამ­დე ხის მოჭ­რა შე­იძ­ლე­ბა. რო­გორც მე­რი­ა­ში აცხა­დე­ბენ, თან­ხმო­ბა მო­ქა­ლა­ქის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ი­ცა და მხო­ლოდ გამ­ხმა­რი ხე­ე­ბი უნდა მო­ეჭ­რათ, ისიც მე­რი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თან­დას­წრე­ბით. თუმ­ცა, ეს ვან­და­ლიზ­მი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ზე­დამ­ხედ­ვე­ლე­ბის გა­რე­შე მოხ­და და ხმე­ლი ხე­ე­ბის ნაც­ვლად 20-მდე ჯან­სა­ღი ხე მოჭ­რეს. ასე მო­ა­სუფ­თა­ვეს სამ­შე­ნებ­ლო მო­ე­და­ნი, სა­დაც მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის აგე­ბა აქვთ გან­ზრა­ხუ­ლი.

თბი­ლი­სის მე­რი­ის ეკო­ლო­გი­ი­სა და გამ­წვა­ნე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ბი­ძი­ნა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი უარ­ყოფს ბრალ­დე­ბას, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ დე­ვე­ლო­პე­რებ­თან არის შეკ­რუ­ლი. გი­ორ­გო­ბი­ა­ნი აბ­სურ­დულს უწო­დებს კი­დევ ერთ ბრალ­დე­ბას, რომ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე "ნა­ცი­ო­ნალ" გივი თარ­გა­მა­ძის ძმას მო­უმ­ზა­და სამ­შე­ნებ­ლო მო­ე­და­ნი. "ვინც ამ ბრალ­დე­ბებს მი­ყე­ნებს, რო­გორც ჩანს, არა­ფე­რი იცის ჩემი და თარ­გა­მა­ძის "სი­ამ­ტკბი­ლო­ბის" შე­სა­ხებ", - ამ­ბობს ბი­ძი­ნა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი:

- მო­ქა­ლა­ქე ალექ­სან­დრე ალა­ვი­ძემ გვთხო­ვა ავა­რი­უ­ლი ხე­ე­ბის მოჭ­რა­ზე თან­ხმო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, თან­ხმო­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ მო­ქა­ლა­ქემ 16 ჯან­მრთე­ლი ხე მოჭ­რა. ახლა ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ, რომ თურ­მე მე ქრთა­მი ავი­ღე და ამ კაცს ვუ­თხა­რი, გამ­ხმარ ხე­ებს ჯან­სა­ღიც მი­ა­ყო­ლე-მეთ­ქი.

- ამ­ბო­ბენ, ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე თარ­გა­მა­ძის ძმა აშე­ნებს სახ­ლსო?

- მე არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხურ­ში დო­კუ­მენ­ტე­ბი გა­მო­ვი­თხო­ვე და და­ვად­გი­ნე, რომ ტე­რი­ტო­რია, სა­დაც ხე­ე­ბი გა­ი­ჩე­ხა, ეკუთ­ვნის შპს "სო­ლოს" და მისი დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი არი­ან ვინ­მე წაბ­რია და ალა­ვი­ძე. ვინ რას აპი­რებს ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ეს ჩემ­თვის უც­ნო­ბია.

- ეს უკვე მე­ო­რე შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც თქვენ მიერ გა­ცე­მუ­ლი თან­ხმო­ბის დო­კუ­მენ­ტით ბო­რო­ტად სარ­გებ­ლო­ბენ. შე­გახ­სე­ნებთ,­ თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩის 13 ნო­მერ­შიც თქვე­ნი თან­ხმო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ჩე­ხეს ხე­ე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, დე­ვე­ლო­პე­რებ­თან თქვე­ნი კავ­ში­რის შე­სა­ხებ ეჭ­ვე­ბი მა­შინ გაჩ­ნდა.

- და­სა­ნა­ნია, რომ ვიდ­რე ხე­ებს გა­ჩეხ­დნენ, არა­ვინ დაგ­ვი­კავ­შირ­და. თურ­მე ამ­ბო­ბენ, მე­რი­ის ცხელ ხაზ­ზე ვრე­კავ­დით და არა­ვინ გვპა­სუ­ხობ­დაო. გა­და­ვა­მოწ­მეთ, ცხელ ხაზ­ზე ზარი არ შე­მო­სუ­ლა.

- ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე აქვთ მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვა?

- გან­ცხა­დე­ბა შე­უ­ტა­ნი­ათ არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხურ­ში. ერთხელ უარი მი­ი­ღეს. მე­ო­რედ ხარ­ვე­ზე­ბის გამო შუ­ა­ლე­დუ­რი პა­სუ­ხი მი­უ­ღი­ათ. ერთ-ერთი ხარ­ვე­ზი სწო­რედ ამ ხე­ე­ბის არ­სე­ბო­ბა იყო და ამ ფორ­მით "გა­მო­ას­წო­რეს". ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლი და, ალ­ბათ, პა­სუხს მი­ი­ღე­ბენ შსს-სგან. კა­ნო­ნით, თუ ხე­ე­ბის გა­ჩე­ხით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლი აღე­მა­ტე­ბა 1 000 ლარს, საქ­მე გა­და­ე­ცე­მა შსს-ს.

- ისევ თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩას და­ვუბ­რუნ­დე­ბი. რო­გორ ფიქ­რობთ, შეც­დო­მა არ და­უშ­ვით, რო­დე­საც დე­ვე­ლო­პერს საკ­რე­ბუ­ლო­ში გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის გეგ­მის გან­ხილ­ვამ­დე მი­ე­ცით ხე­ე­ბის მოჭ­რის ნე­ბარ­თვა?

- მშე­ნებ­ლო­ბა­ზე თან­ხმო­ბა ჯერ კი­დევ არა აქვთ. თუ საკ­რე­ბუ­ლო გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის გეგ­მას არ გა­ნი­ხი­ლავ­და, დე­ვე­ლო­პე­რებს შე­ეძ­ლოთ სა­სა­მარ­თლოს ძა­ლით მო­ე­პო­ვე­ბი­ნათ მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვა არა ჩვენ მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ სივ­რცე­ში, სა­დაც მე­ზო­ბე­ლი კორ­პუ­სის მო­ბი­ნად­რე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბი არ ირ­ღვე­ო­და, არა­მედ ცალ-ცალ­კე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

"თუ ასე გააგრძელებთ, ვერეს გაცოფებაზე არანაკლებ კატასტროფას მიიღებთ"

"თუ ასე გააგრძელებთ, ვერეს გაცოფებაზე არანაკლებ კატასტროფას მიიღებთ"

თბილისში კიდევ ერთხელ დანაშაულებრივად შეამცირეს გამწვანებული არეალი - ზალდასტანიშვილის ქუჩის 19 ნომერში 20-მდე საღი ფიჭვის ხე მოიჭრა. "ამ ქალაქში არავის ეპატიება ხეების უკანონო ჭრა. ყველა მკაცრად დაისჯება. ეს იქნება ჩვენი შეუვალი და უცვლელი პოზიცია", - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ისევე, როგორც შარშან თამარაშვილის ქუჩაზე ხეების განზრახ დაზიანების ფაქტის დაფიქსირების შემდეგ.

ზალდასტანიშვილის ქუჩაზე ხეები ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის, ბიძინა გიორგობიანის თანხმობით მოჭრეს. თუმცა, მერიის საქალაქო სამსახურის მიერ გაცემულ დოკუმენტში გარკვევით წერია, რომ მხოლოდ ათამდე ხის მოჭრა შეიძლება. როგორც მერიაში აცხადებენ, თანხმობა მოქალაქის განცხადების საფუძველზე გაიცა და მხოლოდ გამხმარი ხეები უნდა მოეჭრათ, ისიც მერიის წარმომადგენლების თანდასწრებით. თუმცა, ეს ვანდალიზმი ოფიციალური ზედამხედველების გარეშე მოხდა და ხმელი ხეების ნაცვლად 20-მდე ჯანსაღი ხე მოჭრეს. ასე მოასუფთავეს სამშენებლო მოედანი, სადაც მრავალსართულიანი კორპუსის აგება აქვთ განზრახული.

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი უარყოფს ბრალდებას, რომ სავარაუდოდ დეველოპერებთან არის შეკრული. გიორგობიანი აბსურდულს უწოდებს კიდევ ერთ ბრალდებას, რომ ზალდასტანიშვილის ქუჩაზე "ნაციონალ" გივი თარგამაძის ძმას მოუმზადა სამშენებლო მოედანი. "ვინც ამ ბრალდებებს მიყენებს, როგორც ჩანს, არაფერი იცის ჩემი და თარგამაძის "სიამტკბილობის" შესახებ", - ამბობს ბიძინა გიორგობიანი:

- მოქალაქე ალექსანდრე ალავიძემ გვთხოვა ავარიული ხეების მოჭრაზე თანხმობა. სამწუხაროდ, თანხმობის მიღების შემდეგ მოქალაქემ 16 ჯანმრთელი ხე მოჭრა. ახლა ჩემზე ამბობენ, რომ თურმე მე ქრთამი ავიღე და ამ კაცს ვუთხარი, გამხმარ ხეებს ჯანსაღიც მიაყოლე-მეთქი.

- ამბობენ, ზალდასტანიშვილის ქუჩაზე თარგამაძის ძმა აშენებს სახლსო?

- მე არქიტექტურის სამსახურში დოკუმენტები გამოვითხოვე და დავადგინე, რომ ტერიტორია, სადაც ხეები გაიჩეხა, ეკუთვნის შპს "სოლოს" და მისი დამფუძნებლები არიან ვინმე წაბრია და ალავიძე. ვინ რას აპირებს ამ ტერიტორიაზე, ეს ჩემთვის უცნობია.

- ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც თქვენ მიერ გაცემული თანხმობის დოკუმენტით ბოროტად სარგებლობენ. შეგახსენებთ,­ თამარაშვილის ქუჩის 13 ნომერშიც თქვენი თანხმობის საფუძველზე გაჩეხეს ხეები და შესაბამისად, დეველოპერებთან თქვენი კავშირის შესახებ ეჭვები მაშინ გაჩნდა.

- დასანანია, რომ ვიდრე ხეებს გაჩეხდნენ, არავინ დაგვიკავშირდა. თურმე ამბობენ, მერიის ცხელ ხაზზე ვრეკავდით და არავინ გვპასუხობდაო. გადავამოწმეთ, ცხელ ხაზზე ზარი არ შემოსულა.

- ზალდასტანიშვილის ქუჩაზე აქვთ მშენებლობის ნებართვა?

- განცხადება შეუტანიათ არქიტექტურის სამსახურში. ერთხელ უარი მიიღეს. მეორედ ხარვეზების გამო შუალედური პასუხი მიუღიათ. ერთ-ერთი ხარვეზი სწორედ ამ ხეების არსებობა იყო და ამ ფორმით "გამოასწორეს". ეს არის ჩვეულებრივი დანაშაული და, ალბათ, პასუხს მიიღებენ შსს-სგან. კანონით, თუ ხეების გაჩეხით მიყენებული ზარალი აღემატება 1 000 ლარს, საქმე გადაეცემა შსს-ს.

- ისევ თამარაშვილის ქუჩას დავუბრუნდები. როგორ ფიქრობთ, შეცდომა არ დაუშვით, როდესაც დეველოპერს საკრებულოში განაშენიანების რეგულირების გეგმის განხილვამდე მიეცით ხეების მოჭრის ნებართვა?

- მშენებლობაზე თანხმობა ჯერ კიდევ არა აქვთ. თუ საკრებულო განაშენიანების რეგულირების გეგმას არ განიხილავდა, დეველოპერებს შეეძლოთ სასამართლოს ძალით მოეპოვებინათ მშენებლობის ნებართვა არა ჩვენ მიერ შეთავაზებულ სივრცეში, სადაც მეზობელი კორპუსის მობინადრეების უფლებები არ ირღვეოდა, არამედ ცალ-ცალკე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია