სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხმაური "პურის ფასის" გარშემო გრძელდება - ხორბლის მაგნატის სკანდალური ინტერვიუ
ხმაური "პურის ფასის" გარშემო გრძელდება - ხორბლის მაგნატის სკანდალური ინტერვიუ

გა­სულ კვი­რას "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში "იფქლის" დი­რექ­ტო­რი­ შაქ­რო ბა­კუ­რა­ძე ბიზ­ნეს­ში არსე­ბ­ულ შე­ფერ­ხე­ბებ­ზე სა­უბ­რობ­და. მისი გან­მარ­ტე­ბით,­ ქვე­ყა­ნა­ში ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბით­ ფქვი­ლის შე­მო­ტა­ნა სა­ბა­ჟო ტერ­მი­ნალ­ზე­ იზღუ­დე­ბა, რაც შე­საძ­ლოა, ქვე­ყა­ნ­აში ხორ­ბლის ერთ-ერთ მთა­ვარ­ შე­მომ­ტან კომ­პა­ნია "აგრი­კომ­თან" არის კავ­ში­რში... ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი მოკ­ვლე­ვის ფარ­გლებ­ში "აგ­რი­კო­მის" ხელ­მძღვა­ნე­ლის, კოკი ოსი­პო­ვის, პო­ზი­ცი­ით და­ვინ­ტე­რეს­დით:

- ფქვი­ლის ბიზ­ნე­სი ევო­ლუც­იუ­რად გამ­სხვილ­და- სა­ქარ­თვე­ლო­ში 55­ წისქ­ვილი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და, 2008 წელს მათი რა­ო­დე­ნო­ბა 35-მდე შემ­ცირ­და, 2015 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით კი 11 წის­ქვი­ლი მუ­შა­ობს. ისე­თი­ პა­ტა­რა ქვეყ­ნის­თვის, რო­გო­რიც საქა­რთვე­ლოა, ამ ბა­ზარ­ზე 3-4 დიდი მო­თა­მა­შეც საკ­მა­რი­სია და რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში, ალ­ბათ, აქამ­დეც მი­ვალთ. სხვა­თა­ შო­რის, 11 სუ­ბი­ექ­ტი­დან ორი "კარ­მენს" უჭი­რავს, ანუ დღეს ამ ბიზ­ნეს­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, ცხრა კომ­პა­ნია ოპე­რი­რებს.

- "კარ­მენ­მა" ბოლო წლებ­ში საქ­მი­ა­ნო­ბა მკვეთ­რად შე­ამ­ცი­რა, რა­საც ამ ბიზ­ნე­სის სხვა მო­თა­მა­შე­ე­ბი თქვენ გი­კავ­ში­რე­ბენ. ამ­ბო­ბენ, რომ ბა­ზარ­ზე წე­სებს მხო­ლოდ თქვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ად­გენთ.

- გე­თან­ხმე­ბით, წელს "კარმ­ენი" გა­ცი­ლე­ბით პა­სი­უ­რია. ადრე ბაზ­რის 50-60%-ს­ ით­ვი­სე­ბდა, ბოლო ერთი წლის გან­მავლ­ო­ბაში მუ­შა­ო­ბა მი­ნი­მუმ ორ­ჯერ შე­ამ­ცი­რა.­ ეს ჩემი დამ­სა­ხუ­რე­ბაა მხო­ლოდ იმ მხრივ, რომ სხვა გა­დარ­ჩე­ნი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის სო­ლი­და­რუ­ლი ვარ. ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­უ­რი სა­ა­გე­ნტოს შექ­მნის შემ­დეგ­ "კარ­მენ­მა" რატ­ომ­ღაც თვით­რეგ­ულა­ცია და­ი­წყო, არა­და, არა­ვის და­უ­ჯა­რი­მე­ბია, უბ­რა­ლოდ, ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა მისი საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­წავ­ლა და­ი­წყო.

- ამ კომ­პა­ნი­ას "გლო­ბა­ლაგ­რომ" (სა­ქარ­თვე­ლოს ხორ­ბლი­სა და პურპრო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცია) უჩივ­ლა, თუმ­ცა კონ­კუ­რენ­ცი­ის საა­გენ­ტო მომ­ჩივ­ნის საქ­მი­ა­ნო­ბი­თაც და­ინ­ტე­რეს­და... თქვენც მი­ი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ჩივ­რის მომ­ზა­დე­ბა­ში?

- "გლო­ბა­ლაგ­როს­თან"­ მჭიდ­როდ ვთან­­ა­მშრომ­ლობ. მარ­თა­ლია, ბიზ­ნეს­ინტ­ერ­ესე­ბის გა­დაკ­ვე­თის გამო ასოც­ია­ცი­ის წევ­რი არა, მაგ­რამ მათი ხში­რი სტუ­მა­რი ვარ. "კარ­მენ­მა" "გლო­ბა­ლაგ­როს" უჩივ­ლა, ასო­ცი­ა­ცი­ის ყრი­ლო­ბებ­ზე ფა­სის შე­თან­ხმე­ბას მთხოვ­დაო.

- ფიქ­რობთ, ბრალ­დე­ბა უსა­ფუძ­ვლოა?

- "კარ­მე­ნი" სე­რი­ო­ზუ­ლი კომ­პა­ნი­აა და, ალ­ბათ, ბრალ­დე­ბა არ­გუ­მენ­ტე­ბით ექნ­ება გამ­ყა­რე­ბუ­ლი, უბ­რა­ლოდ, 35 მო­თა­მა­შეს შო­რის მსგავ­სი შე­თან­ხმე­ბა არა­რე­ა­ლუ­რი ჩანს. 11 კომ­პა­ნი­ას შო­რის შე­თან­ხმე­ბა კი­დევ შე­საძ­ლე­ბე­ლია.

- "კარ­მენ­სა" და ფქვი­ლის­ მწარ­მო­ებ­ლებ­თან ბრძო­ლა­ში თა­ვად­ ჩა­მო­ყა­ლიბ­დით ხორბ­ლის შე­მომ­ტან უმ­სხვი­ლეს კომ­პა­ნი­ად...

- ხორ­ბა­ლი სხვა კომ­პა­ნი­ებ­საც შე­მო­აქვთ, თუმ­ცა­ ჩემს კომ­პა­ნი­ას ბაზ­რის მე­ო­თხე­დი უკა­ვია. დღე­საც ფო­თის პორ­ტის მო­ნა­ცე­მებ­ში ნათ­ლად ჩანს, რომ ხორ­ბალს სხვა კომ­პა­ნი­ე­ბიც ელო­დე­ბი­ან, მათ შო­რის, "კარ­მე­ნიც". მო­ვი­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ფო­თის პორ­ტში გე­მე­ბის შე­მოს­ვლას ზღუ­და­ვენ,­ მაგ­რამ ეს, პრაქ­ტი­კუ­ლად, შე­უძ­ლე­ბე­ლია. სხვა­თა შო­რის, და­ახ­ლო­ე­ბით ორი კვი­რის წინ, შპს "პროგ­რე­სის" ვა­გო­ნე­ბი, რო­მელ­მაც ჩემ­გან ხორ­ბა­ლი იყი­და­ და გემი ფოთ­ში დაც­ალა, სამ­ტრე­დი­ა­ში გა­ა­ჩე­რეს, ნი­მუ­შე­ბი­ უნდა ავი­ღო­თო. "კვი­რის პა­ლიტ­რაში" გას­ული მა­სა­ლის შემ­დეგ, სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სამ­სა­ხურ­მა პორტთან არ­სე­ბუ­ლი ჩვე­ნი ელე­ვა­ტო­რე­ბი­და­ნაც აიღო ხორ­ბლის ნი­მუ­შე­ბი. მა­ნამ­დე, ივ­ნი­სი­დან, ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლის გამ­კაც­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არ შე­ვუ­მოწ­მე­ბი­ვართ.

- და რო­გორ მოხ­და, რომ თქვენ, ანუ ხორ­ბლის შე­მომ­ტან პირ­ველ წყა­როს, არ გა­მოწ­მებ­დნენ, როცა თქვენს მომ­ხმა­რებ­ლებს სამ­ტრედ­იაში აჩე­რე­ბენ, ფქვი­ლის მწარ­მო­ებ­ლებს კი ტერ­მი­ნა­ლებ­ზე აყოვ­ნებ­დნენ- სა­ნამ­ აჟი­ო­ტა­ჟი არ ატყდა,­ უპი­რა­ტე­სო­ბით­ რა­ტომ სარ­გებ­ლობ­დით?

- სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვაა... ხა­რისხზე რე­გუ­ლა­ცია ყო­ველ­თვის იყო, წე­ლი­წად­ში ერთხელ უვ­ნებ­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რი ყვე­ლას ამოწ­მებს, მაგ­რამ კონ­ტრო­ლის გამ­კაც­რე­ბის შემ­დეგ ნამ­დვი­ლად არა­ვის შე­ვუ­მოწ­მე­ბი­ვარ... თქვენს გა­ზეთ­ში და­ბეჭ­დი­ლი მა­სა­ლის შემ­დეგ იმა­საც ვიკ­ვლევ, რა­ტომ არი­ან პუ­რის მწარ­მო­ებ­ლე­ბი ჩე­მით უკ­მა­ყო­ფი­ლო.- გე­და­ვე­ბი­ან, რომ ხორ­ბალს ძვი­რად ყი­დით და ფქვი­ლის შე­მო­ტა­ნის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ წყა­რო­ებს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ზო­გი­ერთ მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თან­ შე­თან­ხმე­ბით კე­ტავთ.

- სხვა­თა შო­რის, ჩვენ ხორ­ბლის ღირ­ებუ­ლე­ბის 5-7 დო­ლა­რით შემ­ცი­რე­ბას ვგეგ­მავთ.- ფა­სის შემ­ცი­რე­ბა­ზე პუ­რი­სა და ფქვი­ლის მწარ­მო­ებ­ლებს რა­ტომ­ არა­ფერს ეუბ­ნე­ბო­დით მა­ნამ, სა­ნამ მე­დი­ა­ში აჟი­ო­ტა­ჟი არ ატყდა?­ გა­მო­დის, შე­გეძ­ლოთ ხორ­ბალ­ზე ფა­სის და­წე­ვა?

- ასე არ არის. წელს დო­ლა­რის ის­ტო­რი­უ­ლად მა­ღა­ლი კურ­სი და­ფიქ­სირ­და, თა­ნაც მა­რაგ­ში ძვე­ლი ხორ­ბა­ლი გვქონ­და, რო­მე­ლიც სე­ზო­ნის და­წყე­ბამ­დე ძვი­რად ვი­ყი­დეთ. ახა­ლი გე­მე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, ფასს და­ვაკ­ლებთ. მე არა ვარ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, რო­გორ მოხ­და, რომ სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთი ტო­მა­რა ფქვი­ლის ფასი თით­ქმის 7 ლა­რით გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ, ბუ­ნებ­რი­ვია, ჩემი კომ­პა­ნი­ის გან­ვი­თა­რე­ბით ვარ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი- ხორ­ბლის რე­ა­ლი­ზა­ცი­ით მო­გე­ბა ხომ მჭირ­დე­ბა? წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, თავი გა­კოტ­რე­ბუ­ლად უნდა გა­მო­ვა­ცხა­დო. კომ­პა­ნია ად­გენს, რა რენ­ტა­ბე­ლო­ბით უნდა გა­ყი­დოს ხორ­ბა­ლი. ჩვენ სე­ზო­ნი 225 დოლ­არით და­ვი­წყეთ, შარ­შან კი, ზუს­ტად ამ დროს, ერთი ტონა ხორ­ბლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 250 დო­ლა­რი იყო.

- მა­შინ რე­ზერ­ვი არ­სე­ბობ­და და წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხორ­ბლის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ნაკ­ლე­ბი იყო. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ბიზ­ნეს­მენ გი­ორ­გი რა­მიშ­ვილ­თან ("ზა­რა­ლა") ერ­თად, ხორ­ბლი­სა და ფქვი­ლის ბიზ­ნესს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე და­ვით გა­ლე­გაშ­ვი­ლიც კუ­რი­რებს. თქვენ თუ იც­ნობთ მას?

- გა­ლე­გაშ­ვი­ლი ერთ-ერთი დიდი წის­ქვი­ლის, "რუს­თა­ვის პროგ­რე­სის", დი­რექ­ტო­რი იყო. ეს წის­ქვი­ლი ბა­ზარ­ზე დღე­საც­ წარ­მა­ტე­ბით ოპე­რი­რებს. გა­ლე­გაშ­ვი­ლი ფქვი­ლის მწარ­მო­ებ­ლე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რიც იყო. ის ჩემ­გან ხორ­ბალს ყი­დუ­ლობ­და და შე­საძ­ლოა, ამ ბიზ­ნესს ამის გამო უკავ­ში­რე­ბენ.

- დღე­საც გაქვთ საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა?

- საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ნამ­დვი­ლად გვქონ­და, თუმ­ცა,­ როცა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის­ მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გახ­და, ბიზ­ნეს­თან კავ­ში­რი გა­წყვი­ტა. გი­ორ­გი­ რა­მიშ­ვილს კი "აგ­რი­კომ­თან" კავ­ში­რი ლო­კა­ლურ ბა­ზარ­ზე არა აქვს. მო­მა­ვალ­ში გა­და­წყდე­ბა, აპი­რებს თუ არა ის ხორ­ბლის გა­ყიდ­ვას. მოვ­ლე­ნებს ნუ გა­ვუს­წრებთ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ხმაური "პურის ფასის" გარშემო გრძელდება - ხორბლის მაგნატის სკანდალური ინტერვიუ

ხმაური "პურის ფასის" გარშემო გრძელდება - ხორბლის მაგნატის სკანდალური ინტერვიუ

გასულ კვირას "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში "იფქლის" დირექტორი­ შაქრო ბაკურაძე ბიზნესში არსე­ბ­ულ შეფერხებებზე საუბრობდა. მისი განმარტებით,­ ქვეყანაში ალტერნატიული გზებით­ ფქვილის შემოტანა საბაჟო ტერმინალზე­ იზღუდება, რაც შესაძლოა, ქვეყა­ნ­აში ხორბლის ერთ-ერთ მთავარ­ შემომტან კომპანია "აგრი­კომთან" არის კავში­რში... ჟურნალისტური მოკვლევის ფარგლებში "აგრიკომის" ხელმძღვანელის, კოკი ოსიპოვის, პოზიციით დავინტერესდით:

- ფქვილის ბიზნესი ევოლუც­იუ­რად გამსხვილდა- საქართველოში 55­ წისქ­ვილი ფუნქციონირებდა, 2008 წელს მათი რაოდენობა 35-მდე შემცირდა, 2015 წლის მონაცემებით კი 11 წისქვი­ლი მუშაობს. ისეთი­ პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქა­რთველოა, ამ ბაზარზე 3-4 დიდი მოთამაშეც საკმარისია და რამდენიმე წელიწადში, ალბათ, აქამდეც მივალთ. სხვათა­ შორის, 11 სუბიექტიდან ორი "კარმენს" უჭირავს, ანუ დღეს ამ ბიზნესში, ფაქტობრივად, ცხრა კომპანია ოპერირებს.

- "კარმენმა" ბოლო წლებში საქმიანობა მკვეთრად შეამცირა, რასაც ამ ბიზნესის სხვა მოთამაშეები თქვენ გიკავშირებენ. ამბობენ, რომ ბაზარზე წესებს მხოლოდ თქვენი ინტერესების გათვალისწინებით ადგენთ.

- გეთანხმებით, წელს "კარმ­ენი" გაცილებით პასიურია. ადრე ბაზრის 50-60%-ს­ ითვისე­ბდა, ბოლო ერთი წლის განმავლ­ო­ბაში მუშაობა მინიმუმ ორჯერ შეამცირა.­ ეს ჩემი დამსახურებაა მხოლოდ იმ მხრივ, რომ სხვა გადარჩენილი კომპანიების სოლიდარული ვარ. ანტიმონოპოლიური სააგე­ნტოს შექმნის შემდეგ­ "კარმენმა" რატ­ომღაც თვითრეგ­ულაცია დაიწყო, არადა, არავის დაუჯარიმებია, უბრალოდ, ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა მისი საქმიანობის შესწავლა დაიწყო.

- ამ კომპანიას "გლობალაგრომ" (საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია) უჩივლა, თუმცა კონკურენციის საა­გენტო მომჩივნის საქმიანობითაც დაინტერესდა... თქვენც მიიღეთ მონაწილეობა საჩივრის მომზადებაში?

- "გლობალაგროსთან"­ მჭიდროდ ვთან­­ა­მშრომლობ. მართალია, ბიზნეს­ინტ­ერ­ესების გადაკვეთის გამო ასოც­იაციის წევრი არა, მაგრამ მათი ხშირი სტუმარი ვარ. "კარმენმა" "გლობალაგროს" უჩივლა, ასოციაციის ყრილობებზე ფასის შეთანხმებას მთხოვდაო.

- ფიქრობთ, ბრალდება უსაფუძვლოა?

- "კარმენი" სერიოზული კომპანიაა და, ალბათ, ბრალდება არგუმენტებით ექნ­ება გამყარებული, უბრალოდ, 35 მოთამაშეს შორის მსგავსი შეთანხმება არარეალური ჩანს. 11 კომპანიას შორის შეთანხმება კიდევ შესაძლებელია.

- "კარმენსა" და ფქვილის­ მწარმოებლებთან ბრძოლაში თავად­ ჩამოყალიბდით ხორბ­ლის შემომტან უმსხვილეს კომპანიად...

- ხორბალი სხვა კომპანიებსაც შემოაქვთ, თუმცა­ ჩემს კომპანიას ბაზრის მეოთხედი უკავია. დღესაც ფოთის პორტის მონაცემებში ნათლად ჩანს, რომ ხორბალს სხვა კომპანიებიც ელოდებიან, მათ შორის, "კარმენიც". მოვიდა ინფორმაცია, რომ ფოთის პორტში გემების შემოსვლას ზღუდავენ,­ მაგრამ ეს, პრაქტიკულად, შეუძლებელია. სხვათა შორის, დაახლოებით ორი კვირის წინ, შპს "პროგრესის" ვაგონები, რომელმაც ჩემგან ხორბალი იყიდა­ და გემი ფოთში დაც­ალა, სამტრედიაში გააჩერეს, ნიმუშები­ უნდა ავიღოთო. "კვირის პალიტ­რაში" გას­ული მასალის შემდეგ, სურსათის უვნებლობის სამსახურმა პორტთან არსებული ჩვენი ელევატორებიდანაც აიღო ხორბლის ნიმუშები. მანამდე, ივნისიდან, ხარისხის კონტროლის გამკაცრების მიუხედავად, არ შევუმოწმებივართ.

- და როგორ მოხდა, რომ თქვენ, ანუ ხორბლის შემომტან პირველ წყაროს, არ გამოწმებ­დნენ, როცა თქვენს მომხმა­რებლებს სამტრედ­იაში აჩერებენ, ფქვილის მწარმოებ­ლებს კი ტერმი­ნალებზე აყოვნებდნენ- სანამ­ აჟიოტაჟი არ ატყდა,­ უპირატესობით­ რატომ სარგებლობდით?

- საინტერესო კითხვაა... ხარისხზე რეგულაცია ყოველთვის იყო, წელიწადში ერთხელ უვნებლობის სამსახური ყველას ამოწმებს, მაგრამ კონტროლის გამკაცრების შემდეგ ნამდვილად არავის შევუმოწმებივარ... თქვენს გაზეთში დაბეჭდილი მასალის შემდეგ იმასაც ვიკვლევ, რატომ არიან პურის მწარმოებლები ჩემით უკმაყოფილო.- გედავებიან, რომ ხორბალს ძვირად ყიდით და ფქვილის შემოტანის ალტერნატიულ წყაროებს, სავარაუდოდ, ხელისუფლების ზოგიერთ მაღალჩინოსანთან­ შეთანხმებით კეტავთ.

- სხვათა შორის, ჩვენ ხორბლის ღირ­ებულების 5-7 დოლარით შემცირებას ვგეგმავთ.- ფასის შემცირებაზე პურისა და ფქვი­ლის მწარმოებლებს რატომ­ არაფერს ეუბნებოდით მანამ, სანამ მედიაში აჟიოტაჟი არ ატყდა?­ გამოდის, შეგეძლოთ ხორბალზე ფასის დაწევა?

- ასე არ არის. წელს დოლარის ისტორიულად მაღალი კურსი დაფიქსირდა, თანაც მარაგში ძველი ხორბალი გვქონდა, რომელიც სეზონის დაწყებამდე ძვირად ვიყიდეთ. ახალი გემების მიღების შემდეგ, ფასს დავაკლებთ. მე არა ვარ ინფორმირებული, როგორ მოხდა, რომ სამი თვის განმავლობაში ერთი ტომარა ფქვილის ფასი თითქმის 7 ლარით გაიზარდა, მაგრამ, ბუნებრივია, ჩემი კომპანიის განვითარებით ვარ დაინტერესებული- ხორბლის რეალიზაციით მოგება ხომ მჭირდება? წინააღმდეგ შემთხვევაში, თავი გაკოტრებულად უნდა გამოვაცხადო. კომპანია ადგენს, რა რენტაბელობით უნდა გაყიდოს ხორბალი. ჩვენ სეზონი 225 დოლ­არით დავიწყეთ, შარშან კი, ზუსტად ამ დროს, ერთი ტონა ხორბლის ღირებულება 250 დოლარი იყო.

- მაშინ რეზერვი არსებობდა და წლის განმავლობაში ხორბლის ღირებულების საშუალო მაჩვენებელი ნაკლები იყო. ერთ-ერთი ვერსიით, ბიზნესმენ გიორგი რამიშვილთან ("ზარალა") ერთად, ხორბლისა და ფქვილის ბიზნესს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილიც კურირებს. თქვენ თუ იცნობთ მას?

- გალეგაშვილი ერთ-ერთი დიდი წისქვილის, "რუსთავის პროგრესის", დირექტორი იყო. ეს წისქვილი ბაზარზე დღესაც­ წარმატებით ოპერირებს. გალეგაშვილი ფქვი­ლის მწარმოებლების ასოციაციის წევრიც იყო. ის ჩემგან ხორბალს ყიდულობდა და შესაძლოა, ამ ბიზნესს ამის გამო უკავშირებენ.

- დღესაც გაქვთ საქმიანი ურთიერთობა?

- საქმიანი ურთიერთო­ბა ნამდვილად გვქონდა, თუმცა,­ როცა სოფლის მეურნეობის­ მინისტრის მოადგილე გახდა, ბიზნესთან კავშირი გაწყვიტა. გიორგი­ რამიშვილს კი "აგრიკომთან" კავშირი ლოკალურ ბაზარზე არა აქვს. მომავალში გადაწყდება, აპირებს თუ არა ის ხორბლის გაყიდვას. მოვლენებს ნუ გავუსწრებთ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია