საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გავუწიოთ პირველადი დახმარება დაზარალებულს - ის, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ
როგორ გავუწიოთ პირველადი დახმარება დაზარალებულს - ის, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ

ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის რი­ცხვი არ­ცთუ ისე მცი­რეა, ამი­ტომ ამ დროს თქვენ მიერ მი­ღე­ბულ­მა სწორ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ, შე­საძ­ლოა, სხვა ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნოს. გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე რჩე­ვას, რომ­ლე­ბიც პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის­თვის გა­მოგ­ვად­გე­ბა:

გუ­ლის შე­ტე­ვა

გუ­ლის შე­ტე­ვა (სტე­ნო­კარ­დია) გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია გუ­ლის კუნ­თის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ში სის­ხლის მო­მა­რა­გე­ბის შემ­ცი­რე­ბით. ეს შე­იძ­ლე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყოს გუ­ლის მკვე­ბა­ვი სის­ხლძარ­ღვის დახ­შო­ბით ან შე­ვიწ­რო­ე­ბით. გუ­ლის შე­ტე­ვის დროს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რა ზო­მის უბან­ში მოხ­და სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის შე­ფერ­ხე­ბა. არ­სე­ბობს გუ­ლის გა­ჩე­რე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბაც.

კლი­ნი­კუ­რი სუ­რა­თი

გუ­ლის არე­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით - მკერ­დის ძვლის უკან, აღი­ნიშ­ნე­ბა უეც­რად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი და მო­ჭე­რის შეგ­რძნე­ბა. ადა­მი­ა­ნი ად­გილ­ზე შეშ­დე­ბა. ტკი­ვი­ლი შე­იძ­ლე­ბა გა­და­ე­ცეს უმე­ტე­სად მარ­ცხე­ნა ბეჭს, მარ­ცხე­ნა მხარს, წი­ნამ­ხარს, სხი­ვის ძვლის გას­წვრივ და გან­სა­კუთ­რე­ბით - ნე­კა­თითს, კი­სერს, ქვე­და ყბა­სა და კე­ფის გას­წვრივ. ზოგ­ჯერ ტკი­ვი­ლი მო­ი­ცავს მთელ გულ­მკერდს ისე, რომ ადა­მი­ანს სუნ­თქვა ეკ­ვრის, ჰა­ე­რი არ ჰყოფ­ნის. ზოგ­ჯერ ტკი­ვი­ლი აღ­მო­ცენ­დე­ბა კუ­ჭის არე­შიც, გუ­ლის კოვზთან, რა­საც შე­იძ­ლე­ბა თან ერ­თვო­დეს გუ­ლის­რე­ვის შეგ­რძნე­ბა. ტკი­ვი­ლი ჩერ­დე­ბა მოს­ვე­ნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა მა­ში­ნაც აღ­მო­ცენ­დეს.

პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა

გუ­ლის შე­ტე­ვის დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის (კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი ბრი­გა­დის) გა­მო­ძა­ხე­ბა. მა­ნამ­დე კი სა­ჭი­როა გულ­ზე დატ­ვირ­თვის შემ­ცი­რე­ბა. სა­სურ­ვე­ლია, არ შე­იც­ვა­ლოს ავად­მყო­ფის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა. ის მო­ხერ­ხე­ბუ­ლად უნდა იწ­ვეს. ნა­ხევ­რად მჯდო­მა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა, და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი თა­ვი­თა და მხრე­ბით, მუხ­ლის სახ­სარ­ში მოხ­რი­ლი ფე­ხე­ბი სა­უ­კე­თე­სო პო­ზაა გუ­ლის შე­ტე­ვის დროს.

ავად­მყო­ფი უნდა იყოს ფი­ზი­კუ­რად და ფსი­ქი­კუ­რად მოს­ვე­ნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, უნდა და­ი­დოს ნიტ­როგ­ლი­ცე­რი­ნის აბი ენის ქვეშ. თუ ტკი­ვი­ლის შე­ტე­ვა გა­ნახ­ლდა, ნიტ­როგ­ლი­ცე­რი­ნი კვლავ მი­ი­ღოს 10-15 წუ­თის შემ­დეგ. გარ­და ამი­სა, სა­სურ­ვე­ლია ვა­ლი­დო­ლის ტაბ­ლე­ტის ჩა­დე­ბა ენის ქვეშ ან მენ­თო­ლის 5%-იანი ხსნა­რის 4-5 წვე­თით დას­ვე­ლე­ბუ­ლი შაქ­რის მო­წუწ­ნა.

გუ­ლის წას­ვლა

გუ­ლის წას­ვლა ცნო­ბი­ე­რე­ბის ხან­მოკ­ლე და­კარ­გვას ეწო­დე­ბა. ის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ტვინ­ში სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის ხან­მოკ­ლე დარ­ღვე­ვით. პულ­სი იშ­ვი­ათ­დე­ბა, კანი ცივი და ოფ­ლი­ა­ნია. გუ­ლის წას­ვლის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს ტკი­ვი­ლი, შიში, გა­და­ძაბ­ვა, დაღ­ლი­ლო­ბა, შიმ­ში­ლი და სხვა. გუ­ლის წას­ვლის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა სწრა­ფად აღ­დგე­ბა.

პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი უნდა მო­თავ­სდეს ზურ­გზე, ფე­ხე­ბი კი მაღ­ლა ჰქონ­დეს აწე­უ­ლი; პირ­ველ რიგ­ში, მი­ე­წო­დოს სუფ­თა ჰა­ე­რი.

გონ­ზე მოს­ვლის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნი ნელ-ნელა უნდა წა­მოჯ­დეს; თუ გონ­ზე მოს­ვლის შემ­დე­გაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი თავს ცუ­დად გრძნობს, ზურ­გზე უნდა წა­მოწ­ვეს და ფე­ხე­ბი ას­წი­ოს, სა­ნამ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა არ გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა.

კრუნ­ჩხვა

კრუნ­ჩხვა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია თა­ვის ტვი­ნის ნორ­მა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის დარ­ღვე­ვით. მას, უხ­ში­რეს შემ­თხვე­ვა­ში, თან სდევს ცნო­ბი­ე­რე­ბის და­ბინ­დვა ან და­კარ­გვა. კრუნ­ჩხვის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი უამ­რა­ვია: თა­ვის ტრავ­მა, ტვი­ნის სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბა და სხვა. ბავ­შვთა ასაკ­ში მისი გან­ვი­თა­რე­ბა ხში­რია სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბის დროს. გარ­და ამი­სა, კრუნ­ჩხვა ხში­რად არის ეპი­ლეფ­სი­ის გა­მოვ­ლე­ნაც.

კრუნ­ჩხვა ბავ­შვთა ასაკ­ში

ბავ­შვთა ასაკ­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი კრუნ­ჩხვა შე­იძ­ლე­ბა იყოს ეპი­ლეფ­სი­ით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, უხ­ში­რე­სად კი მისი მი­ზე­ზი მო­მა­ტე­ბუ­ლი სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რაა. მას ფებ­რი­ლუ­რი გულყრა ეწო­დე­ბა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

როგორ გავუწიოთ პირველადი დახმარება დაზარალებულს - ის, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ

როგორ გავუწიოთ პირველადი დახმარება დაზარალებულს - ის, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ

ყოველდღიურ ცხოვრებაში უბედური შემთხვევების რიცხვი არცთუ ისე მცირეა, ამიტომ ამ დროს თქვენ მიერ მიღებულმა სწორმა გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, სხვა ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც პირველადი დახმარებისთვის გამოგვადგება:

გულის შეტევა

გულის შეტევა (სტენოკარდია) განპირობებულია გულის კუნთის გარკვეულ ნაწილში სისხლის მომარაგების შემცირებით. ეს შეიძლება განპირობებული იყოს გულის მკვებავი სისხლძარღვის დახშობით ან შევიწროებით. გულის შეტევის დროს დაზარალებულის მდგომარეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ზომის უბანში მოხდა სისხლის მიმოქცევის შეფერხება. არსებობს გულის გაჩერების საშიშროებაც.

კლინიკური სურათი

გულის არეში, განსაკუთრებით - მკერდის ძვლის უკან, აღინიშნება უეცრად განვითარებული ძლიერი ტკივილი და მოჭერის შეგრძნება. ადამიანი ადგილზე შეშდება. ტკივილი შეიძლება გადაეცეს უმეტესად მარცხენა ბეჭს, მარცხენა მხარს, წინამხარს, სხივის ძვლის გასწვრივ და განსაკუთრებით - ნეკათითს, კისერს, ქვედა ყბასა და კეფის გასწვრივ. ზოგჯერ ტკივილი მოიცავს მთელ გულმკერდს ისე, რომ ადამიანს სუნთქვა ეკვრის, ჰაერი არ ჰყოფნის. ზოგჯერ ტკივილი აღმოცენდება კუჭის არეშიც, გულის კოვზთან, რასაც შეიძლება თან ერთვოდეს გულისრევის შეგრძნება. ტკივილი ჩერდება მოსვენებულ მდგომარეობაში, თუმცა, შეიძლება მაშინაც აღმოცენდეს.

პირველადი დახმარება

გულის შეტევის დროს აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (კარდიოლოგიური ბრიგადის) გამოძახება. მანამდე კი საჭიროა გულზე დატვირთვის შემცირება. სასურველია, არ შეიცვალოს ავადმყოფის ადგილმდებარეობა. ის მოხერხებულად უნდა იწვეს. ნახევრად მჯდომარე მდგომარეობა, დაფიქსირებული თავითა და მხრებით, მუხლის სახსარში მოხრილი ფეხები საუკეთესო პოზაა გულის შეტევის დროს.

ავადმყოფი უნდა იყოს ფიზიკურად და ფსიქიკურად მოსვენებულ მდგომარეობაში, უნდა დაიდოს ნიტროგლიცერინის აბი ენის ქვეშ. თუ ტკივილის შეტევა განახლდა, ნიტროგლიცერინი კვლავ მიიღოს 10-15 წუთის შემდეგ. გარდა ამისა, სასურველია ვალიდოლის ტაბლეტის ჩადება ენის ქვეშ ან მენთოლის 5%-იანი ხსნარის 4-5 წვეთით დასველებული შაქრის მოწუწნა.

გულის წასვლა

გულის წასვლა ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვას ეწოდება. ის განპირობებულია ტვინში სისხლის მიმოქცევის ხანმოკლე დარღვევით. პულსი იშვიათდება, კანი ცივი და ოფლიანია. გულის წასვლის მიზეზი შეიძლება იყოს ტკივილი, შიში, გადაძაბვა, დაღლილობა, შიმშილი და სხვა. გულის წასვლის შემდეგ ადამიანის მდგომარეობა სწრაფად აღდგება.

პირველადი დახმარება

დაზარალებული უნდა მოთავსდეს ზურგზე, ფეხები კი მაღლა ჰქონდეს აწეული; პირველ რიგში, მიეწოდოს სუფთა ჰაერი.

გონზე მოსვლის შემდეგ ადამიანი ნელ-ნელა უნდა წამოჯდეს; თუ გონზე მოსვლის შემდეგაც დაზარალებული თავს ცუდად გრძნობს, ზურგზე უნდა წამოწვეს და ფეხები ასწიოს, სანამ მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.

კრუნჩხვა

კრუნჩხვა განპირობებულია თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირების დარღვევით. მას, უხშირეს შემთხვევაში, თან სდევს ცნობიერების დაბინდვა ან დაკარგვა. კრუნჩხვის გამომწვევი მიზეზი უამრავია: თავის ტრავმა, ტვინის სხვადასხვა დაავადება და სხვა. ბავშვთა ასაკში მისი განვითარება ხშირია სხეულის ტემპერატურის მომატების დროს. გარდა ამისა, კრუნჩხვა ხშირად არის ეპილეფსიის გამოვლენაც.

კრუნჩხვა ბავშვთა ასაკში

ბავშვთა ასაკში გამოვლენილი კრუნჩხვა შეიძლება იყოს ეპილეფსიით განპირობებული, უხშირესად კი მისი მიზეზი მომატებული სხეულის ტემპერატურაა. მას ფებრილური გულყრა ეწოდება.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს