პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაუსაძლისი პირობები" - რა არ მოსწონთ მსოფლიოს წამყვანი კომპანიის თანამშრომლებს
"გაუსაძლისი პირობები" - რა არ მოსწონთ მსოფლიოს წამყვანი კომპანიის თანამშრომლებს

მსოფ­ლი­ო­ში ათო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნი ოც­ნე­ბობს ისეთ კომ­პა­ნი­ებ­ში და­საქ­მე­ბა­ზე, რო­გო­რე­ბიც Google, Facebooke, Apple და სხვა ცნო­ბი­ლი ბრენ­დე­ბია.

ყვე­ლას­თვის კარ­გად ცნო­ბი­ლი ამ­ბა­ვია, რომ ამ კომ­პა­ნი­ებ­ში და­საქ­მე­ბულ­თათ­ვის იდე­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბია შექ­მნი­ლი, თუმ­ცა აღ­მოჩ­ნდა, რომ მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი კომ­პა­ნი­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­საც ბევ­რი აქვთ სა­წუ­წუ­ნო.

Amazon

რო­გორც "ნიუ იორკ თა­იმ­სის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, "ამა­ზო­ნის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ხში­რად ჩვი­ან იმა­ზე, რომ კო­ლე­გე­ბის დას­მე­ნა უწევთ, სა­ნაც­ვლოდ კი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა შე­სა­ბა­მი­სად არ აქებს.

კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრო­მელ­თა თქმით, მათ ხშრად უწევთ მივ­ლი­ნე­ბის ხარ­ჯე­ბის სა­კუ­თა­რი ჯი­ბი­დან გა­ღე­ბა, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის გა­და­სა­ხა­დე­ბის და­ფარ­ვა.

"თათ­ბი­რის შემ­დეგ ოთხი­დან გა­მო­სუ­ლი ხე­დავ, რო­გორ ცდი­ლობს ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი ცრემ­ლე­ბის და­ფარ­ვას. თით­ქმის ყვე­ლას, ვის­თა­ნაც მი­მუ­შა­ვია, ერთხელ მა­ინც უტი­რია ხელ­მძღვა­ნელ­თა მხრი­დან და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი მო­პყრო­ბის გამო", - ამ­ბობს "ამა­ზო­ნის" ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ბო ოლ­სო­ნი.

Google

ალ­ბათ ბევრ თქვენ­განს აქვს ნა­ნა­ხი Google-ის ოფი­სის სუ­რა­თე­ბი, რო­მელ­თა ნახ­ვის შემ­დე­გაც მხო­ლოდ ერთი აზრი ჩნდე­ბა - ასეთ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ო­ბას ნე­ბის­მი­ე­რი ინატ­რებ­და. სერ­გეი ბრი­ნი­სა და ლარი პე­ი­ჯის მიერ და­არ­სე­ბულ­მა კომ­პა­ნი­ამ დიდი ხა­ნია სა­ხე­ლი გა­ით­ქვა პერ­სო­ნალ­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით.

თუმ­ცა, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, უკ­მა­ყო­ფი­ლო თა­ნამ­შრომ­ლე­ბი Google-საც ჰყავს, რომ­ლე­ბიც აუ­ტა­ნელ სა­მუ­შაო პი­რო­ბებ­ზე წუ­წუ­ნე­ბენ. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნის გან­ცხა­დე­ბით, Google-ის ოფი­სებ­ში ძა­ლი­ან პა­ტა­რა სა­მუ­შაო ად­გი­ლია გა­მო­ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მელ­თათ­ვის.

"თუ Google-ის ოთხი მთა­ვა­რი კორ­პუ­სი­დან ერთ-ერ­თში მუ­შა­ობთ და კლა­უსტრო­ფო­ბია გა­წუ­ხებთ, სა­ვა­რა­უ­დოდ წინ დიდი ტან­ჯვა გე­ლით. ამ შე­ნო­ბებ­ში ერთი სა­ო­ფი­სე კუ­თხე 3-4 თა­ნამ­შრო­მელ­ზეა გა­მო­ყო­ფი­ლი, რის გა­მოც მი­უ­ხე­და­ვად სა­თა­მა­შო ოთა­ხე­ბი­სა, და­სა­ვე­ნე­ბე­ლი ზო­ნე­ბი­სა და კა­ფე­ტე­რი­ე­ბი­სა, გან­მარ­ტო­ე­ბის­თვის ად­გი­ლის მო­ძებ­ნა გა­გი­ჭირ­დე­ბათ. ეს კი ხში­რად დის­კომ­ფორ­ტს ქმნის სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში", - ამ­ბობს კომ­პა­ნი­ის ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი.

ინ­ტერ­ნეტ სა­ძი­ე­გო გი­გან­ტის უკ­მა­ყო­ფი­ლო თა­ნამ­შრომ­ლე­ბის კო­მენ­ტა­რებ­ში ასეთ კო­მენ­ტარ­საც გა­და­ა­წყდე­ბით: "ჩემი ოც­და­ათ­დუ­ი­მი­ა­ნი მო­ნი­ტო­რის ეკ­რა­ნი მთებ­ზე ხედს მიჩ­რდი­ლავს"; ზოგს კი სა­მუ­შაო დღის გან­რი­გი არ მოს­წონს: "ეს ზარ­მა­ცე­ბის ქვე­ყა­ნაა, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი კუ­თხით არ იზ­რდე­ბი­ან - სა­ა­თო­ბით სვა­მენ ყა­ვას, თა­მა­შო­ბენ სხვა­დას­ხვა თა­მა­შებს, კოტ­რი­ა­ლო­ბენ მო­სას­ვე­ნე­ბელ ოთხში, ხან­და­ხან კი თავს მუ­შა­ო­ბით "იქ­ცე­ვენ".

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"გაუსაძლისი პირობები" - რა არ მოსწონთ მსოფლიოს წამყვანი კომპანიის თანამშრომლებს

"გაუსაძლისი პირობები" - რა არ მოსწონთ მსოფლიოს წამყვანი კომპანიის თანამშრომლებს

მსოფლიოში ათობით ათასი ადამიანი ოცნებობს ისეთ კომპანიებში დასაქმებაზე, როგორებიც Google, Facebooke, Apple და სხვა ცნობილი ბრენდებია.

ყველასთვის კარგად ცნობილი ამბავია, რომ ამ კომპანიებში დასაქმებულთათვის იდეალური პირობებია შექმნილი, თუმცა აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს წამყვანი კომპანიების თანამშრომლებსაც ბევრი აქვთ საწუწუნო.

Amazon

როგორც "ნიუ იორკ თაიმსის" მიერ გავრცელებულ სტატიაშია აღნიშნული, "ამაზონის" თანამშრომლები ხშირად ჩვიან იმაზე, რომ კოლეგების დასმენა უწევთ, სანაცვლოდ კი ხელმძღვანელობა შესაბამისად არ აქებს.

კომპანიის თანამშრომელთა თქმით, მათ ხშრად უწევთ მივლინების ხარჯების საკუთარი ჯიბიდან გაღება, მობილური ტელეფონის გადასახადების დაფარვა.

"თათბირის შემდეგ ოთხიდან გამოსული ხედავ, როგორ ცდილობს ზრდასრული ადამიანი ცრემლების დაფარვას. თითქმის ყველას, ვისთანაც მიმუშავია, ერთხელ მაინც უტირია ხელმძღვანელთა მხრიდან დაუმსახურებელი მოპყრობის გამო", - ამბობს "ამაზონის" ყოფილი თანამშრომელი ბო ოლსონი.

Google

ალბათ ბევრ თქვენგანს აქვს ნანახი Google-ის ოფისის სურათები, რომელთა ნახვის შემდეგაც მხოლოდ ერთი აზრი ჩნდება - ასეთ კომპანიაში მუშაობას ნებისმიერი ინატრებდა. სერგეი ბრინისა და ლარი პეიჯის მიერ დაარსებულმა კომპანიამ დიდი ხანია სახელი გაითქვა პერსონალთან განსაკუთრებული დამოკიდებულებით.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, უკმაყოფილო თანამშრომლები Google-საც ჰყავს, რომლებიც აუტანელ სამუშაო პირობებზე წუწუნებენ. ზოგიერთი მათგანის განცხადებით, Google-ის ოფისებში ძალიან პატარა სამუშაო ადგილია გამოყოფილი თანამშრომელთათვის.

"თუ Google-ის ოთხი მთავარი კორპუსიდან ერთ-ერთში მუშაობთ და კლაუსტროფობია გაწუხებთ, სავარაუდოდ წინ დიდი ტანჯვა გელით. ამ შენობებში ერთი საოფისე კუთხე 3-4 თანამშრომელზეა გამოყოფილი, რის გამოც მიუხედავად სათამაშო ოთახებისა, დასავენებელი ზონებისა და კაფეტერიებისა, განმარტოებისთვის ადგილის მოძებნა გაგიჭირდებათ. ეს კი ხშირად დისკომფორტს ქმნის სამუშაო პროცესში", - ამბობს კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი.

ინტერნეტ საძიეგო გიგანტის უკმაყოფილო თანამშრომლების კომენტარებში ასეთ კომენტარსაც გადააწყდებით: "ჩემი ოცდაათდუიმიანი მონიტორის ეკრანი მთებზე ხედს მიჩრდილავს"; ზოგს კი სამუშაო დღის განრიგი არ მოსწონს: "ეს ზარმაცების ქვეყანაა, თანამშრომლები პროფესიონალური კუთხით არ იზრდებიან - საათობით სვამენ ყავას, თამაშობენ სხვადასხვა თამაშებს, კოტრიალობენ მოსასვენებელ ოთხში, ხანდახან კი თავს მუშაობით "იქცევენ".

გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა