საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შვილიშვილი ხელში ჩამაკვდა" - რას ჰყვება კლდის ჩამოშლის შედეგად დაღუპული 10 წლის ბიჭის პაპა
"შვილიშვილი ხელში ჩამაკვდა" - რას ჰყვება კლდის ჩამოშლის შედეგად დაღუპული 10 წლის ბიჭის პაპა

19 აგ­ვის­ტოს, ჟინ­ვა­ლის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე კლდე ჩა­მო­ი­შა­ლა. ქვე­ბის მა­სა­ში მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი მოყ­ვა, რო­მე­ლიც ანა­ნუ­რი­დან ჟინ­ვა­ლის­კენ მოძ­რა­ობ­და. ნა­შა­ლი ლო­დე­ბის­გან 10 წლის ბავ­შვი მძი­მედ და­ა­შავ­და. კა­ტას­ტრო­ფის ბრი­გა­დამ პა­ტა­რა ვა­ნი­კო კო­შა­ძე მცხე­თა­ში, "ჯეო ჰოს­პი­ტა­ლის" კლი­ნი­კა­ში გა­და­ი­ყა­ვა­ნა, თუმ­ცა, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლი იყო, რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ბავ­შვის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

ჩვენ ბავ­შვის პა­პას, იური ჩი­ხაშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დით, რო­მე­ლიც იმ სა­ბე­დის­წრეო დღეს ავ­ტო­მან­ქა­ნას მარ­თავ­და. ბა­ტო­ნი იური, თა­ვად ექი­მია და შვი­ლიშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბა, კა­ტას­ტრო­ფის ბრი­გა­დის მოს­ვლამ­დე თა­ვად სცა­და...

რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, სა­მან­ქა­ნო გზის კლდი­ა­ნი მხა­რი­დან ქვე­ბის ჩა­მოშ­ლა ინ­ტენ­სი­უ­რად ხდე­ბა და ამ გზა­ზე მოძ­რავ მგზავ­რებს საფრ­თხეს მუდ­მი­ვად უქ­მნის.

იური ჩი­ხაშ­ვი­ლი:

- ჩემი ოჯა­ხი, მე­უღ­ლე, ქა­ლიშ­ვი­ლი და ორი შვი­ლიშ­ვი­ლი ანა­ნურ­ში მყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი, წყალ­სა­ცავ­ზე გა­ვა­სე­ირ­ნე, ბავ­შვებ­მა იბა­ნა­ვეს და ჟინ­ვალ­ში ვბრუნ­დე­ბო­დით. ამ დროს და­ი­წყო ქვე­ბის ცვე­ნა, სა­ჭეს­თან მე ვი­ჯე­ქი, რო­დე­საც მან­ქა­ნას ლო­დე­ბი და­ე­ცა, ერთი ლოდი სა­ლონ­ში შე­მო­ვარ­და. ჩემი ვა­ნი­კო, ჩემი ტკი­ვი­ლი და უბე­დუ­რე­ბა გვერ­დით მეჯ­და და პირ­და­პირ მას მოხ­ვდა... თა­ვად ექი­მი ვარ, ანეს­თე­ზი­ო­ლოგ-რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი და მან­ქა­ნა­ში მქონ­და სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტუ­რე­მენ­ტე­ბი, ძლი­ე­რი სის­ხლდე­ნის შე­სა­ჩე­რე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რა და ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვაც ჩა­ვუ­ტა­რე. ამა­სო­ბა­ში, ჩემ­მა მე­უღ­ლემ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ა­თა სამ­სა­ხურ­ში და­რე­კა და კა­ტას­ტრო­ფის ბრი­გა­დაც მო­ვი­და, მაგ­რამ ვა­ტყობ­დი, საქ­მე ძა­ლი­ან ცუ­დად იყო. შვი­ლიშ­ვი­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ხელ­ში ჩა­მაკ­ვდა... სის­ხლის და­ნა­კარ­გი ძა­ლი­ან დიდი იყო, რა­საც ქალა-ტვი­ნის ღია ტრავ­მა ემა­ტე­ბო­და, სა­ფეთ­ქლის ძვა­ლი და პი­რის ღრუც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და. და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­თა­ვა­სე­ბე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. რა გი­თხრათ, სა­ში­ნე­ლე­ბა ვნა­ხე ჩემი თვა­ლით... ყვე­ლა­ზე უბე­დუ­რი კაცი ვარ, რო­მელ­მაც ჩემს ხელ­ში გაზ­რდი­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი წა­მებ­ში დავ­კარ­გე და ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­კუ­თა­რი თვა­ლით ვნა­ხე.

- მან­ქა­ნა­ში მჯდო­მი და­ნარ­ჩე­ნი მგზავ­რე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა რო­გო­რია?

- მე­ო­რე შვი­ლიშ­ვილს, პა­ტა­რა თი­ნი­კოს, უფ­ლის წყა­ლო­ბით, არა­ფე­რი და­მარ­თნია, მაგ­რამ ძლი­ე­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრავ­მა აქვს, მა­ნაც ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნახა.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

"შვილიშვილი ხელში ჩამაკვდა" - რას ჰყვება კლდის ჩამოშლის შედეგად დაღუპული 10 წლის ბიჭის პაპა

"შვილიშვილი ხელში ჩამაკვდა" - რას ჰყვება კლდის ჩამოშლის შედეგად დაღუპული 10 წლის ბიჭის პაპა

19 აგვისტოს, ჟინვალის საავტომობილო გზაზე კლდე ჩამოიშალა. ქვების მასაში მსუბუქი ავტომობილი მოყვა, რომელიც ანანურიდან ჟინვალისკენ მოძრაობდა. ნაშალი ლოდებისგან 10 წლის ბავშვი მძიმედ დააშავდა. კატასტროფის ბრიგადამ პატარა ვანიკო კოშაძე მცხეთაში, "ჯეო ჰოსპიტალის" კლინიკაში გადაიყავანა, თუმცა, მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო, რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარების მიუხედავად, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ჩვენ ბავშვის პაპას, იური ჩიხაშვილს დავუკავშირდით, რომელიც იმ საბედისწრეო დღეს ავტომანქანას მართავდა. ბატონი იური, თავად ექიმია და შვილიშვილის დახმარება, კატასტროფის ბრიგადის მოსვლამდე თავად სცადა...

როგორც გავარკვიეთ, სამანქანო გზის კლდიანი მხარიდან ქვების ჩამოშლა ინტენსიურად ხდება და ამ გზაზე მოძრავ მგზავრებს საფრთხეს მუდმივად უქმნის.

იური ჩიხაშვილი:

- ჩემი ოჯახი, მეუღლე, ქალიშვილი და ორი შვილიშვილი ანანურში მყავდა წაყვანილი, წყალსაცავზე გავასეირნე, ბავშვებმა იბანავეს და ჟინვალში ვბრუნდებოდით. ამ დროს დაიწყო ქვების ცვენა, საჭესთან მე ვიჯექი, როდესაც მანქანას ლოდები დაეცა, ერთი ლოდი სალონში შემოვარდა. ჩემი ვანიკო, ჩემი ტკივილი და უბედურება გვერდით მეჯდა და პირდაპირ მას მოხვდა... თავად ექიმი ვარ, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი და მანქანაში მქონდა სამედიცინო ინსტურემენტები, ძლიერი სისხლდენის შესაჩერებელი პროცედურა და ხელოვნური სუნთქვაც ჩავუტარე. ამასობაში, ჩემმა მეუღლემ საგანგებო სიტუაციათა სამსახურში დარეკა და კატასტროფის ბრიგადაც მოვიდა, მაგრამ ვატყობდი, საქმე ძალიან ცუდად იყო. შვილიშვილი, ფაქტობრივად, ხელში ჩამაკვდა... სისხლის დანაკარგი ძალიან დიდი იყო, რასაც ქალა-ტვინის ღია ტრავმა ემატებოდა, საფეთქლის ძვალი და პირის ღრუც დაზიანებული ჰქონდა. დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავასებებელი აღმოჩნდა. რა გითხრათ, საშინელება ვნახე ჩემი თვალით... ყველაზე უბედური კაცი ვარ, რომელმაც ჩემს ხელში გაზრდილი შვილიშვილი წამებში დავკარგე და ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე.

- მანქანაში მჯდომი დანარჩენი მგზავრების მდგომარეობა როგორია?

- მეორე შვილიშვილს, პატარა თინიკოს, უფლის წყალობით, არაფერი დამართნია, მაგრამ ძლიერი ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს, მანაც ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია