პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მუზეუმი თბილისში, სადაც სუსტი გულის პატრონები ვერასდროს მოხვდებიან
მუზეუმი თბილისში, სადაც სუსტი გულის პატრონები ვერასდროს მოხვდებიან

1996 წელი. წი­ნან­და­ლი, ჭავ­ჭა­ვა­ძე­ე­ბის სახლ-მუ­ზე­უ­მი. ეზო­ში შეს­ვლამ­დე კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი ალექ­სან­დრე ჭავ­ჭა­ვა­ძის ის­ტო­რი­ას გვიყ­ვე­ბა.

ემო­ცი­ე­ბი და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც სახლ-მუ­ზე­უმ­ში შეს­ვლის შემ­დეგ მი­ვი­ღე, ახ­ლაც კარ­გად მახ­სოვს. მას შემ­დეგ იყო ბევ­რი მუ­ზე­უ­მი და და­უ­ვი­წყა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი... რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი ისეთ გან­სხვა­ვე­ბულ და უც­ნა­ურ მუ­ზე­უმ­ში აღ­მოვ­ჩნდი, რომ­ლის შე­სა­ხებ წარ­მოდ­გე­ნაც არ მქონ­და.

ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მუ­ზე­უ­მე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ამ "სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბაზ­ში" წარ­მოდ­გე­ნი­ლი ექ­სპო­ნა­ტე­ბი არც ძვირ­ფა­სი თვლე­ბით მო­ჭე­დი­ლი სამ­კა­უ­ლე­ბი, არც ჭურ­ჭე­ლი ან ის­ტო­რი­უ­ლი ნივ­თე­ბია. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბი­ო­ლო­გი­ურ მუ­ზე­უმ­ში, პა­ლე­ო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი, ორ­ნი­თო­ლო­გი­უ­რი (ფრინ­ვე­ლე­ბი), მა­მო­ლო­გი­უ­რი (ძუ­ძუმ­წოვ­რე­ბი), იქთი­ო­ლო­გი­უ­რი (თევ­ზე­ბი) და აგ­რეთ­ვე ბო­ტა­ნი­კუ­რი (ჰერ­ბა­რი­უ­მე­ბის სა­ხით) 500-მდე ექ­სპო­ნა­ტია. პირ­ველ ემო­ცი­ებს გა­ო­ცე­ბა, გა­ო­ცე­ბას კი შიში ცვლის, რო­დე­საც კოლ­ბებ­ში მო­თავ­სე­ბულ ანო­მა­ლუ­რი ნა­ყო­ფი­სა და ემ­ბრი­ო­ნე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბას­თან ვჩერ­დე­ბით. ეს ის ად­გი­ლია, სა­დაც სუს­ტი გუ­ლის პატ­რო­ნე­ბი ვე­რას­დროს შეძ­ლე­ბენ ნა­ხონ ექ­სპო­ნა­ტე­ბი...

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მო­ლე­კუ­ლუ­რი და სა­მე­დი­ცი­ნო გე­ნე­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პრო­ფე­სო­რი ქალ­ბა­ტო­ნი ელე­ნე აბ­ზი­ა­ნი­ძე სა­უ­ბარს მუ­ზე­უ­მის ის­ტო­რი­ით იწყებს. ამ­ბობს, რომ ექ­სპო­ნა­ტე­ბის ნა­წი­ლი თით­ქმის ორი სა­უ­კუ­ნი­საა.

- ბი­ო­ლო­გი­უ­რი მუ­ზე­უ­მი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბი­ო­ლო­გი­ის კა­თედ­რას­თან და­არ­სდა, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 40-იან წლებ­ში, პრო­ფე­სორ ვა­ლე­რი­ან როს­ტომ­ბე­გო­ვის მიერ. მინ­და გი­თხრათ, რომ მუ­ზე­უ­მი ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტებს შო­რის ერ­თა­დერ­თი იყო. აქ და­ცუ­ლი სა­ექ­სპო­ზი­ციო მა­სა­ლე­ბის ნა­წი­ლი წარ­მო­ად­გენს კავ­კა­სი­ის მუ­ზე­უ­მის (1852-1919) ექ­სპო­ნა­ტებს. 1983 წელს, ხან­ძრის გამო ექ­სპო­ნა­ტე­ბის ნა­წი­ლი და­ზი­ან­და. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­ზე­უ­მი გა­უქ­მე­ბუ­ლი იყო. 1996 წელს, რო­დე­საც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა და აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო მუ­ზე­უ­მი თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი მა­სა­ლით, ძა­ლი­ან მო­მინ­და მისი აღ­დგე­ნა. ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი ვი­ყა­ვით ჩარ­თუ­ლი პრო­ცეს­ში. მი­უ­ხე­და­ვად უმ­ძი­მე­სი გა­რე­მო პი­რო­ბე­ბი­სა, შევ­ძე­ლით მუ­ზე­უ­მის აღ­დგე­ნა. მარ­თა­ლია, გრძე­ლი და რთუ­ლი გზა განვვლეთ, მაგ­რამ მა­ინც ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მო­მა­ვალ თა­ო­ბას შე­მო­ვუ­ნა­ხავთ, რაც ჩვენ­მა წი­ნა­მორ­ბე­დებ­მა წლე­ბის წინ შექ­მნეს. დღეს ეს მუ­ზე­უ­მი უკვე ჩვე­ნი ის­ტო­რი­აა. აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად მოწ­ვე­უ­ლი გვყავ­და სა­მუ­ზე­უ­მო საქ­მის ექ­სპერ­ტი, გია ზარ­ქუა, რო­მელ­მაც უდი­დე­სი სა­მუ­შაო ჩა­ა­ტა­რა, აღად­გი­ნა თი­თო­ე­უ­ლი ნი­მუ­ში და შექ­მნა შე­სა­ნიშ­ნა­ვი ექ­სპო­ზი­ცი­ე­ბი.

- იქ­ნებ უშუ­ა­ლოდ მუ­ზე­უმ­ში წარ­მოდ­გე­ნილ ექ­სპო­ნა­ტებ­ზე მოგ­ვიყ­ვეთ...

- მუ­ზე­უმ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია უნი­კა­ლუ­რი ექ­სპო­ნა­ტე­ბი. პა­ლე­ო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპო­ნა­ტე­ბი­დან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია სი­ლუ­რუ­ლი, კემ­ბრი­ო­უ­ლი და იუ­რი­უ­ლი პე­რი­ო­დის მო­ლუს­კე­ბის, ტრო­ლო­ბი­ტე­ბის, ამო­ნი­ტე­ბი­სა და გრაფ­ტო­ლი­ტე­ბის უნი­კა­ლუ­რი გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი. შემ­დგომ წლებ­ში მუ­ზე­უ­მის მა­სა­ლე­ბი შე­ივ­სო ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის მიერ, სა­ქარ­თვე­ლოს ფლო­რი­სა და ფა­უ­ნის ენ­დე­მუ­რი და უნი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბით. გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას იპყრობს ემ­ბრი­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპო­ზი­ცია - ძუ­ძუმ­წოვ­რე­ბის ჩა­ნა­სა­ხო­ვა­ნი გან­ვი­თა­რე­ბის ად­რე­უ­ლი სტა­დი­ე­ბის (ამ­ნი­ო­ცენ­ტუ­ლი გარ­სით) ამ­სახ­ვე­ლი ექ­სპო­ნა­ტე­ბი. არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სოა ემ­ბრი­ო­ლო­გი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბის ამ­სახ­ვე­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი (ანენ­ცე­ფა­ლია, ჰიდ­რო­ცე­ფა­ლია, და სხვა).

- რაც შე­ე­ხე­ბა ანო­მა­ლი­ე­ბის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებს? გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

მუზეუმი თბილისში, სადაც სუსტი გულის პატრონები ვერასდროს მოხვდებიან

მუზეუმი თბილისში, სადაც სუსტი გულის პატრონები ვერასდროს მოხვდებიან

1996 წელი. წინანდალი, ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმი. ეზოში შესვლამდე კლასის დამრიგებელი ალექსანდრე ჭავჭავაძის ისტორიას გვიყვება.

ემოციები და შთაბეჭდილებები, რომელიც სახლ-მუზეუმში შესვლის შემდეგ მივიღე, ახლაც კარგად მახსოვს. მას შემდეგ იყო ბევრი მუზეუმი და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები... რამდენიმე დღის წინ კი ისეთ განსხვავებულ და უცნაურ მუზეუმში აღმოვჩნდი, რომლის შესახებ წარმოდგენაც არ მქონდა.

ჩვეულებრივი მუზეუმებისგან განსხვავებით, ამ "საგამოფენო დარბაზში" წარმოდგენილი ექსპონატები არც ძვირფასი თვლებით მოჭედილი სამკაულები, არც ჭურჭელი ან ისტორიული ნივთებია. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მუზეუმში, პალეობიოლოგიური, ორნითოლოგიური (ფრინველები), მამოლოგიური (ძუძუმწოვრები), იქთიოლოგიური (თევზები) და აგრეთვე ბოტანიკური (ჰერბარიუმების სახით) 500-მდე ექსპონატია. პირველ ემოციებს გაოცება, გაოცებას კი შიში ცვლის, როდესაც კოლბებში მოთავსებულ ანომალური ნაყოფისა და ემბრიონების განყოფილებასთან ვჩერდებით. ეს ის ადგილია, სადაც სუსტი გულის პატრონები ვერასდროს შეძლებენ ნახონ ექსპონატები...

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ქალბატონი ელენე აბზიანიძე საუბარს მუზეუმის ისტორიით იწყებს. ამბობს, რომ ექსპონატების ნაწილი თითქმის ორი საუკუნისაა.

- ბიოლოგიური მუზეუმი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიოლოგიის კათედრასთან დაარსდა, გასული საუკუნის 40-იან წლებში, პროფესორ ვალერიან როსტომბეგოვის მიერ. მინდა გითხრათ, რომ მუზეუმი ყოფილ საბჭოთა კავშირის სამედიცინო ინსტიტუტებს შორის ერთადერთი იყო. აქ დაცული საექსპოზიციო მასალების ნაწილი წარმოადგენს კავკასიის მუზეუმის (1852-1919) ექსპონატებს. 1983 წელს, ხანძრის გამო ექსპონატების ნაწილი დაზიანდა. წლების განმავლობაში მუზეუმი გაუქმებული იყო. 1996 წელს, როდესაც უნივერსიტეტში დავიწყე მუშაობა და აღმოვაჩინე, რა მდგომარეობაში იყო მუზეუმი თავისი უნიკალური მასალით, ძალიან მომინდა მისი აღდგენა. ორი თვის განმავლობაში, ყველა თანამშრომელი ვიყავით ჩართული პროცესში. მიუხედავად უმძიმესი გარემო პირობებისა, შევძელით მუზეუმის აღდგენა. მართალია, გრძელი და რთული გზა განვვლეთ, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, რომ მომავალ თაობას შემოვუნახავთ, რაც ჩვენმა წინამორბედებმა წლების წინ შექმნეს. დღეს ეს მუზეუმი უკვე ჩვენი ისტორიაა. აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად მოწვეული გვყავდა სამუზეუმო საქმის ექსპერტი, გია ზარქუა, რომელმაც უდიდესი სამუშაო ჩაატარა, აღადგინა თითოეული ნიმუში და შექმნა შესანიშნავი ექსპოზიციები.

- იქნებ უშუალოდ მუზეუმში წარმოდგენილ ექსპონატებზე მოგვიყვეთ...

- მუზეუმში წარმოდგენილია უნიკალური ექსპონატები. პალეობიოლოგიური ექსპონატებიდან აღსანიშნავია სილურული, კემბრიოული და იურიული პერიოდის მოლუსკების, ტროლობიტების, ამონიტებისა და გრაფტოლიტების უნიკალური გაქვავებული მასალები. შემდგომ წლებში მუზეუმის მასალები შეივსო ქართველი მეცნიერების მიერ, საქართველოს ფლორისა და ფაუნის ენდემური და უნიკალური ჯგუფებით. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ემბრიოლოგიური ექსპოზიცია - ძუძუმწოვრების ჩანასახოვანი განვითარების ადრეული სტადიების (ამნიოცენტული გარსით) ამსახველი ექსპონატები. არანაკლებ საინტერესოა ემბრიოლოგიური პათოლოგიების ამსახველი პრეპარატები (ანენცეფალია, ჰიდროცეფალია, და სხვა).

- რაც შეეხება ანომალიების გამომწვევ მიზეზებს?  განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია