სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 04:18-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 07:02-ზე, მთვარე ტყუპშია – ჰარმონიული და მარტივი დღეა, სიყვარულის, პატიებისა და მიღების. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. თუმცა, ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. საღამოსკენ გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს. გადაიხადეთ ვალები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დღეს არ შექმნათ ოჯახი. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მწვავე პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისი საბერძნეთში - რა ელის ქვეყანას?
მწვავე პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისი საბერძნეთში - რა ელის ქვეყანას?

სა­ბერ­ძნეთ­ში ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზისს პო­ლი­ტი­კუ­რიც და­ე­მა­ტა. მა­შინ, რო­დე­საც ქვეყ­ნის მთავ­რო­ბამ სა­ერ­თა­შო­რი­სო კრე­დი­ტო­რებ­თან ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წია, თა­ვი­დან აი­ცი­ლა დე­ფოლ­ტი და ევ­რო­ზო­ნი­დან გას­ვლა, ქვე­ყა­ნა­ში მმარ­თვე­ლი გუნ­დი ორად გა­ი­ყო. პარ­ტია "სი­რი­ზას" წევრთა ნა­წილ­მა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პარ­ტი­ის შექ­მნის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და. ახალ პარ­ტი­ას ის დე­პუ­ტა­ტე­ბი შე­უ­ერ­თდე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც ათე­ნის მიერ სა­ერ­თა­შო­რი­სო კრე­დი­ტო­რებ­თან ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ მიღ­წე­ულ შე­თან­ხმე­ბას მხარს არ უჭე­რენ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ გახ­და სა­ჯა­რო, რაც ქვეყ­ნის პრე­მი­ერ­მა, ალექ­სის ციპ­რას­მა პოს­ტის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, მან ბევ­რი იბ­რძო­ლა ქვეყ­ნის გა­და­სარ­ჩე­ნად, ახლა კი სა­ჭი­როა ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი იმი­სათ­ვის, რომ მო­სახ­ლე­ო­ბამ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თა­რი აზრი და­ა­ფიქ­სი­როს.

"ჩემო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე ბერ­ძნე­ბო, მე ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას თქვენ გი­ტო­ვებთ გან­სას­ჯე­ლად. ვა­მა­ყობ, რომ ვიბ­რძო­ლე იმი­სათ­ვის, რომ ჩვე­ნი და­პი­რე­ბე­ბის წი­ნა­შე ვყო­ფი­ლი­ყა­ვით მარ­თა­ლი. ჩვენ რთუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გვქონ­და და დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ვუ­ძე­ლით ბევრ ზე­წო­ლას და შან­ტაჟს. თუმ­ცა, ჩვენ სა­ბერ­ძნე­თის პრობ­ლე­მა გავ­ხა­დეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრობ­ლე­მა. თქვენ თქვე­ნი არ­ჩე­ვა­ნით გა­და­წყვეტთ, არის თუ არა ჩვენ მიერ მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბა საკ­მა­რი­სი", - ამ სი­ტყვე­ბით მო­სახ­ლე­ო­ბას ალექ­სის ციპ­რას­მა 2 დღის წინ მი­მარ­თა.

ციპ­რასს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უწუ­ნებს წამ­ყვა­ნი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძალა.

"ეთი­კუ­რად და პო­ლი­ტი­კუ­რად არ არის სწო­რი, ელო­დო პარ­ლა­მენ­ტში მო­კავ­ში­რე­ე­ბის­გან მხარ­და­ჭე­რას, მი­ი­ღო რაც გინ­და, და შემ­დეგ მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­დად­გე არა­სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო", - აღ­ნიშ­ნა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ლი­დერ­მა, ევან­გე­ლოს მე­ი­მა­რა­კის­მა.

პრე­მი­ე­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის. მათი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ციპ­რა­სის გა­დად­გო­მა და ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნა, ქვეყ­ნის­თვის სა­ვა­ლა­ლო იქ­ნე­ბა.

"ჩვენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი დავ­ზა­რალ­დე­ბით, ვი­ნა­ი­დან ჩვენ თავს და­ცუ­ლად ვე­ღარ ვგრძნობთ, ეს არ იყო სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი", - აღ­ნიშ­ნა ერთ-ერთი მა­ღა­ზი­ის მფლო­ბელ­მა, კონ­სტა­ნი­ნოს პუ­ლო­პუ­ლოს­მა.

"მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ ისი­ნი პრობ­ლე­მებს გა­ურ­ბი­ან, ეს მი­უ­ღე­ბე­ლია. ციპ­რა­სი ახალ­გაზ­რდა მმარ­თვე­ლია, რო­მელ­საც ჩვენ ვენ­დეთ. ახლა კი არა მგო­ნია მან უმ­რავ­ლე­სო­ბა მო­ი­პო­ვოს. შემ­დეგ პარ­ტი­ე­ბი ერ­თად მუ­შა­ო­ბა­ზეც ვერ შე­თან­ხმდე­ბი­ან. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ყო­ველ­დღე არ­ჩევ­ნე­ბი უნდა ვმარ­თოთ. ეს სა­ში­შია ქვეყ­ნის­თვის", - მი­იჩ­ნევს პენ­სი­ო­ნე­რი, ნა­პო­ლე­ონ პა­პა­სი.

მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და სამ­თავ­რო­ბო გუნდში აზრი ორად მას შემ­დეგ გა­ი­ყო, რაც რამ­დე­ნი­მე თვის წინ ათენ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო კრე­დი­ტო­რებ­თან ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წია. შე­თან­ხმე­ბის მი­ხედ­ვით, მომ­დევ­ნო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ათე­ნი 86 მი­ლი­არ­დი ევ­როს ოდე­ნო­ბის დახ­მა­რე­ბას მი­ი­ღებს, სა­ნაც­ვლოდ კი სა­ბერ­ძნეთ­მა გა­და­სა­ხა­დე­ბი უნდა გა­ზარ­დოს და და­ნა­ხარ­ჯე­ბი შე­ამ­ცი­როს. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ ათენს არა­ერ­თი მკაც­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­მის მი­ღე­ბა მო­უ­წევს.

პა­რა­ლე­ლუ­რად, მო­სახ­ლე­ო­ბა ში­შობს, რომ თუ მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­ზე პარ­ტია "სი­რი­ზა" უმ­რავ­ლე­სო­ბას ვერ მო­ი­პო­ვებს, მა­შინ ქვე­ყა­ნა უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდე­ბა. ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის შემ­დეგ, ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი გაღ­რმავ­დე­ბა. რა ელო­დე­ბა სა­ბერ­ძნეთს? პა­სუ­ხი ამ კი­თხვა­ზე სა­ვა­რა­უ­დოდ, ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

თამ­თა ჯი­ჯა­ვა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

მწვავე პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისი საბერძნეთში - რა ელის ქვეყანას?

მწვავე პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისი საბერძნეთში - რა ელის ქვეყანას?

საბერძნეთში ეკონომიკურ კრიზისს პოლიტიკურიც დაემატა. მაშინ, როდესაც ქვეყნის მთავრობამ საერთაშორისო კრედიტორებთან ფინანსური დახმარების შესახებ შეთანხმებას მიაღწია, თავიდან აიცილა დეფოლტი და ევროზონიდან გასვლა, ქვეყანაში მმართველი გუნდი ორად გაიყო. პარტია "სირიზას" წევრთა ნაწილმა დამოუკიდებელი პარტიის შექმნის შესახებ განაცხადა. ახალ პარტიას ის დეპუტატები შეუერთდებიან, რომლებიც ათენის მიერ საერთაშორისო კრედიტორებთან ფინანსური დახმარების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას მხარს არ უჭერენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა საჯარო, რაც ქვეყნის პრემიერმა, ალექსის ციპრასმა პოსტის დატოვების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, მან ბევრი იბრძოლა ქვეყნის გადასარჩენად, ახლა კი საჭიროა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმისათვის, რომ მოსახლეობამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსიროს.

"ჩემო თანამემამულე ბერძნებო, მე ამ გადაწყვეტილებას თქვენ გიტოვებთ განსასჯელად. ვამაყობ, რომ ვიბრძოლე იმისათვის, რომ ჩვენი დაპირებების წინაშე ვყოფილიყავით მართალი. ჩვენ რთული მოლაპარაკებები გვქონდა და დიდი ხნის განმავლობაში გავუძელით ბევრ ზეწოლას და შანტაჟს. თუმცა, ჩვენ საბერძნეთის პრობლემა გავხადეთ საერთაშორისო პრობლემა. თქვენ თქვენი არჩევანით გადაწყვეტთ, არის თუ არა ჩვენ მიერ მიღწეული შეთანხმება საკმარისი", - ამ სიტყვებით მოსახლეობას ალექსის ციპრასმა 2 დღის წინ მიმართა.

ციპრასს გადაწყვეტილებას უწუნებს წამყვანი ოპოზიციური ძალა.

"ეთიკურად და პოლიტიკურად არ არის სწორი, ელოდო პარლამენტში მოკავშირეებისგან მხარდაჭერას, მიიღო რაც გინდა, და შემდეგ მოულოდნელად გადადგე არასერიოზული მიზეზების გამო", - აღნიშნა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, ევანგელოს მეიმარაკისმა.

პრემიერის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა მოსახლეობისთვის. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ციპრასის გადადგომა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, ქვეყნისთვის სავალალო იქნება.

"ჩვენ მოქალაქეები დავზარალდებით, ვინაიდან ჩვენ თავს დაცულად ვეღარ ვგრძნობთ, ეს არ იყო საუკეთესო გამოსავალი", - აღნიშნა ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელმა, კონსტანინოს პულოპულოსმა.

"მთავრობის გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ისინი პრობლემებს გაურბიან, ეს მიუღებელია. ციპრასი ახალგაზრდა მმართველია, რომელსაც ჩვენ ვენდეთ. ახლა კი არა მგონია მან უმრავლესობა მოიპოვოს. შემდეგ პარტიები ერთად მუშაობაზეც ვერ შეთანხმდებიან. რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველდღე არჩევნები უნდა ვმართოთ. ეს საშიშია ქვეყნისთვის", - მიიჩნევს პენსიონერი, ნაპოლეონ პაპასი.

მოსახლეობასა და სამთავრობო გუნდში აზრი ორად მას შემდეგ გაიყო, რაც რამდენიმე თვის წინ ათენმა საერთაშორისო კრედიტორებთან ფინანსური დახმარების შესახებ შეთანხმებას მიაღწია. შეთანხმების მიხედვით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ათენი 86 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას მიიღებს, სანაცვლოდ კი საბერძნეთმა გადასახადები უნდა გაზარდოს და დანახარჯები შეამციროს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ათენს არაერთი მკაცრი ეკონომიკური ზომის მიღება მოუწევს.

პარალელურად, მოსახლეობა შიშობს, რომ თუ მომავალ არჩევნებზე პარტია "სირიზა" უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, მაშინ ქვეყანა უფრო სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდება. რა ელოდება საბერძნეთს? პასუხი ამ კითხვაზე სავარაუდოდ, ვადამდელი არჩევნების შემდეგ გახდება ცნობილი.

თამთა ჯიჯავაძე

AMBEBI.GE

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა