საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ და რა თანხით აფინანსებს ქართულ პოლიტიკას: პარტიების შემოწირულობების მონაცემების მოულოდნელი შედეგი
ვინ და რა თანხით აფინანსებს ქართულ პოლიტიკას: პარტიების შემოწირულობების მონაცემების მოულოდნელი შედეგი

2015 წლის და­სა­წყი­სი­დან ივ­ლი­სის ბო­ლომ­დე პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს შო­რის ყვე­ლა­ზე დიდი ოდე­ნო­ბის შე­მო­წი­რუ­ლო­ბა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას პარ­ტია "ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო - თა­ვი­სუ­ფალ­მა დე­მოკ­რა­ტებ­მა" მი­ი­ღო.

რო­გორც AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის ფი­ნან­სუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი, ზუ­რაბ აზ­ნა­უ­რაშ­ვი­ლის ამ­ბობს, აღ­ნიშ­ნუ­ლი პარ­ტი­ის­თვის რამ­დე­ნი­მე ფი­ზი­კურ­მა პირ­მა საკ­მა­ოდ დიდი ოდე­ნო­ბის თან­ხა გა­ი­ღო: "პირ­ველ ად­გილ­ზე წელს არის "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი". მათ ჰქონ­დათ რამ­დე­ნი­მე მსხვი­ლი შე­მო­წი­რუ­ლო­ბა. მსგავ­სი ტი­პის შე­მო­წი­რუ­ლო­ბა არ­ცერთ სხვა პარ­ტი­ას არ მი­უ­ღია. "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ძი­რი­თა­დად სა­წევ­რო შე­ნა­ტა­ნე­ბი აქვს. მსგავ­სი მო­ნა­ცე­მე­ბი აქვთ "რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ა­საც". სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დიც რომ არ არის, შე­სა­ბა­მი­სად, არ არის დიდი შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბი".

პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის ფი­ნან­სუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2015 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან 31 ივ­ლი­სამ­დე ალა­სა­ნი­ას პარ­ტი­ამ 145 500 ლარი მი­ი­ღო. მათ­გან ყვე­ლა­ზე მსხვილ შე­მომ­წირ­ვე­ლებს და­ვით ან­დღუ­ლა­ძე, გია ხო­მა­სუ­რი­ძე და ვახ­ტანგ კურ­ტა­ნი­ძე წარ­მო­ად­გე­ნენ. მათ 30 000-30 000 ლარი შეს­წი­რეს პარ­ტია "თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებს". ისი­ნი სხვა­დას­ხვა სა­ხის შპს-ებს ფლო­ბენ. ალა­სა­ნი­ას პარ­ტი­ას ასე­ვე 10000-10000 ლარი შეს­წი­რეს ალექ­სან­დრე ბურ­ჭუ­ლა­ძემ, ალექ­სან­დრე ჯო­ხა­ძემ და გოჩა მი­ნაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა "ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას", იგი შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბით მე­ო­რე ად­გი­ლას გა­ვი­და. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, აღ­ნიშ­ნულ­მა პარ­ტი­ამ 136 400 ლარი მი­ი­ღო. ყო­ფილ მმარ­თველ გუნდს საკ­მა­ოდ ბევ­რი მსხვი­ლი შე­მომ­წირ­ვე­ლი ჰყავს. მათ შო­რი­საა სა­კა­ლათ­ბურ­თო კლუბ "თბი­ლი­სის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ლე­ვან ბეჟაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც პარ­ტი­ას 5000 ლარი გა­და­უ­რი­ცხა. ასე­ვე სხვა­დას­ხვა შპს-ების მფლო­ბე­ლე­ბი - მი­რი­ან სა­რიშ­ვი­ლი, ირმა სტეფ­ნა­ძე-იაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი და სხვა.

შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით ბოლო 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­სა­მე ად­გი­ლას ირმა ინაშ­ვი­ლის პარ­ტია "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სია", რო­მელ­მაც უკვე 54 980 ლარი მი­ი­ღო. აღ­ნიშ­ნულ პარ­ტი­ას 46 040 ლარი გა­და­უ­რი­ცხა გოჩა თევ­დო­რა­ძემ, რო­მე­ლიც "სა­ქარ­თვე­ლოს მომ­ხმა­რე­ბელ­თა ფე­დე­რა­ცია გე­ო­კონ­სუ­მერ"-ის დი­რექ­ტო­რია. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე შე­მომ­წირ­ველს, იგი სა­ჯა­რო რე­ესტრის მო­ნა­ცე­მე­ბით, შპს შუ­ა­მა­ვა­ლი L.T.D MIDDLEMAN-ის დი­რექ­ტო­რი და მფლო­ბე­ლი, ლე­ვან ტა­კაშ­ვი­ლია. მან 8884 ლარი გა­და­რი­ცხა "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის­თვის".

რაც შე­ე­ხე­ბა კახა კუ­კა­ვას პარ­ტია "თა­ვი­სუ­ფალ სა­ქარ­თვე­ლოს", მან ბოლო შვი­დი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბის სა­ხით 29 178 ლარი მი­ი­ღო. მე­ხუ­თე ად­გი­ლას ახალ­შექ­მნი­ლი "დევ­ნილ­თა პარ­ტია" გა­ვი­და 21 400 ლა­რით.

"რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" შე­მო­წი­რუ­ლო­ბებ­მა კი მხო­ლოდ 18 055 შე­ად­გი­ნა. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი მო­ნა­ცე­მი აქვს ამ კუ­თხით პარ­ტია "ქარ­თულ ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ქარ­თვე­ლოს", რო­მელ­მაც მხო­ლოდ 5 065 ლარი მი­ი­ღო, მათი უმ­რა­ლე­სო­ბა კი სა­წევ­როს სა­ხით. ერ­თა­დერ­თი მსხვი­ლი შე­მო­წი­რუ­ლო­ბა მან თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის­გან მი­ი­ღო, რაც 4 600 ლა­რის ოდე­ნო­ბის არა­ფუ­ლად შე­მო­წი­რუ­ლო­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2014 წელს, მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის" შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბის სა­ხით მი­ღე­ბუ­ლი თან­ხა გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი, 6 157 751,03 ლარი იყო. თუმ­ცა, მა­შინ მმარ­თველ გუნდში უფრო მეტი პარ­ტია ერ­თი­ან­დე­ბო­და. რაც შე­ე­ხე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის" გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­რი­ცხულ შე­მო­წი­რუ­ლო­ბებს, აღ­ნიშ­ნულ­მა თან­ხამ 299,819 ლარი შე­ად­გი­ნა.

"გა­სუ­ლი წელი იყო სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დი. სა­არ­ჩევ­ნო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯამ­დე­ბა კო­ა­ლი­ცი­ის წევ­რი პარ­ტი­ე­ბის სა­ერ­თო შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბი, მა­შინ ექ­ვსი პარ­ტი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ჯამი იყო. წელს კი ყვე­ლა პარ­ტია ცალ-ცალ­კე და­ჯამ­და. მა­გა­ლი­თად, ალა­სა­ნი­ას პარ­ტია ხომ წელს ცალ­კეა. ასე­ვე რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბიც ცალ­კე და­ჯამ­და", - აღ­ნიშ­ნა ზუ­რაბ აზ­ნა­უ­რაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა იუ­რი­დი­ულ პი­რებს, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის ფი­ნან­სუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წლის და­სა­წყი­სი­დან ივ­ლი­სის ბო­ლომ­დე ერთი შე­მო­წი­რუ­ლო­ბაც არ ყო­ფი­ლა იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის­გან.

თამ­თა ჯი­ჯა­ვა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ვინ და რა თანხით აფინანსებს ქართულ პოლიტიკას: პარტიების შემოწირულობების მონაცემების მოულოდნელი შედეგი

ვინ და რა თანხით აფინანსებს ქართულ პოლიტიკას: პარტიების შემოწირულობების მონაცემების მოულოდნელი შედეგი

2015 წლის დასაწყისიდან ივლისის ბოლომდე პოლიტიკურ პარტიებს შორის ყველაზე დიდი ოდენობის შემოწირულობა ირაკლი ალასანიას პარტია "ჩვენი საქართველო - თავისუფალმა დემოკრატებმა" მიიღო.

როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი, ზურაბ აზნაურაშვილის ამბობს, აღნიშნული პარტიისთვის რამდენიმე ფიზიკურმა პირმა საკმაოდ დიდი ოდენობის თანხა გაიღო: "პირველ ადგილზე წელს არის "თავისუფალი დემოკრატები". მათ ჰქონდათ რამდენიმე მსხვილი შემოწირულობა. მსგავსი ტიპის შემოწირულობა არცერთ სხვა პარტიას არ მიუღია. "ნაციონალურ მოძრაობას" ძირითადად საწევრო შენატანები აქვს. მსგავსი მონაცემები აქვთ "რესპუბლიკურ პარტიასაც". საარჩევნო პერიოდიც რომ არ არის, შესაბამისად, არ არის დიდი შემოწირულობები".

პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის მონაცემებით, 2015 წლის პირველი იანვრიდან 31 ივლისამდე ალასანიას პარტიამ 145 500 ლარი მიიღო. მათგან ყველაზე მსხვილ შემომწირველებს დავით ანდღულაძე, გია ხომასურიძე და ვახტანგ კურტანიძე წარმოადგენენ. მათ 30 000-30 000 ლარი შესწირეს პარტია "თავისუფალ დემოკრატებს". ისინი სხვადასხვა სახის შპს-ებს ფლობენ. ალასანიას პარტიას ასევე 10000-10000 ლარი შესწირეს ალექსანდრე ბურჭულაძემ, ალექსანდრე ჯოხაძემ და გოჩა მინაშვილმა.

რაც შეეხება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", იგი შემოწირულობებით მეორე ადგილას გავიდა. ბოლო მონაცემებით, აღნიშნულმა პარტიამ 136 400 ლარი მიიღო. ყოფილ მმართველ გუნდს საკმაოდ ბევრი მსხვილი შემომწირველი ჰყავს. მათ შორისაა საკალათბურთო კლუბ "თბილისის" დამფუძნებელი ლევან ბეჟაშვილი, რომელმაც პარტიას 5000 ლარი გადაურიცხა. ასევე სხვადასხვა შპს-ების მფლობელები - მირიან სარიშვილი, ირმა სტეფნაძე-იაშვილი, გიორგი სულხანიშვილი და სხვა.

შემოწირულობების რაოდენობის მიხედვით ბოლო 7 თვის განმავლობაში მესამე ადგილას ირმა ინაშვილის პარტია "პატრიოტთა ალიანსია", რომელმაც უკვე 54 980 ლარი მიიღო. აღნიშნულ პარტიას 46 040 ლარი გადაურიცხა გოჩა თევდორაძემ, რომელიც "საქართველოს მომხმარებელთა ფედერაცია გეოკონსუმერ"-ის დირექტორია. რაც შეეხება მეორე შემომწირველს, იგი საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს შუამავალი L.T.D MIDDLEMAN-ის დირექტორი და მფლობელი, ლევან ტაკაშვილია. მან 8884 ლარი გადარიცხა "პატრიოტთა ალიანსისთვის".

რაც შეეხება კახა კუკავას პარტია "თავისუფალ საქართველოს", მან ბოლო შვიდი თვის განმავლობაში შემოწირულობების სახით 29 178 ლარი მიიღო. მეხუთე ადგილას ახალშექმნილი "დევნილთა პარტია" გავიდა 21 400 ლარით.

"რესპუბლიკური პარტიის" შემოწირულობებმა კი მხოლოდ 18 055 შეადგინა. ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მონაცემი აქვს ამ კუთხით პარტია "ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს", რომელმაც მხოლოდ 5 065 ლარი მიიღო, მათი უმრალესობა კი საწევროს სახით. ერთადერთი მსხვილი შემოწირულობა მან თამაზ თამაზაშვილისგან მიიღო, რაც 4 600 ლარის ოდენობის არაფულად შემოწირულობაში გამოიხატა.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, მთელი წლის განმავლობაში "ქართული ოცნებისთვის" შემოწირულობების სახით მიღებული თანხა გაცილებით მაღალი,  6 157 751,03 ლარი იყო. თუმცა, მაშინ მმართველ გუნდში უფრო მეტი პარტია ერთიანდებოდა. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობისთვის" გასული წლის განმავლობაში გადარიცხულ შემოწირულობებს, აღნიშნულმა თანხამ 299,819 ლარი შეადგინა.

"გასული წელი იყო საარჩევნო პერიოდი. საარჩევნო წლის განმავლობაში ჯამდება კოალიციის წევრი პარტიების საერთო შემოწირულობები, მაშინ ექვსი პარტიის გაერთიანებული ჯამი იყო. წელს კი ყველა პარტია ცალ-ცალკე დაჯამდა. მაგალითად, ალასანიას პარტია ხომ წელს ცალკეა. ასევე რესპუბლიკელების მონაცემებიც ცალკე დაჯამდა", - აღნიშნა ზურაბ აზნაურაშვილმა.

რაც შეეხება იურიდიულ პირებს, პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან ივლისის ბოლომდე ერთი შემოწირულობაც არ ყოფილა იურიდიული პირებისგან.

თამთა ჯიჯავაძე

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."