კახეთში, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, თბილისიდან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები გაიგზავნა

კახეთში, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, თბილისიდან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები გაიგზავნა

მეხანძრე-მაშველები და პოლიციის თანამშრომლები კახეთში მომხდარი სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, რამდენიმე რაიონში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა შეტყობინება კახეთში უხვი ნალექის მოსვლის შესახებ. შეტყობინების მიღებისთანავე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის ყველა სამაშველო განყოფილება, თბილისიდან დამატებით გაიგზავნა ათი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

შსს-ს ცნობით, ყვარლის რაიონში მოსულმა უხვმა ნალექმა, სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ავტომობილები და სახლების სახურავები დააზიანა, ლაგოდეხის რაიონში საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა, ახმეტის რაიონში კი ჩამოწოლილი მეწყერის გამო გზის სავალი ნაწილი ჩაიხერგა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველ-მეხანძრეები და კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები გზის გაწმენდით და დატბორილი სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

სტიქია კახეთში: განადგურებულია მოსავალი, დატბორილია სახლები, მოსახლეობა გაზისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია