პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსაკლავად დამდევენ" - რას წერდა 19 წლის ბიჭი მეგობარს, რომლის მკვლელსაც 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
"მოსაკლავად დამდევენ" - რას წერდა 19 წლის ბიჭი მეგობარს, რომლის მკვლელსაც 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

"მო­საკ­ლა­ვად დამ­დე­ვენ, მე­ძი­ნა, ვი­ღა­ცე­ბი ამო­ვარ­დნი­ლან სახ­ლში, თურ­მე კარ­ზე აბ­რა­ხუ­ნებ­დნენ. დე­და­ჩემ­მა მი­თხრა, ვინ­მეს რამე ხომ არ და­უ­შა­ვეო. არ ვიცი, ვინ იყ­ვნენ. შავი მან­ქა­ნით ყო­ფი­ლან, ჯერ კორ­პუ­სის წინა მხრი­დან მო­სუ­ლან, მერე უკან და­უ­ყე­ნე­ბი­ათ მან­ქა­ნა. მე­ზობ­ლის­თვის უკი­თხავთ, ხა­რა­ზიშ­ვი­ლი აქ ცხოვ­რობ­სო? აბ­რა­ხუ­ნებ­დნენ თურ­მე ჩვენს კარ­ზე, მერე მე­ზობ­ლის კარ­ზე. არ ვიცი, ვინ შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო, არა­ვის­თვის არა­ფე­რი მი­წყე­ნი­ნე­ბია. მით უმე­ტეს, ისე­თი, რომ კა­ცე­ბი დამ­დგო­მოდ­ნენ სახ­ლში. გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ", - ეს სი­ტყვე­ბი სიკ­ვდი­ლამ­დე ცოტა ხნით ადრე და­ვით ხა­რა­ზიშ­ვილ­მა მე­გო­ბარს "ფე­ის­ბუკ­ზე" მის­წე­რა. მა­შინ რას წარ­მო­იდ­გენ­და 19 წლის ახალ­გაზ­რდა, რომ ნათ­ქვა­მი, მო­საკ­ლა­ვად დამ­დე­ვე­ნო, სი­მარ­თლე იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მე­გობ­რე­ბის­თვი­საც უთ­ქვამს ეს ამ­ბა­ვი და უხუმ­რია, თუ მოვ­კვდი, იცო­დეთ, ლა­მა­ზად უნდა გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დეო.

19 წლის დათო ხა­რა­ზიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ კახა ფო­დი­აშ­ვილს 14-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. გა­ნა­ჩე­ნი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში დღეს გა­მო­ცხად­და. რაც შე­ე­ხე­ბა საქ­მის ვი­თა­რე­ბას, რო­გორც ცნო­ბი­ლია, დათო ხა­რა­ზიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში 16 წლის ნა­თია ფო­დი­აშ­ვი­ლის მა­მის კახა ფო­დი­აშ­ვი­ლის გარ­და მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ გო­გო­ნას ბიძა და ბა­ბუ­აც, რომ­ლე­ბიც, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­მალ­ვა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან და ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რია აქვთ და­ტო­ვე­ბუ­ლი.

დათო ხა­რა­ზიშ­ვი­ლი სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბილ­ში, ვარ­კე­თი­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 2014 წლის 15 დე­კემ­ბერს მოკ­ლეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით მოხ­და. კერ­ძოდ, გარ­დაც­ვლი­ლის დედა, ხა­თუ­ნა ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ 16 წლის ნა­თია ფო­დი­აშ­ვილ­მა ოჯა­ხის წევ­რებს მი­ა­წო­და ცრუ ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს დათო ხა­რა­ზიშ­ვილ­მა იგი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა. თუმც, მოკ­ლუ­ლის დე­დის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­სე­ბობს ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, სა­დაც ფო­დი­აშ­ვი­ლის მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა არ დას­ტურ­დე­ბა.

"ჩემი შვი­ლი ნა­თია ფო­დი­აშ­ვილ­მა 14 დე­კემ­ბერს გა­ი­ტყუა სახ­ლი­დან, შემ­დეგ კი და­ახ­ვედ­რა მამა, ბა­ბუა და ბიძა, რომ­ლე­ბიც ჩას­ხდნენ ჩემი შვი­ლის ავ­ტო­მო­ბილ­ში და სცე­მეს იგი. შემ­დეგ კი მა­მამ, რო­მე­ლიც უკან იჯდა, ჩემი შვი­ლი ცივი ია­რა­ღით მოკ­ლა. ჩვენ მო­ვი­თხოვთ არა მხო­ლოდ მა­მის, არა­მედ ბა­ბუ­ი­სა და ბი­ძის გა­სა­მარ­თლე­ბა­საც, რა­ზეც იმე­დი გვაქვს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­მო­ძი­ე­ბას და­ი­წყებს", - გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა ელიზ­ბა­რაშ­ვილ­მა.

"კვი­რის პა­ლიტ­რამ" მომ­ხრარ მკვლე­ლო­ბა­ზე თა­ვის დრო­ზე სტა­ტია მო­ამ­ზა­და, რო­მე­ლის ნა­წილ­საც გთა­ვა­ზობთ:

რა­ტომ გა­წი­რეს 19 წლის ბიჭი - "ოჯახს მკვლე­ლო­ბა წი­ნას­წარ ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი"

15 დე­კემ­ბრის სა­ღა­მოს დათო შინ იყო, როცა გო­გო­ნას მე­სი­ჯი მი­ი­ღო - შეხ­ვედ­რას სთხოვ­და. ბიჭი დე­დის მან­ქა­ნით წა­ვი­და, გო­გო­ნა მან­ქა­ნა­ში ჩა­ის­ვა და ვარ­კე­თილ­ში, სუ­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩის­კენ და­იძ­რა. მცი­რე მან­ძი­ლი გა­ი­ა­რეს, მაგ­რამ უკ­ნი­დან მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხათ და შე­ჩერ­დნენ. ამ დროს თავს სამი მა­მა­კა­ცი და­ეს­ხათ. ბიჭ­მა მან­ქა­ნი­დან გად­მოს­ვლაც ვერ მო­ას­წრო, რომ ერ­თმა ზურ­გში დანა ჩა­არ­ტყა. თავ­დამ­სხმე­ლებ­მა გო­გო­ნა თა­ვი­ანთ მან­ქა­ნა­ში გა­დას­ვეს და დაჭ­რი­ლი იქვე მი­აგ­დეს. და­თოს ტე­ლე­ფო­ნი წა­არ­თვეს, ამი­ტომ დახ­მა­რე­ბის­თვის

და­რეკ­ვა ვერ შეძ­ლო. მან­ქა­ნი­დან გად­მოს­ვლა სცა­და, მაგ­რამ იქვე წა­იქ­ცა, როცა ნა­ხეს, სის­ხლის­გან დაც­ლი­ლი იყო.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით გო­გო­ნას მამა 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კახა ფო­დი­აშ­ვი­ლი "მეტ­რომ­შე­ნის" და­სახ­ლე­ბა­ში და­ა­კა­ვეს. ბრალ­დე­ბულ­მა და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კახა ფრო­დი­აშ­ვი­ლი ადრე ნა­სა­მარ­თლე­ვია, ამ­ჟა­მად ნა­სა­მარ­თლო­ბა გა­ქარ­წყლე­ბუ­ლი აქვს. რა გახ­და 19 წლის ბი­ჭის მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი, ამა­ზე არც მოკ­ლუ­ლის მე­გობ­რე­ბი სა­უბ­რო­ბენ. და­თოს დე­ი­დას ეკა ელიზ­ბა­რაშ­ვილს მი­აჩ­ნია, რომ მკვლე­ლო­ბა წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი იყო და კა­ტე­გო­რი­უ­ლად ითხოვს იქ მყო­ფი სხვა პი­რე­ბის დას­ჯა­საც: "გო­გოს უყ­ვარ­და, და­თოს კი უბ­რა­ლოდ მოს­წონ­და. იმ გო­გომ გა­ი­ტყუა ში­ნი­დან, ოჯახს ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წარ ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი. მან­ქა­ნას უკ­ნი­დან და­არ­ტყეს, დათო მან­ქა­ნი­დან არც გად­მო­უშ­ვეს, გო­გოს პა­პამ და ბი­ძამ და­ი­ჭი­რეს, მა­მამ კი დანა ჩა­არ­ტყა ზურ­გში. მერე 19 წლის ბიჭი იქვე და­აგ­დეს, თა­ვი­ან­თი გოგო მან­ქა­ნა­ში ჩა­აგ­დეს და არც არა­ვის შე­ა­ტყო­ბი­ნეს, ისე და­ტო­ვეს დაჭ­რი­ლი. ბავ­შვი სის­ხლის­გან და­ი­ცა­ლა. მეტი სი­სას­ტი­კე რა უნდა მოხ­დეს?"

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ამ­ბის შე­სა­ხებ გო­გო­ნამ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში თა­ვის მე­გო­ბარს უამ­ბო, ასე გა­ცხად­და, მკვლე­ლო­ბა მათი ჩა­დე­ნი­ლი რომ იყო.

გაგ­რძე­ლე­ბა

"მოსაკლავად დამდევენ" - რას წერდა 19 წლის ბიჭი მეგობარს, რომლის მკვლელსაც 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

"მოსაკლავად დამდევენ" - რას წერდა 19 წლის ბიჭი მეგობარს, რომლის მკვლელსაც 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

"მოსაკლავად დამდევენ, მეძინა, ვიღაცები ამოვარდნილან სახლში, თურმე კარზე აბრახუნებდნენ. დედაჩემმა მითხრა, ვინმეს რამე ხომ არ დაუშავეო. არ ვიცი, ვინ იყვნენ. შავი მანქანით ყოფილან, ჯერ კორპუსის წინა მხრიდან მოსულან, მერე უკან დაუყენებიათ მანქანა. მეზობლისთვის უკითხავთ, ხარაზიშვილი აქ ცხოვრობსო? აბრახუნებდნენ თურმე ჩვენს კარზე, მერე მეზობლის კარზე. არ ვიცი, ვინ შეიძლება ყოფილიყო, არავისთვის არაფერი მიწყენინებია. მით უმეტეს, ისეთი, რომ კაცები დამდგომოდნენ სახლში. გაკვირვებული ვარ", - ეს სიტყვები სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დავით ხარაზიშვილმა მეგობარს "ფეისბუკზე" მისწერა. მაშინ რას წარმოიდგენდა 19 წლის ახალგაზრდა, რომ ნათქვამი, მოსაკლავად დამდევენო, სიმართლე იყო. მოგვიანებით მეგობრებისთვისაც უთქვამს ეს ამბავი და უხუმრია, თუ მოვკვდი, იცოდეთ, ლამაზად უნდა გამოვიყურებოდეო.

19 წლის დათო ხარაზიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ კახა ფოდიაშვილს 14-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამოცხადდა. რაც შეეხება საქმის ვითარებას, როგორც ცნობილია, დათო ხარაზიშვილის მკვლელობაში 16 წლის ნათია ფოდიაშვილის მამის კახა ფოდიაშვილის გარდა მონაწილეობდნენ გოგონას ბიძა და ბაბუაც, რომლებიც, დაზარალებულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, მიმალვაში იმყოფებიან და ქვეყნის ტერიტორია აქვთ დატოვებული.

დათო ხარაზიშვილი საკუთარ ავტომობილში, ვარკეთილის ტერიტორიაზე 2014 წლის 15 დეკემბერს მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა შურისძიების მოტივით მოხდა. კერძოდ, გარდაცვლილის დედა, ხათუნა ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ 16 წლის ნათია ფოდიაშვილმა ოჯახის წევრებს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს დათო ხარაზიშვილმა იგი გააუპატიურა. თუმც, მოკლულის დედის ინფორმაციით, არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ფოდიაშვილის მიმართ სექსუალური ძალადობა არ დასტურდება.

"ჩემი შვილი ნათია ფოდიაშვილმა 14 დეკემბერს გაიტყუა სახლიდან, შემდეგ კი დაახვედრა მამა, ბაბუა და ბიძა, რომლებიც ჩასხდნენ ჩემი შვილის ავტომობილში და სცემეს იგი. შემდეგ კი მამამ, რომელიც უკან იჯდა, ჩემი შვილი ცივი იარაღით მოკლა. ჩვენ მოვითხოვთ არა მხოლოდ მამის, არამედ ბაბუისა და ბიძის გასამართლებასაც, რაზეც იმედი გვაქვს, რომ პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს", - განაცხადა ხათუნა ელიზბარაშვილმა.

"კვირის პალიტრამ" მომხრარ მკვლელობაზე თავის დროზე სტატია მოამზადა, რომელის ნაწილსაც გთავაზობთ:

რატომ გაწირეს 19 წლის ბიჭი - "ოჯახს მკვლელობა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი"

15 დეკემბრის საღამოს დათო შინ იყო, როცა გოგონას მესიჯი მიიღო - შეხვედრას სთხოვდა. ბიჭი დედის მანქანით წავიდა, გოგონა მანქანაში ჩაისვა და ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩისკენ დაიძრა. მცირე მანძილი გაიარეს, მაგრამ უკნიდან მანქანა დაეჯახათ და შეჩერდნენ. ამ დროს თავს სამი მამაკაცი დაესხათ. ბიჭმა მანქანიდან გადმოსვლაც ვერ მოასწრო, რომ ერთმა ზურგში დანა ჩაარტყა. თავდამსხმელებმა გოგონა თავიანთ მანქანაში გადასვეს და დაჭრილი იქვე მიაგდეს. დათოს ტელეფონი წაართვეს, ამიტომ დახმარებისთვის

დარეკვა ვერ შეძლო. მანქანიდან გადმოსვლა სცადა, მაგრამ იქვე წაიქცა, როცა ნახეს, სისხლისგან დაცლილი იყო.

სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით გოგონას მამა 1979 წელს დაბადებული კახა ფოდიაშვილი "მეტრომშენის" დასახლებაში დააკავეს. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.

ჩვენი ინფორმაციით, კახა ფროდიაშვილი ადრე ნასამართლევია, ამჟამად ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს. რა გახდა 19 წლის ბიჭის მკვლელობის მიზეზი, ამაზე არც მოკლულის მეგობრები საუბრობენ. დათოს დეიდას ეკა ელიზბარაშვილს მიაჩნია, რომ მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი იყო და კატეგორიულად ითხოვს იქ მყოფი სხვა პირების დასჯასაც: "გოგოს უყვარდა, დათოს კი უბრალოდ მოსწონდა. იმ გოგომ გაიტყუა შინიდან, ოჯახს ყველაფერი წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. მანქანას უკნიდან დაარტყეს, დათო მანქანიდან არც გადმოუშვეს, გოგოს პაპამ და ბიძამ დაიჭირეს, მამამ კი დანა ჩაარტყა ზურგში. მერე 19 წლის ბიჭი იქვე დააგდეს, თავიანთი გოგო მანქანაში ჩააგდეს და არც არავის შეატყობინეს, ისე დატოვეს დაჭრილი. ბავშვი სისხლისგან დაიცალა. მეტი სისასტიკე რა უნდა მოხდეს?"

გავრცელებული ინფორმაციით, ამ ამბის შესახებ გოგონამ რამდენიმე საათში თავის მეგობარს უამბო, ასე გაცხადდა, მკვლელობა მათი ჩადენილი რომ იყო.

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ