საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯეიმს აპატურაი - ძალიან მიჭირს იმის გაგება, როგორ შეიძლება ძალიან დიდი რუსეთი საქართველოდან მომავალ სამხედრო საფრთხეს ხედავდეს
ჯეიმს აპატურაი - ძალიან მიჭირს იმის გაგება, როგორ შეიძლება ძალიან დიდი რუსეთი საქართველოდან მომავალ სამხედრო საფრთხეს ხედავდეს

მე ძა­ლი­ან მი­ჭირს იმის გა­გე­ბა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან დიდი, ძლი­ე­რი რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლო­დან მო­მა­ვალ სამ­ხედ­რო საფრ­თხეს ხე­დავ­დეს, ამის წარ­მოდ­გე­ნა ძა­ლი­ან რთუ­ლია, - ამის შე­სა­ხებ კავ­კა­სი­ა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის სპე­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ჯე­იმს აპა­ტუ­რა­იმ "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ასე­ვე არ ეს­მის რა­ტომ არის საფრ­თხედ აღ­ქმუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს და ნატო-ს ერ­თობ­ლი­ვი ნა­ბი­ჯე­ბი რუსი სამ­ხედ­რო თუ პო­ლი­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტე­ბის მიერ.

"ნატო-ს ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ლი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში იქ­ნე­ბი­ან წარ­მოდ­გე­ნი­ლი, იმუ­შა­ვე­ბენ თავ­სე­ბა­დო­ბის გაზ­რდა­ზე.

თქვე­ნი კონ­ტრი­ბუ­ცია ავ­ღა­ნეთ­ში, ეს რა­ტომ უნდა შე­ფას­დეს რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის მი­მართ მი­მარ­თულ საფრ­თხედ, არ ვიცი, არ მეს­მის. მე ვფიქ­რობ, რუ­სეთს არ მოს­წონს პო­ლი­ტი­კუ­რი სიგ­ნა­ლი, არ მოს­წონთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ერ­თგუ­ლია და გა­აგ­რძე­ლებს სვლას და­სავ­ლე­თის­კენ. არ არი­ან კმა­ყო­ფი­ლი იმით, რომ ნატო, ისე­ვე რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რი, მი­ე­სალ­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მიერ არ­ჩე­ულ გზას, მხარს უჭერს და ეხ­მა­რე­ბა იმ არ­ჩე­ვან­ში, რო­მელ­საც სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო იღებს.

ჩვენ გვსურს თქვე­ნი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გზით არ­ჩე­უ­ლი გზის მხარ­და­ჭე­რა, რუ­სეთს არ მოს­წონს ეს არ­ჩე­ვა­ნი და ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­მოწ­ვე­უ­ლია ამის გამო. ჩვენ ვერ ვა­ი­ძუ­ლებთ რუ­სეთს ეს გზა და არ­ჩე­ვა­ნი მო­ი­წო­ნოს. შეგ­ვიძ­ლია, მათ ავუხ­სნათ, რომ ნატო-ს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა არ არის და ვერ იქ­ნე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის და სამ­ხედ­რო კუ­თხით საფრ­თხედ რუ­სე­თის­თვის. გა­ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს, რაც ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ამ პო­ზი­ცი­ის ასახ­სნე­ლად. არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ მათ ამ შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბა შეძ­ლონ, მაგ­რამ ჩვენ მა­ინც ვდი­ლობთ ეს ნა­თე­ლი გავ­ხა­დოთ", - აღ­ნიშ­ნა აპა­ტუ­რა­იმ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

ჯეიმს აპატურაი - ძალიან მიჭირს იმის გაგება, როგორ შეიძლება ძალიან დიდი რუსეთი საქართველოდან მომავალ სამხედრო საფრთხეს ხედავდეს

ჯეიმს აპატურაი - ძალიან მიჭირს იმის გაგება, როგორ შეიძლება ძალიან დიდი რუსეთი საქართველოდან მომავალ სამხედრო საფრთხეს ხედავდეს

მე ძალიან მიჭირს იმის გაგება, თუ როგორ შეიძლება ძალიან დიდი, ძლიერი რუსეთი საქართველოდან მომავალ სამხედრო საფრთხეს ხედავდეს, ამის წარმოდგენა ძალიან რთულია, - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე არ ესმის რატომ არის საფრთხედ აღქმული საქართველოს და ნატო-ს ერთობლივი ნაბიჯები რუსი სამხედრო თუ პოლიტიკური ექსპერტების მიერ.

"ნატო-ს ლიმიტირებული პერსონალი, რომლებიც საქართველოში იქნებიან წარმოდგენილი, იმუშავებენ თავსებადობის გაზრდაზე.

თქვენი კონტრიბუცია ავღანეთში, ეს რატომ უნდა შეფასდეს რომელიმე ქვეყნის მიმართ მიმართულ საფრთხედ, არ ვიცი, არ მესმის. მე ვფიქრობ, რუსეთს არ მოსწონს პოლიტიკური სიგნალი, არ მოსწონთ, რომ საქართველო ერთგულია და გააგრძელებს სვლას დასავლეთისკენ. არ არიან კმაყოფილი იმით, რომ ნატო, ისევე როგორც ევროკავშირი, მიესალმება საქართველოს მიერ არჩეულ გზას, მხარს უჭერს და ეხმარება იმ არჩევანში, რომელსაც სუვერენული სახელმწიფო იღებს.

ჩვენ გვსურს თქვენი დემოკრატიული გზით არჩეული გზის მხარდაჭერა, რუსეთს არ მოსწონს ეს არჩევანი და ვფიქრობ, რომ ყველაფერი გამოწვეულია ამის გამო. ჩვენ ვერ ვაიძულებთ რუსეთს ეს გზა და არჩევანი მოიწონოს. შეგვიძლია, მათ ავუხსნათ, რომ ნატო-ს წარმომადგენლობა არ არის და ვერ იქნება უსაფრთხოების და სამხედრო კუთხით საფრთხედ რუსეთისთვის. გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენზეა დამოკიდებული ამ პოზიციის ასახსნელად. არ ვარ დარწმუნებული, რომ მათ ამ შეტყობინების მიღება შეძლონ, მაგრამ ჩვენ მაინც ვდილობთ ეს ნათელი გავხადოთ", - აღნიშნა აპატურაიმ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."