პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა სააკაშვილის ყოფილი მეგობარი ბრუნდება მოსკოვიდან, რაღაც საშინელება ხდება" - როგორ პასუხობს ხიდაშელის ამ ბრალდებას ბურჯანაძის პრესმდივანი
"როცა სააკაშვილის ყოფილი მეგობარი ბრუნდება მოსკოვიდან, რაღაც საშინელება ხდება" - როგორ პასუხობს ხიდაშელის ამ ბრალდებას ბურჯანაძის პრესმდივანი

სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის გავ­ლე­ნა მხო­ლოდ მცო­ცავ ანექ­სი­ა­ში არ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რუ­სე­თის გავ­ლე­ნა იზ­რდე­ბა სხვა კუ­თხი­თაც, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, თინა ხი­და­შელ­მა "ამე­რი­კის მშვი­დო­ბის ინ­სტი­ტუ­ტში" სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

"რუ­სე­თის გავ­ლე­ნა იზ­რდე­ბა სხვა კუ­თხი­თაც - მა­გა­ლი­თად, სო­კო­ე­ბი­ვით მრავ­ლდე­ბი­ან ისე­თი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, ხალ­ხი, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც არა­ვის სმე­ნია, გა­მო­დი­ან ტე­ლე­ვი­ზი­ით, აძ­ლე­ვენ ინ­ტერ­ვი­უ­ებს და შემ­დეგ ხდე­ბი­ან ექ­სპერ­ტე­ბი, რო­მელ­თაც მა­ღა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა აქვთ. ჩვენ ასე­ვე ვხე­დავთ გავ­ლე­ნას ქარ­თულ მე­დი­ა­ზე. ჯერ კი­დევ რთუ­ლია, ვთქვათ 100-პრო­ცენ­ტი­ა­ნი დარ­წმუ­ნე­ბით, რომ რუ­სე­თი უხ­დის მათ, თუმ­ცა ვხე­დავთ, რომ გან­წყო­ბა იც­ვლე­ბა. ასე­ვე ჩვენ გვყავს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ოფი­ცი­ა­ლუ­რად და სა­ჯა­როდ არი­ან პრო­რუ­სუ­ლე­ბი", - აღ­ნიშ­ნა ხი­და­შელ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ახ­სე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე ნინო ბურ­ჯა­ნა­ძეც. "პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი სპი­კე­რი და სა­ა­კაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მე­გო­ბა­რი ჩა­დის მოს­კოვ­ში, ხვდე­ბა პუ­ტინს. არა­ვინ იცის რაზე სა­უბ­რო­ბენ ისი­ნი, მაგ­რამ ყო­ველ­თვის, რო­დე­საც ის ჩა­დის მოს­კოვ­ში და ბრუნ­დე­ბა შემ­დეგ უკან, სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­ღაც სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა. მა­გა­ლი­თად, სამ­ხრეთ ოსეთ­ში ე.წ სა­ზღვრის გად­მო­წე­ვის ბოლო შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც სწო­რედ მისი მოს­კო­ვი­დან დაბ­რუ­ნე­ბის მე­ო­რე დღეს მოხ­და".

ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოა, რო­დე­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თა­ნა­დამ­ფუძ­ნებ­ლის, ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის პარ­ტი­ის წევ­რი თინა ხი­და­შე­ლი სა­კუ­თარ გან­ცხა­დე­ბებ­ში ვერ ყა­ლიბ­დე­ბა, - ასე უპა­სუ­ხა "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა, ბა­კურ ბა­კუ­რა­ძემ თინა ხი­და­შე­ლის დღე­ვან­დე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბას.

მისი თქმით, ხი­და­შელს, და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­სა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მთავ­რო­ბას უნდა ჰქონ­დეთ გა­აზ­რე­ბუ­ლი - ქვეყ­ნის პრობ­ლე­მე­ბი უკავ­შირ­დე­ბა სწო­რედ იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ ელა­პა­რა­კე­ბა რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას.

"ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოა, რო­დე­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თა­ნა­დამ­ფუძ­ნებ­ლის და ყო­ფი­ლი თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რის, ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის პარ­ტი­ის წევ­რი თინა ხი­და­შე­ლი ვერ ყა­ლიბ­დე­ბა სა­კუ­თარ გან­ცხა­დე­ბებ­ში, თუმ­ცა არ იქ­ნე­ბო­და ცუდი, რომ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი­ყო. რაც შე­ე­ხე­ბა ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის მოს­კოვ­ში ვი­ზიტს, ამას სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­და­წყვეტს, თუ რას რა მოყ­ვე­ბა. აქვთ თა­ნამ­დე­ბო­ბა ქალ­ბა­ტონ ხი­და­შელს, აქვს კი­დევ უფრო დიდი თა­ნამ­დე­ბო­ბა ბა­ტონ და­ვით უსუ­ფაშ­ვილს, ჩაბ­რძან­დნენ და და­ე­ლა­პა­რაკ­ნონ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მათ ამა­ში თა­ნამ­დე­ბო­ბა და რან­გიც უწყობთ ხელს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნა არის ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ცოლ­საც და ქმარ­საც უნდა ჰქონ­დეთ გა­აზ­რე­ბუ­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრობ­ლე­მე­ბი უკავ­შირ­დე­ბა სწო­რედ იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ ელა­პა­რა­კე­ბა რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, არ მარ­თავს მათ­თან ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს", - გა­ნა­ცხა­და ბა­კუ­რა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას.

მისი თქმით, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი არ არის არც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, არც ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და მის გან­ცხა­დე­ბებს მეტი თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბა და დაკ­ვირ­ვე­ბა სჭირ­დე­ბა.

"რო­დე­საც სა­კუ­თარ თავ­ზე იმ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იღებ, რო­გორც ქალ­ბა­ტონ თი­ნას და ბა­ტონ და­ვითს აქვთ აღე­ბუ­ლი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მთავ­რო­ბის წევ­რებ­თან ერ­თად, უნდა ჰქონ­დეთ კარ­გად გა­აზ­რე­ბუ­ლი, რომ პრობ­ლე­მე­ბი გვარ­დე­ბა ორი სა­ხით - ძა­ლის­მი­ე­რი მე­თო­დით და მო­ლა­პა­რა­კე­ბის გზით. თუ ძა­ლის­მი­ე­რი მე­თო­დით შე­უძ­ლია თავ­დაც­ვის მი­ნისტრს ეს პრობ­ლე­მე­ბი მო­აგ­ვა­როს, მო­აგ­ვა­როს და თუ არ შე­უძ­ლია, მა­შინ და­ი­წყოს დრო­უ­ლად მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი პრობ­ლე­მე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად. ამის რე­სურ­სი ნამ­დვი­ლად არის და ამის შე­სა­ხებ არა­ერ­თხელ გა­ნუ­ცხა­დე­ბია ქალ­ბა­ტონ ნინო ბურ­ჯა­ნა­ძეს, მათ შო­რის ბოლო ვი­ზი­ტის შემ­დეგ, რო­დე­საც კვი­რე­ე­ბის მან­ძილ­ზე ელო­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი პი­რე­ბის ზარს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გე­ბის და იმ თან­ხმო­ბე­ბის გა­და­სა­ცე­მად, რა­საც მან ვი­ზი­ტის შე­დე­გად მი­აღ­წია", - აღ­ნიშ­ნა ბა­კუ­რა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"როცა სააკაშვილის ყოფილი მეგობარი ბრუნდება მოსკოვიდან, რაღაც საშინელება ხდება" - როგორ პასუხობს ხიდაშელის ამ ბრალდებას ბურჯანაძის პრესმდივანი

"როცა სააკაშვილის ყოფილი მეგობარი ბრუნდება მოსკოვიდან, რაღაც საშინელება ხდება" - როგორ პასუხობს ხიდაშელის ამ ბრალდებას ბურჯანაძის პრესმდივანი

საქართველოში რუსეთის გავლენა მხოლოდ მცოცავ ანექსიაში არ გამოიხატება, რუსეთის გავლენა იზრდება სხვა კუთხითაც, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა "ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"რუსეთის გავლენა იზრდება სხვა კუთხითაც - მაგალითად, სოკოებივით მრავლდებიან ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, ხალხი, რომელთა შესახებაც არავის სმენია, გამოდიან ტელევიზიით, აძლევენ ინტერვიუებს და შემდეგ ხდებიან ექსპერტები, რომელთაც მაღალი ანაზღაურება აქვთ. ჩვენ ასევე ვხედავთ გავლენას ქართულ მედიაზე. ჯერ კიდევ რთულია, ვთქვათ 100-პროცენტიანი დარწმუნებით, რომ რუსეთი უხდის მათ, თუმცა ვხედავთ, რომ განწყობა იცვლება. ასევე ჩვენ გვყავს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ოფიციალურად და საჯაროდ არიან პრორუსულები", - აღნიშნა ხიდაშელმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ახსენა საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეც. "პარლამენტის ყოფილი სპიკერი და სააკაშვილის ყოფილი მეგობარი ჩადის მოსკოვში, ხვდება პუტინს. არავინ იცის რაზე საუბრობენ ისინი, მაგრამ ყოველთვის, როდესაც ის ჩადის მოსკოვში და ბრუნდება შემდეგ უკან, საქართველოში რაღაც საშინელება ხდება. მაგალითად, სამხრეთ ოსეთში ე.წ საზღვრის გადმოწევის ბოლო შემთხვევა, რომელიც სწორედ მისი მოსკოვიდან დაბრუნების მეორე დღეს მოხდა".

ძალიან სასაცილოა, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" თანადამფუძნებლის, ლევან ბერძენიშვილის პარტიის წევრი თინა ხიდაშელი საკუთარ განცხადებებში ვერ ყალიბდება, - ასე უპასუხა "დემოკრატიული მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ბაკურ ბაკურაძემ თინა ხიდაშელის დღევანდელი განცხადებებას.

მისი თქმით, ხიდაშელს, დავით უსუფაშვილსა და "ქართული ოცნების" მთავრობას უნდა ჰქონდეთ გააზრებული - ქვეყნის პრობლემები უკავშირდება სწორედ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ელაპარაკება რუსეთის ხელისუფლებას.

"ძალიან სასაცილოა, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" თანადამფუძნებლის და ყოფილი თანათავმჯდომარის, ლევან ბერძენიშვილის პარტიის წევრი თინა ხიდაშელი ვერ ყალიბდება საკუთარ განცხადებებში, თუმცა არ იქნებოდა ცუდი, რომ ჩამოყალიბებულიყო. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს, ამას საზოგადოება გადაწყვეტს, თუ რას რა მოყვება. აქვთ თანამდებობა ქალბატონ ხიდაშელს, აქვს კიდევ უფრო დიდი თანამდებობა ბატონ დავით უსუფაშვილს, ჩაბრძანდნენ და დაელაპარაკნონ რუსეთის ხელისუფლებას, მათ ამაში თანამდებობა და რანგიც უწყობთ ხელს. ხელისუფლებაში ყოფნა არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ცოლსაც და ქმარსაც უნდა ჰქონდეთ გააზრებული, რომ საქართველოს პრობლემები უკავშირდება სწორედ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ელაპარაკება რუსეთის ხელისუფლებას, არ მართავს მათთან ფართომასშტაბიან მოლაპარაკებებს", - განაცხადა ბაკურაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

მისი თქმით, თავდაცვის მინისტრი არ არის არც არასამთავრობო ორგანიზაციის, არც ოპოზიციის წარმომადგენელი და მის განცხადებებს მეტი თანმიმდევრულობა და დაკვირვება სჭირდება.

"როდესაც საკუთარ თავზე იმხელა პასუხისმგებლობას იღებ, როგორც ქალბატონ თინას და ბატონ დავითს აქვთ აღებული, "ქართული ოცნების" მთავრობის წევრებთან ერთად, უნდა ჰქონდეთ კარგად გააზრებული, რომ პრობლემები გვარდება ორი სახით - ძალისმიერი მეთოდით და მოლაპარაკების გზით. თუ ძალისმიერი მეთოდით შეუძლია თავდაცვის მინისტრს ეს პრობლემები მოაგვაროს, მოაგვაროს და თუ არ შეუძლია, მაშინ დაიწყოს დროულად მოლაპარაკებები პრობლემების აღმოსაფხვრელად. ამის რესურსი ნამდვილად არის და ამის შესახებ არაერთხელ განუცხადებია ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს, მათ შორის ბოლო ვიზიტის შემდეგ, როდესაც კვირეების მანძილზე ელოდება საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირების ზარს მოლაპარაკებების შედეგების და იმ თანხმობების გადასაცემად, რასაც მან ვიზიტის შედეგად მიაღწია", - აღნიშნა ბაკურაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."