პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯეიმს აპატურაი - ნატო არ აღიქვამს ნატო-საქართველოს ერთობლივ საწვრთნელ ცენტრს ანტირუსულ ცენტრად
ჯეიმს აპატურაი - ნატო არ აღიქვამს ნატო-საქართველოს ერთობლივ საწვრთნელ ცენტრს ანტირუსულ ცენტრად

კავ­კა­სი­ა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის, ჯე­იმს აპა­ტუ­რა­ის გან­ცხა­დე­ბით, ნატო არ უყუ­რებს და არ აღიქ­ვამს ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თობ­ლივ საწ­ვრთნელ ცენ­ტრს ან­ტი­რუ­სულ ცენ­ტრად, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯად, ჟეს­ტად ან რუ­სეთ­ში გა­საგ­ზავნ სიგ­ნა­ლად. ამის შე­სა­ხებ ჯე­იმს აპა­ტუ­რა­იმ "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში გან­ცხა­და.

"ჩვენ ვა­მახ­ვი­ლებთ ყუ­რა­დღე­ბას პრაქ­ტი­კულ ელე­მენ­ტებ­ზე, ანუ, რას გა­ა­კე­თებს ცენ­ტრი იმის­თვის, რომ გა­ი­ზარ­დოს ნატო-სთან თავ­სე­ბა­დო­ბა; სა­ქარ­თვე­ლო­მაც გა­უ­ზი­ა­როს გა­მოც­დი­ლე­ბა პარტნი­ო­რებს და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, რაც წე­რია არ­სე­ბით პა­კეტ­ში - თი­თო­ე­ულ­მა ამ ნა­ბი­ჯ­მა სა­ქარ­თვე­ლო მო­მა­ვა­ლი წევ­რო­ბის­თვის უნდა მო­ამ­ზა­დოს.

ასე რომ, ცენ­ტრს აქვს ძა­ლი­ან მკა­ფიო სარ­გე­ბე­ლი. რა თქმა უნდა, ეს არის სიგ­ნა­ლი ჩვე­ნი მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის და პარტნი­ო­რო­ბის. სა­ქარ­თვე­ლომ და­იმ­სა­ხუ­რა და გა­ა­კე­თა ყვე­ლა­ფე­რი პარტნი­ო­რო­ბის­თვის, ავ­ღა­ნეთ­ში და სხვა­გა­ნაც ნატო-სთან გვერ­დში დგო­მით, ასე­ვე გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფო­მე­ბით", - გა­ნა­ცხა­და აპა­ტუ­რა­იმ.

მი­სი­ვე თქმით, არა­ვინ, მათ შო­რის რუ­სეთ­მა, არ უნდა აღიქ­ვას და შე­ა­ფა­სოს ცენ­ტრი, რო­გორც საფრ­თხე, "რად­გან ცენ­ტრის მი­ზა­ნია თავ­სე­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბა და არა უმე­ტეს".

"ეს არ ნიშ­ნავს სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გაწ­ვრთნას იმი­სათ­ვის, რომ ვინ­მეს ისი­ნი თავს და­ეს­ხან. თუ რუ­სე­თი მო­ახ­დენს სხვა­დას­ხვაგ­ვარ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას, ეს ნიშ­ნავს, რომ რუ­სეთს სურს ინ­ტერპრე­ტა­ცია და არა იმი­ტომ, რომ არ­სე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბი ხელს უწყობს ასე­თი დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბას", - აღ­ნიშ­ნა აპა­ტუ­რა­იმ.

ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თობ­ლი­ვი სას­წავ­ლო ცენ­ტრი მომ­დევ­ნო კვი­რას გა­იხ­სნე­ბა, რო­მელ­საც ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი იენს სტოლ­ტენ­ბერ­გი და­ეს­წრე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ჯეიმს აპატურაი - ნატო არ აღიქვამს ნატო-საქართველოს ერთობლივ საწვრთნელ ცენტრს ანტირუსულ ცენტრად

ჯეიმს აპატურაი - ნატო არ აღიქვამს ნატო-საქართველოს ერთობლივ საწვრთნელ ცენტრს ანტირუსულ ცენტრად

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ნატო არ უყურებს და არ აღიქვამს ნატო-საქართველოს ერთობლივ საწვრთნელ ცენტრს ანტირუსულ ცენტრად, რუსეთის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად, ჟესტად ან რუსეთში გასაგზავნ სიგნალად. ამის შესახებ ჯეიმს აპატურაიმ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განცხადა.

"ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას პრაქტიკულ ელემენტებზე, ანუ, რას გააკეთებს ცენტრი იმისთვის, რომ გაიზარდოს ნატო-სთან თავსებადობა; საქართველომაც გაუზიაროს გამოცდილება პარტნიორებს და ყველაზე მთავარი, რაც წერია არსებით პაკეტში - თითოეულმა ამ ნაბიჯმა საქართველო მომავალი წევრობისთვის უნდა მოამზადოს.

ასე რომ, ცენტრს აქვს ძალიან მკაფიო სარგებელი. რა თქმა უნდა, ეს არის სიგნალი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის და პარტნიორობის. საქართველომ დაიმსახურა და გააკეთა ყველაფერი პარტნიორობისთვის, ავღანეთში და სხვაგანაც ნატო-სთან გვერდში დგომით, ასევე გატარებული რეფომებით", - განაცხადა აპატურაიმ.

მისივე თქმით, არავინ, მათ შორის რუსეთმა, არ უნდა აღიქვას და შეაფასოს ცენტრი, როგორც საფრთხე, "რადგან ცენტრის მიზანია თავსებადობის ამაღლება და არა უმეტეს".

"ეს არ ნიშნავს საქართველოს შეირაღებული ძალების გაწვრთნას იმისათვის, რომ ვინმეს ისინი თავს დაესხან. თუ რუსეთი მოახდენს სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას, ეს ნიშნავს, რომ რუსეთს სურს ინტერპრეტაცია და არა იმიტომ, რომ არსებული ფაქტები ხელს უწყობს ასეთი დასკვნების გაკეთებას", - აღნიშნა აპატურაიმ.

ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრი მომდევნო კვირას გაიხსნება, რომელსაც ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დაესწრება.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე