საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატომ არ მკლავენ... ლაჩრები არიან" - სააკაშვილი პუტინზე, აგვისტოს ომსა და "კანონიერ ქურდებზე"
"რატომ არ მკლავენ... ლაჩრები არიან" - სააკაშვილი პუტინზე, აგვისტოს ომსა და "კანონიერ ქურდებზე"

"მე არ ვიცი მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც რუ­სეთ­ში იმა­ზე მე­ტად ვერ იტა­ნენ, ვიდ­რე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, - წერს "ნო­ვა­ია გა­ზე­ტას" ჟურ­ნა­ლის­ტი დი­მიტ­რი ბი­კო­ვი, - ამ სა­კი­თხში ხალ­ხი და მთავ­რო­ბა ერ­თი­ა­ნია. ლი­ბე­რა­ლე­ბიც კი სა­ქარ­თვე­ლოს ომის მი­ზე­ზად თა­ნაბ­რად ასა­ხე­ლე­ბენ მედ­ვე­დევს, პუ­ტინს და სა­ა­კაშ­ვილს. მისი ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტო­რად და­ნიშ­ვნა პიარ-სვლად აღიქ­მე­ბა, ხოლო რა­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი ოდე­სა­ში აკე­თებს, ია­ფ­ფა­სი­ან პო­პუ­ლიზ­მად. სა­ინ­ტე­რე­სოა, რას გრძნობს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ასე ძლი­ე­რად ვერ იტა­ნენ რუ­სეთ­ში".

- წელს გან­სა­კუთ­რე­ბით ბევ­რი პუბ­ლი­კა­ცია მი­ე­ძღვნა 8 აგ­ვის­ტოს მოვ­ლე­ნებს. ალ­ბათ, უკ­რა­ი­ნუ­ლი კონ­ტექ­სტის გამო. აი, პუ­ტინს არა­სო­დეს არა­ფე­რი მო­უ­ნა­ნი­ე­ბია, თქვენ რო­გორ უდ­გე­ბით თქვენს მა­შინ­დელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, დარ­ტყმა მი­გე­ტა­ნათ ცხინ­ვალ­ზე?

- მე გა­ვა­კე­თე ყვე­ლა­ფე­რი, რომ ომი თა­ვი­დან აგ­ვე­რი­დე­ბი­ნა. და­ვი­წყოთ იქი­დან, რომ სა­ქარ­თვე­ლო ომს არ გა­ა­ჩა­ღებ­და სამ­ხრეთ ოსე­თის­თვის. აფხა­ზე­თის­თვის გა­სა­გე­ბია, შე­იძ­ლე­ბა. ის გა­ცი­ლე­ბით დი­დია, კუ­რორ­ტია, პორ­ტი, დიდი აღ­რე­უ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა. მაგ­რამ სამ­ხრეთ ოსე­თი ეს არის ქარ­თვე­ლი და ოსი მო­სახ­ლე­ო­ბა, 40 ათა­სი ადა­მი­ა­ნი, მთე­ბი და რე­ა­გი­რე­ბა მოგ­ვი­წია იმი­ტომ, რომ გვი­რა­ბი რომ გა­მო­ევ­ლო რუ­სე­თის ჯარს, შეძ­ლებ­დნენ ნე­ბის­მი­ე­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­სუ­ლიყ­ვნენ. პრო­ვო­კა­ცი­ის მი­ზე­ზი არა ოსე­თი და იქა­უ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის დაც­ვა, არა­მე სა­ქარ­თვე­ლო იყო. ეს იყო იმის საჩ­ვე­ნებ­ლად, თუ რა მო­უ­ვი­დო­დათ ქვეყ­ნებს, რომ­ლე­ბიც და­მო­უ­კი­დებ­ლად გან­ვი­თა­რე­ბას და­ი­წყებ­დნენ.

- მაგ­რამ თუ თქვენ ხე­დავ­დით, რომ პუ­ტინს ომი სურ­და, იქ­ნებ ჯობ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბო­დით? ხომ ხვდე­ბო­დით, რომ ამ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში შან­სე­ბი არ გქონ­დათ.

- სა­ნამ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბა. გა­ი­მარ­თა შეხ­ვედ­რა ას­ტა­ნა­ში, მედ­ვე­დე­ვი მო­ვი­და და სულ გა­მირ­ბო­და. მე ვუ­რე­კავ­დი მედ­ვე­დევს და უცებ პუ­ტინ­თან მა­კავ­ში­რებ­დნენ. პუ­ტი­ნი მე­უბ­ნე­ბა "თქვენ ხომ მა­ინც ჩემ­თან გინ­დათ ლა­პა­რა­კი?" მე ვე­უბ­ნე­ბი, დიახ, კი­თხვე­ბი მაქვს-თქო. აფხა­ზეთ­ში გზას ჩვე­ნი თან­ხმო­ბის გა­რე­შე აგებთ...

- ვიცი ეს ის­ტო­რია. გირ­ჩი­ათ, რომ ფურ­ცლე­ბი აგე­ღოთ და შე­გე­ტე­ნათ... რა­ტომ ვერ გი­ტანთ ასე ძლიან? ალ­ბათ, რა­ღაც გა­ა­კე­თეთ ან თქვით ისე­თი, რაც არაფ­რით შე­იძ­ლე­ბო­და.

- არა­ნა­ი­რი პი­რა­დი ზი­ზღი მას ჩემს მი­მართ არ აქვს. ის დიდი ხა­ნია გეგ­მავ­და სა­ქარ­თვე­ლოს დას­ჯას. თუ შე­ამ­ჩნი­ეთ, სპონ­ტა­ნუ­რი რე­აქ­ცი­ე­ბი არ ახა­სი­ა­თებს. ყი­რი­მის აღე­ბაც დიდი ხა­ნია გა­და­წყვე­ტი­ლი ჰქონ­და. არ ღირს იმ სი­სუ­ლე­ლე­ე­ბის გა­მე­ო­რე­ბა, რომ არა მა­ი­და­ნი ყი­რი­მი ისევ უკ­რა­ი­ნის ნა­წი­ლი იქ­ნე­ბო­დაო. მე ვიქ­ნე­ბო­დი თუ სხვა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, სცე­ნა­რი იგი­ვე იქ­ნე­ბო­და.

- 8 აგ­ვის­ტოს რა­ტომ არ და­უ­რე­კეთ? ყვე­ლა­ფე­რი ხომ ცხა­დი იყო.

- გახ­სოვთ, რა ხდე­ბო­და რვა აგ­ვის­ტოს ღა­მით? რუ­სეთ­ში გა­მუდ­მე­ბით წერ­დნენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ოლიმ­პი­ურ შე­რი­გე­ბას და­არ­ღვევ­და. აგ­ვის­ტოს და­სა­წყი­სი­დან ოსე­თი­დან მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გა­ყავ­დათ ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი.

- ამა­ში ვე­რა­ფერ ცუდს ვერ ვხე­დავ, ჰუ­მა­ნუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა.

- თქვენ თვლით, რომ ეს ჰუ­მა­ნიზ­მის გამო გა­კეთ­და? ეს იმის­თვის კეთ­დე­ბო­და, რომ ხალ­ხს გვი­რაბ­ში ტექ­ნი­კის გაყ­ვა­ნის­თვის ხელი არ შე­ე­შა­ლა. თბი­ლის­ში ჩა­მოვფრინ­დი, ნა­ხე­ვა­რი მი­ნის­ტრე­ბი შვე­ბუ­ლე­ბა­ში იყ­ვნენ, გა­ე­რო­ში ვრე­კავ, იგი­ვე სი­ტუ­ა­ცი­აა. მედ­ვე­დევს ვუ­რე­კავ და ახლა სა­უბ­რის დრო არა­აო. პუ­ტინ­თან არ მა­კავ­ში­რე­ბენ. ცხინ­ვა­ლი­დან თბი­ლი­სამ­დე კი სამი სა­ა­თი ჭირ­დე­ბა ტან­კებს ჩა­მო­სას­ვლე­ლად. რა უნდა მექ­ნა? გზა გა­მეხ­სნა?

- ხომ ხვდე­ბით, რომ ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად იმის თქმა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­გი­ვი­დათ, არ შე­იძ­ლე­ბა. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ძებ­ნა­ში არ იქ­ნე­ბო­დით. არ იჩხუ­ბებ­დით მთელ გუნდთან, ბურ­ჯა­ნა­ძის ჩათ­ვლით. არ აგიმ­ხედ­რდე­ბო­დათ ინ­ტე­ლი­გენ­ცია...

- სე­რი­ო­ზუ­ლი რე­ფორ­მე­ბი კონ­ფლიქ­ტე­ბის გა­რე­შე არ ტარ­დე­ბა. მე შე­მეძ­ლო ახლა დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში, მე დიდი სა­ხალ­ხო მხარ­და­ჭე­რა მაქვს, პარ­ტი­ას კარ­გი რე­ი­ტინ­გი აქვს, მაგ­რამ უკვე ისე­დაც დიდი ხანი ვი­ჯე­ქი იქ. მე არ მინ­დო­და ახა­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო ომის და­წყე­ბა. ვფიქ­რობ, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ცოტა ხანი ჩემ­გან უნდა და­ის­ვე­ნოს. რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ას, იცით რაზე ვი­ჩხუ­ბე რო­ბერტ სტუ­რუ­ას­თან?

- მან თქვა, რომ სო­მე­ხი არ უნდა იყოს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი.

- ეს მერე თქვა. იმი­ტომ, რომ მისი მე­გობ­რის შვი­ლი მა­რი­ხუ­ა­ნის გამო და­ი­ჭი­რეს. მან ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს და­უ­რე­კა და უთხრა, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი კარ­გი ბიჭი იყო და გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ. მას უთხრეს, რომ დიდ პა­ტივს სცემ­დნენ, მაგ­რამ კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში მო­იქ­ცე­ოდ­ნენ. საბ­ჭო­თა ინ­ტე­ლი­გენ­ცია მიჩ­ვე­უ­ლია საბ­ჭო­თა კა­ნო­ნე­ბით ცხოვ­რე­ბას, მე­გობ­რულ-მა­ფი­ო­ზუ­რი... იცით რა მი­თხრა ერთ-ერ­თმა მსხვილ­მა ქარ­თველ­მა ოლი­გარ­ქმა? რო­გორ შე­გეძ­ლოთ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის გაყ­რაო. ისი­ნი ისე გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, ეკ­ლე­სი­ებს ფულს წი­რავ­დნე­ნო.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, ამ კა­ნო­ნი­ერ­მა ქურ­დებ­მა რა­ტომ არ მოგ­კლეს? უფრო იო­ლია ერთი პრე­ზი­დენ­ტის მო­შო­რე­ბა, ვიდ­რე მთე­ლი ბიზ­ნე­სის გა­და­ტა­ნა...

- მათ აქე­და­ნაც გა­და­აქვთ უკვე ბიზ­ნე­სი. პრა­ღა­ში "სხად­ნი­ა­კი" იყო, იქ მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. რა­ტომ არ მკლა­ვენ... ლაჩ­რე­ბი არი­ან. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი დამ­ნაშ­ვე­ე­ბი ძი­რი­თა­დად ლაჩ­რე­ბი არი­ან და სის­ტე­მა­შიც ასე­თი­ვე კო­რუფ­ცია აქვთ.

ორი­გი­ნა­ლი სტა­ტია

თედოეე ჩალაური
0

რაც მოყვა მიშა ამ სტატიაში, როგორც ყოველთვის ყველაფერი ტყუილია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"რატომ არ მკლავენ... ლაჩრები არიან" - სააკაშვილი პუტინზე, აგვისტოს ომსა და "კანონიერ ქურდებზე"

"რატომ არ მკლავენ... ლაჩრები არიან" - სააკაშვილი პუტინზე, აგვისტოს ომსა და "კანონიერ ქურდებზე"

”მე არ ვიცი მეორე ადამიანი, რომელსაც რუსეთში იმაზე მეტად ვერ იტანენ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს, - წერს ”ნოვაია გაზეტას” ჟურნალისტი დიმიტრი ბიკოვი, - ამ საკითხში ხალხი და მთავრობა ერთიანია. ლიბერალებიც კი საქართველოს ომის მიზეზად თანაბრად ასახელებენ მედვედევს, პუტინს და სააკაშვილს. მისი ოდესის გუბერნატორად დანიშვნა პიარ-სვლად აღიქმება, ხოლო რასაც სააკაშვილი ოდესაში აკეთებს, იაფფასიან პოპულიზმად. საინტერესოა, რას გრძნობს ადამიანი, რომელსაც ასე ძლიერად ვერ იტანენ რუსეთში".

- წელს განსაკუთრებით ბევრი პუბლიკაცია მიეძღვნა 8 აგვისტოს მოვლენებს. ალბათ, უკრაინული კონტექსტის გამო. აი, პუტინს არასოდეს არაფერი მოუნანიებია, თქვენ როგორ უდგებით თქვენს მაშინდელ გადაწყვეტილებას, დარტყმა მიგეტანათ ცხინვალზე?

- მე გავაკეთე ყველაფერი, რომ ომი თავიდან აგვერიდებინა. დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველო ომს არ გააჩაღებდა სამხრეთ ოსეთისთვის. აფხაზეთისთვის გასაგებია, შეიძლება. ის გაცილებით დიდია, კურორტია, პორტი, დიდი აღრეული მოსახლეობა. მაგრამ სამხრეთ ოსეთი ეს არის ქართველი და ოსი მოსახლეობა, 40 ათასი ადამიანი, მთები და რეაგირება მოგვიწია იმიტომ, რომ გვირაბი რომ გამოევლო რუსეთის ჯარს, შეძლებდნენ ნებისმიერი მიმართულებით წასულიყვნენ. პროვოკაციის მიზეზი არა ოსეთი და იქაური მოსახლეობის დაცვა, არამე საქართველო იყო. ეს იყო იმის საჩვენებლად, თუ რა მოუვიდოდათ ქვეყნებს, რომლებიც დამოუკიდებლად განვითარებას დაიწყებდნენ.

- მაგრამ თუ თქვენ ხედავდით, რომ პუტინს ომი სურდა, იქნებ ჯობდა მოლაპარაკებოდით? ხომ ხვდებოდით, რომ ამ დაპირისპირებაში შანსები არ გქონდათ.

- სანამ შესაძლებელი იყო, მიმდინარეობდა მოლაპარაკება. გაიმართა შეხვედრა ასტანაში, მედვედევი მოვიდა და სულ გამირბოდა. მე ვურეკავდი მედვედევს და უცებ პუტინთან მაკავშირებდნენ. პუტინი მეუბნება ”თქვენ ხომ მაინც ჩემთან გინდათ ლაპარაკი?” მე ვეუბნები, დიახ, კითხვები მაქვს-თქო. აფხაზეთში გზას ჩვენი თანხმობის გარეშე აგებთ...

- ვიცი ეს ისტორია. გირჩიათ, რომ ფურცლები აგეღოთ და შეგეტენათ... რატომ ვერ გიტანთ ასე ძლიან? ალბათ, რაღაც გააკეთეთ ან თქვით ისეთი, რაც არაფრით შეიძლებოდა.

- არანაირი პირადი ზიზღი მას ჩემს მიმართ არ აქვს. ის დიდი ხანია გეგმავდა საქართველოს დასჯას. თუ შეამჩნიეთ, სპონტანური რეაქციები არ ახასიათებს. ყირიმის აღებაც დიდი ხანია გადაწყვეტილი ჰქონდა. არ ღირს იმ სისულელეების გამეორება, რომ არა მაიდანი ყირიმი ისევ უკრაინის ნაწილი იქნებოდაო. მე ვიქნებოდი თუ სხვა საქართველოს პრეზიდენტი, სცენარი იგივე იქნებოდა.

- 8 აგვისტოს რატომ არ დაურეკეთ? ყველაფერი ხომ ცხადი იყო.

- გახსოვთ, რა ხდებოდა რვა აგვისტოს ღამით? რუსეთში გამუდმებით წერდნენ, რომ საქართველო ოლიმპიურ შერიგებას დაარღვევდა. აგვისტოს დასაწყისიდან ოსეთიდან მიზანმიმართულად გაყავდათ ქალები და ბავშვები.

- ამაში ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ, ჰუმანური გადაწყვეტილებაა.

- თქვენ თვლით, რომ ეს ჰუმანიზმის გამო გაკეთდა? ეს იმისთვის კეთდებოდა, რომ ხალხს გვირაბში ტექნიკის გაყვანისთვის ხელი არ შეეშალა. თბილისში ჩამოვფრინდი, ნახევარი მინისტრები შვებულებაში იყვნენ, გაეროში ვრეკავ, იგივე სიტუაციაა. მედვედევს ვურეკავ და ახლა საუბრის დრო არააო. პუტინთან არ მაკავშირებენ. ცხინვალიდან თბილისამდე კი სამი საათი ჭირდება ტანკებს ჩამოსასვლელად. რა უნდა მექნა? გზა გამეხსნა?

- ხომ ხვდებით, რომ ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ საქართველოში ყველაფერი გამოგივიდათ, არ შეიძლება. ასეთ შემთხვევაში, ძებნაში არ იქნებოდით. არ იჩხუბებდით მთელ გუნდთან, ბურჯანაძის ჩათვლით. არ აგიმხედრდებოდათ ინტელიგენცია...

- სერიოზული რეფორმები კონფლიქტების გარეშე არ ტარდება. მე შემეძლო ახლა დავრჩენილიყავი საქართველოში, მე დიდი სახალხო მხარდაჭერა მაქვს, პარტიას კარგი რეიტინგი აქვს, მაგრამ უკვე ისედაც დიდი ხანი ვიჯექი იქ. მე არ მინდოდა ახალი სამოქალაქო ომის დაწყება. ვფიქრობ, რომ საქართველომ ცოტა ხანი ჩემგან უნდა დაისვენოს. რაც შეეხება ინტელიგენციას, იცით რაზე ვიჩხუბე რობერტ სტურუასთან?

- მან თქვა, რომ სომეხი არ უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი.

- ეს მერე თქვა. იმიტომ, რომ მისი მეგობრის შვილი მარიხუანის გამო დაიჭირეს. მან შინაგან საქმეთა მინისტრს დაურეკა და უთხრა, რომ დაკავებული კარგი ბიჭი იყო და გაეთავისუფლებინათ. მას უთხრეს, რომ დიდ პატივს სცემდნენ, მაგრამ კანონის ფარგლებში მოიქცეოდნენ. საბჭოთა ინტელიგენცია მიჩვეულია საბჭოთა კანონებით ცხოვრებას, მეგობრულ-მაფიოზური... იცით რა მითხრა ერთ-ერთმა მსხვილმა ქართველმა ოლიგარქმა? როგორ შეგეძლოთ კანონიერი ქურდების გაყრაო. ისინი ისე გვეხმარებოდნენ, ეკლესიებს ფულს წირავდნენო.

- საინტერესოა, ამ კანონიერმა ქურდებმა რატომ არ მოგკლეს? უფრო იოლია ერთი პრეზიდენტის მოშორება, ვიდრე მთელი ბიზნესის გადატანა...

- მათ აქედანაც გადააქვთ უკვე ბიზნესი. პრაღაში ”სხადნიაკი” იყო, იქ მიიღეს გადაწყვეტილება. რატომ არ მკლავენ... ლაჩრები არიან. პროფესიონალი დამნაშვეები ძირითადად ლაჩრები არიან და სისტემაშიც ასეთივე კორუფცია აქვთ.

ორიგინალი სტატია