პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 18:36-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არქეოლოგებმა კასპში დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა აღმოაჩინეს
არქეოლოგებმა კასპში დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა აღმოაჩინეს

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ­თან ნიკა ან­თი­ძეს­თან ერ­თად, დღეს, 10:30 სა­ათ­ზე, გრაკ­ლი­ა­ნის არ­ქე­ო­ლო­გი­ურ ძეგლს და ად­გილ­ზე მო­მუ­შა­ვე ექ­სპე­დი­ცი­ას მო­ი­ნა­ხუ­ლებს. ეროვ­ნუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის გრაკ­ლი­ა­ნის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ძეგლის კვლე­ვის პრო­ცეს­ში ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნა გა­მოვ­ლინ­და.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, გა­მოვ­ლინ­და ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნა ძვ.წ აღ. VII სა­უ­კუ­ნის ტა­ძა­რი, ორი სა­კურ­თხე­ვე­ლი და სა­კურ­თხევ­ლის პოს­ტა­მენტზე დღემ­დე უც­ნო­ბი დამ­წერ­ლო­ბის ერ­თსტრი­ქო­ნი­ა­ნი წარ­წე­რა. არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, პრო­ფე­სორ ვახ­ტან ლი­ჩე­ლის აზ­რით, დღემ­დე უც­ნო­ბი წარ­წე­რა გრაკ­ლი­ა­ნის სა­კურ­თხე­ველ­ზე ყვე­ლა­ზე ად­რე­უ­ლია და სა­ქარ­თვე­ლო­ში დამ­წერ­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის 2700 წლის ის­ტო­რი­ას ცხად­ყოფს.

"სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინი­ცი­ა­ტი­ვით და და­ფი­ნან­სე­ბით, გრაკ­ლი­ა­ნის არ­ქე­ო­ლო­გი­ურ ძეგლ­ზე პირ­ვე­ლი გზის­პი­რა არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მუ­ზე­უ­მი მო­ე­წყო­ბა. ამ დრო­ის­თვის ად­გილ­ზე უკვე და­წყე­ბუ­ლია მუ­ზე­უ­მის სამ­შე­ნებ­ლო და ტე­რი­ტო­რი­ის ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი მო­წყო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ასე­ვე იგეგ­მე­ბა ავ­ტო­სად­გო­მის მშე­ნებ­ლო­ბა.

გრაკ­ლი­ა­ნის გო­რა­ზე პირ­ვე­ლი მო­ნა­პო­ვა­რი 2007 წელს თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის გზის მშე­ნებ­ლო­ბის დროს გა­მოვ­ლინ­და. გრაკ­ლი­ა­ნის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ძეგლი შიდა ქარ­თლის მხა­რე­ში, კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ იგო­ე­თი­სა და სამ­თა­ვი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მდი­ნა­რე ლე­ხუ­რას მარ­ჯვე­ნა ნა­პირ­ზე წა­მო­მარ­თულ გო­რა­ზე მდე­ბა­რე­ობს", - აცხა­დე­ბენ კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნიტ­რო­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­გილ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი არ­ტე­ფაქ­ტე­ბი უნი­კა­ლუ­რია და გრაკ­ლი­ნის უწყვე­ტი გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რი­ას ადას­ტუ­რებს. გრაკ­ლი­ა­ნის შე­სა­ხებ მა­სა­ლე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან სა­მეც­ნი­ე­რო გა­მო­ცე­მებ­ში - საფ­რან­გეთ­ში, ჰო­ლან­დი­ა­ში, ინ­გლის­ში, იტა­ლი­ა­ში გერ­მა­ნი­ა­სა და ეს­პა­ნეთ­ში.

სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, გრაკ­ლი­ა­ნის უდი­დე­სი კო­ლექ­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ექ­სპო­ნა­ტე­ბია - ოქ­როს დის­კო - ძვ. წ.აღ IV ათას­წლე­უ­ლი - მისი ერ­თა­დერ­თი ანა­ლო­გი არ­სე­ბობს ირან­ში ქა­ლაქ სუ­ზა­ში, სა­ბეჭ­და­ვი - ძვ. წ.აღ IV ათას­წლე­უ­ლით თა­რიღ­დე­ბა - მისი ანა­ლო­გი არ­სე­ბობს სამ­ხრეთ მე­სო­პო­ტა­მი­ა­ში, ქა­ლაქ ურუკ­ში და პუ­რის სა­ცხო­ბი ღუ­მე­ლი, რომ­ლის ზო­მე­ბი იც­ვლე­ბა შე­ნო­ბის მო­ცუ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად და შემ­კუ­ლია დე­კო­რა­ტი­უ­ლი ელე­მენ­ტე­ბით.

"გრაკ­ლი­ა­ნის გორა" წარ­მო­ად­გენს მრა­ვალ­ფე­ნი­ან არ­ქე­ო­ლო­გი­ურ ძეგლს, რო­მე­ლიც ქვის ხა­ნის პე­რი­ო­დი­დან რო­მა­უ­ლი პე­რი­ო­დის ჩათ­ვლით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის 300 ათას­წლი­ან უწყვეტ გან­ვი­თა­რე­ბას ადას­ტუ­რებს. გრაკ­ლი­ა­ნის გო­რა­ზე გა­მოვ­ლე­ნილ ტე­რა­სებ­ზე გან­ლა­გე­ბუ­ლია სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი, სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ნა­გე­ბო­ბე­ბი, ტაძ­რე­ბი და სა­მარ­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც ძვ.წ. IV - ახ.წ I ათას­წლე­უ­ლებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა.

გრაკ­ლი­ა­ნის ის­ტო­რი­ულ მნიშ­ვნე­ლო­ბას კი­დევ უფრო აძ­ლი­ე­რებს მე­სა­მე ტე­რა­სა­ზე გა­მოვ­ლე­ნი­ლი უნი­კა­ლუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ნაშ­თი - სა­ტაძ­რო კომ­პლექ­სი (ძვ.წ. 400 – 350 წლე­ბი), რომ­ლის სი­გა­ნე 25 მეტ­რია, სიგ­რძე კი 6 მეტ­რი. სა­ტაძ­რო კომ­პლექსში შე­მო­ნა­ხუ­ლია თი­ხის თხე­ლი ფე­ნით შე­ლე­სი­ლი და დე­კო­რით შემ­კუ­ლი 2 მეტ­რის სი­მაღ­ლის კედ­ლე­ბი, რომ­ლის ინ­ტე­რი­ერ­ში სა­რი­ტუ­ა­ლო ღუ­მე­ლე­ბი და სა­კურ­თხევ­ლე­ბია შე­მორ­ჩე­ნი­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი შედეგები

არქეოლოგებმა კასპში დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა კასპში დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა აღმოაჩინეს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ნიკა ანთიძესთან ერთად, დღეს, 10:30 საათზე, გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლს და ადგილზე მომუშავე ექსპედიციას მოინახულებს. ეროვნული მნიშვნელობის გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლის კვლევის პროცესში ახალი აღმოჩენა გამოვლინდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, გამოვლინდა ახალი აღმოჩენა ძვ.წ აღ. VII საუკუნის ტაძარი, ორი საკურთხეველი და საკურთხევლის პოსტამენტზე დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა. არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, პროფესორ ვახტან ლიჩელის აზრით, დღემდე უცნობი წარწერა გრაკლიანის საკურთხეველზე ყველაზე ადრეულია და საქართველოში დამწერლობის გამოყენების 2700 წლის ისტორიას ცხადყოფს.

"საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და დაფინანსებით, გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლზე პირველი გზისპირა არქეოლოგიური მუზეუმი მოეწყობა. ამ დროისთვის ადგილზე უკვე დაწყებულია მუზეუმის სამშენებლო და ტერიტორიის ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოები. ასევე იგეგმება ავტოსადგომის მშენებლობა.

გრაკლიანის გორაზე პირველი მონაპოვარი 2007 წელს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობის დროს გამოვლინდა. გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე, მდინარე ლეხურას მარჯვენა ნაპირზე წამომართულ გორაზე მდებარეობს", - აცხადებენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინიტროში.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე აღმოჩენილი არტეფაქტები უნიკალურია და გრაკლინის უწყვეტი განვითარების ისტორიას ადასტურებს. გრაკლიანის შესახებ მასალები გამოქვეყნებულია მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო გამოცემებში - საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ინგლისში, იტალიაში გერმანიასა და ესპანეთში.

სამინისტროს ცნობით, გრაკლიანის უდიდესი კოლექციის მნიშვნელოვანი ექსპონატებია - ოქროს დისკო - ძვ. წ.აღ IV ათასწლეული - მისი ერთადერთი ანალოგი არსებობს ირანში ქალაქ სუზაში, საბეჭდავი - ძვ. წ.აღ IV ათასწლეულით თარიღდება - მისი ანალოგი არსებობს სამხრეთ მესოპოტამიაში, ქალაქ ურუკში და პურის საცხობი ღუმელი, რომლის ზომები იცვლება შენობის მოცულობის შესაბამისად და შემკულია დეკორატიული ელემენტებით.

"გრაკლიანის გორა" წარმოადგენს მრავალფენიან არქეოლოგიურ ძეგლს, რომელიც ქვის ხანის პერიოდიდან რომაული პერიოდის ჩათვლით, საზოგადოებრივი ცხოვრების 300 ათასწლიან უწყვეტ განვითარებას ადასტურებს. გრაკლიანის გორაზე გამოვლენილ ტერასებზე განლაგებულია საცხოვრებელი სახლები, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები, ტაძრები და სამარხები, რომლებიც ძვ.წ. IV - ახ.წ I ათასწლეულებს განეკუთვნება.

გრაკლიანის ისტორიულ მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს მესამე ტერასაზე გამოვლენილი უნიკალური არქიტექტურული ნაშთი - სატაძრო კომპლექსი (ძვ.წ. 400 – 350 წლები), რომლის სიგანე 25 მეტრია, სიგრძე კი 6 მეტრი. სატაძრო კომპლექსში შემონახულია თიხის თხელი ფენით შელესილი და დეკორით შემკული 2 მეტრის სიმაღლის კედლები, რომლის ინტერიერში სარიტუალო ღუმელები და საკურთხევლებია შემორჩენილი.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია