მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას "დინამოს" პრეზიდენტი?
მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას "დინამოს" პრეზიდენტი?

თბი­ლის­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი უე­ფას სუ­პერ­თა­სის მატ­ჩის შემ­დეგ - სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვამ გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და და იქვე მომ­დევ­ნო არ­ჩევ­ნე­ბის თა­რი­ღიც და­ა­სა­ხე­ლა - 3 ოქ­ტომ­ბე­რი. მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში პრე­ზი­დენ­ტო­ბის მსურ­ვე­ლებ­მა კან­დი­და­ტუ­რე­ბის წა­მო­ყე­ნე­ბა და­ი­წყეს და სა­არ­ჩევ­ნო რბო­ლის სა­წყი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბიც და­ი­წყო.

გა­მოკ­ვე­თი­ლი კან­დი­და­ტე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი კა­პი­ტა­ნი - ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის მოქ­მე­დი გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი - რე­ვაზ არ­ვე­ლა­ძე. ასე­ვე კან­დი­და­ტუ­რა წა­მო­ა­ყე­ნა სფფ-ის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მე­რაბ ჟორ­და­ნი­ამ, რო­მელ­მაც სა­არჩვე­ნო კამ­პა­ნია მშობ­ლი­ურ გუ­რი­ა­ში და­ი­წყო და ად­გი­ლობ­რივ ფეხ­ბურ­თის მეს­ვე­უ­რებს შეხ­ვდა. მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის სი­ი­დან ამოშ­ლის შემ­დეგ, გა­იჟ­ღე­რა ლე­ვან ყი­ფი­ა­ნის სა­ხელ­მაც. "დი­ნა­მო თბი­ლი­სის" პრე­ზი­დენ­ტის, რო­მან ფი­ფი­ას სა­ხელს კი რა­ტომ­ღაც ჯერ­ჯე­რო­ბით არ ახ­სე­ნე­ბენ.

AMBEBI.GE-მ მი­ი­ღო წე­რი­ლი, რო­მელ­შიც ავ­ტო­რი ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის შე­სა­ფე­რის კან­დი­და­ტად რო­მან ფი­ფი­ას მი­იჩ­ნევს და ინ­ტე­რეს­დე­ბა, მი­ი­ღებს თუ არა ის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

"დღეს ქარ­თულ ფეხ­ბურთში უამ­რა­ვი პრობ­ლე­მაა, რო­გორც მე­ნე­ჯმენ­ტის და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის, ასე­ვე სა­ბავ­შვო სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლე­ბის არარ­სე­ბო­ბა. ამ სეგ­მენ­ტის გა­მოს­წო­რე­ბის გა­მოკ­ვე­თი­ლი მა­გა­ლი­თი ჩვენ სა­ფეხ­ბურ­თო რე­ა­ლო­ბა­ში "დი­ნა­მო თბი­ლი­სია" - სტა­დი­ო­ნით, საწ­ვრთნე­ლი ბა­ზით და აკა­დე­მი­ით, რომ­ლის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი ყვე­ლა სტუ­მარ გუნდსა თუ ფეხ­ბურ­თელს აღუ­ნიშ­ნავს.

გარ­და ამი­სა, კლუ­ბი მო­წო­ნე­ბას იმ­სა­ხუ­რებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლებ­ში აქ­ტი­უ­რო­ბი­თა და მუდ­მი­ვად გა­ნახ­ლე­ბა­დი ვებგ­ვერ­დით.

2013 წელს, აკა­დე­მი­ის გახ­სნის შემ­დეგ, კლუ­ბის სპორ­ტუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბიც გა­და­ი­ხე­და და დღეს ეს მი­მარ­თუ­ლე­ბაც არა­მარ­ტო ვიწ­რო კლუ­ბის ინ­ტე­რესს, არა­მედ ქვეყ­ნის ფეხ­ბურ­თსაც ემ­სა­ხუ­რე­ბა, ამას გან­ვლი­ლი სე­ზო­ნე­ბიც ამ­ტკი­ცებს, სა­დაც "დი­ნა­მოს" უმაღ­ლეს ლი­გა­ში ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა გუნ­დი ჰყავ­და და მე­ტიც, სხვა გუნ­დებ­საც ამა­რა­გებ­და ახალ­გაზ­რდა კად­რე­ბით.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რას ფიქ­რობს რო­მან ფი­ფია არ­ჩევ­ნებ­ზე და აპი­რებს თუ არა მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას, ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ფი­გუ­რაა დღე­ვან­დელ სა­ფეხ­ბურ­თო რე­ა­ლო­ბა­ში და ალ­ბათ ერთ-ერთი ისე­თი კან­დი­და­ტი იქ­ნე­ბა, ვისი სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მის უკან გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე დგას და არა მხო­ლოდ სი­ტყვე­ბი".

AMBEBI.GE შე­ე­ცა­და რო­მან ფი­ფი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბას, თუმ­ცა აღ­მოჩ­ნდა, რომ ის სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას "დინამოს" პრეზიდენტი?

მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას "დინამოს" პრეზიდენტი?

თბილისში ჩატარებული უეფას სუპერთასის მატჩის შემდეგ - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ გადადგომის შესახებ განაცხადა და იქვე მომდევნო არჩევნების თარიღიც დაასახელა - 3 ოქტომბერი. მომდევნო დღეებში პრეზიდენტობის მსურველებმა კანდიდატურების წამოყენება დაიწყეს და საარჩევნო რბოლის საწყისი პროცედურებიც დაიწყო.

გამოკვეთილი კანდიდატები არიან საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი - ლევან კობიაშვილი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი გენერალური მდივანი - რევაზ არველაძე. ასევე კანდიდატურა წამოაყენა სფფ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ, რომელმაც საარჩვენო კამპანია მშობლიურ გურიაში დაიწყო და ადგილობრივ ფეხბურთის მესვეურებს შეხვდა. მიხეილ ყაველაშვილის სიიდან ამოშლის შემდეგ, გაიჟღერა ლევან ყიფიანის სახელმაც. "დინამო თბილისის" პრეზიდენტის, რომან ფიფიას სახელს კი რატომღაც ჯერჯერობით არ ახსენებენ.

AMBEBI.GE-მ მიიღო წერილი, რომელშიც ავტორი ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის შესაფერის კანდიდატად რომან ფიფიას მიიჩნევს და ინტერესდება, მიიღებს თუ არა ის არჩევნებში მონაწილეობას.

"დღეს ქართულ ფეხბურთში უამრავი პრობლემაა, როგორც მენეჯმენტის და ინფრასტრუქტურის, ასევე საბავშვო საფეხბურთო სკოლების არარსებობა. ამ სეგმენტის გამოსწორების გამოკვეთილი მაგალითი ჩვენ საფეხბურთო რეალობაში "დინამო თბილისია" - სტადიონით, საწვრთნელი ბაზით და აკადემიით, რომლის მაღალი ხარისხი ყველა სტუმარ გუნდსა თუ ფეხბურთელს აღუნიშნავს.

გარდა ამისა, კლუბი მოწონებას იმსახურებს სოციალური ქსელებში აქტიურობითა და მუდმივად განახლებადი ვებგვერდით.

2013 წელს, აკადემიის გახსნის შემდეგ, კლუბის სპორტული ფასეულობებიც გადაიხედა და დღეს ეს მიმართულებაც არამარტო ვიწრო კლუბის ინტერესს, არამედ ქვეყნის ფეხბურთსაც ემსახურება, ამას განვლილი სეზონებიც ამტკიცებს, სადაც "დინამოს" უმაღლეს ლიგაში ყველაზე ახალგაზრდა გუნდი ჰყავდა და მეტიც, სხვა გუნდებსაც ამარაგებდა ახალგაზრდა კადრებით.

საინტერესოა, რას ფიქრობს რომან ფიფია არჩევნებზე და აპირებს თუ არა მონაწილეობის მიღებას, ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფიგურაა დღევანდელ საფეხბურთო რეალობაში და ალბათ ერთ-ერთი ისეთი კანდიდატი იქნება, ვისი საარჩევნო პროგრამის უკან გაკეთებული საქმე დგას და არა მხოლოდ სიტყვები".

AMBEBI.GE შეეცადა რომან ფიფიასთან დაკავშირებას, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის საქართველოში არ იმყოფება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია