სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე გრანდიოზული საზაფხულო ფასდაკლებები თბილისში თუ მარკეტინგული დარდუბალა
ყველაზე გრანდიოზული საზაფხულო ფასდაკლებები თბილისში თუ მარკეტინგული დარდუბალა

თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში მა­ღა­ზი­ის ვიტ­რი­ნე­ბი უკვე აჭ­რელ­და ფას­დაკ­ლე­ბის მა­უ­წყე­ბე­ლი წარ­წე­რე­ბით. იმა­ზე კარ­გი რა უნდა იყოს, თუ ძვი­რად ღი­რე­ბულ სა­მოსს 50-80% -იანი ფას­დაკ­ლე­ბით შე­ი­ძენ, თუმ­ცა სხვა სა­კი­თხია, შე­გუ­ლე­ბულ ნივთს მარ­თლა ფას­დაკ­ლე­ბით ყი­დუ­ლობ, თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ტყვა ფას­დაკ­ლე­ბა კლი­ენ­ტის მო­სა­ზი­დად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ფან­დია. მარ­კე­ტინ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ცა­ლო გა­ყიდ­ვე­ბის ბა­ზა­რი ჯერ კი­დევ შორს არის თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის­გან, ფას­დაკ­ლე­ბაც ჩვე­ნი, ქარ­თუ­ლი მე­თო­დით მუ­შა­ობს. ქარ­თუ­ლი ფას­დაკ­ლე­ბის სქე­მა მარ­ტი­ვია - მა­ღა­ზი­ის მე­ნე­ჯმენ­ტი კონ­კრე­ტუ­ლი კო­ლექ­ცი­ის სა­წყის ფასს კი­დევ უფრო აძ­ვი­რებს, რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ კი ამა­ვე პრო­დუქ­ცი­ა­ზე ფას­დაკ­ლე­ბას აცხა­დებს. კლი­ენ­ტი ფიქ­რობს, რომ სა­მო­სი ხელ­საყ­რელ ფა­სად შე­ი­ძი­ნა, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, ასე არ არის. მსგავს მარ­კე­ტინ­გულ აფე­რა­ში ბევ­რი ჩვენ­გა­ნი არა­ერ­თხელ დარ­წმუნ­და.

ნა­თია ჯინ­ჯო­ლა­ვა, მარ­კე­ტინ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტი: -რო­გორც წესი, უცხო­ეთ­ში ბრენ­დუ­ლი მა­ღა­ზი­ე­ბი მას შემ­დეგ, რაც კო­ლექ­ცი­ის გა­ყიდ­ვე­ბი­დან 100-150%-იან მო­გე­ბა­ზე გავ­ლენ, დარ­ჩე­ნილ პრო­დუქ­ცი­ა­ზე ფას­დაკ­ლე­ბას აცხა­დე­ბენ. ასეთ დროს, 100 დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თის შე­ძე­ნა ორ დო­ლა­რა­დაც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. მერ­წმუ­ნეთ, არც ერთი ბრენ­დუ­ლი მა­ღა­ზია, ახალ სე­ზონ­ზე გა­სუ­ლი წლის კო­ლექ­ცი­ას გა­სა­ყი­დად არ გა­მო­ი­ტანს. ეს მათ­თვის პრეს­ტი­ჟის სა­კი­თხია. ამას­თან, ძველ კო­ლექ­ცი­ას შე­ნახ­ვა ხომ უნდა - სა­წყობ­ში ად­გილს იკა­ვებს, მოვ­ლა სჭირ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ფირ­მას ურ­ჩევ­ნია ნე­ბის­მი­ერ ფა­სად გა­ყი­დოს დარ­ჩე­ნი­ლი პრო­დუქ­ცია და მო­ი­ცი­ლოს, ხოლო მის ად­გილ­ზე ახა­ლი კო­ლექ­ცია შე­მო­ი­ტა­ნოს, რო­მე­ლიც უკეთ გა­ი­ყი­დე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, თბი­ლის­ში მთე­ლი რიგი მა­ღა­ზი­ე­ბია, სა­დაც ოთხი წლის წი­ნან­დელ სა­მოსს ჰყი­დი­ან - ფასს მო­უ­მა­ტე­ბენ, მერე და­აკ­ლე­ბენ და ეს და­უს­რუ­ლებ­ლად გრძელ­დე­ბა. წმინ­და მარ­კე­ტინ­გუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, მსგავ­სი ფორ­მა წამ­გე­ბი­ა­ნია.

- ეს სფე­რო რო­გორ უნდა და­რე­გუ­ლირ­დეს?

- თა­ვად მომ­ხმა­რე­ბელ­მა უნდა და­ა­რე­გუ­ლი­როს და არ უნდა იყი­დოს ასე "ფას­დაკ­ლე­ბუ­ლი" პრო­დუქ­ტი. როცა მა­ღა­ზია 70%-იან ფას­დაკ­ლე­ბას აცხა­დებს და 200 ლა­რი­ან ნივთს 165 ლა­რად ჰყი­დის, ეს ფას­დაკ­ლე­ბა არ არის. მე პი­რა­დად, ბოლო 6 წე­ლია, რაც სა­მოსს სა­ზღვარ­გა­რეთ ვყი­დუ­ლობ. როცა 2 000 დო­ლა­რი­ან სა­ათს 305 ლა­რად შე­ი­ძენ, ტრან­სპორ­ტი­რე­ბის ხარ­ჯის ჩათ­ვლით, ესაა ფას­დაკ­ლე­ბა.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ძი­რი­თა­დად მხო­ლოდ სე­ზო­ნუ­რი ფას­დაკ­ლე­ბე­ბია. ევ­რო­პა­ში კი რო­გორც ვიცი, ერთჯე­რად აქ­ცი­ებ­საც მი­მარ­თა­ვენ.

- ეს კლი­ენ­ტის მო­სა­ზი­დად კეთ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, ფას­დაკ­ლე­ბით შე­ი­ძი­ნეთ პე­რან­გი, მაგ­რამ არ გაქვთ შე­სა­ფე­რი­სი ქვე­და­ბო­ლო, თუმ­ცა, მას­ზე ფას­დაკ­ლე­ბა არ არის. იმ ბრენ­დს იმ­დე­ნად ეჩ­ვე­ვით, რომ ხში­რად ფას­დაკ­ლე­ბის გა­რე­შეც ყი­დუ­ლობთ. ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბაა ასე­თი, როცა შენ­თან დათ­მო­ბა­ზე მო­დი­ან, სი­ურპრიზს გი­კე­თე­ბენ, შენც ლო­ი­ა­ლო­ბას იჩენ მათ მი­მართ. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­თან მხო­ლოდ ეს პრობ­ლე­მა არ დგას. მე­ო­რე სა­კი­თხია, რომ ბევ­რი ბრენ­დის სა­მო­სი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი ევ­რო­პა­ში უფრო იაფი ღირს, ვიდ­რე ჩვენ­თან. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ კომ­პა­ნი­ე­ბი სა­კუ­თარ პრო­დუქ­ცი­ის ფა­სებს კონ­კრე­ტუ­ლი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს არ­გე­ბენ. მა­გა­ლი­თად, "შა­ნე­ლის" კაბა, რო­მე­ლიც პა­რიზ­ში 17 ათა­სი ევრო ღირ­და, სინ­გა­პურ­ში, ზუს­ტად იგი­ვეს შე­ძე­ნა 8 000 ევ­როდ იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. ჩვენ­თან წარ­მოდ­გე­ნი­ლი ფა­სე­ბი კი ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ შე­მო­სა­ვალს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ყველაზე გრანდიოზული საზაფხულო ფასდაკლებები თბილისში თუ მარკეტინგული დარდუბალა

ყველაზე გრანდიოზული საზაფხულო ფასდაკლებები თბილისში თუ მარკეტინგული დარდუბალა

თბილისის ქუჩებში მაღაზიის ვიტრინები უკვე აჭრელდა ფასდაკლების მაუწყებელი წარწერებით. იმაზე კარგი რა უნდა იყოს, თუ ძვირად ღირებულ სამოსს 50-80% -იანი ფასდაკლებით შეიძენ, თუმცა სხვა საკითხია, შეგულებულ ნივთს მართლა ფასდაკლებით ყიდულობ, თუ საქართველოში სიტყვა ფასდაკლება კლიენტის მოსაზიდად გამოყენებული ფანდია. მარკეტინგის სპეციალისტების შეფასებით, საქართველოში საცალო გაყიდვების ბაზარი ჯერ კიდევ შორს არის თანამედროვე სტანდარტებისგან, ფასდაკლებაც ჩვენი, ქართული მეთოდით მუშაობს. ქართული ფასდაკლების სქემა მარტივია - მაღაზიის მენეჯმენტი კონკრეტული კოლექციის საწყის ფასს კიდევ უფრო აძვირებს, რამდენიმე დღის შემდეგ კი ამავე პროდუქციაზე ფასდაკლებას აცხადებს. კლიენტი ფიქრობს, რომ სამოსი ხელსაყრელ ფასად შეიძინა, სინამდვილეში კი, ასე არ არის. მსგავს მარკეტინგულ აფერაში ბევრი ჩვენგანი არაერთხელ დარწმუნდა.

ნათია ჯინჯოლავა, მარკეტინგის სპეციალისტი: -როგორც წესი, უცხოეთში ბრენდული მაღაზიები მას შემდეგ, რაც კოლექციის გაყიდვებიდან 100-150%-იან მოგებაზე გავლენ, დარჩენილ პროდუქციაზე ფასდაკლებას აცხადებენ. ასეთ დროს, 100 დოლარად ღირებული ნივთის შეძენა ორ დოლარადაც არის შესაძლებელი. მერწმუნეთ, არც ერთი ბრენდული მაღაზია, ახალ სეზონზე გასული წლის კოლექციას გასაყიდად არ გამოიტანს. ეს მათთვის პრესტიჟის საკითხია. ამასთან, ძველ კოლექციას შენახვა ხომ უნდა - საწყობში ადგილს იკავებს, მოვლა სჭირდება. შესაბამისად, ფირმას ურჩევნია ნებისმიერ ფასად გაყიდოს დარჩენილი პროდუქცია და მოიცილოს, ხოლო მის ადგილზე ახალი კოლექცია შემოიტანოს, რომელიც უკეთ გაიყიდება. სამწუხაროდ, თბილისში მთელი რიგი მაღაზიებია, სადაც ოთხი წლის წინანდელ სამოსს ჰყიდიან - ფასს მოუმატებენ, მერე დააკლებენ და ეს დაუსრულებლად გრძელდება. წმინდა მარკეტინგული თვალსაზრისით, მსგავსი ფორმა წამგებიანია.

- ეს სფერო როგორ უნდა დარეგულირდეს?

- თავად მომხმარებელმა უნდა დაარეგულიროს და არ უნდა იყიდოს ასე "ფასდაკლებული" პროდუქტი. როცა მაღაზია 70%-იან ფასდაკლებას აცხადებს და 200 ლარიან ნივთს 165 ლარად ჰყიდის, ეს ფასდაკლება არ არის. მე პირადად, ბოლო 6 წელია, რაც სამოსს საზღვარგარეთ ვყიდულობ. როცა 2 000 დოლარიან საათს 305 ლარად შეიძენ, ტრანსპორტირების ხარჯის ჩათვლით, ესაა ფასდაკლება.

- საქართველოში ძირითადად მხოლოდ სეზონური ფასდაკლებებია. ევროპაში კი როგორც ვიცი, ერთჯერად აქციებსაც მიმართავენ.

- ეს კლიენტის მოსაზიდად კეთდება. მაგალითად, ფასდაკლებით შეიძინეთ პერანგი, მაგრამ არ გაქვთ შესაფერისი ქვედაბოლო, თუმცა, მასზე ფასდაკლება არ არის. იმ ბრენდს იმდენად ეჩვევით, რომ ხშირად ფასდაკლების გარეშეც ყიდულობთ. ადამიანის ბუნებაა ასეთი, როცა შენთან დათმობაზე მოდიან, სიურპრიზს გიკეთებენ, შენც ლოიალობას იჩენ მათ მიმართ. სამწუხაროდ, ჩვენთან მხოლოდ ეს პრობლემა არ დგას. მეორე საკითხია, რომ ბევრი ბრენდის სამოსი და აქსესუარები ევროპაში უფრო იაფი ღირს, ვიდრე ჩვენთან. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიები საკუთარ პროდუქციის ფასებს კონკრეტული ქვეყნის მოსახლეობის შესაძლებლობებს არგებენ. მაგალითად, "შანელის" კაბა, რომელიც პარიზში 17 ათასი ევრო ღირდა, სინგაპურში, ზუსტად იგივეს შეძენა 8 000 ევროდ იყო შესაძლებელი. ჩვენთან წარმოდგენილი ფასები კი ქართულ რეალობაში არსებულ შემოსავალს არ შეესაბამება.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია