კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" თბილისელი აბონენტების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" თბილისელ აბონენტებს აცნობებს, რომ ღამის განმავლობაში , 20 აგვისტოს 01:00-დან 05:00 საათამდე, საპროფილაქტიკო სამუშაოების ჩატარების მიზნით, დროებით მიუწვდომელი იქნება კომპანიის შემდეგი სერვისები: ცხელი ხაზი, ვებგვერდი, ონლაინ-ჩეთი, ინტერნეტ-პორტალი მყგწპ.გე და SMS-სერვისი, რისთვისაც კომპანია ბოდიშს უხდის თავის მომხმარებლებს.
მათივე ინფორმაციით, კომპანიის უკლებლივ ყველა სერვისი ხელმისაწვდომი გახდება 20 აგვისტოს დილის 5:00 საათიდან.