პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორმა მოხუცმა კილერს ”კუდიანი” მეზობლის მკვლელობა დაუკვეთა
ორმა მოხუცმა კილერს ”კუდიანი” მეზობლის მკვლელობა დაუკვეთა

ორმა მო­ხუც­მა ქალ­მა, რო­მელ­თა­გან ერთი 72-ის, ხოლო მე­ო­რე 81 წლის არის, ალ­ტა­ის რეს­პუბ­ლი­კის ქა­ლაქ ალე­ის­კა­ში თა­ვი­ან­თი ნაც­ნო­ბის მოკ­ვლა სცა­დეს. პენ­სი­ო­ნე­რე­ბი თა­ვი­ანთ ნაც­ნობ ხნი­ერ ქალს კუ­დი­ა­ნად თვლიდ­ნენ და ამი­ტომ გა­და­წყვი­ტეს მისი მოკ­ვლა.

კრი­მი­ნა­ლუ­რი სე­რი­ა­ლე­ბის ყუ­რე­ბის შემ­დეგ ერთ-ერ­თმა მო­ხუც­მა გა­და­წყვი­ტა, "კუ­დი­ა­ნის" მოკ­ვლა, რო­მელ­საც თა­ვის ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებ­ში ადა­ნა­შუ­ლებ­და, კი­ლე­რის­თვის "შე­ეკ­ვე­თა". მკვლე­ლის ძი­ე­ბა­ში მან დახ­მა­რე­ბის­თვის თა­ვის 81 წლის მე­გო­ბარს მი­მარ­თა. მე­გო­ბა­რიც და­თან­ხმდა და მის ნაც­ნობ მა­მა­კაცს "კუ­დი­ა­ნის" მოკ­ვლის სა­ნაც­ვლოდ 10 000 რუბ­ლი შეს­თა­ვა­ზა.

"მა­მა­კა­ცი კა­ნონ­მორ­ჩი­ლი მო­ქა­ლა­ქე აღ­მოჩ­ნდა, ის პო­ლი­ცი­ას და­უ­კავ­შირ­და და ქა­ლე­ბის გან­ზრახ­ვა გა­უმ­ხი­ლა", - ყვე­ბა გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი. შემ­დეგ მოქ­მე­დე­ბა პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ გან­ვი­თარ­და. "კი­ლე­რი" შეხ­ვდა დამ­კვე­თებს, ფული გა­მო­არ­თვა და წა­ვი­და "ქა­ლის მო­საკ­ლა­ვად".

მე­ო­რე დღეს ის კვლავ შეხ­ვდა მო­ხუ­ცებს და უთხრა, რომ "კუ­დი­ა­ნი" მოკ­ლა. სწო­რედ ამ დროს და­ი­ჭი­რეს პენ­სი­ო­ნე­რე­ბი. მათ წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრუ­ლია საქ­მე მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის მუხ­ლით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ორმა მოხუცმა კილერს ”კუდიანი” მეზობლის მკვლელობა დაუკვეთა

ორმა მოხუცმა კილერს ”კუდიანი” მეზობლის მკვლელობა დაუკვეთა

ორმა მოხუცმა ქალმა, რომელთაგან ერთი 72-ის, ხოლო მეორე 81 წლის არის, ალტაის რესპუბლიკის ქალაქ ალეისკაში თავიანთი ნაცნობის მოკვლა სცადეს. პენსიონერები თავიანთ ნაცნობ ხნიერ ქალს კუდიანად თვლიდნენ და ამიტომ გადაწყვიტეს მისი მოკვლა.

კრიმინალური სერიალების ყურების შემდეგ ერთ-ერთმა მოხუცმა გადაწყვიტა, ”კუდიანის” მოკვლა, რომელსაც თავის ჯანმრთელობის პრობლემებში ადანაშულებდა, კილერისთვის ”შეეკვეთა”. მკვლელის ძიებაში მან დახმარებისთვის თავის 81 წლის მეგობარს მიმართა. მეგობარიც დათანხმდა და მის ნაცნობ მამაკაცს ”კუდიანის” მოკვლის სანაცვლოდ 10 000 რუბლი შესთავაზა.

”მამაკაცი კანონმორჩილი მოქალაქე აღმოჩნდა, ის პოლიციას დაუკავშირდა და ქალების განზრახვა გაუმხილა”, - ყვება გამომძიებელი. შემდეგ მოქმედება პოლიციის თანამშრომლების დაკვირვების ქვეშ განვითარდა. ”კილერი” შეხვდა დამკვეთებს, ფული გამოართვა და წავიდა ”ქალის მოსაკლავად”.

მეორე დღეს ის კვლავ შეხვდა მოხუცებს და უთხრა, რომ ”კუდიანი” მოკლა. სწორედ ამ დროს დაიჭირეს პენსიონერები. მათ წინააღმდეგ აღძრულია საქმე მკვლელობის ორგანიზების მუხლით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს