სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტყვეებით ვაჭრობის კონტრაბანდისტული ქსელი და ბიზნესმენი, რომელმაც ასობით ადამიანი იხსნა ისლამისტთა მონობიდან
ტყვეებით ვაჭრობის კონტრაბანდისტული ქსელი და ბიზნესმენი, რომელმაც ასობით ადამიანი იხსნა ისლამისტთა მონობიდან

ერთი წლის წინ, ჩრდი­ლო­ეთ ერა­ყის და­პყრო­ბის შემ­დეგ "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მებ­რძო­ლებ­მა ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც იე­ზიდ-ქურ­თე­ბის ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბას მი­ე­კუთ­ვნე­ბოდ­ნენ, მო­ნე­ბად წა­იყ­ვა­ნეს.

ყო­ვე­ლი­ვე ამის შემ­დეგ, ერა­ყელ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა მარ­თლაც შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლო, მან მო­ა­ხერ­ხა შე­ექ­მნა კონ­ტრა­ბან­დის­ტუ­ლი ქსე­ლი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის მო­ნო­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ა­ხერ­ხა

ირა­ნი-თურ­ქე­თის სა­ზღვა­რი...

და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის პირ­ვე­ლი სა­ა­თია, მე­სა­ზღვრე­ე­ბი ემ­ზა­დე­ბი­ან და­კე­ტონ სა­სა­ზღვრო-გამ­შვე­ბი პუნ­ქტი, ხალ­ხი ცდი­ლობს მი­ას­წროს თურ­ქე­თის­კენ მი­მა­ვალ უკა­ნას­კნელ ავ­ტო­ბუ­სებს, ამ დროს კი იე­ზიდ­თა ჯგუ­ფი თუ­ქე­თის მხა­რეს, სა­სა­ზღვრო გა­სას­ვლე­ლი­დან მო­შო­რე­ბით დგას, ერად შეკ­რე­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი თვალს არ აშო­რე­ბენ სა­კონ­ტრო­ლო-გამ­შვებ პუნ­ქტს. ბო­ლოს და ბო­ლოს თურ­ქე­თის მხა­რეს, სა­ა­სა­ზღვრო გა­სას­ვლე­ლი­დან გა­მო­დის ქალი, 4 ბავ­შვთან ერ­თად, გან­ზე მდგა­რი იე­ზი­დე­ბი მირ­ბი­ან მათ­კენ... ერ­თმა­ნეთს ეხ­ვე­ვი­ან და ტი­რი­ან.

ეს 35 წლის იე­ზი­დი ხა­თუ­ნია, რო­მე­ლიც "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მებ­რძო­ლებ­მა ტყვედ გა­სულ წელს ჩა­იგ­დეს, მას შემ­დეგ, რაც ჩრდი­ლო­ეთ ერაყ­ში , სინ­ჯა­რის ოლ­ქში მდე­ბა­რე მათი სო­ფე­ლი და­არ­ბი­ეს, ქალი შვი­ლებ­თან ერ­თად, რა­ყა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, რო­მე­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, "ის­ლა­მუ­რის სა­ხელ­მწი­ფოს" დე­და­ქა­ლა­ქია.

ქალი გა­და­ქან­ცუ­ლია, ფეხ­ზე გა­ჭირ­ვე­ბით დგას... "ეს იყო სა­ში­ნე­ლე­ბა, ისი­ნი არ გვაძ­ლევ­დნენ საკ­მა­რის წყალს და საკ­ვებს, არ გვქონ­და აბა­ზა­ნის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, გვირ­ტყამ­დნენ, ეს სა­შინ­ლე­ბა იყო...", - ყვე­ბა ტყვე­ო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი.

ქა­ლის ტყვე­ო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ ბიზ­ნეს­მენ აბ­დუ­ლას დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ადრე ის სი­რი­ა­ში სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ტე­ბით ვაჭ­რობ­და, თუმ­ცა მათ ოლ­ქში ის­ლა­მის­ტე­ბის შეს­ვლის შემ­დეგ, ბიზ­მეს­მენ­მა მო­ნად ქცე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მიჰ­ყო ხელი...

მო­ნო­ბი­დან დახ­სნი­ლი მავ­რა

აბ­დუ­ლას თა­ვის მოკ­რძა­ლე­ბულ სახ­ლში მივ­ყა­ვართ და გვაც­ნობს 22 წლის დის­შვილ მარ­ვას, რო­მე­ლიც ხა­თუ­ნის მსგავ­სად, ჯი­ჰა­დის­ტებ­მა გა­ი­ტა­ცეს. გა­ტა­ცე­ბი­დან 2 თვის შემ­დეგ, გო­გო­ნამ მო­ა­ხერ­ხა და ბი­ძას და­უ­კავ­შირ­და, გა­ა­გე­ბი­ნა, რომ რა­ყა­ში ერთ-ერთ სახ­ლში ჰყავ­დათ ტყვედ.

აბ­დუ­ლა BBC-ის კო­რეს­პონ­დენტს უყ­ვე­ბა:

"მარ­ვას ვუ­თხა­რი, მა­გათ არ ეს­მით ქურ­თუ­ლი, შენ თუ მო­ა­ხერ­ხებ და თავს და­აღ­წევ მაგ სახ­ლს, მე შე­ვეც­დე­ბი ვი­პო­ვი ვინ­მე, ვინც შენს დაბ­რუ­ნე­ბა­ში და­მეხ­მა­რე­ბა-მეთ­ქი..."

და ერთხე­ლაც, ღა­მით მარ­ვამ გა­ა­ღო გა­სას­ვლე­ლი კარი მო­პა­რუ­ლი გა­სა­ღე­ბით და გა­იქ­ცა...

"გა­ვა­ჩე­რე ტაქ­სი, თა­ვი­დან მძღოლს შე­ე­შინ­და, რად­გან ის­ლა­მისტ მებ­რძო­ლებს რომ და­ვე­ნა­ხეთ, ორ­თა­ვეს მოგ­ვკლავ­დნენ, შემ­დეგ დამ­თან­ხმდა და ქა­ლა­ქის მე­ო­რე მხა­რეს გა­და­მიყ­ვა­ნა, სა­დაც კე­თილ­მა ხალ­ხმა უარი არ მი­თხრეს დახ­მა­რე­ბა­ზე...", - ყვე­ბა გო­გო­ნა.

მე­ო­რე დღეს მარ­ვა მა­ინც იპო­ვა ერთ-ერ­თმა ჯი­ჰა­დის­ტმა, რო­მელ­მაც ოჯა­ხის­გან, სა­დაც გო­გო­ნა იმა­ლე­ბო­და, მო­ი­თხო­ვა, - ან და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ ტყვე, ან გა­და­ე­ხა­დათ 7,5 ათა­სი დო­ლა­რი. ის­ლა­მის­ტი მებ­რძო­ლი ასე­ვე და­უ­კავ­შირ­და გო­გო­ნას ბი­ძას.

აბ­დუ­ლა: "მე ვუ­თხა­რი, მო­მე­ცი დრო და გა­მო­გიგ­ზავ­ნი ფულს, ოღონდ ჩემს დის­შვილს არ შე­ე­ხოთ-მეთ­ქი..." მან დიდი წვა­ლე­ბის შემ­დეგ, სი­რი­ე­ლი ყო­ფი­ლი პარტნი­ო­რის დახ­მა­რე­ბით, გო­გო­ნას დახ­სნა შეძ­ლო...

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტყვეებით ვაჭრობის კონტრაბანდისტული ქსელი და ბიზნესმენი, რომელმაც ასობით ადამიანი იხსნა ისლამისტთა მონობიდან

ტყვეებით ვაჭრობის კონტრაბანდისტული ქსელი და ბიზნესმენი, რომელმაც ასობით ადამიანი იხსნა ისლამისტთა მონობიდან

ერთი წლის წინ, ჩრდილოეთ ერაყის დაპყრობის შემდეგ "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ქალები და ბავშვები, რომლებიც იეზიდ-ქურთების ეთნიკურ უმცირესობას მიეკუთვნებოდნენ, მონებად წაიყვანეს.

ყოველივე ამის შემდეგ, ერაყელმა ბიზნესმენმა მართლაც შეუძლებელი შეძლო, მან მოახერხა შეექმნა კონტრაბანდისტული ქსელი, რომლის საშუალებითაც ათასობით ადამიანის მონობისგან გათავისუფლება მოახერხა

ირანი-თურქეთის საზღვარი...

დაახლოებით ღამის პირველი საათია, მესაზღვრეები ემზადებიან დაკეტონ სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, ხალხი ცდილობს მიასწროს თურქეთისკენ მიმავალ უკანასკნელ ავტობუსებს, ამ დროს კი იეზიდთა ჯგუფი თუქეთის მხარეს, სასაზღვრო გასასვლელიდან მოშორებით დგას, ერად შეკრებილი ადამიანები თვალს არ აშორებენ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს. ბოლოს და ბოლოს თურქეთის მხარეს, საასაზღვრო გასასვლელიდან გამოდის ქალი, 4 ბავშვთან ერთად, განზე მდგარი იეზიდები მირბიან მათკენ... ერთმანეთს ეხვევიან და ტირიან.

ეს 35 წლის იეზიდი ხათუნია, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ტყვედ გასულ წელს ჩაიგდეს, მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ ერაყში , სინჯარის ოლქში მდებარე მათი სოფელი დაარბიეს, ქალი შვილებთან ერთად, რაყაში გადაიყვანეს, რომელიც, ფაქტობრივად, "ისლამურის სახელმწიფოს" დედაქალაქია.

ქალი გადაქანცულია, ფეხზე გაჭირვებით დგას... "ეს იყო საშინელება, ისინი არ გვაძლევდნენ საკმარის წყალს და საკვებს, არ გვქონდა აბაზანის მიღების საშუალება, გვირტყამდნენ, ეს საშინლება იყო...", - ყვება ტყვეობიდან გათავისუფლებული.

ქალის ტყვეობიდან გათავისუფლება მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესმენ აბდულას დამსახურებაა. ადრე ის სირიაში სასოფლო სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრობდა, თუმცა მათ ოლქში ისლამისტების შესვლის შემდეგ, ბიზმესმენმა მონად ქცეული ადამიანების გათავისუფლებას მიჰყო ხელი...

მონობიდან დახსნილი მავრა

აბდულას თავის მოკრძალებულ სახლში მივყავართ და გვაცნობს 22 წლის დისშვილ მარვას, რომელიც ხათუნის მსგავსად, ჯიჰადისტებმა გაიტაცეს. გატაცებიდან 2 თვის შემდეგ, გოგონამ მოახერხა და ბიძას დაუკავშირდა, გააგებინა, რომ რაყაში ერთ-ერთ სახლში ჰყავდათ ტყვედ.

აბდულა BBC-ის კორესპონდენტს უყვება:

"მარვას ვუთხარი, მაგათ არ ესმით ქურთული, შენ თუ მოახერხებ და თავს დააღწევ მაგ სახლს, მე შევეცდები ვიპოვი ვინმე, ვინც შენს დაბრუნებაში დამეხმარება-მეთქი..."

და ერთხელაც, ღამით მარვამ გააღო გასასვლელი კარი მოპარული გასაღებით და გაიქცა...

"გავაჩერე ტაქსი, თავიდან მძღოლს შეეშინდა, რადგან ისლამისტ მებრძოლებს რომ დავენახეთ, ორთავეს მოგვკლავდნენ, შემდეგ დამთანხმდა და ქალაქის მეორე მხარეს გადამიყვანა, სადაც კეთილმა ხალხმა უარი არ მითხრეს დახმარებაზე...", - ყვება გოგონა.

მეორე დღეს მარვა მაინც იპოვა ერთ-ერთმა ჯიჰადისტმა, რომელმაც ოჯახისგან, სადაც გოგონა იმალებოდა, მოითხოვა, - ან დაებრუნებინათ ტყვე, ან გადაეხადათ 7,5 ათასი დოლარი. ისლამისტი მებრძოლი ასევე დაუკავშირდა გოგონას ბიძას.

აბდულა: "მე ვუთხარი, მომეცი დრო და გამოგიგზავნი ფულს, ოღონდ ჩემს დისშვილს არ შეეხოთ-მეთქი..." მან დიდი წვალების შემდეგ, სირიელი ყოფილი პარტნიორის დახმარებით, გოგონას დახსნა შეძლო...

იხილეთ გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა