კომენტატორი დავით მინაშვილი "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" პირდაპირ რეპორტაჟებს აღარ წაიყვანს.
როგორც Sportall.ge-სთვის გახდა ცნობილი, "პირველ არხზე" საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. ამ რეორგანიზაციის შედეგად, არხზე უკვე შეიცვალა სპორტული განყოფილება, რომელსაც პოლიტიკოს დავით ზურაბიშვილის შვილი, გიორგი ზურაბიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც, ამავდროულად, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ნათლულია.
ზურაბიშვილი "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" თავისი გუნდით უკვე მივიდა და მის გუნდში შედიან - გიგა გვენცაძე, დათო ბანანაშვილი და ლევან ღუდუშაური.
ახალი გუნდის მიერ კომენტირებული მატჩები პირველი არხის ეთერში 18 აგვისტოს უკვე მოისმინა მაყურებელმა. რაც შეეხება დავით მინაშვილს, მისთვის "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" ბოლო ეთერი უეფას სუპერთასზე იყო. 12 აგვისტოს მინაშვილმა ერთი თვით შვებულება აიღო.
Sportall.ge-ს ინფორმაციით, არხის ხელმძღვანელობა მინაშვილს სხვა განყოფილებაში გადასვლას დაჰპირდა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" არხიდან მეორე კომენტატორი - სანდრო ცნობილაძეც დაითხოვა.
www.sportall.ge