მარიამ საჯაია მარტო, "ველურ პირობებში": დეპუტატის მიერ ფეხითა და 150 ლარიანი ბიუჯეტით შემოვლილი საქართველო

მარიამ საჯაია მარტო, "ველურ პირობებში": დეპუტატის მიერ ფეხითა და 150 ლარიანი ბიუჯეტით შემოვლილი საქართველო

საქართველოს პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი, 24 წლის მარიამ საჯაია, პარლამენტის წევრი 2012 წლიდანაა.

მარიამს ძალიან უყვარს მოგზაურობა და ზაფხულში საკმაოდ საინტერესო მიზანი დაისახა. გოგონას თქმით, მან გადაწყვიტა 150 ლარით ემოგზაურა საქართველოში და ენახა, რამდენად შეძლებდა ასეთ სირთულესთან გამკლავებას. მისი მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთიდან დაიწყო.

მოგზაურობის ყველა დეტალის შესახებ მარიამი საკმაოდ საინტერესო და ვრცელ დღიურებს "ფეისბუქზე" აქვეყნებს:

"პირადი ინტერესისთვის ნამოქმედარი, სოციალური ელემენტით:

მე ვარ მოგზაური (და არა ტურისტი) მიყვარს მოგზაურობა. ყველანაირი.

მოგზაურებს აქვთ ამოჩემებული ადგილები. იმდენად ამოჩემებული, რომ ყველაფერს ცდილობენ იქ მოსახვედრად. ასეთია ჩემთვის პორტუგალია, მაროკო, ინდოეთი, ცენტრალური ამერიკის ქვეყნები... და აღარ გავგრძელდები.

მთელი მონდომებით ვეცადე და დავგეგმე, რომ ამ ზაფხულს ვნახავდი ლისაბონს, ნიცას და მარსელის გავლით. ბილეთიც მაქვს. 20-ში იქ უნდა ვყოფილიყავი. ახლა კი ის "დიადი" წამია, როცა აკანკალებული ხელით ვაუქმებ ამ ბილეთს. ყველაფერს მიზეზი აქვს

ამგვარად, ვრჩები საქართველოში.

მაგრამ არ ვრჩები მოგზაურობის გარეშე.

ხვალიდან....

ვიწყებ ჰიჩჰაიკინგს. სამცხე-ჯავახეთის გავლით გადავალ მაღალმთიან აჭარაში და დავეშვები ზღვისპირეთში.

და მათთვის, ვისაც უყვარს მოგზაურობა, მაგრამ ბიუჯეტი არ აძლევს საშუალებას: ვნახოთ არის თუ არა შესაძლებელი ამ პირობებში მოიარო, ნახო, იგრძნო, დააგემოვნო, შეიცნო.... ამიტომ გამიზნულად თან ვიქონიებ სულ 150 ლარს. დარწმუნებული ვარ გამოვა მაქვს კარავი და აღჭურვილობა - დასახლებისთვის, ცერა თითი - მგზავრობისთვის, მათარა - წყლისთვის და საჭმლის თანხაღა რჩება საჭირო.

ჰოდა ამგვარად, დავტესტავ რამდენად არის ეს შესაძლებელი საქართველოში და რამდენად შევძლებ და გავქაჩავ მე. პირველი მცდელობაა ჰიჩჰაიკინგის, მარტო, უცხო მხარეში, საკუთარი თავის იმედად

სადაც კი ინტერნეტი იქნება, მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას".

"ახალციხემდე უცნაურად ვიმგზავრე. ნაცნობმა უცნობმა წამომიყვანა, ავტოსტოპი არ გამოვიდა. რაბათზე ამოვედი, რომ მოვმზადებულიყავი და კარგად დავათვალიერე (5 გელ). უცნაურობა ისაა, რომ ვინც კი შემხვდა, ქართველი არავის ვგონივარ, ქართულად რომ ვპასუხობ არის ერრორ )) თან ისეთი, ვაააა არ გვეგონე ქართველი, ხმამაღლა რომ გაიძახიან.

ახალციხიდან პირველივე ცერის აწევაზე გამიჩერა ბატონმა რეზომ ვალეში მიდიოდა, ადიგენის გადასახვევთან ჩამომსვა და ბედნიერი მგზავრობა მისურვა. ცოტა ფეხით გავიარე და მეორე გაავტოსტოპებულმა მანქანამაც არ დააყოვნა. აქ არიან ვანო, ვანო და ლაშა. სოფელ უდეში მიდიან (ის ვანო აქ დაიბადაო - თუმცა არ ვუცნივართ). ამ სოფლიდანაა ანთიმოზ ივერიელიო, უძველესი სოფელიაო, ჩვენს წელთაღრიცხვამდეო. ვახ, მეთქი ზუსტად? უი გავიჭედეთ, ეგრე არვიცითო , ახლა სოფ. არალში ვარ, ერთმანეთის მოპირდაპირე მხარესაა კათოლიკური და მართლმადიდებლური ტაძრები,მერე ადიგენში ადიან და ამიყვანენ

"ესეც ვანო&ვანო და ლაშა. ჯერ იყო ნაყინები, მერე მწვადი, მერე ჭიქა არაყი, მერე მიპატიჟება აბასთუმანში, გზას არ გადავუხვიე, ვაგრძელებ ჩემს მარშრუტს თუმცა გულითად გამასპინძლებაზე უარი არ მითქვამს, წავუქეიფეთ ზარზმაში.

სად მუშაობო, თბილისში-მეთქი. ერთმა ვანომ ივარაუდა, სტუდენტი იქნებაო... ჩუმად ვარ,

ძლივს დავითანხმე, რომ გზას მარტო გავაგრძელებდი და ჩემს გამო არ წამოსულიყვნენ.

მისვეირნობ ზარზმის გზაზე. მიკროავტობუსი თვითონ მიჩერებს, ზარზმაში მოსაცდელია ერთგან, იქ მივდივარ წაგიყვანო. აზრი არ ქონდა. მადლობით და უარით წავიდა. მეორე მიკროავტობუსმა გამოიარა, გამიჩერა. ნაყინის დიატრიბუტორი ვარო, გაგიმასპინძლდებიო. ნებისმიერი ბავშვის ოცნება იქნებოდა ალბათ კეთილი, შეჭაღარავებული "ნაყინის ბაბუ" რომ ბევრ ნაყინს გთავაზობს, მაინც უარი, მწვადი ჯერ კიდევ ახლადდაგემოვნებულია. მაგრამ სიკეთე მახარებს... ისიც მახარებს, რომ უკვირთ და გაოცებას ვერ მალავენ ქართველი რომ ასე დადის. პირველად ვხედავთო, რა სასწაულიაო, რა მაგარიაო!

მშვენივრად მიდის ყველაფერი, ერორიზაცია გრძელდება, სავსე ვარ ენერგიით"

"ბეშუმშიც ამოვედი. ზარზმიდან ასლანი მოდიოდა სატვირთო მიკროავტობუსით. უმუშევარ სოფელში საქმე გაიჩინა, სექტემბერში ბავშვს ელოდება, უყვარს აქაურობა და მიუხედავად იმისა, რომ თბილისში საქმეც აქვს, მაინც აქ ურჩევნია.

გოდერძის უღელტეხილზე დავემშვიდობე, მე მწვანე ტბისკენ მივდიოდი.

გზაგასაყარზე აჭარელი კაცი დგას, რუსულად მეკითხება რუსულად თუ ვსაუბრობ.

- ქართველი ვარ, ქართველიი, შევძახე

- აბა რას იყენებ ამ უცხოურ ვიდს - მეჩხუბება ლამის, თან მიშლის ტბაზე წასვლას, შორიაო, საშიშიაო... 8 კმ ბევრი არაა-მეთქი და წავედი

მივდივარ გარემოთი აღფრთოვანებული, სულ გადამავიწყდა დრო, რომ მალე ავიდე/ჩამოვიდე და დავბანაკდე.

ქარია, სუფთა ჰაერი, კაშკაშა მზე, უფრო ლურჯი ცა, აბურდული ღრუბლები, მთა და დიდი სივრცე

ბედნიერება

ბედმაც არ დააყოვნა - დაივერები მიდიან მწვანე ტბაზე და წამომიყოლეს"

"გუშინდელი ამბის გაგრძელება: ბეშუმში დავბრუნდი და დავასრულე დაბანაკება. გავშალე კარავი და მოვეწყე.

უჰჰჰ...

მანამდე ბევრი ვიარე თუ ცოტა, კარგად თუ ცუდად, დაივერებთან ერთად მივადექი ტბას, რომელიც მწვანეა - მწვანე ტბას. ლამაზს, ზურმუხტს, სიმწვანეში ჩაფლულს, ირგვლივ გორაკებით.

მივუარე, მოვუარე, ავბობღდი, ყველა მხრიდან ვნახე, ყველა მხრიდან მომეწონა ☺

ოდნავ გვიან კი ავედით... თუმცა ჩამოსვლა უფრო დაგვიანდა. დაღამდა. დაბნელდა. შორს ყველანაირი ცივილიზაციისგან, თავზე ვარსკვლავებიანიცა რომ გახურავს თავზე და ირგვლივ რომ წყვდიადია. ფანრები ანათებენ - დაივერები აღჭურვილობას ალაგებენ.

მე კი ვფიქრობ, ვფიქრობ სად დავბანაკდე... ტბასთან ყველამ მითხრა მტკიცე უარი - მტაცებელი ცხოველების საფრთხის გამო. ისევ ვფიქრობ. ალბათ პირველივე შუქ-ანთებულ სახლთან ახლომახლო?!

წამოვედით. გზას ძლივს ვარჩევთ.

ვიპოვე სახლი. უცნაური. რაღაც ბოსლის სუნით. დავრჩე? არ შემიძლია... ქვევით სოფელში ჩავიდე? ყველას რომ ეძინოს და ნებართვა ვერ ვითხოვო სადმე ეზოსთან კარვის გასაშლელად? ... არა, წავალ ამ რისკზე.

და მე ხომ მიმართლებს გზად საოჯახო სასტუმრო გამოჩნდა. დავემშვიდობე მეგზურებს და შევვარდი აწეწილ-დაწეწილი... შოკირებული თვალები დამხვდა ისევ. თხოვნები კიდევ უფრო უცნაური, მაგრამ არა-რთული შეიძლება ეზოს ახლოს კარავი გავშალო? და უკაცრავად, ტელეფონს დამატენინებთ?

საბედნიეროდ პასუხები დადებითი

ვაჰ! რა კარგია... შევძვრები ახლა კარავში და იმედია ჩავთბები. უხხ როგორ ცივა... მინდა შესვლა კარავში მაგრამ ვარსკვლავები მენანება... ახლოს არიან, ბევრნი არიან, ბრჭყვიალები, კაშკაშები. ვერ ველევი ყურებას

უნდა შეველიო.

პირველი დღე დასრულდა"

მარიამ საჯაიას სახლები და მანქანები: ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატის დეკლარირებული ქონება

"ვარლამ, მეგობარო, შენი უფლებების დასაცავად მოსული ჩემი მეგობრები გამოუგდიათ შენს ბნელ მეგობრებს..." - გიგა მაქარაშვილი გოლეთიანს მიმართავს

რუსკა მაყაშვილი მეორე შვილის დედა გახდა - რა დაარქვა ბავშვს მსახიობმა

“მინდა დავამშვიდო მიშა, მის მიერ აშენებული ლამაზი შენობები არ ჩაიძირება" - რას პასუხობს გოცირიძე სააკაშვილს "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით?