პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენიმე მიზეზი, რაც უშვილობას იწვევს და რაც ყველა წყვილმა უნდა იცოდეს
რამდენიმე მიზეზი, რაც უშვილობას იწვევს და რაც ყველა წყვილმა უნდა იცოდეს

რო­გორც მე­დი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, ყო­ვე­ლი მე­ა­თე წყვი­ლი უნა­ყო­ფო­ბის პრობ­ლე­მას უჩი­ვის. არ­სე­ბობს ტერ­მი­ნე­ბი - "ქალ­თა უნა­ყო­ფო­ბა" და "მა­მა­კაც­თა უნა­ყო­ფო­ბა", მაგ­რამ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, ისი­ნი საკ­მა­ოდ პი­რო­ბი­თია, რად­გან, გარ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი­სა, იზო­ლი­რე­ბუ­ლად არც ქა­ლი­სა და არც მა­მა­კა­ცის უშ­ვი­ლო­ბის გან­ხილ­ვა არ შე­იძ­ლე­ბა. ზო­გა­დად კი საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, თუ ქალი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რე­გუ­ლა­რუ­ლი სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ არ და­ორ­სულ­და, უშ­ვი­ლოდ მი­იჩ­ნე­ვა და ამი­ტომ ექიმს უნდა მი­მარ­თოს. უშ­ვი­ლო­ბას შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი ჰქონ­დეს:

ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბამ და ეკო­ლო­გი­ურ­მა ცვლი­ლე­ბებ­მა ყვე­ლა­ფერ­ზე მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა, რაც რიგ შემ­თხვე­ვა­ში უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე.

ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი კი არ იკ­ლებს, პი­რი­ქით იმა­ტებს, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა უშ­ვი­ლო წყვილ­თა მა­ტე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

ქა­ლებ­ში უნა­ყო­ფო­ბის მი­ზე­ზი უფრო მრა­ვალ­მხრი­ვია, ვიდ­რე მა­მა­კა­ცებ­ში, რად­გა­ნაც ქა­ლის ორ­გა­ნიზ­მმა სრულ­ფა­სო­ვა­ნი კვერ­ცხუ­ჯრე­დი უნდა წარ­მოქ­მნას და ჩა­სახ­ვი­სა და ორ­სუ­ლო­ბის წარ­მარ­თვის­თვის შე­სა­ფე­რი­სი პი­რო­ბე­ბიც შექ­მნას.

ენ­დოკ­რი­ნუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გამო წარ­მოქ­მნი­ლი უშ­ვი­ლო­ბა მე­ო­რე ად­გილ­ზეა, უნა­ყო­ფო­ბის მი­ზე­ზებს შო­რის პირ­ვე­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის ან­თე­ბით და­ა­ვა­დე­ბებს, რომ­ლე­ბიც სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­დე­ბი ინ­ფექ­ცი­ე­ბის (ე.წ. ვე­ნე­რი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი) შე­დე­გია.

უბ­რა­ლო გა­ცი­ე­ბა უშ­ვი­ლო­ბას ვერ გა­მო­იწ­ვევს. მან შე­იძ­ლე­ბა უკვე არ­სე­ბუ­ლი სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­დე­ბი ინ­ფექ­ცია გა­მო­იწ­ვი­ოს, მაგ­რამ თუ სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ებ­ში მოხ­ვდა, მა­გა­ლი­თად, ჰე­პა­ტი­ტის ვირუ­სი ან რო­მე­ლი­მე სხვა ინ­ფექ­ცია, აუ­ცი­ლებ­ლად სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის ან­თე­ბას წარ­მოქ­მნის და დიდი ალ­ბა­თო­ბით, შე­იძ­ლე­ბა საქ­მე უშ­ვი­ლო­ბამ­დეც მი­ვი­დეს.

ამა­ვე მე­ქა­ნიზ­მით უშ­ვი­ლო­ბა შე­საძ­ლოა ნე­ბის­მი­ერ­მა ვირუს­მა გა­მო­იწ­ვი­ოს, მათ შო­რის - მე­ნინ­გო­კოკ­მა და გრი­პის ვირუს­მაც კი, თუ მათ მოხ­ვედ­რას თე­ო­რი­უ­ლად სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ებ­ში და­ვუშ­ვებთ.

უშ­ვი­ლო­ბას იწ­ვევს საშ­ვი­ლოს­ნოს მი­ლე­ბის გა­მავ­ლო­ბის დარ­ვე­ვა. საშ­ვი­ლოს­ნოს მილი ფუნ­ქცი­უ­რად აქ­ტი­უ­რი ორ­გა­ნოა, უბ­რა­ლო მილი არ გახ­ლავთ, არა­მედ იკუმ­შე­ბა, აქვს თა­ვი­სი ფუნ­ქცია. გაკ­ვე­თის შე­დე­გად, ეს ფუნ­ქცია ირ­ღვე­ვა და მისი აღ­დგე­ნა ძნე­ლია. ამი­ტომ მი­ლის დახ­შო­ბის მძი­მე ფორ­მე­ბის დროს და­ის­მის კი­თხვა, - რა უფრო რენ­ტა­ბე­ლუ­რია - გა­კეთ­დეს ოპე­რა­ცია თუ გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა პირ­და­პირ სინ­ჯა­რა­ში ჩა­ტარ­დეს?

აბორ­ტი ორ­სუ­ლო­ბის უხე­ში ლიკ­ვი­და­ცი­აა. ამ დროს შე­საძ­ლოა, და­ზი­ან­დეს საშ­ვი­ლოს­ნოს კე­დე­ლი, მი­ლე­ბი და გან­ვი­თარ­დეს მათი ან­თე­ბა (ენ­დო­მეტ­რი­ტი), რაც შემ­დგომ ხელს შე­უშ­ლის გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბუ­ლი კვერ­ცხუ­ჯრე­დის საშ­ვი­ლოს­ნოს კე­დელ­ზე მი­მაგ­რე­ბას. აბორ­ტის დროს რეპ­რო­დუქ­ცი­ულ ორ­გა­ნო­ებ­ში ხში­რად ინ­ფექ­ცია იჭ­რე­ბა და ან­თე­ბა ვი­თარ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, აბორ­ტი იწ­ვევს ენ­დოკ­რი­ნულ ცვლი­ლე­ბებ­საც. ყო­ვე­ლი­ვე ამას კი ადა­მი­ა­ნი უშ­ვი­ლო­ბამ­დე მიჰ­ყავს.

არ­სე­ბობს პირ­ვე­ლა­დი და მე­ო­რე­უ­ლი უშ­ვი­ლო­ბა. პირ­ვე­ლადს უნა­ყო­ფო­ბას უწო­დე­ბენ, როცა ქალი სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არც ერთხელ არ ყო­ფი­ლა ორ­სუ­ლად; მე­ო­რე­უ­ლია უშ­ვი­ლო­ბა, როცა წი­ნა­მორ­ბე­დი ერთი ან რამ­დე­ნი­მე ორ­სუ­ლო­ბის შემ­დეგ ქალი აღარ და­ორ­სუ­ლე­ბუ­ლა. ასე­ვე, გა­ნას­ხვა­ვე­ბენ ქა­ლის აბ­სო­ლუ­ტურ და შე­და­რე­ბით უნა­ყო­ფო­ბას, მა­გა­ლი­თად, საკ­ვერ­ცხე­ე­ბის ან საშ­ვი­ლოს­ნოს უქონ­ლო­ბას - ამ შემ­თხვე­ვა­ში ორ­სუ­ლო­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლია.

MKURNALI.GE-ს მი­ხედ­ვით მო­ამ­ზა­და ლალი ფა­ცი­ამ

რამდენიმე მიზეზი, რაც უშვილობას იწვევს და რაც ყველა წყვილმა უნდა იცოდეს

რამდენიმე მიზეზი, რაც უშვილობას იწვევს და რაც ყველა წყვილმა უნდა იცოდეს

როგორც მედიკოსები ამბობენ, ყოველი მეათე წყვილი უნაყოფობის პრობლემას უჩივის. არსებობს ტერმინები - "ქალთა უნაყოფობა" და "მამაკაცთა უნაყოფობა", მაგრამ სპეციალისტების თქმით, ისინი საკმაოდ პირობითია, რადგან, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, იზოლირებულად არც ქალისა და არც მამაკაცის უშვილობის განხილვა არ შეიძლება. ზოგადად კი საკმაოდ სერიოზული პრობლემაა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დადგენილების თანახმად, თუ ქალი ერთი წლის განმავლობაში რეგულარული სქესობრივი ცხოვრების შემდეგ არ დაორსულდა, უშვილოდ მიიჩნევა და ამიტომ ექიმს უნდა მიმართოს. უშვილობას შეიძლება რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს:

ცხოვრების პირობების გაუარესებამ და ეკოლოგიურმა ცვლილებებმა ყველაფერზე მოახდინა გავლენა, რაც რიგ შემთხვევაში უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები კი არ იკლებს, პირიქით იმატებს, რამაც შეიძლება უშვილო წყვილთა მატება გამოიწვიოს.

ქალებში უნაყოფობის მიზეზი უფრო მრავალმხრივია, ვიდრე მამაკაცებში, რადგანაც ქალის ორგანიზმმა სრულფასოვანი კვერცხუჯრედი უნდა წარმოქმნას და ჩასახვისა და ორსულობის წარმართვისთვის შესაფერისი პირობებიც შექმნას.

ენდოკრინული პრობლემების გამო წარმოქმნილი უშვილობა მეორე ადგილზეა, უნაყოფობის მიზეზებს შორის პირველი ადგილი უჭირავს სასქესო ორგანოების ანთებით დაავადებებს, რომლებიც სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (ე.წ. ვენერიული დაავადებები) შედეგია.

უბრალო გაციება უშვილობას ვერ გამოიწვევს. მან შეიძლება უკვე არსებული სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია გამოიწვიოს, მაგრამ თუ სასქესო ორგანოებში მოხვდა, მაგალითად, ჰეპატიტის ვირუსი ან რომელიმე სხვა ინფექცია, აუცილებლად სასქესო ორგანოების ანთებას წარმოქმნის და დიდი ალბათობით, შეიძლება საქმე უშვილობამდეც მივიდეს.

ამავე მექანიზმით უშვილობა შესაძლოა ნებისმიერმა ვირუსმა გამოიწვიოს, მათ შორის - მენინგოკოკმა და გრიპის ვირუსმაც კი, თუ მათ მოხვედრას თეორიულად სასქესო ორგანოებში დავუშვებთ.

უშვილობას იწვევს საშვილოსნოს მილების გამავლობის დარვევა. საშვილოსნოს მილი ფუნქციურად აქტიური ორგანოა, უბრალო მილი არ გახლავთ, არამედ იკუმშება, აქვს თავისი ფუნქცია. გაკვეთის შედეგად, ეს ფუნქცია ირღვევა და მისი აღდგენა ძნელია. ამიტომ მილის დახშობის მძიმე ფორმების დროს დაისმის კითხვა, - რა უფრო რენტაბელურია - გაკეთდეს ოპერაცია თუ განაყოფიერება პირდაპირ სინჯარაში ჩატარდეს?

აბორტი ორსულობის უხეში ლიკვიდაციაა. ამ დროს შესაძლოა, დაზიანდეს საშვილოსნოს კედელი, მილები და განვითარდეს მათი ანთება (ენდომეტრიტი), რაც შემდგომ ხელს შეუშლის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოს კედელზე მიმაგრებას. აბორტის დროს რეპროდუქციულ ორგანოებში ხშირად ინფექცია იჭრება და ანთება ვითარდება. გარდა ამისა, აბორტი იწვევს ენდოკრინულ ცვლილებებსაც. ყოველივე ამას კი ადამიანი უშვილობამდე მიჰყავს.

არსებობს პირველადი და მეორეული უშვილობა. პირველადს უნაყოფობას უწოდებენ, როცა ქალი სქესობრივი ცხოვრების განმავლობაში არც ერთხელ არ ყოფილა ორსულად; მეორეულია უშვილობა, როცა წინამორბედი ერთი ან რამდენიმე ორსულობის შემდეგ ქალი აღარ დაორსულებულა. ასევე, განასხვავებენ ქალის აბსოლუტურ და შედარებით უნაყოფობას, მაგალითად, საკვერცხეების ან საშვილოსნოს უქონლობას - ამ შემთხვევაში ორსულობა გამორიცხულია.

MKURNALI.GE-ს მიხედვით მოამზადა ლალი ფაციამ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია