საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირამიდის ქვეშ მაიას ცივილიზაციის ცენტრი აღმოაჩინეს
პირამიდის ქვეშ მაიას ცივილიზაციის ცენტრი აღმოაჩინეს

მექ­სი­კის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ავ­ტო­ნო­მი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ფა­რუ­ლი მი­წის­ქვე­შა მდი­ნა­რე პი­რა­მი­და კუ­კულ­კა­ნის სი­ახ­ლო­ვეს, ქა­ლაქ ჩი­ჩენ იცა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მეც­ნი­ე­რე­ბის აზ­რით, პი­რა­მი­დის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი მდი­ნა­რე მა­ი­ას ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის სამ­ყა­როს ცენ­ტრი იყო.

რო­გორც სა­ა­გენ­ტო France-Presse-ი იტყო­ბი­ნე­ბა, მი­წის­ქვე­შა მდი­ნა­რე პი­რა­მი­დის ქვეშ და­ახ­ლო­ე­ბით 20 მეტ­რის სიღ­რმე­ში მდე­ბა­რე­ობს. გე­ო­ფი­ზი­კო­სის რენე ჩა­ვე­სის თქმით, ეს მი­წის­ქვე­შა მდი­ნა­რე აერ­თი­ა­ნებს მა­ი­ას სა­კულ­ტო ჭებს, რომ­ლებ­შიც ადა­მი­ა­ნებს მსხვერ­პლად სწი­რავ­დნენ.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი თვლი­ან, რომ მი­წის­ქვე­შა მდი­ნა­რე შეგ­ვიძ­ლია მა­ი­ას ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ცენ­ტრად მი­ვიჩ­ნი­ოთ, რო­გორც "ხე, რო­მელ­საც ფეს­ვე­ბი მი­წის ქვეშ აქვს გად­გმუ­ლი". ამას­თან, მეც­ნი­ე­რებ­მა კი­დევ ერთი აღ­მო­ჩე­ნა გა­ა­კე­თეს ქა­ლაქ უშ­მალ­ში. შე­ნო­ბის ნან­გრე­ვე­ბის სი­ახ­ლო­ვეს ნა­პოვ­ნია 150 სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რე სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბი­სათ­ვის, და­წყე­ბუ­ლი გვე­ლის ნაკ­ბე­ნით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი - მუც­ლის ინ­ფექ­ცი­ე­ბით. ეს სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მა­ი­ას ეპო­ქა­შია შექ­მნი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

პირამიდის ქვეშ მაიას ცივილიზაციის ცენტრი აღმოაჩინეს

პირამიდის ქვეშ მაიას ცივილიზაციის ცენტრი აღმოაჩინეს

მექსიკის ნაციონალური ავტონომიური უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ფარული მიწისქვეშა მდინარე პირამიდა კუკულკანის სიახლოვეს, ქალაქ ჩიჩენ იცაში აღმოაჩინეს. მეცნიერების აზრით, პირამიდის ქვეშ არსებული მდინარე მაიას ცივილიზაციის სამყაროს ცენტრი იყო.

როგორც სააგენტო France-Presse-ი იტყობინება, მიწისქვეშა მდინარე პირამიდის ქვეშ დაახლოებით 20 მეტრის სიღრმეში მდებარეობს. გეოფიზიკოსის რენე ჩავესის თქმით, ეს მიწისქვეშა მდინარე აერთიანებს მაიას საკულტო ჭებს, რომლებშიც ადამიანებს მსხვერპლად სწირავდნენ.

სპეციალისტები თვლიან, რომ მიწისქვეშა მდინარე შეგვიძლია მაიას ცივილიზაციის ცენტრად მივიჩნიოთ, როგორც ”ხე, რომელსაც ფესვები მიწის ქვეშ აქვს გადგმული”. ამასთან, მეცნიერებმა კიდევ ერთი აღმოჩენა გააკეთეს ქალაქ უშმალში. შენობის ნანგრევების სიახლოვეს ნაპოვნია 150 სამკურნალო მცენარე სხვადასხვა დაავადებისათვის, დაწყებული გველის ნაკბენით, დამთავრებული - მუცლის ინფექციებით. ეს სამკურნალო საშუალებები მაიას ეპოქაშია შექმნილი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს