მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ISIS-ს ლიდერმა ამერიკელი ტყვე გოგონა სექს მონად აქცია
ISIS-ს ლიდერმა ამერიკელი ტყვე გოგონა სექს მონად აქცია

ამე­რი­კულ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ISIS-ს ხელ­მძღვა­ნელ­მა აბუ ბაკრ ალ ბაღ­დად­მა ტყვე­ო­ბა­ში მყოფ 26 წლის ამე­რი­კელ გო­გო­ნა­ზე, რო­მე­ლიც ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მი­სი­ით იმ­ყო­ფე­ბო­და ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფო­ში, სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. გო­გო­ნა, რო­მელ­საც კა­ი­ლა ჯინ მი­უ­ლე­რი ქვია, 2013 წლის აგ­ვის­ტო­ში გა­ი­ტა­ცეს, რო­დე­საც ის სი­რი­ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მუ­შა­ობ­და.

ამე­რი­კე­ლი გო­გო­ნას სიკ­ვდი­ლის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი ამა წლის თე­ბერ­ვალს გავ­რცელ­და, რო­დე­საც ISIS-ს ბო­ე­ვი­კე­ბი იტყო­ბი­ნე­ბოდ­ნენ, რომ ტყვე ჯერ კი­დევ ორი წლის წინ სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­ა­ლი­ცი­ის ავი­ა­ცი­ის დარ­ტყმის მსხვერ­პლი გახ­და. ამ ამ­ბი­დან წლი­ნა­ხევ­რის შემ­დეგ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა შო­კის­მომ­გვრე­ლი დე­ტა­ლე­ბი გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვეს 26 წლის გო­გო­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რო­გორც სპეც­სამ­სა­ხურს ISIS-დან გა­მოქ­ცე­ულ­მა ტყვე­ებ­მა შე­ა­ტყო­ბი­ნეს, მი­უ­ლე­რი მათ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და ტყვე­ო­ბა­ში და სექს მო­ნად იყო ქცე­უ­ლი.

ფორ­მა­ლუ­რად კა­ი­ლა მი­უ­ლე­რი ISIS-ის ფი­ნან­სის­ტის აბუ სა­ი­ა­ფის და მისი მე­უღ­ლის სა­კუთ­რე­ბად ით­ვლე­ბო­და. იმის შე­სა­ხებ, რომ კა­ი­ლა არა­ერ­თხელ წა­იყ­ვა­ნა და გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა ალ ბაღ­დად­მა, ინ­ფორ­მა­ცია 2014 წელს ტყვე­ო­ბი­დან გა­მოქ­ცე­ულ­მა იე­ზიდ­მა გო­გო­ნამ გა­მო­ი­ტა­ნა. მისი თქმით, ალ ბაღ­და­დი ხში­რად კე­ტავ­და მი­უ­ლერს თა­ვის ხელ­ქვე­ი­თის, აბუ სა­ი­ა­ფის სახ­ლში. ტე­რო­რის­ტე­ბის ლი­დე­რი ხში­რად აუ­პა­ტი­უ­რებ­და და აწა­მებ­და ამე­რი­კელ გო­გო­ნას.

კა­ი­ლას­თან ერ­თად აბუ სა­ი­ა­ფის ტყვე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სამი იე­ზი­დი გო­გო­ნა, რომ­ლე­ბიც აგ­რეთ­ვე სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლნი იყ­ვნენ. ამე­რი­კის მთავ­რო­ბამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რა ინ­ფორ­მა­ცია კა­ი­ლას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ. მათ გო­გო­ნას მშობ­ლებს ოფი­ცი­ა­ლუ­რი სამ­ძი­მა­რი გა­მო­უ­ცხა­დეს.

კა­ი­ლა მი­უ­ლე­რი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ISIS-ს ლიდერმა ამერიკელი ტყვე გოგონა სექს მონად აქცია

ISIS-ს ლიდერმა ამერიკელი ტყვე გოგონა სექს მონად აქცია

ამერიკულმა სპეცსამსახურებმა დაადასტურეს ინფორმაცია, რომ ISIS-ს ხელმძღვანელმა აბუ ბაკრ ალ ბაღდადმა ტყვეობაში მყოფ 26 წლის ამერიკელ გოგონაზე, რომელიც ჰუმანიტარული მისიით იმყოფებოდა ისლამურ სახელმწიფოში, სექსუალური ძალადობა განახორციელა. გოგონა, რომელსაც კაილა ჯინ მიულერი ქვია, 2013 წლის აგვისტოში გაიტაცეს, როდესაც ის სირიის საავადმყოფოში მუშაობდა.

ამერიკელი გოგონას სიკვდილის შესახებ ცნობები ამა წლის თებერვალს გავრცელდა, როდესაც ISIS-ს ბოევიკები იტყობინებოდნენ, რომ ტყვე ჯერ კიდევ ორი წლის წინ საერთაშორისო კოალიციის ავიაციის დარტყმის მსხვერპლი გახდა. ამ ამბიდან წლინახევრის შემდეგ სპეცსამსახურებმა შოკისმომგვრელი დეტალები გამოააშკარავეს 26 წლის გოგონასთან დაკავშირებით. როგორც სპეცსამსახურს ISIS-დან გამოქცეულმა ტყვეებმა შეატყობინეს, მიულერი მათთან ერთად იმყოფებოდა ტყვეობაში და სექს მონად იყო ქცეული.

ფორმალურად კაილა მიულერი ISIS-ის ფინანსისტის აბუ საიაფის და მისი მეუღლის საკუთრებად ითვლებოდა. იმის შესახებ, რომ კაილა არაერთხელ წაიყვანა და გააუპატიურა ალ ბაღდადმა, ინფორმაცია 2014 წელს ტყვეობიდან გამოქცეულმა იეზიდმა გოგონამ გამოიტანა. მისი თქმით, ალ ბაღდადი ხშირად კეტავდა მიულერს თავის ხელქვეითის, აბუ საიაფის სახლში. ტერორისტების ლიდერი ხშირად აუპატიურებდა და აწამებდა ამერიკელ გოგონას.

კაილასთან ერთად აბუ საიაფის ტყვეობაში იმყოფებოდნენ სამი იეზიდი გოგონა, რომლებიც აგრეთვე სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ. ამერიკის მთავრობამ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია კაილას გარდაცვალების შესახებ. მათ გოგონას მშობლებს ოფიციალური სამძიმარი გამოუცხადეს.

კაილა მიულერი

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა