მომღერალ გიგა კვენეტაძის ცხოვრებაში, რომელმაც მუსიკალური კარიერა რუსეთის დედაქალაქში, მოსკოვში აიწყო, დიდი და სასიამოვნო სიახლეა. მომღერალი მამა გახდა. მან ამის შესახებ "ფეისბუქზე" დაწერა.
"Я стал отцом! Спасибо тебе моя родная", - მიმართავს მომღერალი მის საყვარელ ქალს მარია კარამოვას.
როგორც ჩანს, მომღერალი ბავშვის დედასთან ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფება, თუმცა წყვილისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. როგორც მათი საერთო ფოტოებიდან ირკვევა, მომღერალი გვერდიდან არ შორდებოდა ორსულობისას საყვარელ ქალს.
რაც შეეხება მის საყვარელ ქალს, 2001 წელს მან ზოოვეტერინარული აკადემია დაამთავრა. ამჯერად წყვილი მოსკოვში ცხოვრობს, სადაც პირველი შვილის დაბადებას ზეიმობს.