ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი წონაში კლების საიდუმლოს ამხელს.
"ბევრი მეკითხება დიეტაზე და ამიტომ აქ დავწერ. ბევრნი ხართ და არ მინდა რომელიმემ იფიქროთ, რომ მენანება ან მეზარება მოყოლა:)
ყველფერი ნატა გაგუათი დაიწყო. რაც უფრო იკლებდა წონა, მით უფრო ვხვდებოდი რომ ცხოვრება მშვენიერია. თითქოს ყველაფერს თავიდან იწყებ:) ამ შეგრძნებამ ჩემს მადას ბოლო მოუღო. მაგრამ აუცილებელია ვარჯიში. თბილად ჩაცმული დავრბივარ ბილიკზე.
არ დაგეზაროთ ვარჯიში. დამიჯერეთ, აუცილებელია. წარმატებას გისურვებთ ყველას. იცოდეთ, რომ ფორმაში ყოფნა არის შანსი იყოთ ბედნიერები.
ხოდა, ბედნიერება თქვენ ყველას", - წერს ჟორჟოლიანი.