პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარინა ბერიძე "ნაციონალებისა" და "ოცნების" მუსიკალურ გემოვნებაზე
მარინა ბერიძე "ნაციონალებისა" და "ოცნების" მუსიკალურ გემოვნებაზე

წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს მუდ­მი­ვად ის­მო­და საყ­ვე­დუ­რი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ უცხო­ე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი ჩა­მოჰ­ყავ­დათ, რა­შიც დი­დძა­ლი თან­ხა იხარ­ჯე­ბო­და. თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი" მთავ­რო­ბის იმ მქე­დე­ბას მა­ინ­ცდა­მა­ინც კრი­ტი­კუ­ლად ახლა აღარ გა­ნი­ხი­ლავს. პი­რი­ქით, აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ის ყვე­ლა­ფე­რი გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მუ­სი­კის გან­ვი­თა­რე­ბას უწყობ­და ხელს, სა­უ­ბა­რია ჯაზ­სა და კლა­სი­კურ მუ­სი­კა­ზე.

"ოც­ნე­ბის" მთავ­რო­ბა კი ისე აქ­ტი­უ­რად ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ მუ­შა­ობს და თუ რა­ი­მეს აკე­თებს, ხა­რის­ხით მო­ი­კოჭ­ლებს. ამ თე­მა­ზე ჩვენს კი­თხვებს მუ­სი­კის­მცოდ­ნე მა­რი­ნა ბე­რი­ძე პა­სუ­ხობს.

- ყველ დროს გე­მოვ­ნე­ბა­ზეა დავა, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ ყვე­ლა დროს თა­ვი­სი ხიბ­ლი და მი­ნუ­სიც აქვს... მას­შტაბს კი­დევ უფრო გავზრდი და ვი­ტყვი, რომ ასე ხდე­ბო­და შე­ვარ­დნა­ძის პე­რი­ო­დი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი. ამას­თან, ყვე­ლა სფე­რო­ში არი­ან შემ­თხვე­ვი­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც რა­ღაც სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­მის სა­თა­ვე­ში ხვდე­ბი­ან. მაგ­რამ ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, გე­მოვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ხელ­მწი­ფოს, მთავ­რო­ბის ნება. მი­მაჩ­ნია, რომ ის ავადსახ­სე­ნებ­ლი 9 წელი, რო­გორც ახლა მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ ხოლ­მე, მუ­სი­კა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის კუ­თხით და მას­შტა­ბით დიდი იყო. ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ა­ნე­ბოთ, მხო­ლოდ ორ სა­ხელს და­გი­სა­ხე­ლებთ - დო­მინ­გო და სტინ­გი. მათ კონ­ცერ­ტზე მოხ­ვედ­რა ჩემ­თვის მი­უწ­ვდო­მე­ლი ოც­ნე­ბა გახ­ლდათ, თუმ­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა, ბა­თუმ­ში მათ კონ­ცერტს დავ­სწრე­ბო­დი. ეს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც ბევ­რი წე­ლია ვშრო­მობთ, ვა­კე­თებთ საქ­მეს, რა­ღაც სა­ფე­ხუ­რით აწე­ვა ნამ­დვი­ლად იყო და სა­ხელ­მწი­ფოს­თვი­საც - კარ­გი გზავ­ნი­ლი... რა­საკ­ვირ­ვე­ლია, იყო ჩა­ვარ­დნე­ბიც, მაგ­რამ რაც უნდა ვი­ლა­პა­რა­კოთ, იმ პე­რი­ოდ­ში ხომ შე­იქ­მნა გრან­დი­ო­ზუ­ლი მი­უ­ზიკ­ლე­ბი: "ქეთო და კოტე" და "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ე­ბი". აქ სა­კა­მა­თოა ალ­ბათ ის, ვი­ღა­ცას მოს­წონს და ვი­ღა­ცას არა, მაგ­რამ ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებ­თან ხომ იყო მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი?!

ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ამას აკე­თებ­დნენ, ტექ­ნო­ლო­გი­ებს სწავ­ლობ­დნენ და ზედა "პლან­კას" ასე სწევ­დნენ. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მის­წრა­ფე­ბა იყო იქით­კენ, რომ რა­ღაც გრან­დი­ო­ზუ­ლი და მა­ღა­ლი, უფრო ევ­რო­პუ­ლი გე­მოვ­ნე­ბით შექ­მნი­ლი­ყო.

სარ­თოდ, გალა-კონ­ცერ­ტე­ბის მომ­ხრე არ ვარ და ჩემ­თვის ეს სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი ფორ­მაა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფოს სჭირ­დე­ბა. ვე­რას­დროს, ვერც ერთი პრო­დი­უ­სე­რი მარ­ტო 120-კა­ცი­ან გალა-კონ­ცერტს ვერ გა­ა­კე­თებს. თან, ყვე­ლა მომ­ღე­რალს ყველ­გან ვერ და­ა­კა­ვებ, მაგ­რამ არ­სე­ბობს გე­მოვ­ნე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მუ­სი­კოსს სა­დღაც კონ­ცერ­ტში მი­იწ­ვევს. თუმ­ცა სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტშიც ყვე­ლა მომ­ღე­რალს ვერ გა­მო­იყ­ვან და თი­თო­ე­უ­ლი კმა­ყო­ფი­ლი ვერ იქ­ნე­ბა, ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია. ნე­ბის­მი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დიდი მი­ნუ­სია, რო­დე­საც შო­უ­ბიზ­ნესს მის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტულ დარ­გად აქ­ცევს, არა­და, ის არ უნდა იყოს სა­ხელ­მწი­ფო­ზე მიბ­მუ­ლი. სა­კუ­თა­რი თავი თა­ვად უნდა არ­ჩი­ნოს. ამის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მა­გა­ლი­თია ნინო ქა­თა­მა­ძე, - ყვე­ლა­ფერს და­მო­უ­კი­დებ­ლად აგ­ვა­რებს. კონ­ცერ­ტის გა­სა­მარ­თად არც კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს და არც მე­რი­ას არ სთხოვს თან­ხას. მუდ­მი­ვად სა­ხელ­მწი­ფოს­თვის იმის თქმა, ფული მო­მე­ცი, რომ ამა თუ იმ მუ­სი­კოს­მა სა­ავ­ტო­რო კონ­ცერ­ტი გა­მარ­თოს, არ შე­იძ­ლე­ბა და ანო­მა­ლი­აა.

- წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჯა­ზი­სა და კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის მი­მართ დიდ ინტრესს იჩენ­და...

- ჯაზი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას ყო­ველ­თვის აინ­ტე­რე­სებ­და, რამ­დე­ნი წე­ლია, რაც გა­მუდ­მე­ბუ­ლად ჯა­ზ­ფეს­ტი­ვა­ლი იმარ­თე­ბა, რა­საც კარ­გი შე­დე­გი მო­აქვს, ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, გვყავს ბექა გო­ჩი­აშ­ვი­ლი, პა­პუ­ნა შა­რი­ქა­ძე და რამ­დე­ნი­მე ბავ­შვი, რომ­ლიც მსოფ­ლიო მას­შტაბ­ზეა გა­სუ­ლი. პო­ტენ­ცი­ა­ლი არ­სე­ბობს და ეს სწო­რედ ჯა­ზი­სად­მი ჩვე­ნი დიდი ინ­ტე­რე­სის შე­დე­გია.

ჯა­ზის მი­მარ­თუ­ლე­ბით ყო­ველ­თვის "ის­თერპრო­მო­უ­შე­ნი" მუ­შა­ობ­და. მათ ამ სფე­როს მი­მართ ქვე­ყა­ნა­ში კი­დევ უფრო მეტი ინ­ტე­რე­სი გა­ა­ჩი­ნეს, ეს ჟან­რი მა­სობ­რი­ვი და მო­დუ­რიც გახ­და, ესეც კარ­გია და ნამ­დვი­ლად მი­სა­ბა­ძი.

- რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, წინა მთავ­რო­ბა იყო ამის ინი­ცი­ა­ტო­რიო, მაგ­რამ უშუ­ა­ლოდ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი "ის­თერფრო­მო­უ­შე­ნი" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ. მათ­გან ერთ-ერთი - მიშა გი­ორ­გა­ძე დღეს ჩვე­ნი კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრია. მას უკვე სხვა ხელიუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში უწევს მუ­შა­ო­ბა და მისი მი­სა­მარ­თით ზოგ­ჯერ საყ­ვე­დუ­რე­ბი გა­ის­მის, თუკი მა­შინ ეს ადა­მი­ა­ნი იმ ყვე­ლაფ­რის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იყო, დღეს რა ხდე­ბა? რას იტყვით ამა­ზე?

- მა­ინც მგო­ნია, რომ მიშა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­ნე­ჯე­რია, ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი და ძა­ლი­ან უყ­ვარს გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი და კარ­გი მუ­სი­კა, მაგ­რამ ამ ყვე­ლაფ­რის მი­ზე­ზი უფრო ზედა ეშე­ლო­ნებ­ში უნდა იყოს. ასეთ დროს კი ცოტა ადა­მი­ანს შე­უძ­ლია შე­ებ­რძო­ლოს ზედა ეშე­ლო­ნებს, ამი­ტომ არ მგო­ნია, რომ ის თა­ვის ქმე­დე­ბებ­ში იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი, ეს ჩემი პი­რა­დი მო­საზ­რე­ბაა.

ძა­ლი­ან ცდი­ლო­ბენ, რომ რა­ღა­ცე­ბი გა­ა­კე­თონ, უცხო­უ­რი ბენ­დე­ბი ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, ქარ­თვე­ლე­ბიც და­ა­კა­ვეს, მაგ­რამ თით­ქოს შე­დე­გი არ არის, ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბალდ უნდა წა­ი­შა­ლოს "ნა­ცი­სა" და "ქო­ცის" ფე­ნო­მე­ნი, იმი­ტომ რომ, ზო­გა­დად არ­სე­ბობს მშრო­მე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ფენა, რო­მე­ლიც ყვე­ლა პე­რი­ოდ­ში მუ­შა­ობს, არ ჩერ­დე­ბა. ვი­ცით, ამ ქვე­ყა­ნა­ში შოუს გამ­კე­თებ­ლე­ბი ვინც არი­ან, ნას­წავ­ლი აქვთ ყვე­ლა­ფე­რი და ხა­რის­ხის გა­რან­ტე­ბიც არი­ან. ახლა სხვა მთავ­რო­ბა რომ მოხ­ვე­დი და ამ საქ­მის­თვის ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ეძე­ბო, მგო­ნი, არ არის სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. სა­ნამ ისი­ნი იმე­ცა­დი­ნე­ბენ იმა­ში, რა­საც სხვე­ბი მა­ნამ­დე შე­სა­ნიშ­ნა­ვად აკე­თებ­დნენ და უძღვე­ბოდ­ნენ, ამა­ში დრო მი­დის და ხა­რის­ხიც ეცე­მა. ამი­ტომ, ამას თავი უნდა და­ვა­ნე­ბოთ. კარ­გი მე­ნე­ჯე­რი ყვე­ლა დრო­ში კარ­გი მე­ნე­ჯე­რია და არას­დროს უნდა მი­უდ­გე საქ­მეს ისე, თუ ვი­სის­ტია. ყვე­ლა­ფე­რი სწო­რედ ასეთ­მა მიდ­გო­მამ და­ღუ­პა.

- ეს მთავ­რო­ბა ხა­რის­ხი­ა­ნი მუ­შა­ო­ბით მ მი­მარ­თულბით რომ ვერ და­იკ­ვეხ­ნის, ე.ი. ამის ბრა­ლია?

- მგო­ნია, რომ საქ­მეც არ იცი­ან, რა­ზეც გული მტკი­ვა და თან, რაც არ იცი­ან, ეს არის, რომ მუ­სი­კო­სის­თვის, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფის­თვის კონ­ცერ­ტის შემ­დეგ მად­ლო­ბის თქმაც არ ახა­სი­ა­თებთ და ესეც სა­მე­ცა­დი­ნო აქვთ. არც პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის კონ­ცერ­ტის შემ­დეგ მი­ნა­ხავს ვინ­მე კუ­ლი­სებ­ში შე­მო­სუ­ლი და არც ნანი ბრე­გა­ძის (მე მო­მიხ­და მათ­ზე მუ­შა­ო­ბა და ვიცი). არა­და, არ­ტის­ტის­თვის ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და თი­თო­ე­ულს ეს იმ წუ­თას ყვე­ლა ნე­ბის­მი­ერ ჰო­ნო­რარს ურ­ჩევ­ნია.

- გა­მო­სა­ვა­ლი რა არის?

- ერთ შო­უ­ში ჩა­იჭ­რე­ბი­ან, მე­ო­რე­ში ჩა­იჭ­რე­ბი­ან და მე­სა­მე­ში უკვე წავ­ლენ. რა, რა და ნიჭი კი არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩემი ნება რომ იყოს, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სრუ­ლი­ად მო­ვა­ცი­ლებ­დი კონ­ცერ­ტე­ბის გა­მარ­თვის საქ­მეს და მხო­ლოდ ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე ვიქ­ნე­ბო­დი გა­დარ­თუ­ლი. ნი­ჭი­ე­რი და პერ­სპექ­ტი­უ­ლი ადა­მი­ნე­ბი უნდა და­ა­ფი­ნან­სო, უცხო­ეთ­ში სას­წავ­ლებ­ლად გა­უშ­ვა. არ ატა­რო რა­ღაც შო­უ­ე­ბი... ამას ნიკა რუ­რუ­ას კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრო­ბი­სა­საც ვამ­ბობ­დი იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი გან­ძი ის ნი­ჭი­ე­რი თა­ო­ბაა, რო­მე­ლიც მო­დის და რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად სას­წავ­ლებ­ლად უცხო­ეთ­ში უნდა წა­ვი­დეს... ასე რომ, სა­მუ­შაო ბევ­რია.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

მარინა ბერიძე "ნაციონალებისა" და "ოცნების" მუსიკალურ გემოვნებაზე

მარინა ბერიძე "ნაციონალებისა" და "ოცნების" მუსიკალურ გემოვნებაზე

წინა ხელისუფლების დროს მუდმივად ისმოდა საყვედური იმის თაობაზე, რომ უცხოელი ვარსკვლავები ჩამოჰყავდათ, რაშიც დიდძალი თანხა იხარჯებოდა. თუმცა საზოგადოება "ნაციონალური" მთავრობის იმ მქედებას მაინცდამაინც კრიტიკულად ახლა აღარ განიხილავს. პირიქით, აღნიშნავენ, რომ ის ყველაფერი გემოვნებიანი მუსიკის განვითარებას უწყობდა ხელს, საუბარია ჯაზსა და კლასიკურ მუსიკაზე.

"ოცნების" მთავრობა კი ისე აქტიურად ამ მიმართულებით არ მუშაობს და თუ რაიმეს აკეთებს, ხარისხით მოიკოჭლებს. ამ თემაზე ჩვენს კითხვებს მუსიკისმცოდნე მარინა ბერიძე პასუხობს.

- ყველ დროს გემოვნებაზეა დავა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველა დროს თავისი ხიბლი და მინუსიც აქვს... მასშტაბს კიდევ უფრო გავზრდი და ვიტყვი, რომ ასე ხდებოდა შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული. ამასთან, ყველა სფეროში არიან შემთხვევითი ადამიანები, ვინც რაღაც სერიოზული საქმის სათავეში ხვდებიან. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, გემოვნების ჩამოყალიბებისას მნიშვნელოვანია სახელმწიფოს, მთავრობის ნება. მიმაჩნია, რომ ის ავადსახსენებლი 9 წელი, როგორც ახლა მოიხსენიებენ ხოლმე, მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბების კუთხით და მასშტაბით დიდი იყო. ყველაფერს რომ თავი დაანებოთ, მხოლოდ ორ სახელს დაგისახელებთ - დომინგო და სტინგი. მათ კონცერტზე მოხვედრა ჩემთვის მიუწვდომელი ოცნება გახლდათ, თუმცა შესაძლებლობა მომეცა, ბათუმში მათ კონცერტს დავსწრებოდი. ეს იმ ადამიანებისთვის, ვინც ბევრი წელია ვშრომობთ, ვაკეთებთ საქმეს, რაღაც საფეხურით აწევა ნამდვილად იყო და სახელმწიფოსთვისაც - კარგი გზავნილი... რასაკვირველია, იყო ჩავარდნებიც, მაგრამ რაც უნდა ვილაპარაკოთ, იმ პერიოდში ხომ შეიქმნა გრანდიოზული მიუზიკლები: "ქეთო და კოტე" და "ვერის უბნის მელოდიები". აქ საკამათოა ალბათ ის, ვიღაცას მოსწონს და ვიღაცას არა, მაგრამ ევროპულ სტანდარტებთან ხომ იყო მიახლოებული?!

ის ადამიანები, ვინც ამას აკეთებდნენ, ტექნოლოგიებს სწავლობდნენ და ზედა "პლანკას" ასე სწევდნენ. ყოველ შემთხვევაში, მისწრაფება იყო იქითკენ, რომ რაღაც გრანდიოზული და მაღალი, უფრო ევროპული გემოვნებით შექმნილიყო.

სართოდ, გალა-კონცერტების მომხრე არ ვარ და ჩემთვის ეს სრულიად მიუღებელი ფორმაა, რომელიც მხოლოდ სახელმწიფოს სჭირდება. ვერასდროს, ვერც ერთი პროდიუსერი მარტო 120-კაციან გალა-კონცერტს ვერ გააკეთებს. თან, ყველა მომღერალს ყველგან ვერ დააკავებ, მაგრამ არსებობს გემოვნება, რომლის მიხედვითაც მუსიკოსს სადღაც კონცერტში მიიწვევს. თუმცა საახალწლო კონცერტშიც ყველა მომღერალს ვერ გამოიყვან და თითოეული კმაყოფილი ვერ იქნება, ეს შეუძლებელია. ნებისმიერი ხელისუფლების დიდი მინუსია, როდესაც შოუბიზნესს მისთვის პრიორიტეტულ დარგად აქცევს, არადა, ის არ უნდა იყოს სახელმწიფოზე მიბმული. საკუთარი თავი თავად უნდა არჩინოს. ამის არაჩვეულებრივი მაგალითია ნინო ქათამაძე, - ყველაფერს დამოუკიდებლად აგვარებს. კონცერტის გასამართად არც კულტურის სამინისტროს და არც მერიას არ სთხოვს თანხას. მუდმივად სახელმწიფოსთვის იმის თქმა, ფული მომეცი, რომ ამა თუ იმ მუსიკოსმა საავტორო კონცერტი გამართოს, არ შეიძლება და ანომალიაა.

- წინა ხელისუფლება ჯაზისა და კლასიკური მუსიკის მიმართ დიდ ინტრესს იჩენდა...

- ჯაზი ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებას ყოველთვის აინტერესებდა, რამდენი წელია, რაც გამუდმებულად ჯაზფესტივალი იმართება, რასაც კარგი შედეგი მოაქვს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გვყავს ბექა გოჩიაშვილი, პაპუნა შარიქაძე და რამდენიმე ბავშვი, რომლიც მსოფლიო მასშტაბზეა გასული. პოტენციალი არსებობს და ეს სწორედ ჯაზისადმი ჩვენი დიდი ინტერესის შედეგია.

ჯაზის მიმართულებით ყოველთვის "ისთერპრომოუშენი" მუშაობდა. მათ ამ სფეროს მიმართ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ინტერესი გააჩინეს, ეს ჟანრი მასობრივი და მოდურიც გახდა, ესეც კარგია და ნამდვილად მისაბაძი.

- როგორც აღნიშნეთ, წინა მთავრობა იყო ამის ინიციატორიო, მაგრამ უშუალოდ ორგანიზატორები "ისთერფრომოუშენი" წარმომადგენლები იყვნენ. მათგან ერთ-ერთი - მიშა გიორგაძე დღეს ჩვენი კულტურის მინისტრია. მას უკვე სხვა ხელიუფლების პირობებში უწევს მუშაობა და მისი მისამართით ზოგჯერ საყვედურები გაისმის, თუკი მაშინ ეს ადამიანი იმ ყველაფრის ორგანიზატორი იყო, დღეს რა ხდება? რას იტყვით ამაზე?

- მაინც მგონია, რომ მიშა არაჩვეულებრივი მენეჯერია, ძალიან განათლებული ადამიანი და ძალიან უყვარს გემოვნებიანი და კარგი მუსიკა, მაგრამ ამ ყველაფრის მიზეზი უფრო ზედა ეშელონებში უნდა იყოს. ასეთ დროს კი ცოტა ადამიანს შეუძლია შეებრძოლოს ზედა ეშელონებს, ამიტომ არ მგონია, რომ ის თავის ქმედებებში იყოს თავისუფალი, ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა.

ძალიან ცდილობენ, რომ რაღაცები გააკეთონ, უცხოური ბენდები ჩამოიყვანეს, ქართველებიც დააკავეს, მაგრამ თითქოს შედეგი არ არის, ამიტომ აუცილებალდ უნდა წაიშალოს "ნაცისა" და "ქოცის" ფენომენი, იმიტომ რომ, ზოგადად არსებობს მშრომელი ადამიანების ფენა, რომელიც ყველა პერიოდში მუშაობს, არ ჩერდება. ვიცით, ამ ქვეყანაში შოუს გამკეთებლები ვინც არიან, ნასწავლი აქვთ ყველაფერი და ხარისხის გარანტებიც არიან. ახლა სხვა მთავრობა რომ მოხვედი და ამ საქმისთვის ახალი ადამიანები ეძებო, მგონი, არ არის სწორი გადაწყვეტილება. სანამ ისინი იმეცადინებენ იმაში, რასაც სხვები მანამდე შესანიშნავად აკეთებდნენ და უძღვებოდნენ, ამაში დრო მიდის და ხარისხიც ეცემა. ამიტომ, ამას თავი უნდა დავანებოთ. კარგი მენეჯერი ყველა დროში კარგი მენეჯერია და არასდროს უნდა მიუდგე საქმეს ისე, თუ ვისისტია. ყველაფერი სწორედ ასეთმა მიდგომამ დაღუპა.

- ეს მთავრობა ხარისხიანი მუშაობით მ მიმართულბით რომ ვერ დაიკვეხნის, ე.ი. ამის ბრალია?

- მგონია, რომ საქმეც არ იციან, რაზეც გული მტკივა და თან, რაც არ იციან, ეს არის, რომ მუსიკოსისთვის, შემოქმედებითი ჯგუფისთვის კონცერტის შემდეგ მადლობის თქმაც არ ახასიათებთ და ესეც სამეცადინო აქვთ. არც პაატა ბურჭულაძის კონცერტის შემდეგ მინახავს ვინმე კულისებში შემოსული და არც ნანი ბრეგაძის (მე მომიხდა მათზე მუშაობა და ვიცი). არადა, არტისტისთვის ეს მნიშვნელოვანია და თითოეულს ეს იმ წუთას ყველა ნებისმიერ ჰონორარს ურჩევნია.

- გამოსავალი რა არის?

- ერთ შოუში ჩაიჭრებიან, მეორეში ჩაიჭრებიან და მესამეში უკვე წავლენ. რა, რა და ნიჭი კი არსებობს საქართველოში. ჩემი ნება რომ იყოს, კულტურის სამინისტროს სრულიად მოვაცილებდი კონცერტების გამართვის საქმეს და მხოლოდ ნიჭიერი ახალგაზრდების დაფინანსებაზე ვიქნებოდი გადართული. ნიჭიერი და პერსპექტიული ადამინები უნდა დააფინანსო, უცხოეთში სასწავლებლად გაუშვა. არ ატარო რაღაც შოუები... ამას ნიკა რურუას კულტურის მინისტრობისასაც ვამბობდი იმიტომ, რომ ჩვენი განძი ის ნიჭიერი თაობაა, რომელიც მოდის და რომელიც აუცილებლად სასწავლებლად უცხოეთში უნდა წავიდეს... ასე რომ, სამუშაო ბევრია.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე 2020

"პატრიარქს გადაწყვეტილი აქვს, ჩემი ძმა საპყრობილიდან ცოცხალი არ გამოვიდეს" - დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო

ვინ მიიღებს "ტამიფლუს" უფასოდ? - ამირან გამყრელიძის განმარტება