პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყურო - მშრალი უთოვლო მწვერვალი, რომელიც კლდის მასის ხშირი ჩამონგრევით ყაზბეგში სერიოზულ საფრთხეზ ქმნის
ყურო - მშრალი უთოვლო მწვერვალი, რომელიც კლდის მასის ხშირი ჩამონგრევით ყაზბეგში სერიოზულ საფრთხეზ ქმნის

ყურო მწვერ­ვა­ლია კავ­კა­სი­ო­ნის მთა­ვა­რი წყალ­გამ­ყო­ფი ქე­დის სუბ­მე­რი­დი­ა­ნულ გან­შტო­ე­ბა­ზე, მდი­ნა­რე­ე­ბის თერ­გი­სა და ხდის წყალ­გამ­ყოფ ყუ­როს ქედ­ზე. ის წარ­მო­ად­გენს ყუ­როს ქე­დის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მწვერ­ვალს სი­მაღ­ლით 4041 მეტრს. მწვერ­ვა­ლის სა­ხელ­წო­დე­ბა თურ­ქუ­ლი წარ­მო­შო­ბი­საა და ითარ­გმნე­ბა რო­გორც "მშრა­ლი უთოვ­ლო მწვერ­ვა­ლი".

ყუ­როს მწვერ­ვალს ერთი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თვსე­ბა აქვს - ხში­რია კლდის მა­სის ჩა­მონ­გრე­ვა. ეს პრო­ცე­სი არ და­წყე­ბუ­ლა რამ­დე­ნი­მე დღის წინ და კლდის მასა თით­ქმის უკვე რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი წე­ლია იშ­ლე­ბა. თუმ­ცა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ამ­ბობს, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში ყუ­როს ჩა­მოშ­ლის ინ­ტენ­სი­ვო­ბამ მო­ი­მა­ტა. ნა­წილს უჭირს კლდის ჩა­მოშ­ლის მა­ტე­ბის რა­ი­მე მოვ­ლე­ნას­თან ან ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბა. მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი კი ამ­ბობს, რომ კლდის მა­სის ჩა­მოშ­ლის მა­ტე­ბა მდი­ნა­რე თერ­გზე ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის გამო ხდე­ბა.

ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბე­ლი გივი ქი­ლი­კაშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ ყუ­როს ჩა­მოშ­ლას არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბას­თან.

"ყო­ველ­თვის ხდე­ბა მთის შლა. რა­ტომ მოხ­და დღეს ამ თე­მის წა­მო­წე­ვა არ მეს­მის. არის რომ ზოგ­ჯერ კვი­რა­ში რამ­დენ­ჯერ­მე ხდე­ბა ყუ­როს ჩა­მოშ­ლა. ხში­რია კლდის შლა ასე­ვე წვი­მის პე­რი­ოდ­შიც. რაც შე­ე­ხე­ბა ჰე­სის ზე­გავ­ლე­ნას მთის შლა­ზე არა­ნა­ი­რი გავ­ლე­ნა არ აქვს. არც მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის არაა საფრ­თხის შემ­ცვე­ლი."

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა "მწვა­ნე მუშ­ტი" გა­რე­მოს­დაც­ვით სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ობს. "მწვა­ნე მუშ­ტში" მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ყუ­როს მთის ჩა­მოშ­ლას­თან ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა არა­ნა­ირ კავ­შირ­ში არ არის, თუმ­ცა კლდის მა­სის ჩა­მოშ­ლამ შე­საძ­ლოა სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხე შე­უქ­მნას თა­ვად ჰესს.

"ერთი თვის წინ "მწვა­ნე მუშ­ტის" გვერ­დზე ლა­პა­რა­კი გვქონ­და და­რი­ა­ლი ჰე­სის წყა­ლამ­ღე­ბი ნა­გე­ბო­ბის თა­ო­ბა­ზე, რო­მე­ლიც აშე­ნე­ბუ­ლია მდ. თერ­გზე, იქ სა­დაც თერგს უერ­თდე­ბა ორი მყინ­ვა­რუ­ლი მდი­ნა­რე: ყურო და ჩხე­რე. გა­ზა­ფხუ­ლო­ბით, რო­გორც წესი ეს ორი მდი­ნა­რე ხა­სი­ათ­დე­ბა ღვარ­ცო­ფე­ბით. მდ. ყურო ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი მო­ვარ­დნე­ბით, ამ მდი­ნა­რის უკა­ნას­კნელ­მა მო­ვარ­დნამ რამ­დე­ი­მე თვის წინ და­ა­ზი­ა­ნა და­რი­ალ­ჰე­სის წყა­ლამ­ღე­ბი ნა­გე­ბო­ბის დამ­ხმა­რე ნა­გე­ბო­ბე­ბი.

ამ ფო­ტო­ზე ასა­ხუ­ლია მდ. ყუ­როს ხე­ო­ბა­ში ჩა­მოშ­ლი­ლი კლდო­ვა­ნი მასა, მსგა­ვის პრო­ცე­სე­ბი ათას­წლე­უ­ლე­ბია მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა არც ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტრომ, არც გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ და არც თა­ვად ინ­ვეს­ტორ­მა ჰე­სის და­გეგ­მვა-მშე­ნე­ბო­ბი­სას ეს ას­პექ­ტე­ბი არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს. დღეს დიდი ნა­ლე­ქის შემ­თხვე­ვა­ში არ­სე­ბობს მდი­ნა­რის მიერ მთე­ლი ამ კლდო­ვა­ნი მა­სის წა­მო­ი­ღე­ბის საფრ­თხე, რაც გა­მო­იწ­ვევს ჰე­სის წყა­ლამ­ღე­ბი ნა­გე­ბო­ბის და­ზი­ა­ნე­ბას, უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში სტი­ქი­ამ შე­საძ­ლოა ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას შე­უქ­მნას საფრ­თხე."-აცხა­დე­ბენ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მოძ­რა­ო­ბა­ში.

გარ­კვე­ულ­წი­ლად იზი­ა­რებს და ემ­ხრო­ბა "მწვა­ნე მუშ­ტის" პო­ზი­ცი­ას დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის გე­ოგ­რა­ფი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ლაშა სუ­ხიშ­ვი­ლი.

"კლდის ჩა­მოშ­ლა ამ მთის­თვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა. კლდის ერო­ზია და ღვარ­ცო­ფე­ბი ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბამ­დე ათა­სი წლით ად­რეც ხდე­ბო­და, შე­სა­ბა­მი­სად, ჰესს ამ მთის ჩა­მოშ­ლა­ზე არა­ნა­ი­რი გავ­ლე­ნა არ აქვს, თუმ­ცა კლდემ შე­საძ­ლოა საფრ­თხე შე­უქ­მნას თა­ვად ჰესს."

ჯონი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

ყურო - მშრალი უთოვლო მწვერვალი, რომელიც კლდის მასის ხშირი ჩამონგრევით ყაზბეგში სერიოზულ საფრთხეზ ქმნის

ყურო - მშრალი უთოვლო მწვერვალი, რომელიც კლდის მასის ხშირი ჩამონგრევით ყაზბეგში სერიოზულ საფრთხეზ ქმნის

ყურო მწვერვალია კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სუბმერიდიანულ განშტოებაზე, მდინარეების თერგისა და ხდის წყალგამყოფ ყუროს ქედზე. ის წარმოადგენს ყუროს ქედის ყველაზე მაღალი მწვერვალს სიმაღლით 4041 მეტრს. მწვერვალის სახელწოდება თურქული წარმოშობისაა და ითარგმნება როგორც "მშრალი უთოვლო მწვერვალი".

ყუროს მწვერვალს ერთი დამახასიათებელი თვსება აქვს - ხშირია კლდის მასის ჩამონგრევა. ეს პროცესი არ დაწყებულა რამდენიმე დღის წინ და კლდის მასა თითქმის უკვე რამდენიმე ასეული წელია იშლება. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ყუროს ჩამოშლის ინტენსივობამ მოიმატა. ნაწილს უჭირს კლდის ჩამოშლის მატების რაიმე მოვლენასთან ან ფაქტთან დაკავშირება. მოსახლეობის ნაწილი კი ამბობს, რომ კლდის მასის ჩამოშლის მატება მდინარე თერგზე ჰესის მშენებლობის გამო ხდება.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელი გივი ქილიკაშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ ყუროს ჩამოშლას არანაირი კავშირი არ აქვს ჰესის მშენებლობასთან.

"ყოველთვის ხდება მთის შლა. რატომ მოხდა დღეს ამ თემის წამოწევა არ მესმის. არის რომ ზოგჯერ კვირაში რამდენჯერმე ხდება ყუროს ჩამოშლა. ხშირია კლდის შლა ასევე წვიმის პერიოდშიც. რაც შეეხება ჰესის ზეგავლენას მთის შლაზე არანაირი გავლენა არ აქვს. არც მოსახლეობისთვის არაა საფრთხის შემცველი."

საზოგადოებრივი მოძრაობა "მწვანე მუშტი" გარემოსდაცვით საკითხებზე მუშაობს. "მწვანე მუშტში" მიიჩნევენ, რომ ყუროს მთის ჩამოშლასთან ჰესის მშენებლობა არანაირ კავშირში არ არის, თუმცა კლდის მასის ჩამოშლამ შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას თავად ჰესს.

"ერთი თვის წინ "მწვანე მუშტის" გვერდზე ლაპარაკი გვქონდა დარიალი ჰესის წყალამღები ნაგებობის თაობაზე, რომელიც აშენებულია მდ. თერგზე, იქ სადაც თერგს უერთდება ორი მყინვარული მდინარე: ყურო და ჩხერე. გაზაფხულობით, როგორც წესი ეს ორი მდინარე ხასიათდება ღვარცოფებით. მდ. ყურო ცნობილია თავისი მოვარდნებით, ამ მდინარის უკანასკნელმა მოვარდნამ რამდეიმე თვის წინ დააზიანა დარიალჰესის წყალამღები ნაგებობის დამხმარე ნაგებობები.

ამ ფოტოზე ასახულია მდ. ყუროს ხეობაში ჩამოშლილი კლდოვანი მასა, მსგავის პროცესები ათასწლეულებია მიმდინარეობს, თუმცა არც ენერგეტიკის სამინისტრომ, არც გარემოს დაცვის სამინისტრომ და არც თავად ინვესტორმა ჰესის დაგეგმვა-მშენებობისას ეს ასპექტები არ გაითვალისწინეს. დღეს დიდი ნალექის შემთხვევაში არსებობს მდინარის მიერ მთელი ამ კლდოვანი მასის წამოიღების საფრთხე, რაც გამოიწვევს ჰესის წყალამღები ნაგებობის დაზიანებას, უარეს შემთხვევაში სტიქიამ შესაძლოა ადგილობრივ მოსახლეობას შეუქმნას საფრთხე."-აცხადებენ საზოგადოებრივ მოძრაობაში.

გარკვეულწილად იზიარებს და ემხრობა "მწვანე მუშტის" პოზიციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი.

"კლდის ჩამოშლა ამ მთისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. კლდის ეროზია და ღვარცოფები ჰესის მშენებლობამდე ათასი წლით ადრეც ხდებოდა, შესაბამისად, ჰესს ამ მთის ჩამოშლაზე არანაირი გავლენა არ აქვს, თუმცა კლდემ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას თავად ჰესს."

ჯონი პატარკაციშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია