რუსული შანსონის შემსრულებელი მიხეილ შუფუტინსკი ბათუმშია. მომღერალმა კონცერტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. როგორც შუფუტინსკიმ აღნიშნა ის ბათუმში პირველადაა და მოხარულია, რომ საქართველოში კონცერტის ჩასატარებლად ჩამოვიდა. მისივე თქმით, ის წლების წინ სოხუმში იმყოფებოდა.
"ცოტას ვღელავ, იმიტომ რომ არასდროს ვყოფილვარ ბათუმში. მე მეგონა, რომ ვიყავი აქ ნამყოფი, მაგრამ ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინ - სანამ წავიდოდი ამერიკაში მე ვიმყოფებოდი სოხუმში. დღეს იქნება კონცერტი, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. ველოდები როდის გავალ სცენაზე და ვიმღერებ თქვენთვის", - აღნიშნა მიხეილ შუფუტინსკიმ.
მიხეილ შუფუტინსკიმ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის თაობაზე დასმულ შეკითხვაზე განმარტება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკა უნდა აკეთონ პოლიტიკოსებმა.
"გეტყვით, რომ მე ვმღერი სიმღერებს და პოლიტიკით უნდა იყოს დაკავებული ის ხალხი ვინც აკეთებს პოლიტიკას. ჩემი პოლიტიკაა ის კარგი სიტყვები და ის სიმღერები, რომელსაც მე ვმღერი ჩემი მაყურებლისთვის", - აღნიშნა მიხეილ შუფუტინსკიმ.