პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იგეგეგმება უამრავი საინტერესო პროექტი და ინოვაცია" - გიორგი ზურაბიშვილი "საზმაუს" სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი გახდა
"იგეგეგმება უამრავი საინტერესო პროექტი და ინოვაცია" - გიორგი ზურაბიშვილი "საზმაუს" სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი გახდა

"რეს­პუბ­ლი­კელ" და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ვაჟი, სპორ­ტუ­ლი კო­მენ­ტა­ტო­რი გი­ორ­გი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში" სპორ­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­და. ამის შე­სა­ხებ გი­ორ­გი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს.

"მე­გობ­რე­ბო კარ­გი სი­ახ­ლე მაქვს, ახა­ლი სამ­სა­ხუ­რი და­ვი­წყე - სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში სპორ­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვიქ­ნე­ბი.

ჩემ­თვის ეს სი­ახ­ლე არის კი­დევ ერთი გა­მოწ­ვე­ვა, რო­მელ­საც დიდი ინ­ტე­რე­სით ველი. მალე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ერ­თი­ა­ნი სივ­რცე, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს რო­გორც ტე­ლე­ვი­ზი­ას, ასე­ვე რა­დი­ოს, ონ­ლა­ინ ბლო­გებს და სხვა. იგე­გეგ­მე­ბა უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი. სპორ­ტუ­ლი კუ­თხით ჩვე­ნი გა­სა­შუ­ქე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ჩემ­პი­ონ­თა ლიგა, ევ­რო­ბას­კე­ტი, რაგ­ბის მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი, ფეხ­ბურ­თის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი, ოლიმ­პი­ა­და და ბევ­რი სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა. იგეგ­მე­ბა ბევ­რი ინო­ვა­ცია, არხს და­ე­მა­ტე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო სტუ­დი­უ­რი გა­და­ცე­მა, აღ­სდგე­ბა "ურ­ბან სპორ­ტი", გა­კეთ­დე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო სპორ­ტუ­ლი ტე­ლეჟურ­ნა­ლი და ა.შ.

ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მივ­დი­ვარ ჩემ გუნდთან ერ­თად. ჩვენ საკ­მა­ოდ რთუ­ლი მი­სია გვა­კის­რია, რად­გან ეს არ არის იოლი საქ­მე. არის უამ­რა­ვი დაბ­რკო­ლე­ბა და სირ­თუ­ლე. ყვე­ლაფ­რის ერ­თი­ა­ნად შეც­ვლა და გარ­დაქ­მნა არ გა­მო­დის, თუმ­ცა გპირ­დე­ბით, რომ ნელ-ნელა, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სპორ­ტუ­ლი პრო­დაქ­შე­ნი გან­ვი­თარ­დე­ბა, და­იხ­ვე­წე­ბა და თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს სტან­დარ­ტე­ბის დო­ნე­ზე გავა.

სამ­წუ­ხა­როდ "სილქ სპორ­ტი­დან" (ყო­ფი­ლი ჯი­ემ­ჯი) წა­მოს­ვლა მი­წევს, სხვა­ნა­ი­რად არ გა­მო­დის. მინ­და ვთქვა, რომ ამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­ვა­ტა­რე ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბის სა­უ­კე­თე­სო წლე­ბი. უდი­დე­სი მად­ლო­ბა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც ერთ ახალ­გაზ­რდა ბი­ჭ­ში პო­ტენ­ცი­ა­ლი და­ი­ნა­ხა - თა­ვის გა­მო­ჩე­ნის და გან­ვი­თა­რე­ბის შან­სი მის­ცა. დიდი მად­ლო­ბა ბი­ძი­ნა ბა­რა­თაშ­ვილს, ლე­ვან სა­ლუქ­ვა­ძეს, პა­ა­ტა გუ­რას­პა­ულს - რომ არა ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, შე­იძ­ლე­ბა დღე­საც არ მქო­ნო­და ნა­პოვ­ნი ის საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს. დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლა იმ ადა­მა­ინს, რო­მელ­თან ერ­თა­დაც მო­მი­წია მუ­შა­ო­ბა. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლას­გან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე.

მოკ­ლედ, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ეტა­პი იწყე­ბა. ამ საკ­მა­ოდ რთულ და უაღ­რე­სად სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მე­ში თქვე­ნი თა­ნად­გო­მის და მხარ­და­ჭე­რის იმე­დი მაქვს", - წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

sponsored by ContentRoom

"იგეგეგმება უამრავი საინტერესო პროექტი და ინოვაცია" - გიორგი ზურაბიშვილი "საზმაუს" სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი გახდა

"იგეგეგმება უამრავი საინტერესო პროექტი და ინოვაცია" - გიორგი ზურაბიშვილი "საზმაუს" სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი გახდა

"რესპუბლიკელ" დავით ზურაბიშვილის ვაჟი, სპორტული კომენტატორი გიორგი ზურაბიშვილი "საზოგადოებრივ მაუწყებელში" სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი გახდა. ამის შესახებ გიორგი ზურაბიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

"მეგობრებო კარგი სიახლე მაქვს, ახალი სამსახური დავიწყე - საზოგადოებრივ მაუწყებელში სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი ვიქნები.

ჩემთვის ეს სიახლე არის კიდევ ერთი გამოწვევა, რომელსაც დიდი ინტერესით ველი. მალე საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება ერთიანი სივრცე, რომელიც მოიცავს როგორც ტელევიზიას, ასევე რადიოს, ონლაინ ბლოგებს და სხვა. იგეგეგმება უამრავი საინტერესო პროექტი. სპორტული კუთხით ჩვენი გასაშუქებელი იქნება ჩემპიონთა ლიგა, ევრობასკეტი, რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატი, ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატი, ოლიმპიადა და ბევრი სხვა ღონისძიება. იგეგმება ბევრი ინოვაცია, არხს დაემატება რამდენიმე საინტერესო სტუდიური გადაცემა, აღსდგება "ურბან სპორტი", გაკეთდება საინტერესო სპორტული ტელეჟურნალი და ა.შ.

ტელევიზიაში მივდივარ ჩემ გუნდთან ერთად. ჩვენ საკმაოდ რთული მისია გვაკისრია, რადგან ეს არ არის იოლი საქმე. არის უამრავი დაბრკოლება და სირთულე. ყველაფრის ერთიანად შეცვლა და გარდაქმნა არ გამოდის, თუმცა გპირდებით, რომ ნელ-ნელა, დროთა განმავლობაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული პროდაქშენი განვითარდება, დაიხვეწება და თანამედროვე მსოფლიოს სტანდარტების დონეზე გავა.

სამწუხაროდ "სილქ სპორტიდან" (ყოფილი ჯიემჯი) წამოსვლა მიწევს, სხვანაირად არ გამოდის. მინდა ვთქვა, რომ ამ ტელევიზიაში გავატარე ჩემი საქმიანობის საუკეთესო წლები. უდიდესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ერთ ახალგაზრდა ბიჭში პოტენციალი დაინახა - თავის გამოჩენის და განვითარების შანსი მისცა. დიდი მადლობა ბიძინა ბარათაშვილს, ლევან სალუქვაძეს, პაატა გურასპაულს - რომ არა ეს ადამიანები, შეიძლება დღესაც არ მქონოდა ნაპოვნი ის საქმიანობა, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. დიდი მადლობა ყველა იმ ადამაინს, რომელთან ერთადაც მომიწია მუშაობა. ამ პერიოდის განმავლობაში ყველასგან ბევრი რამ ვისწავლე.

მოკლედ, ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი საინტერესო ეტაპი იწყება. ამ საკმაოდ რთულ და უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეში თქვენი თანადგომის და მხარდაჭერის იმედი მაქვს", - წერს ზურაბიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს