ინდონეზიის "Trigana Air Service"-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი ინდონეზიის უკიდურეს აღმოსავლეთის პროვინცია პაპუასთან მთას შეეჯახა, რის შედეგადაც თვითმფრინავში მსხდომი ყველა ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას პროვინციის ერთ-ერთი ავიაკომპანიის წარმომადგენელი ავრცელებს.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ ბორტზე 54 ადამიანი იმყოფებოდა.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა.
ლაინერი კომპანია "Trigana Air Service"-ის კუთვნილებაა, ბორტზე 44 უფროსი ასაკის ადამიანი, ხუთი არასრულწლოვანი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა.
ინდონეზიაში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის "ATR"-ის საძიებო სამუშაოები ორშაბათიდან დაიწყება.