პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმში, Liberteens-ის აქციის ფარგლებში ლორენ ოლივერის "დელირიუმი" 13 ლარის ნაცვლად 3 ლარად გაიყიდა
ბათუმში, Liberteens-ის აქციის ფარგლებში ლორენ ოლივერის "დელირიუმი" 13 ლარის ნაცვლად 3 ლარად გაიყიდა

"ბიბ­ლუ­სის" ბა­თუ­მის ფი­ლი­ალ­ში, პრო­ექტ "ლი­ბერ­თინ­სის" შემ­დე­გი წიგ­ნის, ლო­რენ ოლი­ვე­რის "დე­ლი­რი­უ­მი" პრე­ზენ­ტა­ცია და აქ­ცია გა­ი­მარ­თა.

ერ­თსა­ა­თი­ა­ნი აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, 3 ლა­რად წიგ­ნის 420 ეგ­ზემპლა­რი გა­ი­ყი­და, ამი­ე­რი­დან კი მისი შე­ძე­ნა 13 ლა­რად იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, წიგ­ნის მი­მართ და­ინ­ტე­რე­სე­ბა დიდი იყო - "დე­ლი­რი­უ­მის" შე­სა­ძე­ნად "ბიბ­ლუს­ში" მრა­ვა­ლი მკი­თხვე­ლი, ძი­რი­თა­დად კი, თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი მი­ვიდ­ნენ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"–დან აც­ნო­ბეს, აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მო­ცე­მა თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის­თვის.

Liberteens-ის წევ­რე­ბი წიგ­ნის მოყ­ვა­რუ­ლი, ენერ­გი­უ­ლი, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და უცხო ენე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით ინ­გლი­სუ­რის კარ­გი მცოდ­ნე ბავ­შვე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც გა­მომ­ცემ­ლო­ბას აწ­ვდი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას მათ­თვის საყ­ვა­რე­ლი უცხო­ე­ნო­ვა­ნი წიგ­ნე­ბის შე­სა­ხებ, წე­რენ რე­ცენ­ზი­ებს, რე­კო­მენ­და­ცი­ებს წიგნ­თან და­კავ­ში­რე­ბით და აძ­ლე­ვენ გა­მომ­ცემ­ლო­ბას რჩე­ვას გა­მო­ი­ცეს თუ არა ესა თუ ის წიგ­ნი ქარ­თუ­ლად. გარ­და ამი­სა, გა­მომ­ცემ­ლო­ბა თვი­თო­ნაც აქ­ტი­უ­რად არ­ჩევს მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბულ ბესტსე­ლე­რებს და რე­კო­მენ­და­ცი­ი­სათ­ვის აწ­ვდის პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ებს.

სწო­რედ ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში შე­ირ­ჩა და გა­მო­ი­ცა მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რე­ბი - ჯე­იმს დაშ­ნე­რის "ლა­ბი­რინთში მორ­ბე­ნა­ლი" და გეილ ფორ­მა­ნის "თუ დავ­რჩე­ბი", მარ­კუს ზუ­ზა­კის "წიგ­ნის ქურ­დი" და სხვა ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, რომ­ლებ­მაც ქსელ­ში გას­ვლის დღეს­ვე და­ა­ყე­ნეს რი­გე­ბი წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­თან და მა­ლე­ვე იქ­ცნენ ქარ­თულ ბესტსე­ლე­რე­ბა­დაც.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" Liberteens-ის თი­ნე­ი­ჯერ წევ­რებ­თან ერ­თად მკი­თხველს კი­დევ ბევრ სი­ახ­ლეს და სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექტს ჰპირ­დე­ბა.

ბათუმში, Liberteens-ის აქციის ფარგლებში ლორენ ოლივერის "დელირიუმი" 13 ლარის ნაცვლად 3 ლარად გაიყიდა

ბათუმში, Liberteens-ის აქციის ფარგლებში ლორენ ოლივერის "დელირიუმი" 13 ლარის ნაცვლად 3 ლარად გაიყიდა

"ბიბლუსის" ბათუმის ფილიალში, პროექტ "ლიბერთინსის" შემდეგი წიგნის, ლორენ ოლივერის "დელირიუმი" პრეზენტაცია და აქცია გაიმართა.

ერთსაათიანი აქციის ფარგლებში, 3 ლარად წიგნის 420 ეგზემპლარი გაიყიდა, ამიერიდან კი მისი შეძენა 13 ლარად იქნება შესაძლებელი.

როგორც მოსალოდნელი იყო, წიგნის მიმართ დაინტერესება დიდი იყო - "დელირიუმის" შესაძენად "ბიბლუსში" მრავალი მკითხველი, ძირითადად კი, თინეიჯერები მივიდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გამომცემლობა "პალიტრა L"–დან აცნობეს, აქტიურად დაიწყო თანამედროვე ლიტერატურის გამოცემა თინეიჯერებისთვის.

Liberteens-ის წევრები წიგნის მოყვარული, ენერგიული, მოტივირებული და უცხო ენების, განსაკუთრებით ინგლისურის კარგი მცოდნე ბავშვები არიან, რომლებიც გამომცემლობას აწვდიან ინფორმაციას მათთვის საყვარელი უცხოენოვანი წიგნების შესახებ, წერენ რეცენზიებს, რეკომენდაციებს წიგნთან დაკავშირებით და აძლევენ გამომცემლობას რჩევას გამოიცეს თუ არა ესა თუ ის წიგნი ქართულად. გარდა ამისა, გამომცემლობა თვითონაც აქტიურად არჩევს მსოფლიოში აღიარებულ ბესტსელერებს და რეკომენდაციისათვის აწვდის პროექტში მონაწილეებს.

სწორედ ამ პროექტის ფარგლებში შეირჩა და გამოიცა მსოფლიო ბესტსელერები - ჯეიმს დაშნერის "ლაბირინთში მორბენალი" და გეილ ფორმანის "თუ დავრჩები", მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდი" და სხვა ნაწარმოებები, რომლებმაც ქსელში გასვლის დღესვე დააყენეს რიგები წიგნის მაღაზიებთან და მალევე იქცნენ ქართულ ბესტსელერებადაც.

გამომცემლობა "პალიტრა L" Liberteens-ის თინეიჯერ წევრებთან ერთად მკითხველს კიდევ ბევრ სიახლეს და საინტერესო პროექტს ჰპირდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია