საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩაშალა თუ არა ფანჯიკიძემ პრეზიდენტის ვიზიტი გაერო-ში და მწიფდება თუ არა ახალი დაპირისპირება ღარიბაშვილსა და მარგველაშვილს შორის
ჩაშალა თუ არა ფანჯიკიძემ პრეზიდენტის ვიზიტი გაერო-ში და მწიფდება თუ არა ახალი დაპირისპირება ღარიბაშვილსა და მარგველაშვილს შორის

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ყვე­ლა ვი­ზი­ტი სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ იყო მომ­ზა­დე­ბუ­ლი, ყვე­ლა მათ­გა­ნი ჩა­ტარ­და უმაღ­ლეს დო­ნე­ზე და მე ვერ მი­ვი­ღებ ასეთ ბრალ­დე­ბას, რომ თით­ქოს­და მე ჩა­მე­შა­ლოს ვინ­მეს ვი­ზი­ტი სად­მე, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­გა­რეო საქ­მე­თა ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა, "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, მაია ფან­ჯი­კი­ძემ, პრე­ზი­დენ­ტის მრჩევ­ლის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სა­კი­თხებ­ში, თენ­გიზ ფხა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბა­ზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, სა­დაც ის აცხა­დებ­და, რომ შარ­შან სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა უარი გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტის ვი­ზი­ტის მომ­ზა­დე­ბა­ზე და ამით მა­ხინჯ პრაქ­ტი­კას ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი.

"მე შარ­შა­ნაც, შარ­შან­წი­ნაც და წელ­საც ვარ იმ აზ­რის, რომ ასეთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე რო­გო­რიც არის გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლეა, რო­მელ­ზე­დაც მოწ­ვე­ვას იღებს, არა კონ­კრე­ტუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, არა­მედ სა­ხელ­მწი­ფო, წა­ვი­დეს ერთი დე­ლე­გა­ცია. ის, რაც შარ­შან მოხ­და და ის დის­კუ­სია იმის თა­ო­ბა­ზე, თუ ვინ უნდა წა­სუ­ლი­ყო ნამ­დვი­ლად იყო ძა­ლი­ან ცუდი და მე შარ­შა­ნაც ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი იმას, რომ ეს დის­კუ­სია ასე სა­ჯა­როდ წა­რი­მარ­თა და ვერ მო­ხერ­ხდა პრე­მი­ერ­სა და პრე­ზი­დენტს შო­რის ამ სა­კი­თხის შე­თან­ხმე­ბა. ეს იყო სა­კი­თხი, რო­მელ­საც სხვა ვე­რა­ვინ ვერ შე­ა­თან­ხმებ­და, ეს უნდა მომ­ხდა­რი­ყო მათ შო­რის და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო უნდა ყო­ფი­ლი­ყო შემ­დეგ იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გან­მხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი, რო­მელ­საც მი­ი­ღებ­დნენ უმაღ­ლეს დო­ნე­ზე. აქვე მინ­და ვთქვა, რომ პრე­ზი­დენ­ტის ყვე­ლა ვი­ზი­ტი იყო მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ და ყვე­ლა მათ­გა­ნი ჩა­ტარ­და უმაღ­ლეს დო­ნე­ზე, შე­სა­ბა­მი­სად მე ვერ მი­ვი­ღებ ასეთ ბრალ­დე­ბას, რომ თით­ქოს­და მე ჩა­მე­შა­ლოს ვინ­მეს ვი­ზი­ტი სად­მე", - გა­ნა­ცხა­და ფან­ჯი­კი­ძემ.

იგი იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ წელს, შარ­შან­დე­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ეს დის­კუ­სია აღარ იქ­ნე­ბა სა­ჯა­რო.

"მე იმე­დი მაქვს, აღარ იქ­ნე­ბო­და ამ სა­კი­თხზე უთან­ხმო­ე­ბა და მო­ხერ­ხდე­ბო­და პრე­ზი­დენ­ტსა და პრე­მი­ერს შო­რის დრო­უ­ლად ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­თან­ხმე­ბა და შემ­დეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. თუ შარ­შან­დე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით ვიმ­სჯე­ლებთ, და­ახ­ლო­ე­ბით ივ­ნი­სის ბო­ლოს ივ­ლი­სის და­სა­წყის­ში ეს მოწ­ვე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­ზე უკვე მო­სუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო და იყო საკ­მა­რი­სი დრო იმი­სათ­ვის, რომ შიგ­ნით გა­და­წყვე­ტი­ლი­ყო ვინ წა­ვი­დო­და ნიუ-იორკში და ეს ისევ არ გახ­დეს სა­ჯა­რო დის­კუ­სი­ის სა­გა­ნი. მე იმე­დი მაქვს, რომ ამ სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რე­ბი შე­წყდე­ბა, რად­გა­ნაც ეს აზი­ა­ნებს პრე­მი­ერ­საც, პრე­ზი­დენ­ტსაც და რაც მთა­ვა­რია აზი­ა­ნებს სა­ხელ­მწი­ფოს. შარ­შან, რო­დე­საც იმა­ზე იყო ლა­პა­რა­კი, რომ არაფ­რით არ შე­იძ­ლე­ბო­და ორი დე­ლე­გა­ცი­ის წას­ვლა სა­ქარ­თვე­ლო­დან, ჩემი, რო­გორც სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის როლი, შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და იმა­ში, რომ სწო­რედ ნაკ­ლე­ბი ზი­ა­ნი მი­მე­ყე­ნე­ბი­ნა ქვეყ­ნის იმი­ჯის­თვის და მეზ­რუ­ნა იმა­ზე, რომ იქ არ მომ­ხვდა­რი­ყო ორი დე­ლე­გა­ცია", - გა­ნა­ცხა­და მაია ფან­ჯი­კი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მას და მის მო­ად­გი­ლე, და­ვით ზალ­კა­ლი­ანს გა­ე­რო-ში ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ჰქონ­და თენ­გიზ ფხა­ლა­ძეს­თან, რო­მე­ლიც ფიქ­რობ­და, რომ ქვეყ­ნი­დან ორი დე­ლე­გა­ცია არ უნდა წა­სუ­ლი­ყო.

"მე ვცდი­ლობ­დი ჩემს კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ში, (სხვა­თა შო­რი­სო ბა­ტონ თენ­გიზ ფხა­ლა­ძეს­თან მრავ­ლად მქონ­და მე ამა­ზე კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი) ისე­ვე რო­გორც ჩემ მო­ად­გი­ლე ბა­ტო­ნი და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი, და მე თუ მეხ­სი­ე­რე­ბა არ მღა­ლა­ტობს ბა­ტო­ნი თენ­გი­ზი ამ მო­საზ­რე­ბას - ორი დე­ლე­გა­ცი­ის იქ გაგ­ზავ­ნა არ შე­იძ­ლე­ბო­და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ეთან­ხმე­ბო­და. მე მიკ­ვირს დღე­ვან­დე­ლი მისი კო­მენ­ტა­რი და კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ. ყვე­ლა ვი­ზი­ტი პრე­ზი­დენ­ტის იყო ჩვე­ნი მომ­ზა­დე­ბუ­ლი და ყვე­ლა ჩა­ტარ­და უმაღ­ლეს დო­ნე­ზე. მე რო­გორც სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ვი­ყა­ვი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ვი­ზი­ტი ჰქო­ნო­და პრე­ზი­დენტს და რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ვი­ზი­ტი ჰქო­ნო­და პრე­მი­ერ-მი­ნისტრს. მაგ­რამ, გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლურ ასაბ­ლე­ა­ზე სა­ხელ­მწი­ფო­დან ორი დე­ლე­გა­ცი­ის გაგ­ზავ­ნა არის არას­წო­რი და ეს არას­წო­რი იქ­ნე­ბა გა­ი­სა­დაც, არის წელს და იყო შარ­შა­ნაც", - გა­ნა­ცხა­და მაია ფან­ჯი­კი­ძემ.

პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვე­ლი სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სა­კი­თხებ­ში, თენ­გიზ ფხა­ლა­ძე აცხა­დებს, რომ შარ­შან პრე­ზი­დენ­ტის გა­ე­რო-ში ვი­ზი­ტის მომ­ზა­დე­ბა­ზე მა­შინ­დელ­მა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა უარი გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც თენ­გიზ ფხა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, სირ­ცხვი­ლია, რო­დე­საც იმა­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტის წე­რი­ლე­ბი და მოწ­ვე­ვე­ბი.

"სირ­ცხვი­ლია, რომ იმა­ლე­ბო­დეს პრე­ზი­დენ­ტის წე­რი­ლე­ბი, იმა­ლე­ბო­დეს და არ მი­დი­ო­დეს პრე­ზი­დენ­ტამ­დე მოწ­ვე­ვე­ბი, არ მი­დი­ო­დეს ად­რე­სა­ტამ­დე პრე­ზი­დენ­ტის კო­რეს­პონ­დენ­ცია და ზო­გა­დად, იდ­გმე­ბო­დეს ის ნა­ბი­ჯე­ბი, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია პრე­ზი­დენ­ტის, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტის და­სუს­ტე­ბი­სა­კენ და მი­ი­ღე­ბო­დეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თან ყო­ველ­გვა­რი კონ­სულ­ტა­ცი­ის გა­რე­შე. ფაქ­ტი­უ­რად, შარ­შან მოხ­და, რომ მა­შინ­დელ­მა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა უარი გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტის ვი­ზი­ტის მომ­ზა­დე­ბა­ზე, ამით მა­ხინჯ პრაქ­ტი­კას ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ღე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო პრე­ზი­დენ­ტთან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გა­რე­შე", - გა­ნა­ცხა­და ფხა­ლა­ძემ.

ჩაშალა თუ არა ფანჯიკიძემ პრეზიდენტის ვიზიტი გაერო-ში და მწიფდება თუ არა ახალი დაპირისპირება ღარიბაშვილსა და მარგველაშვილს შორის

ჩაშალა თუ არა ფანჯიკიძემ პრეზიდენტის ვიზიტი გაერო-ში და მწიფდება თუ არა ახალი დაპირისპირება ღარიბაშვილსა და მარგველაშვილს შორის

საქართველოს პრეზიდენტის ყველა ვიზიტი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ იყო მომზადებული, ყველა მათგანი ჩატარდა უმაღლეს დონეზე და მე ვერ მივიღებ ასეთ ბრალდებას, რომ თითქოსდა მე ჩამეშალოს ვინმეს ვიზიტი სადმე, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, მაია ფანჯიკიძემ, პრეზიდენტის მრჩევლის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თენგიზ ფხალაძის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, სადაც ის აცხადებდა, რომ შარშან საგარეო საქმეთა მინისტრმა უარი განაცხადა პრეზიდენტის ვიზიტის მომზადებაზე და ამით მახინჯ პრაქტიკას ჩაეყარა საფუძველი.

"მე შარშანაც, შარშანწინაც და წელსაც ვარ იმ აზრის, რომ ასეთ ღონისძიებაზე როგორიც არის გაერო-ს გენერალური ასამბლეა, რომელზედაც მოწვევას იღებს, არა კონკრეტული თანამდებობის პირი, არამედ სახელმწიფო, წავიდეს ერთი დელეგაცია. ის, რაც შარშან მოხდა და ის დისკუსია იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა წასულიყო ნამდვილად იყო ძალიან ცუდი და მე შარშანაც ძალიან განვიცდიდი იმას, რომ ეს დისკუსია ასე საჯაროდ წარიმართა და ვერ მოხერხდა პრემიერსა და პრეზიდენტს შორის ამ საკითხის შეთანხმება. ეს იყო საკითხი, რომელსაც სხვა ვერავინ ვერ შეათანხმებდა, ეს უნდა მომხდარიყო მათ შორის და საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა ყოფილიყო შემდეგ იმ გადაწყვეტილების განმხორციელებელი, რომელსაც მიიღებდნენ უმაღლეს დონეზე. აქვე მინდა ვთქვა, რომ პრეზიდენტის ყველა ვიზიტი იყო მომზადებული საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ყველა მათგანი ჩატარდა უმაღლეს დონეზე, შესაბამისად მე ვერ მივიღებ ასეთ ბრალდებას, რომ თითქოსდა მე ჩამეშალოს ვინმეს ვიზიტი სადმე", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

იგი იმედს გამოთქვამს, რომ წელს, შარშანდელის გათვალისწინებით, ეს დისკუსია აღარ იქნება საჯარო.

"მე იმედი მაქვს, აღარ იქნებოდა ამ საკითხზე უთანხმოება და მოხერხდებოდა პრეზიდენტსა და პრემიერს შორის დროულად ამ გადაწყვეტილების შეთანხმება და შემდეგ განხორციელება. თუ შარშანდელი გამოცდილებით ვიმსჯელებთ, დაახლოებით ივნისის ბოლოს ივლისის დასაწყისში ეს მოწვევა საქართველოს სახელზე უკვე მოსული უნდა ყოფილიყო და იყო საკმარისი დრო იმისათვის, რომ შიგნით გადაწყვეტილიყო ვინ წავიდოდა ნიუ-იორკში და ეს ისევ არ გახდეს საჯარო დისკუსიის საგანი. მე იმედი მაქვს, რომ ამ საკითხზე კომენტარები შეწყდება, რადგანაც ეს აზიანებს პრემიერსაც, პრეზიდენტსაც და რაც მთავარია აზიანებს სახელმწიფოს. შარშან, როდესაც იმაზე იყო ლაპარაკი, რომ არაფრით არ შეიძლებოდა ორი დელეგაციის წასვლა საქართველოდან, ჩემი, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის როლი, შემოიფარგლებოდა იმაში, რომ სწორედ ნაკლები ზიანი მიმეყენებინა ქვეყნის იმიჯისთვის და მეზრუნა იმაზე, რომ იქ არ მომხვდარიყო ორი დელეგაცია", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, მას და მის მოადგილე, დავით ზალკალიანს გაერო-ში ვიზიტთან დაკავშირებით კონსულტაციები ჰქონდა თენგიზ ფხალაძესთან, რომელიც ფიქრობდა, რომ ქვეყნიდან ორი დელეგაცია არ უნდა წასულიყო.

"მე ვცდილობდი ჩემს კონსულტაციებში, (სხვათა შორისო ბატონ თენგიზ ფხალაძესთან მრავლად მქონდა მე ამაზე კონსულტაციები) ისევე როგორც ჩემ მოადგილე ბატონი დავით ზალკალიანი, და მე თუ მეხსიერება არ მღალატობს ბატონი თენგიზი ამ მოსაზრებას - ორი დელეგაციის იქ გაგზავნა არ შეიძლებოდა აბსოლუტურად ეთანხმებოდა. მე მიკვირს დღევანდელი მისი კომენტარი და კიდევ ერთხელ ვამბობ. ყველა ვიზიტი პრეზიდენტის იყო ჩვენი მომზადებული და ყველა ჩატარდა უმაღლეს დონეზე. მე როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი დაინტერესებული, რომ რაც შეიძლება მეტი ვიზიტი ჰქონოდა პრეზიდენტს და რაც შეიძლება მეტი ვიზიტი ჰქონოდა პრემიერ-მინისტრს. მაგრამ, გაერო-ს გენერალურ ასაბლეაზე სახელმწიფოდან ორი დელეგაციის გაგზავნა არის არასწორი და ეს არასწორი იქნება გაისადაც, არის წელს და იყო შარშანაც", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თენგიზ ფხალაძე აცხადებს, რომ შარშან პრეზიდენტის გაერო-ში ვიზიტის მომზადებაზე მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა უარი განაცხადა.

როგორც თენგიზ ფხალაძემ აღნიშნა, სირცხვილია, როდესაც იმალება პრეზიდენტის წერილები და მოწვევები.

"სირცხვილია, რომ იმალებოდეს პრეზიდენტის წერილები, იმალებოდეს და არ მიდიოდეს პრეზიდენტამდე მოწვევები, არ მიდიოდეს ადრესატამდე პრეზიდენტის კორესპონდენცია და ზოგადად, იდგმებოდეს ის ნაბიჯები, რომელიც მიმართულია პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის დასუსტებისაკენ და მიიღებოდეს გადაწყვეტილებები სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე. ფაქტიურად, შარშან მოხდა, რომ მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა უარი განაცხადა პრეზიდენტის ვიზიტის მომზადებაზე, ამით მახინჯ პრაქტიკას ჩაეყარა საფუძველი გადაწყვეტილებები მიღებული ყოფილიყო პრეზიდენტთან კონსულტაციების გარეშე", - განაცხადა ფხალაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."