საზოგადოება
სამართალი
პოლიტიკა

28

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:51-ზე, მთვარე ქალწულშია – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება - ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. ოჯახის შექმნა არ არის მიზანშეწონილი. აი, მარტოხელა ადამიანებს გელოდებათ საინტერესო ნაცნობობა.
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის Google-ის ახალი ბოსი - ვერასდროს ვიფიქრებდით, რომ ეს გულჩათხრობილი და სიტყვაძუნწი ბიჭი უმსხვილესი კომპანიის ხელმძღვანელი გახდებოდა
ვინ არის Google-ის ახალი ბოსი - ვერასდროს ვიფიქრებდით, რომ ეს გულჩათხრობილი და სიტყვაძუნწი ბიჭი უმსხვილესი კომპანიის ხელმძღვანელი გახდებოდა

ინ­დო­ე­ლი სუნ­დარ პი­ჩა­ის სა­ხე­ლი ინ­ტერ­ნეტ სა­ძი­ე­ბო გი­გან­ტის მომ­ხმა­რებ­ლებ­მა სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ შე­ი­ტყვეს

როცა გუ­გლის დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მა - სერ­გეი ბრინ­მა და ლარი პე­ი­ჯ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ახალ კომ­პა­ნი­ას "ალ­ფა­ბეტს" ჩა­უდ­გე­ბი­ან სა­თა­ვე­ში, კორ­პო­რა­ცი­ის მარ­თვის სა­და­ვე­ებს კი ინ­დო­ელ კო­ლე­გას ჩა­ა­ბა­რებ­დნენ. "გუ­გლის" და­მა­არ­სებ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ისი­ნი ენ­დო­ბი­ან სუნ­დარ პი­ჩა­ის, რად­გან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას იღებ­დნენ მას­თან მუ­შა­ო­ბით.

"მშვი­დი, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი და ზრდი­ლი", - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ მას სერ­გეი ბრი­ნი და ლარი პე­ი­ჯი.

სუნ­დარ პი­ჩაი მე­ო­რე ინ­დო­ე­ლი გახ­და, რო­მე­ლიც ამე­რი­კა­ში ტექ­ნო­ლო­გი­ურ კომ­პა­ნი­ას ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში. 2014 წელს 46 წლის ინ­დო­ელ­მა, სა­ტია ნა­დე­ლამ Microsoft ჩა­ი­ბა­რა და კორ­პო­რა­ცი­ის კურ­სი მო­ბი­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის­კენ მი­მარ­თა.

სუნ­დარ პი­ჩაი 4-მი­ლი­ო­ნი­ან ინ­დურ ქა­ლაქ ჩე­ნა­ი­ში და­ი­ბა­და და სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბაც ამ ქა­ლაქ­ში მი­ი­ღო. სუნ­და­რის ის­ტო­რია "ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბის" რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში ას­რუ­ლე­ბაა. პი­ჩა­ე­ბის ოჯა­ხი სა­შუ­ა­ლო ფე­ნის ინ­დურ ოჯახს მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და, რო­მე­ლიც ორო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­და, არც ავ­ტო­მო­ბი­ლი ჰყავ­და და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უტე­ლე­ვი­ზო­რო­დაც იყ­ვნენ.

სკო­ლა­ში სუნ­და­რი თით­ქმის არაფ­რით გა­მო­ირ­ჩე­ო­და კლა­სე­ლე­ბის­გან, თუმ­ცა სკო­ლის მე­გობ­რე­ბი დღე­საც აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ გა­მო­ირ­ჩე­ო­და მი­ზან­სწრა­ფუ­ლო­ბით, სიმ­შვი­დი­თა და ბევ­რი კი­თხვით.

"ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­და სა­ხე­ზე ღი­მი­ლი ჰქო­ნო­და. სუნ­და­რი იმ ბი­ჭებს მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და, ვი­საც "წიგ­ნის ჭიას" ვე­ძახ­დით. მაგ­რამ ვე­რას­დროს ვი­ფიქ­რებ­დით, რომ ეს გულ­ჩა­თხრო­ბი­ლი და სი­ტყვა­ძუნ­წი ბიჭი ერთ დღეს უმ­სხვი­ლე­სი კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­დე­ბო­და. ჩვენ­თვის დიდი პა­ტი­ვია, რომ ჩვე­ნი თა­ნა­ქა­ლა­ქე­ლი და სკო­ლის მე­გო­ბა­რი უზარ­მა­ზა­რი კომ­პა­ნი­ის ლი­დე­რი გახ­და", - ამ­ბო­ბენ "გუ­გლის" ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი კლა­სე­ლე­ბი.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკული გზავნილები და განცხადებები პოლიტიკურ სპექტრში

ვინ არის Google-ის ახალი ბოსი - ვერასდროს ვიფიქრებდით, რომ ეს გულჩათხრობილი და სიტყვაძუნწი ბიჭი უმსხვილესი კომპანიის ხელმძღვანელი გახდებოდა

ვინ არის Google-ის ახალი ბოსი - ვერასდროს ვიფიქრებდით, რომ ეს გულჩათხრობილი და სიტყვაძუნწი ბიჭი უმსხვილესი კომპანიის ხელმძღვანელი გახდებოდა

ინდოელი სუნდარ პიჩაის სახელი ინტერნეტ საძიებო გიგანტის მომხმარებლებმა სულ რამდენიმე დღის წინ შეიტყვეს

როცა გუგლის დამფუძნებლებმა - სერგეი ბრინმა და ლარი პეიჯმა განაცხადეს, რომ ახალ კომპანიას "ალფაბეტს" ჩაუდგებიან სათავეში, კორპორაციის მართვის სადავეებს კი ინდოელ კოლეგას ჩააბარებდნენ. "გუგლის" დამაარსებლების განცხადებით, ისინი ენდობიან სუნდარ პიჩაის, რადგან წლების განმავლობაში დიდ სიამოვნებას იღებდნენ მასთან მუშაობით.

"მშვიდი, მოკრძალებული და ზრდილი", - ასე ახასიათებენ მას სერგეი ბრინი და ლარი პეიჯი.

სუნდარ პიჩაი მეორე ინდოელი გახდა, რომელიც ამერიკაში ტექნოლოგიურ კომპანიას ჩაუდგა სათავეში. 2014 წელს 46 წლის ინდოელმა, სატია ნადელამ Microsoft ჩაიბარა და კორპორაციის კურსი მობილური ტექნოლოგიებისკენ მიმართა.

სუნდარ პიჩაი 4-მილიონიან ინდურ ქალაქ ჩენაიში დაიბადა და საშუალო განათლებაც ამ ქალაქში მიიღო. სუნდარის ისტორია „ამერიკული ოცნების“ რეალურ ცხოვრებაში ასრულებაა. პიჩაების ოჯახი საშუალო ფენის ინდურ ოჯახს მიეკუთვნებოდა, რომელიც ოროთახიან ბინაში ცხოვრობდა, არც ავტომობილი ჰყავდა და წლების განმავლობაში უტელევიზოროდაც იყვნენ.

სკოლაში სუნდარი თითქმის არაფრით გამოირჩეოდა კლასელებისგან, თუმცა სკოლის მეგობრები დღესაც აღნიშნავენ, რომ გამოირჩეოდა მიზანსწრაფულობით, სიმშვიდითა და ბევრი კითხვით.

"ყოველთვის ცდილობდა სახეზე ღიმილი ჰქონოდა. სუნდარი იმ ბიჭებს მიეკუთვნებოდა, ვისაც "წიგნის ჭიას“ ვეძახდით. მაგრამ ვერასდროს ვიფიქრებდით, რომ ეს გულჩათხრობილი და სიტყვაძუნწი ბიჭი ერთ დღეს უმსხვილესი კომპანიის ხელმძღვანელი გახდებოდა. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ჩვენი თანაქალაქელი და სკოლის მეგობარი უზარმაზარი კომპანიის ლიდერი გახდა", - ამბობენ "გუგლის" ახალი ხელმძღვანელი კლასელები.

განაგრძეთ კითხვა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა