საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაცვლილთა გამოცხადების შესაძლებლობა წმინდა წერილისა და წმინდა მამათა სწავლების მიხედვით
გარდაცვლილთა გამოცხადების შესაძლებლობა წმინდა წერილისა და წმინდა მამათა სწავლების მიხედვით

ა) წმი­და წე­რი­ლის სწავ­ლე­ბით

ღვთა­ებ­რი­ვი გა­მო­ცხა­დე­ბა არ უარ­ყოფს იმას, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია გარ­დაც­ვლილ­თა გა­მო­ცხა­დე­ბა ცო­ცხალ­თათ­ვის. წმი­და წე­რი­ლი­დან ჩანს, რომ იუ­დე­ვე­ლებს ეჭვი არ ეპა­რე­ბო­დათ გარ­დაც­ვლილ­თა გა­მო­ცხა­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ში. მა­ცხოვ­რის თა­ნა­მედ­რო­ვე იუ­დე­ვე­ლებს ამ გა­მო­ცხა­დე­ბის რწმე­ნა სრუ­ლად ჰქონ­დათ. იესო ქრის­ტე სა­უბ­რობ­და მას­ზე, რო­გორც უეჭ­ველ­ზე, და არა­სო­დეს ამ­ბობ­და რა­ი­მე ისეთს, სა­ი­და­ნაც შე­იძ­ლე­ბო­და დას­კვნის გა­მო­ტა­ნა, რომ იგი არ იწო­ნებ­და ან გან­სჯი­და ამ რწმე­ნას. მო­ცი­ქუ­ლებს ეჭვი არ ეპა­რე­ბო­დათ სულ­თა გა­მო­ცხა­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­სა და სი­მარ­თლე­ში: რო­დე­საც მათ მა­ცხო­ვა­რი და­ი­ნა­ხეს, რო­მე­ლიც გე­ნე­სა­რე­თის ტბა­ზე ფე­ხით მო­დი­ო­და მათ­კენ, თა­ვი­დან იფიქ­რეს, რომ სულს ხე­დავ­დნენ (მათე 14, 26).

სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი მდი­და­რი, რო­მე­ლიც ჯო­ჯო­ხე­თის ტან­ჯვა­ში იყო, აბ­რა­ამს სთხოვ­და, მი­წა­ზე ლა­ზა­რე მისი ძმე­ბის გა­საფრ­თხი­ლებ­ლად გა­ეგ­ზავ­ნა, რათა და­ეც­ვა იმა­ვე სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მოხ­ვედ­რის საფრ­თხი­სა­გან, რო­მელ­შიც თვი­თონ იმ­ყო­ფე­ბო­და. მა­შა­სა­და­მე, მას ეჭვი არ ეპა­რე­ბო­და, რომ გარ­დაც­ვლილ­თა სუ­ლებს ღვთის ნე­ბით შე­უძ­ლი­ათ დაბ­რუნ­დნენ სამ­ყა­რო­ში და ადა­მი­ა­ნებს გა­მო­ე­ცხა­დონ.

თა­ბო­რის მთა­ზე იესო ქრის­ტეს ფე­რის­ცვა­ლე­ბის დროს გა­მო­ცხად­დნენ მოსე და ილია, მა­ნამ­დე დიდი ხნის გა­და­სულ­ნი იმ­ქვეყ­ნი­ურ სამ­ყა­რო­ში, და ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ ქრის­ტეს (მათე 17, 3). მა­ცხოვ­რის აღ­დგო­მის შემ­დეგ მრა­ვა­ლი გარ­დაც­ვლი­ლი აღ­დგა და იე­რუ­სა­ლიმ­ში ხალ­ხს გა­მო­ე­ცხა­და (მათე 27, 52-53).

ბ) წმი­და მა­მა­თა სწავ­ლე­ბით

ნე­ტა­რი ავ­გუს­ტი­ნე სა­უბ­რობს გარ­დაც­ვლილ­თა გა­მო­ცხა­დე­ბის შე­სა­ხებ და ამას­თან ერ­თად, აღი­ა­რებს, რომ ძა­ლი­ან ძნე­ლია მო­უ­ნა­ხო გან­მარ­ტე­ბა ჩვენს სულ­ში, რო­გორც ფხი­ზელ, ისე ძი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მომ­ხდარ მრა­ვალ რა­მეს. მაგ­რამ იგი­ვე ავ­გუს­ტი­ნე აღი­ა­რებს, რომ ხში­რად გარ­დაც­ვლილ­ნი ეცხა­დე­ბოდ­ნენ ცო­ცხალ ადა­მი­ა­ნებს, უჩ­ვე­ნებ­დნენ მათ ად­გი­ლებს, სა­დაც მი­წას იყო მი­ბა­რე­ბუ­ლი მათი სხე­უ­ლე­ბი შე­სა­ფე­რი­სი დაკ­რძალ­ვის გა­რე­შე და მათ­გან შე­სა­ბა­მის დაკ­რძალ­ვას ითხოვ­დნენ.

ამას­თან ერ­თად, იგი აღ­ნიშ­ნავს, რომ ხში­რად ტაძ­რებ­ში, სა­დაც მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ დაკ­რძა­ლულ­ნი, ის­მო­და ხმა­უ­რი და გა­ლო­ბა, და ხში­რად ხე­დავ­დნენ, რო­გორ შე­დი­ოდ­ნენ გარ­დაც­ვლილ­ნი სახ­ლში, რო­მელ­შიც ისი­ნი მი­წა­ზე ყოფ­ნი­სას ცხოვ­რობ­დნენ (ნე­ტა­რი ავ­გუს­ტი­ნე თავი 10). წმი­და მა­მე­ბი და ეკ­ლე­სი­ის მო­ძღვრე­ბი არ ეჭ­ვობ­დნენ გარ­დაც­ვლილ­თა გა­მო­ცხა­დე­ბას და არა მარ­ტო ამ­ტკი­ცებ­დნენ ამ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას, არა­მედ თვი­თო­ნაც, ასე ვთქვათ, ემორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ მას, ას­რუ­ლებ­დნენ იმას, რა­საც მათ­გან გარ­დაც­ვა­ლე­ბულ­ნი ითხოვ­დნენ.

ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის მწყემ­სებს არა მარ­ტო თვი­თონ ყო­ველ­თვის სწამ­დათ, რომ გარ­დაც­ვლილ­თა გა­მო­ცხა­დე­ბა ჭეშ­მა­რი­ტი და ნამ­დვი­ლია, არა­მედ თა­ვი­ანთ მრევლსაც ას­წავ­ლიდ­ნენ, ნუ უგულ­ვე­ბელ­ყოფ­დნენ მას. წმი­და ფი­ლა­რეტ მოს­კო­ვე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი ერთ-ერთ თა­ვის სწავ­ლე­ბა­ში ამ­ბობს: "სუ­ლი­ე­რი სამ­ყა­რო­დან გა­მო­ცხა­დე­ბა აუხ­სნე­ლია, მაგ­რამ მისი უარ­ყო­ფა არ შე­იძ­ლე­ბა". თვი­თო­ნაც არა­თუ ეჭვი არ შეჰ­პარ­ვია, რო­დე­საც გარ­დაც­ვლი­ლი მშო­ბე­ლი გა­მო­ე­ცხა­და (რო­მელ­მაც თა­ვი­სი სიკ­ვდი­ლის დღე ამ­ცნო), სა­ი­ქიო ცხოვ­რე­ბა­ში გა­და­სას­ვლე­ლად მზა­დე­ბა და­ი­წყო (სუ­ლი­სათ­ვის სა­სარ­გებ­ლო სა­კი­თხა­ვი", 1876 წ. თ. I). რო­დე­საც იგი­ვე წმი­დან­მა ძილ­ში იხი­ლა გარ­დაც­ვლი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მის წი­ნა­შე ერთი მღვდლი­სათ­ვის შუ­ამ­დგომ­ლობ­დნენ, მან პა­ტი­ვი მი­ა­გო გარ­დაც­ვლილ­თა თხოვ­ნას.

ეკ­ლე­სი­ის ერთ-ერთი მამა ბრძა­ნებს: "ძვე­ლი გარ­და­მო­ცე­მე­ბი­დან ჩანს, რომ სუ­ლის უკ­ვდა­ვე­ბის რწმე­ნა მუ­დამ იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გარ­დაც­ვლილ­თა გა­მო­ცხა­დე­ბის რწმე­ნას­თან. ამის შე­სა­ხებ გარ­და­მო­ცე­მე­ბი ური­ცხვია... არ­სე­ბობს გარ­დაც­ვლილ­თა გა­მო­ცხა­დე­ბე­ბი ანდა ქმე­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც იშ­ვი­ა­თია, თუმ­ცა უეჭ­ვე­ლია".

თარ­გმა­ნი: ხა­თუ­ნა რაქ­ვი­აშ­ვი­ლი, გა­ზე­თი "სა­პატ­რი­არ­ქოს უწყე­ბა­ნი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მხოლოდ 5 თვეში, თბილისში მილიარდ 200 მილიონი დოლარის ბინები გაიყიდა

გარდაცვლილთა გამოცხადების შესაძლებლობა წმინდა წერილისა და წმინდა მამათა სწავლების მიხედვით

გარდაცვლილთა გამოცხადების შესაძლებლობა წმინდა წერილისა და წმინდა მამათა სწავლების მიხედვით

ა) წმიდა წერილის სწავლებით

ღვთაებრივი გამოცხადება არ უარყოფს იმას, რომ შესაძლებელია გარდაცვლილთა გამოცხადება ცოცხალთათვის. წმიდა წერილიდან ჩანს, რომ იუდეველებს ეჭვი არ ეპარებოდათ გარდაცვლილთა გამოცხადების შესაძლებლობაში. მაცხოვრის თანამედროვე იუდეველებს ამ გამოცხადების რწმენა სრულად ჰქონდათ. იესო ქრისტე საუბრობდა მასზე, როგორც უეჭველზე, და არასოდეს ამბობდა რაიმე ისეთს, საიდანაც შეიძლებოდა დასკვნის გამოტანა, რომ იგი არ იწონებდა ან განსჯიდა ამ რწმენას. მოციქულებს ეჭვი არ ეპარებოდათ სულთა გამოცხადების შესაძლებლობასა და სიმართლეში: როდესაც მათ მაცხოვარი დაინახეს, რომელიც გენესარეთის ტბაზე ფეხით მოდიოდა მათკენ, თავიდან იფიქრეს, რომ სულს ხედავდნენ (მათე 14, 26).

სახარებისეული მდიდარი, რომელიც ჯოჯოხეთის ტანჯვაში იყო, აბრაამს სთხოვდა, მიწაზე ლაზარე მისი ძმების გასაფრთხილებლად გაეგზავნა, რათა დაეცვა იმავე საშინელ მდგომარეობაში მოხვედრის საფრთხისაგან, რომელშიც თვითონ იმყოფებოდა. მაშასადამე, მას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ გარდაცვლილთა სულებს ღვთის ნებით შეუძლიათ დაბრუნდნენ სამყაროში და ადამიანებს გამოეცხადონ.

თაბორის მთაზე იესო ქრისტეს ფერისცვალების დროს გამოცხადდნენ მოსე და ილია, მანამდე დიდი ხნის გადასულნი იმქვეყნიურ სამყაროში, და ესაუბრებოდნენ ქრისტეს (მათე 17, 3). მაცხოვრის აღდგომის შემდეგ მრავალი გარდაცვლილი აღდგა და იერუსალიმში ხალხს გამოეცხადა (მათე 27, 52-53).

ბ) წმიდა მამათა სწავლებით

ნეტარი ავგუსტინე საუბრობს გარდაცვლილთა გამოცხადების შესახებ და ამასთან ერთად, აღიარებს, რომ ძალიან ძნელია მოუნახო განმარტება ჩვენს სულში, როგორც ფხიზელ, ისე ძილის მდგომარეობაში მომხდარ მრავალ რამეს. მაგრამ იგივე ავგუსტინე აღიარებს, რომ ხშირად გარდაცვლილნი ეცხადებოდნენ ცოცხალ ადამიანებს, უჩვენებდნენ მათ ადგილებს, სადაც მიწას იყო მიბარებული მათი სხეულები შესაფერისი დაკრძალვის გარეშე და მათგან შესაბამის დაკრძალვას ითხოვდნენ.

ამასთან ერთად, იგი აღნიშნავს, რომ ხშირად ტაძრებში, სადაც მიცვალებულები იყვნენ დაკრძალულნი, ისმოდა ხმაური და გალობა, და ხშირად ხედავდნენ, როგორ შედიოდნენ გარდაცვლილნი სახლში, რომელშიც ისინი მიწაზე ყოფნისას ცხოვრობდნენ (ნეტარი ავგუსტინე თავი 10). წმიდა მამები და ეკლესიის მოძღვრები არ ეჭვობდნენ გარდაცვლილთა გამოცხადებას და არა მარტო ამტკიცებდნენ ამ ჭეშმარიტებას, არამედ თვითონაც, ასე ვთქვათ, ემორჩილებოდნენ მას, ასრულებდნენ იმას, რასაც მათგან გარდაცვალებულნი ითხოვდნენ.

ჩვენი ეკლესიის მწყემსებს არა მარტო თვითონ ყოველთვის სწამდათ, რომ გარდაცვლილთა გამოცხადება ჭეშმარიტი და ნამდვილია, არამედ თავიანთ მრევლსაც ასწავლიდნენ, ნუ უგულვებელყოფდნენ მას. წმიდა ფილარეტ მოსკოველი მიტროპოლიტი ერთ-ერთ თავის სწავლებაში ამბობს: "სულიერი სამყაროდან გამოცხადება აუხსნელია, მაგრამ მისი უარყოფა არ შეიძლება". თვითონაც არათუ ეჭვი არ შეჰპარვია, როდესაც გარდაცვლილი მშობელი გამოეცხადა (რომელმაც თავისი სიკვდილის დღე ამცნო), საიქიო ცხოვრებაში გადასასვლელად მზადება დაიწყო (სულისათვის სასარგებლო საკითხავი", 1876 წ. თ. I). როდესაც იგივე წმიდანმა ძილში იხილა გარდაცვლილები, რომლებიც მის წინაშე ერთი მღვდლისათვის შუამდგომლობდნენ, მან პატივი მიაგო გარდაცვლილთა თხოვნას.

ეკლესიის ერთ-ერთი მამა ბრძანებს: "ძველი გარდამოცემებიდან ჩანს, რომ სულის უკვდავების რწმენა მუდამ იყო დაკავშირებული გარდაცვლილთა გამოცხადების რწმენასთან. ამის შესახებ გარდამოცემები ურიცხვია... არსებობს გარდაცვლილთა გამოცხადებები ანდა ქმედებები, რომლებიც იშვიათია, თუმცა უეჭველია".

თარგმანი: ხათუნა რაქვიაშვილი, გაზეთი "საპატრიარქოს უწყებანი"

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს