განო მელითაურის ჩანაწერი"ფეისბუქიდან":
"ვერცხლის წყალმა 38.6 აჩვენა,ამიტომ შემოთავაზებას - აიბოლიტის ფორმაში და ზღაპრების გუდით ჩემს მოსანახულებლად ამოსულიყო უსიტყვოდ დავთანხმდი, გაცნობიდან მეოთხე დღის კვალობაზე წარმოუგენელი იყო ,განსაკუთრებით ჩემი საყვარელი პოლონელი მზარეულისთვის,რომელიც ბიჭებს არ სწყალობდა,მითუმეტეს უცხოებს, თითო ნაკლს მაინც უძებნიდა და კარტოფილის გემრიელ ღვეზელებსაც ამორჩევით თავაზობდა..
ჩემზე რვა წლით უფროსი,ქალაქს მოდებული,ქარიზმატული და სიმპატიური ბიჭი დაძაბული,დაბნეული და გაკვირვებული, მოკრძალებით ჩამოჯდა ლოგინთან და ვერაფრით გაიგო ქვეტექსტი - როცა სტუმრად პირველად ამოსულს ლოგინში , საღამურით და შუბლზე შარფშემოკრული დავხვდი...მინიშნება გვერდით მიწოლაზე ნამდვილად ვერ იქნებოდა,ამას ჯერ კიდევ ორი დღით ადრე ტელევიზიის ფოიეში მიხვდა, როცა გახმოვანებიდან შესვენებაზე გამოსულმა გორგოლაჭებიანი სკამით გასწრობანას სათამაშოდ გავიწვიე -,აი მაშინ,პირდაპირ თვლებში ჩამხედა და ბავშვობაში მაბრუნებო მითხრა ღიმილით ...ზუსტად მახსოვს ჯადოსნური სუნი -მთელს ოთახს რომ მოედო და სითბო -მთელს სხეულში რომ ჩამეღვარა
... სიცხე უფრო ზემოთ მიდიოდა, ხოდა ჩვეულებისამებრ საბანი თითქმის ცხვირამდე ავიწიე ,ბევრ ნაწილად მოვიკეცე და :
-არ იფიქრო მძინავს ,ყურადღებით გისმენ-თქო ჩავიბურტყუნე...ფაქტიურად ჩემს თავთან ,იატაკზე გადმოინაცვლა და ყველაზე სანუკვარი ხმით დაიწყო
- იყო და არა იყო რა,იყო ერთი შორეული პლანეტა,სადაც პატარა უცნაური ბიჭი ცხოვრობდა
- რატომ იყო უცნაური? - ვკითხე თვალებდახუჭულმა და მექანიკურად მისი ხელის ძებნა დავიწყე
- რა სულსწრაფი ხარ - ხელი ჩამკიდა და განაგრძო
- პატარა იყო და დიდი, დიი-დი გული ჰქქონდა , სერიოზულად არავინ აღიქვამდა და სახელად ერქვა დანკო. ერთხელაც პლანეტას დიდი განსაცდელი დაატყდა თავს,ბოროტმა ძალებმა სინათლე და სითბო წაართვეს. საშინელმა წყვდიადმა დაისადგურა...ათასნგვარი ხერხით სცადეს ,რა აღარ იღონეს ,მაგრამ ვერაფერს გახდნენ...ბოლოს ერთმა გრძნეულმა დაიბარა მაცხოვრებლები და უთხრა, დანკოს გული იმდენ სითბოს და სიყვარულს ატარებს, მხოლოდ მას შეუძლია წყვდიადს მოერიოსო..დანკოს ბევრი არ უფიქრია და პლანეტის გასანათებლად საკუთარი გული გაიღო...იმხელა სითბომ გამოასხივა მთელს გალაქტიკას რომ ეყოფოდა და დედამიწამდეც მოაღწია,მაშინ დაიბადა ცისფერ ბურთში პირველი სიცოცხლე, ხოლო დიდი სიკეთით და სინათლით სავსე მანათობელ გულს - მზე უწოდეს
- დანკოს გული - ტირილით ამოვძახე და ხელი მის გულს დავადე ,წამით, ვიგრძენი როგორ ფეთქავდა და ისევ სითბო ჩამეღვარა!!!! სასიზმრეთში გამგზავრებულს დამეწია, შუბლზე უსიტყვოდ მაკოცა და ფეხაკრებით გაიპარა ოთახიდან...
დანკოს გულმა ზუსტად რვა წლის თავზე შეწყვიტა ფეთქვა!,შეწყვიტა ! ზუსტად იმ ღამეს,როცა ისევ სიცხიანი ათასი კილომეტრის მოშორებით ვიყავი მისგან!
სიმბოლურია ამ ზღაპრით რომ შემიყვარდი და აუტანელი - შენი წასვლით მოაგვარე ყოფიერების ეშმაკები ...
,მაპატიე,რომ გული ვერ მოგეცი ,დანკო!", - წერს გამო.