ფსიქოთერაპევტი, რომლის ჩანაწერებსაც გთავაზობთ, ქართველი არ გახლავთ. ანუ მისი მონათხრობი ქართულ რეალობას არ ემყარება. სამაგიეროდ მისი თემა - რამდენს სცოდავენ მშობლები შვილების სულიერი სამყაროს ჩამოყალიბებაში - ჩვენთვისაც საინტერესოა. შეიძლება ეს ისტორიები მასობრივი არ იყოს, მაგრამ ზოგადად პრობლემა - არასწორი დამოკიდებულება ბავშვთან, მისი ცხოვრების უფროსების ინტერესებზე მორგება, დაუფიქრებელი და გაუმართლებელი სიმკაცრე ან პირიქით, განებივრება - ნამდვილად არის ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი. წაიკითხეთ ეს ისტორიები. მათში ბევრი საგულისხმო დეტალია.
"მე ბავშვთა ფსიქოლოგი ვარ და მიმაჩნია, რომ საკმაოდ მძიმე სამუშაო მაქვს. სამუშაოს ჩემი პატარა კლიენტების მშობლები მიმძიმებენ, რომლებიც თავად უმახინჯებენ ბავშვებს ცხოვრებას. ყველა პრობლემა ხომ ბავშვობიდან იწყება, უფრო სწორად, მშობლებისგან. ბავშვის ყველა მარცხიც მათი ბრალია.
ვერ გეტყვით, მხოლოდ მე "მიმართლებს" ასე, თუ ჩემი კოლეგებიც ამ დღეში არიან, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემი პაციენტების ნახევარზე მეტს ერთი დიაგნოზი და პრობლემის მიზეზი აქვს - იდიოტი ოჯახის წევრები.
1. ოთხი წლის ბიჭუნა აგრესიულად იქცევა. თავს ესხმის ეზოში მოთამაშე ბავშვებს და უმცროს დას სცემს. დედამისთან 10-წუთიანი გასაუბრების შემდეგ ყველაფერი ცხადი გახდა. ოჯახში უფროსებმაც არ იციან სიტყვები "მაპატიე", "გთხოვ", "გმადლობ", "ბოდიში". მათთვის ჩვეულებრივი ამბავია ერთმანეთთან ყვირილით და მუქარით საუბარი. "ერთს რომ შემოგცხებ" ბავშვთან ურთიერთობის ძირითადი ფრაზაა. ყველაზე თავაზიანი სიტყვა, რაც ამ ბავშვის მისამართით მშობლებისგან გავიგონე, "ენა ჩაიგდე, ტუტუცო" იყო. ოჯახის უფროსს, რომელიც პასპორტის მიხედვით 40 წლისაა, განვითარებით კი - 13-14-ის, კარგ ხუმრობად ეჩვენება, როცა ბავშვი ბებიას ყოველ სიტყვაზე პასუხობს "ბერდები და შტერდები"... ერთი სიტყვით, ბავშვს არაფერი სჭირს, უბრალოდ, მშობლებს ჰგავს.
2. ექვსი წლის გოგონას თავი ბიჭად მოაქვს და სხვებსაც არწმუნებს, რომ ბიჭია. გგონიათ გენდერული იდენტიფიცირების პრობლემაა? არაფერი მსგავსი. განაგრძეთ კითხვა