"მინდა, ვუთხრა, ზურას ვაჟს ბუსას, შენ საამაყო მამა გყავდა, შვილო!" - ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი და კახა გოჩაშვილის ემოციური ინტერვიუ

"მინდა, ვუთხრა, ზურას ვაჟს ბუსას, შენ საამაყო მამა გყავდა, შვილო!" - ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი და კახა გოჩაშვილის ემოციური ინტერვიუ

ნაფიცმა მსაჯულებმა ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულ კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას, 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ, გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს, თუმცა მსაჯულებმა მათ მიმართ სასჯელის შემსუბუქების რეკომენდაცია გასცეს, რის საფუძველზეც მოსამართლე ეკა არეშიძემ კობა ხარშილაძეს აღნიშნულ საქმეზე შემსუბუქებული სასჯელი 2 წლისა და 4 თვის ვადით განუსაზღვრა, ამნისტიის შედეგად კი, მას 1 წელი და 9 თვიანი ვადა დარჩა. ძველმა სასჯელმა, რომელიც "გრინსერვისის" საქმეზე აქვს ხარშილაძეს შეფარდებული, შთანთქა ახლად განსაზღვრული სასჯელი და ხარშილაძეს საბოლოოდ 4 თვის ვადით პატიმრობა მიესაჯა, რაც ემთხვევა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობის ვადის ამოწურვას, რომელიც მიმდინარე წლის 24 დეკემბერს სრულდება.

რაც შეეხება ძაძამიას, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას თავდაპირველად 11 თვე და 41 დღის ვადით განესაზღვრა პატიმრობა და ამნისტირებული მუხლის საფუძველზე მას 8 თვე და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნა, რომ გირაოს შეფარდებამდე მიხეილ ძაძამიას აღნიშნული ვადა პატიმრობაში აქვს გატარებული, შესაბამისად, იგი სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდა.

შეგახსენებთ, ორივე მათგანი სამსახურეობრივი გულგრილობისა და მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ბრლადებით გასამართლდნენ. სასამართლო პროცესი სკანდალური გამოდგა, კობა ხარშილაძის განცხადებებმა, რომელშიც მან ექსპრემიერის სექსუალურ ორიენტაციაზე ილაპარაკა, საზოგადოება შოკში ჩააგდო. მის ნათქვამს სოციალური ქსელით გამოეხმაურა ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი კახა გოჩაშვილი, რომელიც წერდა:

"არაფერი კაცი შენ არ ყოფილხარ, ხარშილაძევ! პატარა, ვირთხისმაგვარო კაცუნავ. პროცესზე გითხარი სიცოცხლეს განდობდი - მეთქი, თურმე რა გადარჩენილი ვარ... ჩემს თავზე მეშლება ნერვები. მეგონა, გიცნობდი (თუმცა სადაც ზურას გაბითურება მოახერხე). შემეცოდე, მგელივით აწყდებოდი აქეთ-იქით ბარიერს. უფრო სწორედ დარბაზში მჯდომი შენი ოჯახის წევრები იყვნენ ცოდო. მაგრამ ეგეთი ხერხით ფონს გასვლა წიგნში არ წამიკითხავს და ფილმში არ მინახია... მე, ისევ და ისევ მთელი ქვეყნის გასაგონად მინდა ვთქვა, ადამიანს, რომელსაც ცხრა წლის მანძილზე ყოველდღიური, დილიდან თითქმის მეორე დილამდე ურთიერთობა მქონდა ზურასთან, მაქვს პრეტენზია განვაცხდო, რომ თუ ვინმე იცნობდა მას, იცნობდა მის ზნეს, ხასიათს, მის ჩვევებს, ქცევებს, ვარ მე! და არასდროს (ღმერთია ამის მოწმე) არასდროს შემპარვია იოტისოდენა ეჭიც კი იმაში რის დამტკიცებასაც ეს ორი უბედური ცდილობს."

ჩვენ ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრს კახა გოჩაშვილს დავუკავშირდით და ბოლო დროს განვითარებული მოვლენებზე ვესაუბრეთ:

- მართალი გითხრათ, არ ველოდი, თუ ასეთი სიბინძურეები წამოვიდოდა ზურას მისამართით. მართლაც შოკისმომგვრელია და ამაზრზენია ის ყველაფერი, რაც მოვისმინე. ამიტომაც ვერ შევიაკვე თავი და დავწერე ის, რაც დავწერე... მე, ისევ და ისევ მთელი ქვეყნის გასაგონად მინდა ვთქვა, - ზურაბ ჟვანიას ცხრა წლის განმავლობაში ვიცნობდი და მასთან, ყოველდღიური კი არა, ლამის 24-საათიანი ურთერთობა მქონდა, ამიტომაც, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ თუ ვინმე იცნობდა მას, ეს მე ვარ. არასდროს (ღმერთია ამის მოწმე), შემპარვია იოტისოდენა ეჭიც კი იმაში რის დამტკიცებასაც, ის ორი უსინდისო სასამართლოზე ცდილობდა. მე, ჩემს თავთან მართალი ვარ! ვიცი სიმართლე, რაც ყველას მინდა ვუთხრა, - უპირველესად კი მის ულამაზეს შვილებს, არაჩვეულებრივ დედას... მინდა, ვუთხრა, ზურას ვაჟს ბუსას, შენ საამაყო მამა გყავდა, შვილო! ახლაც ვერ ვწყნარდები, იმ სიტყვების გახსენებაზე.

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ