პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უზნეო დარჩიაშვილს საერთოდ წაუკითხავს მამაჩემის ნაწარმოებები?!" - რას ერჩის პარლამენტარი ნოდარ დუმბაძეს?"
"უზნეო დარჩიაშვილს საერთოდ წაუკითხავს მამაჩემის ნაწარმოებები?!" - რას ერჩის პარლამენტარი ნოდარ დუმბაძეს?"

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის " ერთ-ერთი ლი­დე­რი, პარ­ლა­მენ­ტა­რი და­ვით დარ­ჩი­აშ­ვი­ლი,"ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე მწე­რალ ნო­დარ დუმ­ბა­ძეს აკ­რი­ტი­კებს და წერს: "ახლა ფბ-ზე, ვი­ღაც აშე­ა­რებს "თეთ­რი ბა­ი­რა­ღე­ბი­დან "პა­სა­ჟებს და წერს, გე­ნი­ა­ლუ­რი­აო. ვი­ღაც ულა­ი­ქებს, აბა, რა ავუხ­სნა, რო­გორ გა­ვა­გე­ბი­ნო, რომ ამ სი­ტყვე­ბის, პა­სა­ჟე­ბის დამ­წე­რი ნო­დარ დუმ­ბა­ძე სცო­დავ­და სინ­დი­სი­სა და ის­ტო­რი­ის წი­ნა­შე. რომ ვინ­მე ქურ­დი დევ­და­რი­ა­ნის სი­ტყვე­ბი მდა­რე ტო­მობ­რი­ო­ბა და პო­პუ­ლიზ­მია: "მი­ტომ გჯო­ბი­ვარ, რომ დევ­და­რი­ა­ნი ვარ...მი­ლი­ო­ნი რომ იშო­ვე, მე­ო­რე რა­ღად გინ­და..." გე­ნაც­ვა­ლეთ, "თეთ­რი ბა­ი­რა­ღე­ბი" ტი­პუ­რი ქარ­თულ-საბ­ჭო­თა ნა­წარ­მო­ე­ბია, სტა­ლი­ნის ფი­ლო­სო­ფი­ის გად­მომ­ცე­მი, რო­მელ­შიც ქურ­დუ­ლი და კო­მუ­ნის­ტუ­რი ლო­გი­კა ერ­წყმის ერ­თმა­ნეთს. მაგ­რამ ეგ ხომ სკო­ლა­ში და ოჯახ­ში უნდა ის­წავ­ლოთ". დარ­ჩი­აშ­ვი­ლის ჩა­ნა­წერს საკ­მა­ოდ ბევ­რი გა­მო­ეხ­მა­უ­რა, ბევ­რმა გა­აკ­რი­ტი­კა, თუმ­ცა ბევ­რმა მისი აზრი გა­ი­ზი­ა­რა კი­დეც. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთი "ფე­ის­ბუქ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი" პარ­ლა­მენ­ტა­რის ჩა­ნა­წე­რის კო­მენ­ტა­რად წერს: "შე­იძ­ლე­ბა ვცდე­ბო­დე მაგ­რამ მა­ინც უნდა დავ­წე­რო... ნო­დარ დუმ­ბა­ძე ახლა ცო­ცხა­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, იქ­ნე­ბო­და ქოცი და სტუ­რუ­ას­ნა­ი­რი ტი­პი­უ­რი წი­თე­ლი ინ­წი­ლი­გენ­წი."

კო­მენ­ტა­რი მწერ­ლის ქა­ლიშ­ვილს მა­ნა­ნა დუმ­ბა­ძეს და კი­ნო­ფილმ "თეთრ ბა­ი­რა­ღებ­ში" ლი­მო­ნას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს, მსა­ხი­ობ გია ბურ­ჯა­ნა­ძეს ვთხო­ვეთ:

მა­ნა­ნა დუმ­ბა­ძე:

- და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი რამ პირ­ვე­ლად ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ამ თქვა, დარ­ჩი­აშ­ვილს გამ­სა­ხუ­რი­დი­ამ­დე ბევ­რი აკ­ლია... დიახ, ასე­თი რა­ღაც პირ­ვე­ლად ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ამ და თე­მურ ქო­რი­ძემ გა­აჟ­ღე­რეს, ვი­ნა­ი­დან მა­მა­ჩე­მი ხალ­ხს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, იყო ნამ­დვი­ლი ეროვ­ნუ­ლი მწე­რა­ლი, ხოლო მათ მო­ინ­დო­მეს, რომ შე­ექ­მნათ მის­თვი­ის კრი­მი­ნა­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ტის იმი­ჯი. ეს ზვი­ადს არ გა­მო­უ­ვი­და და და­ვით დარ­ჩი­აშ­ვილს მით უფრო ვერ გა­მო­უ­ვა. სხვა­თა შო­რის, ამ ნა­ბი­ჯით, ზვი­ად­მა დიდი შეც­დო­მა და­უშ­ვა. ეს თქვა ერთ-ერთ მი­ტინგზე და ხალ­ხმა, რო­მე­ლიც ლა­მის ღმერ­თად მი­იჩ­ნევ­და ზვი­ადს, სტვე­ნა და­უ­წყო, - რე­ებს ლა­პა­რა­კო­ბო. მა­მამ ამ ნა­წარ­მო­ე­ბით ხაზი გა­უს­ვა იმა­საც, რომ პა­ტი­მა­რიც ადა­მი­ა­ნია და მა­თაც ადა­მი­ა­ნუ­რად უნდა მო­ე­პყრან და არა ცხო­ვე­ლი­ვით, თუმ­ცა დარ­ჩი­აშ­ვილს ამის გა­გე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბა, იმი­ტომ, რომ ერთი უზ­ნეო ადა­მი­ა­ნია... მამა წერს: "ადა­მი­ა­ნი ტაძ­რის კე­დელ­ზე მი­ხა­ტუ­ლი ფრეს­კა არ არის, რომ ერთ გან­ზო­მი­ლე­ბა­ში უმ­ზი­რო, ან მო­შა­ლო. მას ირ­გვლივ უნდა შე­მო­უ­ა­რო და იმ მხრი­დან შე­ხე­დო სა­ი­და­ნაც ლა­მა­ზია."

- დარ­ჩი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ " "თეთ­რი ბა­ი­რა­ღე­ბი" ტი­პუ­რი ქარ­თულ-საბ­ჭო­თა ნა­წარ­მო­ე­ბია, სტა­ლი­ნის ფი­ლო­სო­ფი­ის გად­მომ­ცე­მი, რო­მელ­შიც ქურ­დუ­ლი და კო­მუ­ნის­ტუ­რი ლო­გი­კა ერ­წყმის ერ­თმა­ნეთს"...

- რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მა­მა­ჩე­მი სტა­ლი­ნის ფი­ლოს­ფი­ის გად­მომ­ცე­მი იყოს, რო­დე­საც დე­და­მის­მა 10 წელი ყა­ზა­ხეთ­ში, გა­და­სახ­ლე­ბა­ში გა­ა­ტა­რა, ხოლო მამა, ან­გე­ლო­ზი­ვით ახალ­გაზ­რდა 37-ში და­უხვრი­ტეს. უზ­ნე­ოა დარ­ჩი­აშ­ვილს სა­ერ­თოდ წა­უ­კი­თხავს მა­მა­ჩე­მის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი?! მგო­ნია, რომ - არა და ყურ­მოკ­რულ რა­ღა­ცებ­ზე ლა­პა­რა­კობს. დარ­ჩი­აშ­ვი­ლი "სო­როს­ში" გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, არც იქ არ­სე­ბულ წიგ­ნებს კი­თხუ­ლობ­და და არც ამე­რი­კულ ლი­ტე­რა­ტუ­რას, ქარ­თულ­ზე აღა­რაა ლა­პა­რა­კი. გა­ა­ჩე­რეთ ქუ­ჩა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი და ვი­საც წა­კი­თხუ­ლი აქვს "თეთ­რი ბა­ი­რა­ღე­ბი", თუ რო­მე­ლი­მე ასე­თი სი­სუ­ლე­ლე თქვას, მო­დით და შე­მა­ფურ­თხეთ სა­ხე­ში.

გაგ­რძე­ლე­ბა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათია
0

პარლამენტში თითქმის ერთი დონის ხალხი ზის და ტუ ნაწარმოებს ისე არ წაიკითხავენ როგორც თქვენ კითხულობთ, ნურც ეს გაგიკვირდებათ. ადამიანები ერთ სახეში იშვიათად ხედავენ სხვა და სხვა ადამიანებს, სახეებს, ნივთებს,, ის რომ წაიკითხა სასიამოვნოა, მაგრამ ტუ ისე ვერ გაიგო და დაინახა ის მისი ნაკლია, ამისთვის არ უნდა დაამციროთ ადამიანი.

ავთანდილი
0

იმიტომ რომ ის მეორეები თვითონ არიან,მილიონი რო იშოვეს და მეორე რო უნდათ...თავის თავს ხედავენ და არ მოსწონთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"უზნეო დარჩიაშვილს საერთოდ წაუკითხავს მამაჩემის ნაწარმოებები?!" - რას ერჩის პარლამენტარი ნოდარ დუმბაძეს?"

"უზნეო დარჩიაშვილს საერთოდ წაუკითხავს მამაჩემის ნაწარმოებები?!" - რას ერჩის პარლამენტარი ნოდარ დუმბაძეს?"

"ნაციონალური მოძრაობის " ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი დავით დარჩიაშვილი,"ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მწერალ ნოდარ დუმბაძეს აკრიტიკებს და წერს: "ახლა ფბ-ზე, ვიღაც აშეარებს "თეთრი ბაირაღებიდან "პასაჟებს და წერს, გენიალურიაო. ვიღაც ულაიქებს, აბა, რა ავუხსნა, როგორ გავაგებინო, რომ ამ სიტყვების, პასაჟების დამწერი ნოდარ დუმბაძე სცოდავდა სინდისისა და ისტორიის წინაშე. რომ ვინმე ქურდი დევდარიანის სიტყვები მდარე ტომობრიობა და პოპულიზმია: "მიტომ გჯობივარ, რომ დევდარიანი ვარ...მილიონი რომ იშოვე, მეორე რაღად გინდა..." გენაცვალეთ, "თეთრი ბაირაღები" ტიპური ქართულ-საბჭოთა ნაწარმოებია, სტალინის ფილოსოფიის გადმომცემი, რომელშიც ქურდული და კომუნისტური ლოგიკა ერწყმის ერთმანეთს. მაგრამ ეგ ხომ სკოლაში და ოჯახში უნდა ისწავლოთ". დარჩიაშვილის ჩანაწერს საკმაოდ ბევრი გამოეხმაურა, ბევრმა გააკრიტიკა, თუმცა ბევრმა მისი აზრი გაიზიარა კიდეც. მაგალითად, ერთ-ერთი "ფეისბუქმომხმარებელი" პარლამენტარის ჩანაწერის კომენტარად წერს: "შეიძლება ვცდებოდე მაგრამ მაინც უნდა დავწერო... ნოდარ დუმბაძე ახლა ცოცხალი რომ ყოფილიყო, იქნებოდა ქოცი და სტურუასნაირი ტიპიური წითელი ინწილიგენწი."

კომენტარი მწერლის ქალიშვილს მანანა დუმბაძეს და კინოფილმ "თეთრ ბაირაღებში" ლიმონას როლის შემსრულებელს, მსახიობ გია ბურჯანაძეს ვთხოვეთ:

მანანა დუმბაძე:

- დაახლოებით ასეთი რამ პირველად ზვიად გამსახურდიამ თქვა, დარჩიაშვილს გამსახურიდიამდე ბევრი აკლია... დიახ, ასეთი რაღაც პირველად ზვიად გამსახურდიამ და თემურ ქორიძემ გააჟღერეს, ვინაიდან მამაჩემი ხალხს ძალიან უყვარდა, იყო ნამდვილი ეროვნული მწერალი, ხოლო მათ მოინდომეს, რომ შეექმნათ მისთვიის კრიმინალი ინტელიგენტის იმიჯი. ეს ზვიადს არ გამოუვიდა და დავით დარჩიაშვილს მით უფრო ვერ გამოუვა. სხვათა შორის, ამ ნაბიჯით, ზვიადმა დიდი შეცდომა დაუშვა. ეს თქვა ერთ-ერთ მიტინგზე და ხალხმა, რომელიც ლამის ღმერთად მიიჩნევდა ზვიადს, სტვენა დაუწყო, - რეებს ლაპარაკობო. მამამ ამ ნაწარმოებით ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პატიმარიც ადამიანია და მათაც ადამიანურად უნდა მოეპყრან და არა ცხოველივით, თუმცა დარჩიაშვილს ამის გაგება გაუჭირდება, იმიტომ, რომ ერთი უზნეო ადამიანია... მამა წერს: "ადამიანი ტაძრის კედელზე მიხატული ფრესკა არ არის, რომ ერთ განზომილებაში უმზირო, ან მოშალო. მას ირგვლივ უნდა შემოუარო და იმ მხრიდან შეხედო საიდანაც ლამაზია."

- დარჩიაშვილი ამბობს, რომ " "თეთრი ბაირაღები" ტიპური ქართულ-საბჭოთა ნაწარმოებია, სტალინის ფილოსოფიის გადმომცემი, რომელშიც ქურდული და კომუნისტური ლოგიკა ერწყმის ერთმანეთს"...

- როგორ შეიძლება მამაჩემი სტალინის ფილოსფიის გადმომცემი იყოს, როდესაც დედამისმა 10 წელი ყაზახეთში, გადასახლებაში გაატარა, ხოლო მამა, ანგელოზივით ახალგაზრდა 37-ში დაუხვრიტეს. უზნეოა დარჩიაშვილს საერთოდ წაუკითხავს მამაჩემის ნაწარმოებები?! მგონია, რომ - არა და ყურმოკრულ რაღაცებზე ლაპარაკობს. დარჩიაშვილი "სოროსში" გაიზარდა, მაგრამ როგორც ჩანს, არც იქ არსებულ წიგნებს კითხულობდა და არც ამერიკულ ლიტერატურას, ქართულზე აღარაა ლაპარაკი. გააჩერეთ ქუჩაში ადამიანები და ვისაც წაკითხული აქვს "თეთრი ბაირაღები", თუ რომელიმე ასეთი სისულელე თქვას, მოდით და შემაფურთხეთ სახეში.

გაგრძელება