პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აფასებენ "ჟვანიას საქმეზე" ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებას ცნობილ ადამიანები
როგორ აფასებენ "ჟვანიას საქმეზე" ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებას ცნობილ ადამიანები

ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ კობა ხარ­ში­ლა­ძი­სა და მი­ხე­ილ ძა­ძა­მი­ას მი­მართ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნეს, ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 10-მა ნა­ფიც­მა მსა­ჯულ­მა ორის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ი­ღო. თუმ­ცა მათ სას­ჯე­ლის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის რე­კო­მენ­და­ცია გას­ცეს, რის სა­ფუძ­ველ­ზეც მი­ხე­ილ ძა­ძა­მი­ას აღარ და­ა­პა­ტიმ­რე­ბენ, კობა ხარ­ში­ლა­ძე კი პა­ტიმ­რო­ბა­ში 24 დე­კემ­ბრამ­დე რჩე­ბა.

იხი­ლეთ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის დე­ტა­ლე­ბი თეგ­ზე #ჟვა­ნი­ას საქ­მე

რამ­დე­ნად გა­მარ­თლე­ბუ­ლად მი­გაჩ­ნი­ათ ნა­ფიც მსა­ჯულ­თა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა? - ამ კი­თხვით "რე­ზო­ნან­სმა" სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს მი­მარ­თა.

გია ბუ­ღა­ძე (ფერმ­წე­რი): "ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლი თე­მაა. ზურა ჩემი ახალ­გაზ­რდა მე­გო­ბა­რი იყო, ამი­ტომ ყვე­ლა დე­ტა­ლი, რაც მას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ძა­ლი­ან მა­ღელ­ვებს.

ამ ბი­ჭებს - ხარ­ში­ლა­ძე­სა და ძა­ძა­მი­ა­საც ვიც­ნობ­დი, იმი­ტომ რომ ზუ­რას­თან ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და. ჟვა­ნია იყო ძა­ლი­ან ღია და გახ­სნი­ლი ადა­მი­ა­ნი.

ამ საქ­მე­ზე ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა, იმი­ტომ რომ არ ვიცი, მი­უ­ძღო­დათ თუ არა ამ ბი­ჭებს და­ნა­შა­უ­ლი. მე მინ­და, რომ ზუ­რაბ ჟვა­ნია ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­დეს, რო­გორც უმ­წიკ­ვლო ადა­მი­ა­ნი".

გივი სი­ხა­რუ­ლი­ძე (მწე­რა­ლი, მსა­ხი­ო­ბი): "მე ვფიქ­რობ, რომ ეს ბი­ჭე­ბი არა­ფერ­ში დამ­ნა­შა­ვე არ არი­ან. აგიხ­სნით რა­ტო­მაც. პრე­მი­ე­რი თა­ვის დაც­ვას რომ უბ­რძა­ნებს, შენ არ უნდა გა­მომ­ყვე, რო­დე­საც ეტყვის რომ თა­ვი­სუ­ფა­ლია, ამ დროს რა უნდა ქნას იმან?! მი­მაჩ­ნია, რომ ეს ბი­ჭე­ბი სულ ტყუ­ი­ლად არი­ან და­ჭე­რი­ლე­ბი.

მე რომ მკი­თხოთ, ასე­თი სა­სა­მარ­თლო არც უნდა ყო­ფი­ლი­ყო. გარ­დაც­ვლილ ადა­მი­ანს არ უნდა მი­ა­ყე­ნო შე­უ­რა­ცხყო­ფა. ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლია, რო­დე­საც გარ­დაც­ვლილ ადა­მი­ანს შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნე­ბენ. არა მარ­ტო გარ­დაც­ვლილს, არა­მედ ოჯახ­საც. ეს არის ძა­ლი­ან ცუდი საქ­ცი­ე­ლი. ჩემი აზრი თუ გა­ინ­ტე­რე­სებთ, სხდო­მე­ბი უნდა ყო­ფი­ლი­ყო და­ხუ­რუ­ლი, რათა ეს დე­ტა­ლე­ბი, რა­ზეც იყო სა­უ­ბა­რი, არ გა­მო­სუ­ლი­ყო გა­რეთ".

მა­რი­ნა ბე­რი­ძე (მუ­სი­კათმცოდ­ნე): "ეს არის საქ­მე, რო­მელ­ზეც არ მაქვს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი პო­ზი­ცია. ამ საქ­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ში სა­ერ­თოდ არ ვყო­ფილ­ვარ ჩარ­თუ­ლი, ამი­ტომ გა­მი­ჭირ­დე­ბა პა­სუ­ხის გა­ცე­მა. აზ­რზე არ ვარ, რა ხდე­ბო­და სა­სა­მარ­თლო­ზე.

სწო­რად არ მი­მაჩ­ნია ის, რომ დაც­ვა­ზე აღ­ძრეს საქ­მე. დაც­ვა ას­რუ­ლებს ბრძა­ნე­ბებს, ამი­ტომ გა­მარ­თლე­ბუ­ლად არ მი­მაჩ­ნია, რო­დე­საც მას ედა­ვე­ბი­ან სამ­სა­ხუ­რებ­რივ გულ­გრი­ლო­ბას. რაც უბ­რძა­ნეს, ის გა­ა­კე­თეს".

ია ან­თა­ძე (ჟურ­ნა­ლის­ტი): "ამ თე­მა­ზე კონ­კრე­ტუ­ლი შე­ფა­სე­ბის გა­კე­თე­ბა ნამ­დვი­ლად მი­ჭირს. არ ვიცი არ­ცერ­თი მო­ტი­ვი, რის გა­მოც თქვეს, რომ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი იყო გა­მო­ტა­ნი­ლი. მო­ტი­ვის გა­რე­შე რო­გორ შე­ვა­ფა­სო?! უნდა გა­ვი­გო, რა გა­რე­მო­ე­ბე­ბით იხელ­მძღვა­ნე­ლეს ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა, რომ ასე­თი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ე­ტა­ნათ.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებს არ დავ­სწრე­ბი­ვარ. სხვა­თა შო­რის, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც ძა­ლი­ან ცუ­დად აშუ­ქებ­დნენ ამ პრო­ცესს. ამი­ტომ რო­დე­საც არ იცი არ­სე­ბი­თი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, მა­შინ კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორ აფასებენ "ჟვანიას საქმეზე" ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებას ცნობილ ადამიანები

როგორ აფასებენ "ჟვანიას საქმეზე" ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებას ცნობილ ადამიანები

ნაფიცმა მსაჯულებმა ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულ კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს, ასეთი გადაწყვეტილება 10-მა ნაფიცმა მსაჯულმა ორის წინააღმდეგ მიიღო. თუმცა მათ სასჯელის შემსუბუქების რეკომენდაცია გასცეს, რის საფუძველზეც მიხეილ ძაძამიას აღარ დააპატიმრებენ, კობა ხარშილაძე კი პატიმრობაში 24 დეკემბრამდე რჩება.

იხილეთ სასამართლო პროცესის დეტალები თეგზე #ჟვანიას საქმე

რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

გია ბუღაძე (ფერმწერი): "ეს ჩემთვის ძალიან რთული თემაა. ზურა ჩემი ახალგაზრდა მეგობარი იყო, ამიტომ ყველა დეტალი, რაც მასთან არის დაკავშირებული ძალიან მაღელვებს.

ამ ბიჭებს - ხარშილაძესა და ძაძამიასაც ვიცნობდი, იმიტომ რომ ზურასთან ძალიან აქტიური ურთიერთობა მქონდა. ჟვანია იყო ძალიან ღია და გახსნილი ადამიანი.

ამ საქმეზე ძალიან გამიჭირდება კონკრეტული კომენტარის გაკეთება, იმიტომ რომ არ ვიცი, მიუძღოდათ თუ არა ამ ბიჭებს დანაშაული. მე მინდა, რომ ზურაბ ჟვანია ისტორიაში შევიდეს, როგორც უმწიკვლო ადამიანი".

გივი სიხარულიძე (მწერალი, მსახიობი): "მე ვფიქრობ, რომ ეს ბიჭები არაფერში დამნაშავე არ არიან. აგიხსნით რატომაც. პრემიერი თავის დაცვას რომ უბრძანებს, შენ არ უნდა გამომყვე, როდესაც ეტყვის რომ თავისუფალია, ამ დროს რა უნდა ქნას იმან?! მიმაჩნია, რომ ეს ბიჭები სულ ტყუილად არიან დაჭერილები.

მე რომ მკითხოთ, ასეთი სასამართლო არც უნდა ყოფილიყო. გარდაცვლილ ადამიანს არ უნდა მიაყენო შეურაცხყოფა. ძალიან უხერხულია, როდესაც გარდაცვლილ ადამიანს შეურაცხყოფას აყენებენ. არა მარტო გარდაცვლილს, არამედ ოჯახსაც. ეს არის ძალიან ცუდი საქციელი. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, სხდომები უნდა ყოფილიყო დახურული, რათა ეს დეტალები, რაზეც იყო საუბარი, არ გამოსულიყო გარეთ".

მარინა ბერიძე (მუსიკათმცოდნე): "ეს არის საქმე, რომელზეც არ მაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია. ამ საქმის მიმდინარეობაში საერთოდ არ ვყოფილვარ ჩართული, ამიტომ გამიჭირდება პასუხის გაცემა. აზრზე არ ვარ, რა ხდებოდა სასამართლოზე.

სწორად არ მიმაჩნია ის, რომ დაცვაზე აღძრეს საქმე. დაცვა ასრულებს ბრძანებებს, ამიტომ გამართლებულად არ მიმაჩნია, როდესაც მას ედავებიან სამსახურებრივ გულგრილობას. რაც უბრძანეს, ის გააკეთეს".

ია ანთაძე (ჟურნალისტი): "ამ თემაზე კონკრეტული შეფასების გაკეთება ნამდვილად მიჭირს. არ ვიცი არცერთი მოტივი, რის გამოც თქვეს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი იყო გამოტანილი. მოტივის გარეშე როგორ შევაფასო?! უნდა გავიგო, რა გარემოებებით იხელმძღვანელეს ნაფიცმა მსაჯულებმა, რომ ასეთი განაჩენი გამოეტანათ.

სასამართლო პროცესებს არ დავსწრებივარ. სხვათა შორის, ჟურნალისტებიც ძალიან ცუდად აშუქებდნენ ამ პროცესს. ამიტომ როდესაც არ იცი არსებითი გარემოებები, მაშინ კომენტარის გაკეთება ძალიან რთულია".

"ვირუსმა შეცვალა თავდასხმის მეთოდები, ჩვენ ვალდებული ვართ, შევცვალოთ თავდაცვის ღონისძიებები" - ბიძინა კულუმბეგოვი

"ბიძინას მარტო ფეხებში აქვს იმდენი ჭკუა, რამდენიც ჩვენს ოპოზიციონერებს - თავში" - გივი სიხარულიძე

იაპონიაში ქართული კერძი პოპულარობის პიკშია - "შქმერულის" გაყიდვა მინიმარკეტებშიც დაიწყეს