საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხიხანის ციხეზე აღმოჩენილია მარანი, რომელიც შუასაუკუნეებით, კერძოდ, მე-11 - მე-13 საუკუნეებით თარიღდება
ხიხანის ციხეზე აღმოჩენილია მარანი, რომელიც შუასაუკუნეებით, კერძოდ, მე-11 - მე-13 საუკუნეებით თარიღდება

ხი­ხა­ნის ცი­ხე­ზე არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბის შე­დე­გად 43 ქვევ­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. არ­ქე­ო­ლო­გე­ბი აჭა­რის მა­ღალმთი­ან ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ზღვის დო­ნი­დან 2 635 მეტრ სი­მაღ­ლე­ზე ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დნენ.

რო­გორც ხი­ხა­ნის ცი­ხის არ­ქე­ო­ლო­გი­ი­უ­რი ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა და­ვით მინ­დო­რაშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნი­ლი მა­რა­ნი შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბით, კერ­ძოდ, მე-11 - მე-13 სა­უ­კუ­ნე­ე­ბით თა­რიღ­დე­ბა.

"მე­სა­მე წე­ლია ხი­ხა­ნის ცი­ხე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბი. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­გე­ბო­ბე­ბი გა­ი­თხა­რა. გა­სულ წელს შე­ვის­წავ­ლეთ 28 ქვევ­რი­ა­ნი მა­რა­ნი. წელს კი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ მა­რა­ნი, რო­მელ­შიც 43 ქვევ­რი იქნა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს მა­რა­ნი არ უნდა იყოს მა­რა­ნი კლა­სი­კუ­რი გა­გე­ბით და საქ­მე უნდა გვქო­ნეს წყლის რე­ზერ­ვუ­ა­რე­ბის­თვის გა­კე­თე­ბულ მა­რან­თან", - აღ­ნიშ­ნა და­ვით მინ­დო­რაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ქვევ­რე­ბის კონ­სერ­ვა­ცია მოხ­დე­ბა, რის შემ­დე­გაც ხი­ხა­ნის ცი­ხე­ზე გაგ­რძელ­დე­ბა რე­კონ­სტრუქ­ცი­ის სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

გარ­და ამი­სა, ცი­ხე­სი­მაგ­რის ერთ-ერთ კოშკში მცი­რე­კა­ლიბ­რი­ა­ნი ზარ­ბაზ­ნის ჭურ­ვე­ბიც აღ­მოჩ­ნდა.

არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპე­დი­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად, აჭა­რის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სა­ა­გენ­ტო ცი­ხის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას ახორ­ცი­ე­ლებს. ხი­ხა­ნის ცი­ხის პირ­ვე­ლი კოშ­კი უკვე რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლია. სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლის, მი­რან­და ჩარ­კვი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, ეს ძეგლი არა მხო­ლოდ ეროვ­ნუ­ლი, არა­მედ სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის ძეგლია და მისი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია შე­სა­ბა­მი­სი სტან­დარ­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია. ეს არის ძეგლი, რო­მე­ლიც არ არის მხო­ლოდ რე­გი­ო­ნუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის, ეს არის ეროვ­ნუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის ძეგლი. სა­ა­გენ­ტო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, რომ პერ­მა­ნენ­ტუ­ლად გაგ­რძელ­დეს სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. უნი­კა­ლუ­რი კომ­პლექ­სია, რომ­ლის მთლი­ა­ნად კონ­სერ­ვა­ცია და ნა­წი­ლობ­რივ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია იგეგ­მე­ბა. არის ეკ­ლე­სი­ის ფრაგ­მენ­ტე­ბი, არის კოშ­კე­ბი, თან­მიმ­დევ­რუ­ლად სა­ა­გენ­ტო უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ ხი­ხან­ზე რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბი იყოს და­ცუ­ლი", - აღ­ნიშ­ნა მი­რან­და ჩარ­კვი­ან­მა.

ექ­სტრე­მა­ლუ­რი და სა­თავ­გა­და­სავ­ლო ტუ­რიზ­მის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის ხი­ხა­ნის ციხე მიმ­ზიდ­ვე­ლია. ტუ­რის­ტებს ცი­ხემ­დე მი­სას­ვლე­ლი კი­ლო­მეტრნა­ხევ­რი­ა­ნი სა­ცალ­ფე­ხო ბი­ლი­კის გავ­ლა მო­უ­წევთ.

ხიხანის ციხეზე აღმოჩენილია მარანი, რომელიც შუასაუკუნეებით, კერძოდ, მე-11 - მე-13 საუკუნეებით თარიღდება

ხიხანის ციხეზე აღმოჩენილია მარანი, რომელიც შუასაუკუნეებით, კერძოდ, მე-11 - მე-13 საუკუნეებით თარიღდება

ხიხანის ციხეზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად 43 ქვევრი აღმოაჩინეს. არქეოლოგები აჭარის მაღალმთიან ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2 635 მეტრ სიმაღლეზე ერთი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ.

როგორც ხიხანის ციხის არქეოლოგიიური ექსპედიციის ხელმძღვანელმა დავით მინდორაშვილმა განმარტა, ახლად აღმოჩენილი მარანი შუასაუკუნეებით, კერძოდ, მე-11 - მე-13 საუკუნეებით თარიღდება.

"მესამე წელია ხიხანის ციხეზე მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები. ძალიან მნიშვნელოვანი ნაგებობები გაითხარა. გასულ წელს შევისწავლეთ 28 ქვევრიანი მარანი. წელს კი აღმოვაჩინეთ მარანი, რომელშიც 43 ქვევრი იქნა დაფიქსირებული. სავარაუდოდ, ეს მარანი არ უნდა იყოს მარანი კლასიკური გაგებით და საქმე უნდა გვქონეს წყლის რეზერვუარებისთვის გაკეთებულ მარანთან", - აღნიშნა დავით მინდორაშვილმა.

მისივე თქმით, ქვევრების კონსერვაცია მოხდება, რის შემდეგაც ხიხანის ციხეზე გაგრძელდება რეკონსტრუქციის სამუშაოები.

გარდა ამისა, ციხესიმაგრის ერთ-ერთ კოშკში მცირეკალიბრიანი ზარბაზნის ჭურვებიც აღმოჩნდა.

არქეოლოგიური ექსპედიციის პარალელურად, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ციხის რეაბილიტაციას ახორციელებს. ხიხანის ციხის პირველი კოშკი უკვე რეაბილიტირებულია. სააგენტოს ხელმძღვანელის, მირანდა ჩარკვიანის განმარტებით, ეს ძეგლი არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო მნიშვნელობის ძეგლია და მისი რეაბილიტაცია შესაბამისი სტანდარტებით მიმდინარეობს.

"ეს არის საქართველოს ისტორია. ეს არის ძეგლი, რომელიც არ არის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის, ეს არის ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის ძეგლი. სააგენტო დაინტერესებულია, რომ პერმანენტულად გაგრძელდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები. უნიკალური კომპლექსია, რომლის მთლიანად კონსერვაცია და ნაწილობრივ რეაბილიტაცია იგეგმება. არის ეკლესიის ფრაგმენტები, არის კოშკები, თანმიმდევრულად სააგენტო უზრუნველყოფს, რომ ხიხანზე რეაბილიტაციის საერთაშორისო სტანდარტები იყოს დაცული", - აღნიშნა მირანდა ჩარკვიანმა.

ექსტრემალური და სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებისთვის ხიხანის ციხე მიმზიდველია. ტურისტებს ციხემდე მისასვლელი კილომეტრნახევრიანი საცალფეხო ბილიკის გავლა მოუწევთ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია