პროკურორი - ბრალდების მხარე ობიექტურ ვერდიქტს ელოდა ბრალდების მხარე ელოდა ობიექტურ ვერდიქტს, - ამის შესახებ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა.
პროკურორმა აღნიშნა, რომ მოსამართლეს გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოტანის შემდეგ სასჯელის ორ მესამედზე ნაკლების მისჯის უფლება არ გააჩნია.
"მოსამართლის გადასაწყვეტია, სასჯელი განსაზღვროს. მას ორ მესამედზე ნაკლების მისჯის უფლება არ აქვს, - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.
კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას მიმართ წარდგენილი ბრალდება, კერძოდ სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს 6 თვიდან 4 წლამდე პატიმრობას, თუმცა მუხლი ამნისტირებულია და ერთი მეოთხედით შემცირება ეხება. მოსამართლემ უნდა განსაზღვროს, სასჯელის რა ზომა შეეფარდებათ ბრალდებულებს. მიხეილ ძაძამიას სავარაუდოდ სასამართლო დარბაზშივე დააკავებენ.