მარი ბაბეტას მამაკაცებზე ვესაუბრეთ. მისი აზრით, კაცს და ზოგადად ადამიანს ტყუილი არ შეშვენის. მოცეკვავემ ყურადღება გაამახვილა ოქროს შუალედზე თავის მოვლასა და ნარცისიზმს შორის.
ხაზი გაუსვა პირველ პაემანზე აუცილებელ ქცევასა და სექსის შემდეგ დაშვებულ შეცდომებსაც. სტატიაში წაიკითხავთ 3 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ქალის გულის მონადირებაში...
1. მამაკაცს თავის მოვლა ნარცისიზმში არ უნდა გადაეზარდოს. თუ ქალი ხედავს, რომ კაცი საკუთარ თავზე უგონოდ არის შეყვარებული და სხვას ვერავის ან ვერაფერს ამჩნევს, მის მიმართ ინტერესი უბრალოდ უქრება. თუ ჩაცმულობის სტილზე ვისაუბრებთ...
ამბობენ, რომ გემოვნებაზე არ დავობენ, თუმცა პირადად მე თავისუფლად ჩაცმული მამაკაცები მომწონს. ვფიქრობ, სპორტულ სამოსში თავს უფრო კომფორტულად და შესაბამისად თავდაჯერებულად გრძნობენ.